კონფიდენციალობის პოლიტიკა

 

კონფიდენციალობის პოლიტიკა

 

  1. რა არის კონფიდენციალობის პოლიტიკა?

 

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა  (შემდგომში „კონფიდენციალობის პოლიტიკა“) განმარტავს,  თუ როგორ  ხდება  შპს „პსპ ფარმას“  (შემდგომში „ჩვენ“, „პსპ“, “აფთიაქი“, „ონლაინ აფთიაქი“,  „PSP”, “PSP ONLINE“, „პსპ ონლაინი“  ან „კომპანია“)  მიერ თქვენი (შემდგომში „თქვენ“,  „მომხმარებელი“ ან „მონაცემთა სუბიექტი“)  პერსონალური მონაცემების  შეგროვება, დამუშავება, გამოყენება, შენახვა, გაზიარება და დაცვა.

 

კონფიდენციალობის პოლიტიკის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, როცა თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება იმ ვებგვერდების, აპლიკაციების, მობილური აპლიკაციების, კომპიუტერული პროგრამების, ტექნიკური მოწყობილობების, ინტერნეტ პროდუქტების, ელექტრონული პლატფორმების ან სისტემების, პირდაპირი გამოკითხვის (სატელეფონო, ონლაინ და სხვა მეთოდებით) საშუალებით, ელექტრონული ვაჭრობის ან/და სხვა ელექტრონული მომსახურებების  მიღების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს, ფლობს ან/და აკონტროლებს  „PSP“ და რომლებიც ახორციელებენ მითითებას წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაზე (შემდგომში „PSP-ს მომსახურება“).

 

კონფიდენციალობის პოლიტიკის  მიზანია მარტივი და გასაგები ენით მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და  თქვენი პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების თაობაზე.

 

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

 

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ  პირზე ვინც სარგებლობს  PSP-ს მომსახურებით. 

 

თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ PSP-ს მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ მიერ თანხმობის ელექტრონული მონიშვნა  უთანაბრდება თქვენს წერილობით თანხმობას და ადასტურებს, რომ  თქვენ თანახმა ხართ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის დამუშავებაზე, რაც განსაზღვრულია კონფიდენციალობის პოლიტიკაში.

 

  1. ვინ ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას?

 

პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი არის პირი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს:

შპს “პსპ ფარმა“, საიდენტიფიკაციო კოდი: 202203123, იურიდიული მისამართი: საქართველო, დმანისი, იაკობ ცურაველის ქ. N 54.

 

  1. რა სახის და რა წყაროდან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ?

 

თქვენი პერსონალური მონაცემების სახეობა და მოცულობა, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ დამოკიდებულია PSP-ს იმ მომსახურებაზე, რომლის მიღება ან რომლითაც სარგებლობა გსურთ. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ  გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მოწოდების გარეშე PSP-ს მომსახურებებით ვერ ისარგებლებთ და მათი ჩვენთვის მოწოდება სავალდებულოა, ასევე, იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა მოწოდების ვალდებულება არ გაგაჩნიათ და გვაწვდით თქვენი საკუთარი სურვილის შესაბამისად. ყველა პერსონალურ მონაცემზე, რომელსაც თქვენ გვაწვდით, თვალსაჩინოდ მითითებულია, არის თუ არა მისი ჩვენთვის მოწოდება სავალდებულო, თუ მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.   

 

ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი  შემდეგი პერსონალური მონაცემები:

 

  • მონაცემები, რომლებსაც თქვენ გვაწვდით.
  • მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება თქვენ მიერ PSP-ს მომსახურებით სარგებლობისას.
  • მონაცემები, რომელთა მიღება ხორციელდება სხვა წყაროების საშუალებით.

 

  • თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

 

  • თქვენი პროფილის/ანგარიშის შექმნა, მონაცემთა მითითების გზით;
  • პროდუქტების ან/და მომსახურების ძებნა ონლაინ აფთიაქში ან ვებგვერდზე;
  • პროდუქტის დამატება ან ამოღება თქვენი კალათიდან, შეკვეთის განთავსება ჩვენი მომსახურებით ან ამ მომსახურების საშუალებით;
  • ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ტრანსილირება, ნახვა ან კონტენტის გამოყენება მოწყობილობაზე არსებული მომსახურების, პროგრამის ან აპლიკაციის საშუალებით;
  • თქვენი პარამეტრების კონფიგურაცია, მონაცემთა წვდომის ნებართვების მოწოდება ან ურთიერთქმედება ჩვენს მოწყობილობასთან ან სერვისთან;
  • ვებგვერდით, მობილური აპლიკაციებით და ვებჩათებით სარგებლობა;
  • კომენტარების და შეფასებების გაკეთება და გაზიარება;
  • თქვენს ანგარიშში თქვენი სურვილების სიის დამატება;
  • გამოკითხვის პასუხების შევსება;
  • კონკურსში, გათამაშებაში, პროგრამაში, კვლევაში, აქციაში ან სხვა ღონიძიებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარმოდგენა ან მასში მონაწილეობის მიღება;
  • კომუნიკაციის განხორციელება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა გზით;
  • პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მოთხოვნა ან შეკითხვის დასმა;
  • თქვენი უფლებების/ინტერესების დაცვისათვის განცხადების, პრეტენზიის, საჩივრის ან სხვა დოკუმენტის წარმოდგენა;

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში თქვენ მიერ მოწოდებული  პერსონალური მონაცემები, რომლებიც შესაძლოა ჩვენ  შევაგროვოთ და დავამუშაოთ მოიცავს შემდეგს:

 

  • სახელი და გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ასაკი;
  • სქესი;
  • დაბადების თარიღი;
  • საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები);
  • ლოიალობის პროგრამაში ჩართული თქვენი ლოალობის ბარათის მონაცემები;
  • პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი ან მისი მონაცემები;
  • საბანკო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;
  • მონაცემები, რომელიც თქვენ შესახებ ჩვენთვის გახდება ცნობილი თქვენი შეფასებების, შენიშვნების, კომენტარების ან შეკითხვების წარმოდგენის ან ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი არხის, საშულების, ფორმის ან მეთოდის მეშვეობით;

 

  • მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება თქვენ მიერ PSP-ს მომსახურებით სარგებლობისას და ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ და დავამუშაოთ მოიცავს შემდეგს: 

 

გარკვეული ტიპის მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება  თქვენ მიერ PSP-ს მომსახურებით სარგებლობისას და ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ და დავამუშაოთ მოიცავს შემდეგს:

 

  • დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების თაობაზე;
  • დეტალური ინფორმაცია PSP-ს მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული გადახდების ოპერაციების თაობაზე;
  • ინფორმაცია თქვენ მიერ PSP-ს მომსახურებით სარგებლობისას გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების შესახებ;
  • თქვენი ტექნიკური მოწყობულობის IP მისამართი და ადგილსამყოფელის მონაცემები, რომელიც შესაძლოა მოვიპოვოთ თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ბრაუზერის და IP მისამართის ან შესაბამისი ოპერაციის განხორციელების ობიექტის  ადგილმდებარეობის მეშვეობით;
  • ლოგინი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლის დაშიფრული ვერსია;
  • ინფორმაცია კონტენტის ურთიერთკავშირების (მაგ. ინფორმაცია კონტენტის ჩატვირთვის, სტრიმინგის, ნახვის შესახებ და სხვა ) თაობაზე;
  • ინფორმაცია ტექნიკური მოწყობილობის მაჩვენებლების (მაგ. ინფორმაცია მოწყობილობის ან აპლიკაციის სარგებლობის დროის, დაკავშირებების, შეცდომების ან ხარვეზების თაობაზე;
  • ჩვენი მომსახურების მაჩვენებლები. მაგ. მონაცემები ტექნიკური შეცდომების წარმოშობის ან PSP-ს მომსახურების ფუქციებთან ან კონტენტთან თქვენი ურთიერთკავშირის თაობაზე;
  • სასაათო სარტყელის/ზონის პარამეტრების მონაცემები;
  • მოწყობილობების იდენტიფიკატორები, ქუქი-ფაილები (Сookies) და სხვა ტექნიკური საშუალებები მოწყობილობებზე, აპლიკაციებსა და ჩვენ ვებგვერდებზე, რომლებიც გამოიყენება ვებგვერდების ნახვის, სარგებლობის ან სხვა ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის მისაღებად;
  • "Uniform Resource Locator" „URL“(მისამართები) იმ ვებგვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლამდე, „URL“ იმ ვებგვერდისა, რომელზეც თქვენ გადახვალთ ჩვენი ვებგვერდიდან ან აპლიკაციიდან ბმულით ან ღილაკით, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენი მხრიდან შესაბამისი წვდომის მინიჭების გზით (მაგ. სარეკლამო, მარკეტინგული ან სხვა მომსახურების მომწოდებელი კონტრაქტორები და სხვა) შესაძლებლობა აქვთ  მოწყობილობების საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიების/ტრეკერების („Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“ და სახვ ე.წ. „ტრეკერები“) საშუალებით  მიიღონ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები.  

 

  • მონაცემები, რომლებიც სხვა მესამე პირებისაგან/სხვა წყაროებისაგან შესაძლოა შევაგროვოთ და დავამუშაოთ მოიცავს შემდეგს:

 

მონაცემები,რომლებიც შესაძლოა სხვა მესამე პირებისაგან  შევაგროვოთ და დავამუშაოთ  მოიცავს შემდეგს:

 

  • თქვენი თანხმობის საფუძველზე, სხვა მესამე პირებისგან მიღებული მონაცემები;
  • მიწოდებისა და მიწოდების მისამართების შესახებ განახლებული მონაცები, რომელიც შესაძლოა მოგვაწოდონ ჩვენმა გადამზიდავებმა ან  საკურიერო მომსახურების გამწევმა პირებმა და რომელიც შესაძლოა გამოვიყენოთ  თქვენ შესახებ ჩანაწერების გამოსასწორებლად და თქვენ მიერ PSP-ს მომსახურების მიღების ან თქვენთან კომუნიკაციის  პროცესის გასამარტივებლად;
  • ინფორმაცია თქვენი ანგარიშის/ექაუნთის, PSP-ს მომსახურების/პროდუქტის შესყიდვის ან მათი გადახდების და ასევე, PSP-ს ვებგვერდის ნახვის თაობაზე, რომლისთვისაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ტექნიკური,  სარეკლამო ან სხვა მომსახურების გაწევას;
  • ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი შვილობილი კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებთან და მომსახურებებთან თქვენი ურთიერთქმედების/ურთიერთკავშირების შესახებ;
  • ინტერნეტში ძიების შედეგები და ბმულები;
  • მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან;
  • მონაცემები მიღებული იმ მესამე პირებისაგან, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლები ქმნიან ან შედიან თავიანთ ანგარიშზე/ექაუნთში/პროფილში, როგორიც არის გადახდის ან მარკეტინგული სერვისის აპლიკაციები ან ვებგვერდები, რომლებიც თქვენთვის მომსახურების გაწევისას სარგებლობენ  ჩვენი აპლიკაციებით ან ტრეკერებით ან რომელთა აპლიკაციებით ჩვენ ვსარგებლობთ;  
  • მონაცემები მიღებული მესამე პირებისაგან, მათი ლოიალობის პროგრამაში ჩართული თქვენი ბარათის თაობაზე და ბარათზე დარიცხული ქულების/სარგებელის შესახებ, მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე;
  • მონაცემები, რომლებიც გვეხმარებიან მომხმარებელთა ვინაობის გადამოწმებაში (მაგ. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებისა და მიზნების არსებობისას თქვენი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა სსიპ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან);
  • მონაცემები მიღებული მარკეტინგული ან სარეკლამო მომსახურების მომწოდებლებისაგან, იმ პირობით და ფარგლებში, რაც დაშვებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. რისთვის ვიყენებთ და რა მიზნით ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს?

 

ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებეთ თქვენს პერსონალურ  მონაცემებს შემდეგი მიზნებისათვის:

 

  • პროდუქციისა და მომსახურების შეძენა და მიწოდება - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეკვეთების მისაღებად, დასამუშავებლად და პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებისათვის, თქვენი გადახდების დასამუშავებლად და სამართავად, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ლოალობის ბარათზე არსებული ქულების საშუალებით PSP-ს მომსახურების შეძენისათვის ამ ბარათზე არსებული ქულების ბალანსის შემოწმებისა და მათი გამოყენებისათვის, ასევე,  პროდუქტის/მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.
  • მომსახურების სისტემის უზრუნველყოფა, მომსახურების ხარვეზების გასწორება და გაუმჯობესება -ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჩვენი მუშაობის პროცესის  გასაანალიზებლად, მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომებისა და ხარვეზების  იდენტიფირებისა და გამოსწორებისათვის,  ასევე, ჩვენი მომსახურების სარგებლობის გასამარტივებლად და მისი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ჩვენი მომსახურების სარგებლობის სტატისტიკის საწარმოებლად, მომსახურების გაწევის პროცესების, ველების და PSP-ს ვებგვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით, PSP-ს ვებგვერდზე მომხმარებელთა  ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების/აქციების  ეფექტურობის შესაფასებლად, PSP-ს ვებგვერდისა და მისი კომპონენტების მომხმარებლის საჭიროებებისათვის ადაპტირებისათვის,  ასევე, იმის დასადგენად (ქუქი-ფაილებისა (Сookies)   და Google Analytics-სა და სხვა ანალიტიკის ინსტუმენტების გამოყენების საშუალებით) თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები  PSP-ს ვებგვერდზე.
  • რეკომენდაციებისა და შეთავაზებების განხორციელება - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენთვის საინტერესო და ახალი პროდუქტებისა და მომსახურების  შეთავაზებისათვის,   თქვენი ინტერესების შესაბამისი და პერსონალიზებული მომსახურების/პროდუქტის გამოსავლენის და  ასევე, შესაბამისი აქციების შექმნისა და შეთავაზების მიზნით;
  • კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება - ჩვენ ვიყენებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კანონმდებლობით ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. მაგ. გარკვეულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, სასამართლოებს. ასევე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, ჩვენ გავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერშობაში. მაგ. გადახდის მომსახურების ან საკურიერო მომსახურების გამწევი პირები. 
  • უფლებებისა და ინტერესების დაცვა - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი, თქვენი ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად. მაგ. ჩვენ მიმართ თქვენი ან სხვა მესამე პირთა საჩივრების, პრეტენზიების, განცხადებების შესწავლის ან გადაწყვეტის მიზნით.
  • კომუნიკაცია - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს PSP-ს მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თქვენთან კომუნიკაციის მიზნით. მაგ. ელ.ფოსტის, ტელეფონის, ვებჩათის ან სხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით თქვენთან კავშირის დასამყარებლად.
  • რეკლამა და მარკეტინგი - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენს ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამების საჩვენებლად და თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებისათვის. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცამებს პირდაპირი მარკეტინგისათვის და მათ, შორის, თქვენთვის არასარეკლამო ხასიათის შეტყობინების მიწოდებისათვის. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისათვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრისათვის, ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობაზე დაყრდნობით, კვლევების, მარკეტინგული და სტატისტიკური ანალიზის განხორციელების  მიზნით.   
  • მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და პრევენცია - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ფინანსური და სხვა დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოსავლენად, აღსაკვეთად და მისი პრევენციის მიზნით, რათა დავიცვათ ჩვენი,  თქვენი და სხვა მესამე პირთა უსაფრთხოება, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემები და საკუთრების უფლება.

 

 

 

  1. რა სამართლებრივი საფუძვლით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვახორციელებთ შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

 

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია PSP-ს მომსახურების მისაღებად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი, თქვენი ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • თქვენი თანმობის საფუძველზე;

 

  1. რა ფორმით და საშუალებით ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას?

 

მონაცემთა დამუშავება არის  ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ როგორც ავტომატური (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით), ისე ნახევრად ავტომატური (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად არაავტომატური საშუალებების გამოყენებით) საშუალებების გამოყენებით.

 

  1. რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს?

 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ჩვენს ვებგვერდზე მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის/ექაუნთის  რეგისტრაციის მომენტიდან თქვენი  პერსონალური მონაცემების წაშლამდე, რომელიც ხორციელდება თქვენი მოთხოვნის საფუძველზე.

 

ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო და საგადასახადო ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით და ჩვენი, თქვენი და მესამე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის, ასევე, კანონისმიერი და  სახელშეკრულებო ვალდებულებების  შესრულების მიზნით, პერსონალური მონაცემების წაშლის მოთხოვნის თაობაზე თქვენს განცხადებას/მომართვას შევინახავთ ჩვენთვის წარმოდგენის თარიღიდან მომდევნო 3 (კალენდარული) წლის განმავლობაში და შემდგომ მოვახდენთ მის წაშლას/განადგურებას.

 

  1. რა უსაფრთხოების ზომებს ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის?

 

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკური ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების  დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

 

თქვენი  პერსონალური მონაცემები ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი დაშიფრული პაროლის, ელექტრონული ფოსტის მისამართის  ან ტელეფონის ნომრის მითითების შემთხვევაში. თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემისას ვსარგებლობთ  დაშიფრვის შესაბამისი პროტოკოლებითა და პროგრამული უზრუნველყოფებით.

 

თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ კომპანიის შესაბამის პერსონალსა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.

 

მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით, თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისათვის,  გარკვეული გარემოებების არსებობისას  შეასაძლოა მოგთხოვოთ  პირადობის დადასტურება ან ვერიფიკაცია.

 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ჩვენ ვებგვერდზე PSP-ს მომსახურებების შეყიდვისათვის ან სარგებლობისათვის უთითებთ თქვენი პირადი საკრედიტო ბარათის მონაცემებს, ჩვენთვის თქვენ საბანკო  ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვოდმი და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენ მიერ არ ხდება. თქვენი საბანკო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის ან ფინანსური ორგანიზაციის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.

 

PSP არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლის საშუალებით ხორციელდება  PSP-ს მომსახურებაზე წვდომა და მიღება.

 

მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით არ არის აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ პირებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. აღნიშნულის  მიუხედავად, ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე სახის გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი მონაცემები.

 

ინფორმაცია თქვენ მიერ PSP-ს  პროდუქტებით სარგებლობისას გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის ნომრის, მოდელის, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის და ჩვენი აპლიკაციის ვერსიის შესახებ  მარკეტინგული მიზნით შესაძლოა გადაეცეს სხვა ისეთ აპლიკაციებს როგორიცაა: Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel და სხვა აპლიკაციებს, რომლებიც  თანხვედრაშია მონაცემთა დაცვის ზოგადი ევროპული რეგულაციის მოთხოვნებთან (GDPR - (General Data Protection Guide).

 

  1. ვამუშავებთ თუ არა ბავშვთა პერსონალურ მონაცემებს?

 

ჩვენ ვაწვდით PSP-ს მომსახურებას და ვახორციელებთ პროდუქტის რეალიზაციას  მხოლოდ  18 წელს მიღწეულ სრულწლოვან პირებზე, შესაბამისად, ჩვენ  არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ ბავშვთა პერსონალურ მონაცემებს.

 

ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ PSP-ს მომსახურების  მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ჩვენი ინფორმაციული  ბაზიდან. 

 

თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომ PSP-ს მომსახურებით სარგებლობს 18 წელს მიუღწეველი პირი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ  და ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს.   

 

  1. ვახდენთ თუ არა პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველზე ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ პროფილირებას?

 

ავტომატიზებული გადაწყვეტილებები მიიღება იმ პერსონალური მონაცემების გამოყენებით, რომლებიც დამუშავებულია მხოლოდ ავტომატური საშუალებებით, ადამიანური რესურსების ჩაურთველად.

 

პროფილირება არის პერსონალურ მონაცემთა ნებისმიერ ავტომატური დამუშავება ფიზიკური პირის გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, მუშაობის, ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, პერსონალური მიდრეკილებების, ინტერესების, სანდოობის, ქცევის, ადგილმდებარეობის ან გადაადგილების ასპექტთა“ ავტომატური შეფასება ნებისმიერი ფორმით.

 

ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების საფუძველზე ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღებასა და თქვენ მონაცემთა პროფილირებას, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე სახის სამართლებრივი ან მსგავსი მნიშვნელოვანი გავლენა თქვენზე, მათ შორის, თქვენ უფლებებზე.

 

  1. როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგის მიზნით?

 

ჩვენ შევისწავლით თქვენ პერსონალურ მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ, ასევე,  რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი და საინტერესო.

 

პირდაპირი მარკეტინგი მოიცავს ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებას.

 

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაძლებელია დავამუშაოთ თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ხოლო თქვენი სხვა პერსონალური მონაცემების ამავე მიზნით დამუშავებას განვახორციელებთ  მხოლოდ თქვენი წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით, კერძოდ, ელექტრონული საშუალებით მიღებული დასტურის საფუძველზე. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემებიც.

 

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ  პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის თქვენი პერსონალურ მონაცემების  გამოყენების შეწყვეტაზე, ხოლო ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტას, თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

თქვენ უფლებამოსილი ხართ  მოითხოვოთ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი ან/და მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  online @psp.ge.

 

მესამე პირთა რეკლამები და  ბმულები - შესაძლოა PSP-ს ვებგვერდზე  განთავსებული იყოს მესამე პირთა რეკლამები ან ბმულები მესამე პირთა ვებგვერდებსა და აპლიკაციებში. ასევე, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ შესაძლოა მესამე პირებმა შეაგროვონ ინფორმაცია თქვენ შესახებ, როდესაც თქვენ ურთიერთქმედებთ მათ კონტენთან, რეკლამასთან, მომსახურებასთან ან გადადიხართ მათ ვებგვერდებზე.

 

მესამე პირებისაგან სარეკლამო, მარკეტინგული და სხვა მომსახურების მიღება - ჩვენ ვთანამშრომლობთ სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების მომწოდებელ პირებთან, რომლებიც თქვენი პერსონალური მონაცემების საფუძველზე გვაწვდიან  ინფორმაციას თუ  როგორ მოგაწოდოთ თქვენ  უფრო სასარგებლო და საინტერესო შეთავაზება,  რეკლამა და შეაფასონ მათი ქმედებების ეფექტურობა. ჩვენ არასდროს ვუზიარებთ ასეთ მესამე პირებს თქვენ შესახებ ისეთ ინფორმაციას,  რომელიც პირდაპირ ახდენს თქვენს იდენტიფიცრებას. სანაცვლოდ, ჩვენ ვიყენებთ სარეკლამო იდენტიფიკატორს - ქუქი-ფაილებსა (Сookies)   და  სხვა საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებს.   მაგ. თუ თქვენ უკვე ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია, თქვენ სარეკლამო იდენტიფიკატორს და ამ ფაქტის თაობაზე ინფორმაციას ვუზიარებთ მესამე პირებს - სარეკლამო მომსახურების გამწევ პირებს და ამ აპლიკაციის ჩამორტვირთვის რეკლამა თქვენთვის აღარ იყოს შემოთავაზებული. 

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ვაცხადებთ, რომ არ ვაგებთ პასუხს ისეთ ვებგვერდებზე, რომლებზე ბმულსაც ჩვენი  ვებგვერდი შეიცავს, მაგრამ კონტროლდება სხვა მესამე პირების მიერ (შემდგომში „მესამე პირის ვებგვერდი“).  წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის მოქმედება არ ვრცელდება  არცერთი მესამე პირის ვებგვერდზე. ვინაიდან, PSP  არ აკონტროლებს და პასუხს არ აგებს არცერთი სხვა მესამე პირის ვებგვერდების შინაარსზე, მათ  შორის  პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე.

 ჩვენი რჩევა იქნება  მესამე პირის ვებგვერდით სარგებლობის შემთხვევაში გაეცნოთ  მისი კონფიდენციალობის პოლიტიკას.

 

  1. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება სხვა პირებისთვის შესაძლებელია განვახორციელოთ შემდეგ შემთხვევებში:

 

  • მომსახურების გამწევი მესამე პირები - ჩვენ ვუზირებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ისეთ მესამე პირებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან და გვიწევენ გადაზიდვის, საფოსტო, საკურიერო, ტექნიკურ, სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებას, ასევე, PSP-ს მომსახურების ანგარიშწორებისათვის საჭირო გადახდების უზრუნველყოფას. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ ასევე იმ მესამე პირებს, რომლებთან ერთად ვმართავთ ერთობლივ სარეკლამო აქციას, გათამაშებას, კონკურსს ან სხვა ღონისძიებას,  იმ პირობით, რომ თქვენი  მონაცემების  გაზიარება აღნიშნული პირებისათვის მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე და  მესამე პირთა მხრიდან მონაცემთა  უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის   გარანტიის საფუძველზე.

მესამე პირებისათვის თქვენი მონაცემების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი მიზნით და  მხოლოდ მათი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისათის საჭირო მოცულობით.  მესამე პირებს  არ შეუძლიათ ჩვენ მიერ მოწოდებული თქვენი  პერსონალური მონაცემები გამოიყენონს სხვა მიზნებისათის, გარდა  მათთვის დაშვებული  მიზნებისთვის, რაზეც სრულად მხოლოდ თავად აგებენ პასუხს.

  • საწარმოს რეორგანიზაცია და მომსახურების გადაცემა - ჩვენ შესაძლოა ჩვენი საწარმო ან ჩვენი უფლებება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გავასხვისოთ ან გადავცეთ სხვა პირებს, ასევე, განვახორციელოთ კომპანიის რეორგანიზაცია, მათ შორის, გარდაქმნა, გაყოფა (გამოყოფა და დაყოფა) ან/და შერწყმა (გაერთიანება და მიერთება). აღნიშნულ შემთხვევებში ჩვენ გავუზიარებთ და  კომპანიის მიერ დამუშავებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ კომპანიის სამართალმემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს.
  • კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება - ჩვენ ვუზიარებთ თქვენ პერსონალური მონაცემებს როცა ეს საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. მაგ. გარკვეულ შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სამართალდამცავ/ საგამოძიებო ორგანოებს,   ადმინისტრაციულ ორგანოებს, სასამართლოებს. ასევე, შესაბამისი სამართლებრვი საფუძვლების არსებობისას, ჩვენ გავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მაგ. თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით  გადავცემთ თქვენ მონაცემებს  მომსახურე ბანკს ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირებს. 
  • უფლებებისა და ინტერესებისა დაცვა - ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი პერსონალურ მონაცემები სხვა მესამე პირებს  ჩვენი, თქვენი ან მესამე პირების  უფლებებისა და  კანონიერი ინტერესების დასაცავად. მაგ. ჩვენ მიმართ თქვენი ან სხვა მესამე პირთა საჩივრების, პრეტენზიების შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით. ასევე, შესაძლოა ჩვენ გავუზიაროთ  თქვენი  პერსონალური მონაცემები  სხვა მესამე პირებს  ფინანსური და სხვა დანაშაულის ან სამართალდარღვევის  გამოსავლენად, აღსაკვეთად და მისი პრევენციის მიზნით, რათა  დავიცვათ ჩვენი ,  თქვენი და სხვა მესამე პირთა უსაფრთხოება, მათ შორის, თქვენი პერსონალური მონაცემები და საკუთრების უფლება.
  • სხვა შემთხვევები - იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა მესამე პირებს და სხვა შემთხვევებში, რაც არ არის ზემოთ მითითებული, მონაცემთა გაზიარებამდე PSP წინასწარ შეგატყობინებთ ამის თაობაზე და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაეთანხმოთ ან უარი განაცხადოთ ინფორმაციის გაზიარებაზე.

 

თქვენი პერსონალური მონაცემები   ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლებისათვის, რომელთაც საკუთარი სამსახურეობრივი კომპეტენციის და ფუნქციების შესაბამისად, გააჩნიათ  მათზე დაშვების და დამუშავების  მკაცრად გამსაზღვრული ფარგლები, რომელიც რეგულირდება კომპანიის შიდა რეგულაციებით და  შესაბამისი კონფიდენციალობის პოლიტიკით, რომელიც სრულად თანხვედრაშია წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის დებულებებთან.

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი პერსონალური მონაცემები   შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ასევე  მესამე პირებისათვის, ხელშეკრულების  საფუძველზე და მის ფარგლებში,  პერსონალურ მონაცემთა  უსაფრთხოებისა და  კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, ასევე,იმ შემთხვევაშიც   თუ თქვენ გამოხატავთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემის მესამე პირებისათვის გადაცემაზე.

 

დაკავშირება სხვა ვებგვერდზე შექმნილ თქვენ ანგარიშებთან/ექაუნთთან - რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაუკავშიროთ ჩვენს ვებგვერდზე შექმნილი ანგარიში/ექაუნთი სხვა ვებგვერდებზე, მათ შორის და არა მხოლოდ Facebook Auth, Google Auth, შექმნილ ანგარიშს/ექაუნთს.

 

ინფორმაციის საჯაროდ განთავსება - PSP-ს ვებგვერდზე თქვენ მიერ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებისას  (მაგ. პროდუქტის/მომსახურების თაობაზე კომენტარების გაკეთება, ასევ, PSP-ს ვებგვერდზე ბლოგებში, ფორუმებში  ან მსგავს საჯარო სივრცეში  სხვებთან კომუნიკაცია) ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისათვის და შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ასევე სხვა მესამე პირებისათვის ან გამოჩნდეს სხვა ვებგვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში.  ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებგვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ,  როგორ და რა მიზნით გამოიყენებს მას, შესაბამისად,  გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე.

 

  1. რას წარმოადგენს და რისთვის ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

 

ქუქი-ფაილები („Сookies“) 

 

ქუქი-ფაილები („Сookies“) ან  „მზა ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც განთავსებულია და ინახება ბრაუზერებში ან მოწყობილობებში ვებგვერდების, აპლიკაციების, ონლაინ მედიისა და რეკლამების გამოყენების საშუალებით და გამოიყენება  მომხმარებლის თაობაზე ინფორმაციისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ იფორმაციის შესაგროვებლად.

 

ჩვენ ვსარგებლობთ ქუქი-ფაილებით  და  საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებით  შემდეგი მიზნებისათვის:

 

ჩვენ ვსარგებლობთ შემდეგი სახის  ქუქი-ფაილებით:

აუთენტიფიკაციის/ავტორიზაციის ქუქი-ფაილები - ეს არის ჩანაწერები,  რომლებიც სავალდებულოა ჩვენ ვებგვერდზე შემოსვლისა და მისი ფუნქციებით სარგებლობისათვის.   მაგ. როცა თქვენ შემოდიხართ ჩვენ შევძლებთ  ინფორმაციის მოწოდებას  ახალი პროდუქტის ან PSP-ს ვებგვერდის/პროფილის პარამეტრებში  ახალი ფუნქციის  თაობაზე. ამ სახის ქუქი ფაილები საშუალებას გვაძლევს ჩვენ თქვენ კალათაში შევინახოთ თქვენ მიერ დამატებული პროდუქტები, სანამ თქვენ ელექტრონულ ვაჭრობას ახორციელებთ.

პრიორიტეტული/ფუნქციური ქუქი ფაილები - ეს არის ჩანაწერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენ მიერ თქვენთვის მომსახურების  გაწევას და საშუალებას აძლევს ვებ–გვერდს დაიმახსოვროს წარსულში გაკეთებული თქვენი არჩევანი და შევსებული ინფორმაცია.  მაგ. რომელი ენა გირჩევნიათ ვებგვერდის გაცნობა ან  ავტომატურად შეავსოს მომხმარებლის სახელი და  პაროლი.

ანალიტიკური/სტატისტიკური  ქუქი ფაილები- ეს არის ჩანაწერები, რომლებასც ვიყენებთ ჩენი პროდუქტების და მომსახურების ოპტიმიზაციისა და  სარგებლობის შესწავლისათვის, ვებგვერდის ფუნქციების გაუმჯობესებისათვის  და  ასევე, იმის განსაზღვრისათვის თუ რა ვებგვერდებით და ბმულებით სარგებლობთ. ეს ფაილები ვერ მოახდენენ თქვენ პირდაპირ იდენტიფიკაციას, ვინაიდან, წარმოადგენს აგრეგირებულ, გაერთიანებულ და ანონიმიზირებულ მონაცემებს.

სარეკლამო ქუქი ფაილები - ეს ჩანაწერები  გვეხმარება თქვენი ონლაინ აქტივობის დასადგენად, რათა მოგაწოდოთ თქვენთვის მეტად შესაბამისი შეთავაზება ან შეგიზღუდოთ რეკლამის ნახვის რაოდენობა. ამ სახის ქუქი ფაილებისაგან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სხვა ჩვენ პარტნიორ კომპანიას, იმ მიზნით, რომ სხვა ვებგვერდებზე თქვენთვის ნაჩვენები იყოს თქვენთვის  საინტერესო რეკლამა. 

 

ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ იმ ვებგვერდის  "Uniform Resource Locator" „URL“ (მისამართი), რომელზეც თქვენ შეხვედით ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლამდე,  იმ ვებგვერდის ,„URL“,   რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებგვერდიდან გამოსვლის შემდეგ,  ბრაუზერის სახეობა, რომლითაც სარგებლობთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე სარეკლამო, მარკეტინგული  ან სხვა ტექნიკური მომსახურების გამწევ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ აღნიშნული  ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით და  ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა ქუქი-ფაილები (Cookies) და სხვა საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიები.

 

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით  ქუქი-ფაილების გამოყენების აქ აღნიშნული  დამუშავების წესებსა და პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ PSP-ს მომსახურებით.

 

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენი იდენტიფიკაციის მიზნით. ჩვენ არ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე  დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ ქუქი-ფაილებზე წვდომა  ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი/მომსახურება  არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით ქუქი-ფაილებს. 

 

"პიქსელის თეგები" - ჩვენ ვიყენებთ „პიქსელის თეგებს“ (იგივე "შუქურები" ან "პიქსელები") - კოდის მცირე ბლოკებს, რომლებიც განთავსებულია ვებ – გვერდის, პროგრამის ან რეკლამის საშუალებით და  რომელსაც შეუძლია გარკვეული ინფორმაციის მიღება თქვენი მოწყობილობისა და ბრაუზერის შესახებ.  "პიქსელის თეგების" მეშვეობით ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ქუქი-ფაილების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი, საიდანაც ხდება ჩვენ ვებგვერდზე შემოსვლა.
  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ;
  • ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა;
  • ვებგვერდებზე განხორციელებული სხვა ქმედებები;

 

„პიქსელის თეგების“ გამოყენებით, მესამე პირებს შეუძლიათ დააინსტალირონ და წაიკითხონ ბრაუზერის ქუქი-ფაილები იმ დომეინისგან, რომელსაც ისინი არ აკონტროლებენ და აგროვებენ ინფორმაციას ამ დომეინის ვიზიტორების შესახებ, როგორც წესი, დომეინის მფლობელის ნებართვით.

 

ქუქი-ფაილებისა და პიქსელის თეგების გარდა ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მოწყობილობების სხვა საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებიც.

 

  1. რა უფლებები გაქვთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან მიმართებით?

 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენ  გაქვთ შემდეგი უფლებამოსილება:

 

  • პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების უფლება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
    • მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები;
  • პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს ან უფლებამოსილ პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;
  • ვის გადაეცა პერსონალური მონაცემები;
  • პერსონალურ მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
  • პერსონალური მონაცემთა გაცნობისა და ასლების მიღების უფლება (მონაცემთა დამმუშავებელი უფლებამოსილია დააწესოს და მოითხოვოს შესაბამისი საფასურის გადახდა ასლების გადაცემაზე);
  • პერსონალურ მონაცემთა გასწორების, განახლების და შევსების უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა წაშლის („დავიწყების“) უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა პორტირების (სხვასთან გადატანის) უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა პროფილირებაზე უარის თქმის უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების/პრეტენზიის წარმოდგენის უფლება;
  • პირდაპირი მარკეტინგისათვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უარი თქმის უფლება;

 

თქვენი შესაბამისი მოთხოვნის წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით მიღების შემთხევევაში:

 

  • მოგაწვდით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციას, თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
  • გავასწორებთ, განვაახლებთ, დავამატებთ, დავბლოკავთ, წავშლით, გავანადგურებთ ან გაცნობებთ თქვენ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში;
  • დავბლოკავთ თქვენ პერსონალურ თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში და აღნიშნული ძალაში იქნება ჩვენ მიერ მიერ პერსონალურ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;
  • მოვახდენთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას ან/და გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი;

 

თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ თქვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობის ან PSP-ს ვებგევრდზე თქვენი ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, თქვენთვის  PSP-ს მომსახურების გაწევა შეწყდება.

 

თუ PSP-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ თქვენ  მიერ ჩვეთვის მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ უფლება გვაქვს დაგიკავშირდეთ ამ მონაცემთა გასწორების მიზნით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობისას ან შეფერხებისას,  შეგიწყვიტავთ  PSP-ს მომსახურების მოწოდებას.

 

ჩვენ შესაძლოა მოვახდინოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზება და ამ ფორმით შენახვა ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის.

 

თუ თქვენ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, ჩვენ გვაქვს უფლება მოგთხოვოთ თქვენი პირადობის დადასტურება/ვინაობის ვერიფიკაცია.

 

თუ მიიჩნევთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება არამართლზომიერად ან პერსონალურ მონაცემთა მიმართებით რაიმე სახით ვარღვევთ ან ვზღუდავთ თქვენ უფლებებს, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს https://personaldata.ge  ან  საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. როგორ ვახორციელებთ   კონფიდენციალობის პოლიტიკის დებულებების ცვლილებებას?

 

ჩვენ გვაქვს  უფლება  ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.

 

თუ კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელდა შინაარსობრივი ცვლილება, PSP-ს მომსახურების მიღებამდე ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების თაობაზე და ამ ცვლილებებზე თახმობის გამოხატვის შემთხვევაში შეძლებთ PSP-ს მომსახურებით სარგებლობას.

 

ინფორმაციას კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებების თაობაზე გამოვაგზავნით თქვენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, განვათავსებთ PSP-ს ვებგვერდის/აპლიკაციის მთავარ გვერდზე ან/და  აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „pop-up“ ფანჯარის გახსნის მეშვეობით.  

 

კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებისას, მისი ბოლო ვერსია დაუყოვნებლივ განთავსდება PSP-ს ვებგვერდზე.

 

ჩვენ გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია   ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის თაობაზე. 

 

  1. როგორ დაგვიკავშირდეთ?

 

თუ გაქვთ  რაიმე შეკითხვა, თხოვნა, სურვილი, შენიშვნა, მოთხოვნა  ან პრეტენზია  კონფიდენციალობის პოლიტიკის ან თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისთან, დამუშავებასთან, გამოყენებასთან, გამჟღავნებასთან ან/და დაცვასთან მიმართებით, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

 

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, 0112, დ.აღმაშენებლის გამზ. 148/3; ელექტრონული ფოსტა: [email protected]; ტელ: (+995) (032) 240 20 20, ვებგვერდის (www.psp.ge) ვებჩათი/ონლაინ-კონსულტაცია.