| Status | Select a city |
| Brand country | |
| Quantity and shape | 27 |
| Generics | vitamins+minerals+omega-3 |
მულტივიტამინები+ომეგა-3 საბავშვო გელ-ტაბლეტები 27ცალი დოპელჰერცი - Doppelherz
ბავშვების ზრდა-განვითარებისა და იმუნიტეტის მხარდასაჭერად!
9 ვიტამინი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ერთ საღეჭ გელ-ტაბლეტში!
ლაქტოზის და გლუტენის გარეშე!
დოპელჰერცი აქტივი მულტივიტამინი + ომეგა-3 საბავშვო საკვები დანამატია, რომელიც აერთიანებს თევზის ქონის კონცენტრატს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და 9 მნიშვნელოვან ვიტამინს. ფორმულა შექმნილია ბავშვების ყოველდღიური რაციონის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით შევსების ხელშესაწყობად.
პროდუქტი წარმოდგენილია ხილის არომატის მქონე რბილი, საღეჭი გელ-ტაბლეტების სახით, რაც მოსახერხებელია ბავშვებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივი ტაბლეტების ან კაფსულების მიღება უჭირთ.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (EPA და DHA) - პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია, რომლებიც ორგანიზმის უჯრედული მემბრანების შემადგენლობაში შედის. DHA განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია თავის ტვინისა და თვალის ბადურის ქსოვილებში. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება შესაძლებელია თევზისა და სხვა საკვები წყაროებიდან.
ვიტამინი D - აუცილებელია ბავშვების ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, კალციუმისა და ფოსფორის შეწოვასა და ათვისებას, ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ვიტამინი A - ხელს უწყობს მხედველობისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ასევე კანისა და ლორწოვანი გარსების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ვიტამინი C და E - ანტიოქსიდანტებია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. C ვიტამინი ასევე მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და კოლაგენის წარმოქმნაში.
B ჯგუფის ვიტამინები (B6, B12, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა და ბიოტინი) - ხელს უწყობს ენერგიის ცვლას, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ამცირებენ დაღლილობას.
• ბავშვების ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად
• იმუნური, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების და ენერგიის მეტაბოლიზმის ხელშესაწყობად
• ყოველდღიური კვებითი რაციონის ვიტამინებითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით შესავსებად
• უჯრედების ოქსიდაციური სტრესისგან დაცვის მხარდასაჭერად
საკვები დანამატის 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი შეიცავს: თევზის ქონის კონცენტრატი - 377 მგ, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - 124 მგ, მათ შორის ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) - 60 მგ, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) - 40 მგ. ვიტამინები: ვიტამინი A - 200 მკგ, ვიტამინი D - 5 მკგ, ვიტამინი E - 6 მგ, ვიტამინი C - 15 მგ, ვიტამინი B6 - 0,8 მგ, ვიტამინი B12 - 1,5 მკგ, ნიაცინი - 3 მგ, ფოლიუმის მჟავა - 150 მკგ, ბიოტინი - 30 მკგ.
დამატებითი ინგრედიენტები: დამატკბობლები ქსილიტოლი და სორბიტოლი, თევზის ქონის კონცენტრატი, წყალი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოშობის), მჟავიანობის რეგულატორი ტრინატრიუმის ციტრატი, ბუნებრივი არომატიზატორი, L-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), მჟავიანობის რეგულატორი ვაშლის მჟავა, D-ალფა-ტოკოფეროლი (ვიტამინი E), ნიკოტინამიდი (ნიაცინი), გელის წარმომქმნელი პექტინი, საღებავი პაპრიკის ექსტრაქტი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), დამატკბობელი სტევიოლის გლიკოზიდები, რეტინილის პალმიტატი (ვიტამინი A), ფოლიუმის მჟავა, D-ბიოტინი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).
მიიღება 4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი გელ-ტაბლეტი დღეში.
არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შეიცავს თევზის პროდუქტებსა და ცხოველური წარმოშობის ჟელატინს.
ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
აკვები დანამატი არ წარმოადგენს მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელს.
არ არის სამკურნალო საშუალება.
ინახება მშრალ, გრილ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №27 საღეჭი გელ-ტაბლეტი.
მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.
Translated by AI