PSP online-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმით
სარგებლობის  წესები  და  პირობები

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში „თქვენ“, „მომხმარებელი“, რეგისტრირებული მომხმარებელი“ ან „მყიდველი“ კონტექსტიდან გამომდინარე) და PSP online-ს შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას (შემდგომში „PSP online-ის პლატფორმის წესები და პირობები“ , „წესები და პირობები“ ან „PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმება“), რომელიც ადგენს და არეგულირებს PSP online-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმით სარგებლობის წესებსა  და  პირობებს.
1.2. წესებსა და პირობებზე დისტანციურად, ელექტრონული გზით თანხმობის გამოხატვა ან/და PSP online-ის პლატფორმაზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით წვდომა, PSP online-ის პლატფორმით სარგებლობა, მათ შორის, PSP online-ის პლატფორმაზე თქვენი ანგარიშის რეგისტრაცია, PSP online-ის პლატფორმაზე შეკვეთის განთავსება ან/და PSP online-ის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსამხურების შეძენა, მიიჩნევა და უთანაბრდება თქვენს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
1.3. PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმება მომხმარებელსა და PSP online-ს შორის დადებულად მიიჩნევა თქვენ მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხობის გამოხატვით.
1.4. წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული აქვს წესები და პირობები და კისრულობს ამ წესებითა პირობებით განსაზღვრული პირობების შესრულებასაა და დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოთ PSP online-ის პლატფორმით ან მისი პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობა.
1.5. PSP online-ის პლატფორმაზე წვდომის, სარგებლობისას ან/და PSP online-ის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების შეძენისას იმოქმედებს PSP online-ის პლატფორმაზე შეძენის დროისათვის განთავსებული წესებისა და პირობების ვერსია. წესებისა და პირობების მოქმედი ვერსია ხელმისაწვდომია PSP online-ის პლატფორმაზე.    
1.6. PSP online-ს აქვს უფლება ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე PSP online-ის პლატფორმაზე საჯაროდ გამოქვეყნების/განთავსების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში, წინასწარი შეტყობინებისა და თქვენი მხრიდან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.
1.7. წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემდეგ, PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის გაგრძელებით, რაც მათ შორის გამოიხატება PSP online-ის პლატფორმაზე ნებისმიერი საშუალებით წვდომით, PSP online-ის პლატფორმის მომსახურებებით სარგებლობით, PSP online-ის პლატფორმაზე შეკვეთის განთავსებით ან/და PSP online-ის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის/მომსახურების შეძენით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებებს.
1.8. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელსაც თქვენ მიერ PSP online-ის პლატფორმის სარგებლობისას თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს PSP online-ის პლატფორმა რეგულირდება შემდეგ ბმულზე PSP.GEგანთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკის PSP.GE/Privacy-policy (შემდგომში „კონფინციალობის პოლიტიკა“) შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს PSP online-ის პლატფორმის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. PSP online-ის პლატფორმის წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ამავდროულად ეთანხმება კონფიდენციალობის პოლიტიკას.
1.9. თუ PSP online-ის პლატფორმაზე წესები და პირობები ქართული ენის გარდა, ხელმისაწვდომია სხვა ენაზეც, სხვა ენაზე წარმოდგენილი წესებისა და პირობების ტექსტებს შორის შეუსაბამობის ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წესებისა და პირობების ქართულ ენაზე შესრულებულ ტექსტს.
1.10. წესებსა და პირობებში მხოლობით რიცხვში გამოყენებული ტერმინები ან/და სიტყვები უნდა იყოს აღქმული მრავლობით რი
1.11. ცხვშიც (და პირიქით), თუ თავად წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს. მამრობითი სქესის ნაცვალსახელები გულისხმობს მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებსაც და პირიქით (წინამდებარე წესებისა და პირობების იმ ენაზე შესრულებული თარგმანის შემთხვევში, რომელშიც გამოიყენება სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები).
1.12. ინტერნეტკავშირის მქონე ნებისმიერი პირისათვის PSP online-ის პლატფორმზე წვდომა უფასოა.
1.13. PSP online-ის პლატფორმაზე წვდომა და სარგებლობა ნებისმიერი პირისათვის დასაშვებია მხოლოდ პირადი და კონონიერი მიზნებით. მომხმარებლის ან/და სხვა პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული მიზნით PSP online-ის პლატფორმით სარგებლობა ან/და გამოყენება აკრძალულია.
1.14. PSP online არ იძლევა გარანტიას, რომ PSP online-ის პლატფორმა ან მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, PSP online-ის პლატფორმის კონტენტი, ასევე, PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/მომსახურება ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის და ადგილი არ ექნება რაიმე სახის შეფერხებას, შეზღუდვას ან ნაკლს.
1.15. PSP online-ს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე თუ PSP online-ის პლატფორმა, მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილის, მათ შორის, PSP online-ის პლატფორმის კონტენტი, ასევე, PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/მომსახურება ნებისმიერი შესაძლო მიზეზით, ნებისმიერ დროს ან ნებისმიერი ვადით გახდება მიუწვდომელი.
1.16. PSP online უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინებისა და თქვენი თანხმობის გარეშე, შეაჩეროს, გააუქმოს, შეწყვიტოს ან/და შეცვალოს PSP online-ის პლატფორმა ან მისი ნებისმიერი ნაწილი, PSP online-ის პლატფორმის ნებისმიერი ფუნქცია, PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების შეძენის ან სარგებლობის წესები და პირობები.
1.17. PSP online უფლებამოსილია ნებისმიერ დროს აუკრძალოს/შეუზღუდოს ნებისმიერ პირს PSP online-ის პლატფორმაზე წვდომა, მათ შორის, ნებისმირ დროს გააუქმოს შეკვეთა, დაბლოკოს ან გააუქმოს ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში, თუ პირი არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და ამ წესებისა და პირობების მოთხოვნებს.
1.18. PSP online უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული გააკონტროლოს ან შეამოწმობს PSP online-ისაგან განსახვავებული სხვა ნებისმიერი პირის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული ან PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შექმნილი, გაგზავნილი ან/და მიღებული შეტყობინებების, კომენტარების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსი.

2. ტერმინთა განმარტება

წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

2.1. „PSP online“ ან „ჩვენ“ - წესებსა და პირობების მიზნებისათვის წარმოადგენს შემდეგ პირს: შპს “პსპ ფარმა, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 202203123, იურიდიული მისამართი: საქართველო, დმანისი, ი. ცურტაველის N54, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის გამზ. N148/3.
2.2. „PSP online-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმა“ ან „PSP online-ის პლატფორმა“ - ვებგვერდი PSP.GE, მისი ქვეგვერდები, მობილური ვერსია ან/და მობილური აპლიკაცია და ყველა სხვა ვებგვერდი, ვებგვერდების მობილური ვერსია, მობილური აპლიკაციები, პროგრამული უზრუნველყოფები, ინტერნეტ პორტალები, ელექტრონული კომერციის პლატფორმები, რომელსაც ფლობს, მართავს, აკონტროლებს ან/და წვდომას უზრუნველყოფს PSP online და რომლებიც ამავდროულად აკეთებენ მითითებას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
2.3. „PSP online-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმით სარგებლობის წესები  და  პირობები“, “PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმება“ ან „წესები და პირობები“ - წინამდებარე წესები და პირობები დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებასთან, ნებისმიერ სხვა წესთან, პირობასთან ან/და შეთანხმებასთან ერთად, რომლებიც ადგენენ და არეგულირებენ PSP online-ის პლატფორმაზე წვდომისა და სარგებლობის წესებსა და პირობებს (მათ შორის, PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობისა ან/და PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის შეძენის პირობებს),რომლებსაც წინამდებარე წესები და პირობები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესებისა და პირობების ნაწილად.
2.4. „პროდუქტი“ ან „პროდუქცია“ - PSP online-ის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე სარეალიზაციო მიზნით განთავსებული ან შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/მომსახურება.
2.5. „მომხმარებელი“ – PSP online-ის პლატფორმაზე წვდომის განმახორციელებელი/PSP online-ის პლატფორმით მოსარგებლე 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს PSP online-ის პლატფორმის საშუალებით ისარგებლოს შემოთავაზებული მომსახურებით ან/და შეიძინოს PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტი
2.6. . მომხმარებელი გულისხმობს როგორც რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ მომხმარებელსაც და მათ შორის მყიდველსაც, თუ კონტექსტის შინაარსიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2.7. „რეგისტრირებული მომხმარებელი“ - წესებისა და პირობების შესაბამისად, PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც PSP online-ის პლატფორმაზე გააჩნია პირადი ანგარიში.
2.8. „არარეგისტრირებული მომხმარებელი“, “ვიზიტორი” ან „სტუმარი“ –მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს PSP online-ის პლატფორმით და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
2.9. „მომხმარებლის ანგარიში“ ან „ანგარიში“ - რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმზე რეგისტრირებული პირადი ანგარიში, რომელიც წარმოადგენს PSP online-ის პლატფორმის კონფიდენციალურ ნაწილს და წვდომისათვის საჭიროა რეგისტრირებული მომხმარებლის შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრისდა პაროლის ცოდნა. ანგარიში იქმნება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის შემდგომ. ანგარიში ასახავს მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე მითითებულ ინფორმაციას, ასევე, შეიცავს რეგისტრირებული მომხმარებლისა და PSP online-ის პლატფორმაზე მის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და ქმედებების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია თვით რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ან ავტომატურად არის რეგისტრირებული/ასახული PSP online-ის პლატფორმის საშუალებით (შეკვეთების ისტორია, ინვოისები და სხვა).
2.10. „რეგისტრაცია“ – წესებისა და პირობების შესაბამისად, PSP online-ის პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ სპეციალური პროცედურების გავლა, რაც გულისხმობს მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე მისი სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტის, მობილური ტელეფონის ნომრისა ან/და ანგარიშის პაროლის მითითებისა და მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიცირების შემდეგ, მომხმარებლის პირადი ანგარიშის გახსნას PSP online-ის პლატფორმაზე, რომელიც აძლევს მას PSP online-ის პლატფორმაზე ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობას.
2.11. „ავტორიზაცია“ - წესებისა და პირობების შესაბამისად, PSP online-ის პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშში შესვლა ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების საფუძველზე. ავტორიზაცია წარმოადგენს PSP online-ის პლატფორმაზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს მომხმარებელს უფლებას PSP online-ის პლატფორმის სარგებლობის მიზნით, შევიდეს მის პირად ანგარიშზე, ასევე, მართოს და დაარედაქტიროს მისი ანგარიში და ანგარიშში ასახული მონაცემები.
2.12. „მყიდველი“ – მომხმარებელი, რომელიც PSP online-ის პლატფორმის საშუალებით, დისტანციური ფორმით ყიდულობს პროდუქტს და წარმოადგენს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს.
2.13. „გამყიდველი“ – PSP online, რომელიც PSP online-ის პლატფორმის საშუალებით, დისტანციური ფორმით ყიდის პროდუქტს და წარმოადგენს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს.
2.14. „დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება“ - წინამდებარე ნასყიდობის დებულებები და პირობები არეგულირებს PSP online-ის პლატფორმაზე პროდუქტების შეძენის მიზნით PSP online-ს, როგორც გამყიდველს და მომხმარებელს, როგორც მყიდველს შორის დისტანციურ ფორმით, ელექტრონული საშულებების გამოყენებით ნასყიდობის პირობებსა და დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას.
2.15. „პროდუქტის მიმღები“ — მომხმარებელი ან 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელსაც PSP online მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად გადასცემს პროდუქტს.
2.16. „მხარეები“ – „მომხმარებელი“ და „PSP online ან „მყიდველი“ და „გამყიდველი“ ერთად;
2.17. „კონტენტი“- PSP online-ის პლატფორმის შემადგენელი ნებისმიერი ნაწილი, განთავსებული, გამოსახული ან ხელმისაწვდომი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, ნახატი, ნაბეჭდი, ფოტო, გამოსახულება, ხმა, მუსიკა, ვიდეო მასალა, აუდიო მასალა, ტექსტი, ლოგო, სიმბოლო, მონაცემთა ბაზა, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა, ფაილები და ნებისმიერი სხვა ელემენტი.
2.18. „პაროლი“–სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ქმნის PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს, პირად ანგარიშზე წვდომისათვის/სარგებლობისათვი და სხვა პირებისაგან მისი დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

3. მომხმარებლის თანხმობები და გარანტიები

3.1. მომხმარებელი იძლევა გარანტიას და ადასტურებს შემდეგს:
3.1.1. წარმოადგენს 18 ან მეტი წლის ფიზიკური პირს;
3.1.2. სარგებლობს PSP online-ის პლატფორმით და მისი მომსახურებით, მათ შორის, PSP online-ის პლატფორმის პროდუქტის შეძენას ახორციელებს მხოლოდ პირადი და არაკომერციული მიზნებისათვის;
3.1.3. სარგებლობს PSP online-ის პლატფორმით და მასზე განთავსებული პროდუქტით/ მომსახურებით, მათ შორის, ახორციელებთ შეკვეთის განთავსებას ან/და პროდუქტის შეძენას მხოლოდ საკუთარი ნებით, მისი თავისუფალი არჩევნისა და გააზრებული რისკის საფუძველზე, PSP online-ის და სხვა მესამე პირთა იძულებისა და ზეწოლის გარეშე;
3.1.4. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს PSP online-ის ან სხვა მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, წესებისა და პირობების შინაარს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებსა და პასუხისმგებლობას;
3.1.5. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ იკისროს და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები, მათ შორის, დადოს PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანმხმება და დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.1.6. PSP online-ისათვის წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები და დოკუმენტაცია არის უტყუარი, მართლზომიერი, ზუსტი, აქტუალური, ვალიდური და სრული. აუცილებლობის შესაბამისად, მომხმარებელი დრო და დრო მოახდენს მის განახლებას;
3.1.7. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრება, იარაღით ვაჭრობა, ტერორიზი ან სხვა სახის არამართლზომიერ საქმიანობა);
3.1.8. მომხმარებლის მხრიდან ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული გარანტიებისა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების ცალხრივად შეწყვეტისათვის ან PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმებით, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით PSP online-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმისათვის (შეჩერებისათვის).

4. მომხმარებლის ვალდებულებები

4.1. PSP online-ის პლატფორმაზე წვდომისას, PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის ან/და PSP online-ის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი ვალდებულია:
4.1.1. დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
4.1.2. დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნები ჯეროვნად და კეთილსინდიერად;
4.1.3. არ ხელყოს, შეზღუდავს ან/და შეაფერხებს სხვა პირის მიერ PSP online-ის პლატფორმით სარგებლობას/მის გამოყენებას;
4.1.4. მიზანმიმართულად არ გადასცემს, არ გადაგზავნის ან/და არ ატვირთავს PSP online-ის პლატფორმაზე ნებისმიერ მონაცემს/ მასალას, რომელიც შეიცავს ვირუსს, ე.წ. „ტროიანებს“, ჯაშუშ პროგრამებს ან ნებისმიერ სხვა საზიანო პროგრამას, კოდს ან/და მონაცემს PSP online-ზე, მესამე პირებზე, კომპიუტერულ პროგრამებსა და მოწყობილობებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის მიზნით;
4.1.5. PSP online-ის პლატფორმაზე ან მისი საშუალებით არ გაავრცელოს ნებისმიერი რეკლამა ან წამახალისებელი ან ნებისმიერი სხვა ფორმის წამაქეზებელი ელექტრონული გზავნილი (სპამი), რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან/და ზიანს აყენებს PSP online-ს ან მესამე პირებს;
4.1.6. PSP online-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელოს PSP online-ის პლატფორმის, მისი კონტენტის და ნებისმიერი ფორმით გამოხატული შემადგენელი ნაწილების,ელემენტების, ინფორმაციის, მათ შორის, კომპიუტერული კოდებისა და ელემენტების კოპირებას, რეპროდუქციას, კადრირებას, გამოქვეყნებას, ჩამოტვირთვას, ბეჭდვას, განთავსებას, მაუწყებლით გადაცემას, ჩაწერას, გადაცემას, გასაჯაროებას, გავრცელებას, ბმულით დაკავშირებას, ჰაპერბმულით (deep link) დაკავშირებს, დისტრიბუციას ან სარგებლობას ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, პირდაპირ ან ირიბად, კომერციული ან/და არაპირადი მიზნებისათვის ნებისმიერი სახით;
4.1.7. PSP online-ის პლატფორმაზე ან მისი საშუალებით არ განხორცელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს PSP online-ის ან სხვა მესამე პირთა საავტორო უფლებებს, პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს , საფირმო სახელწოდებას, ინტელექტუალური საკუთრების, საკუთრების ან სხვა უფლებებს;
4.1.8. საჯაროდ, პირდაპირი ან ირიბი გზით, PSP online-ის პლატფორმაზე ან მის ნებისმიერ ნაწილში (არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, კომენტარებში, ფორუმზე, ჯგუფებში) არ განათავსოთ PSP online-ის კონკურენტი ან მსგავსი საქმიანობის მქონე მისი ან სხვა მესამე პირთა ან მათთან დაკავშირებული ვებგვერდების/სოციალური ქსელების ბმულები ან/და მოახდინოს მისი ან სხვა მესამე პირთა რეკლამირება;
4.1.9. არ დააზიანოს, არ შეაფერხოს ან არ მოახდინოს რაიმე სახით ზემოქმედება PSP online-ის პლატფორმის, მისი კონტენტის ან/და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ქსელის, პროგრამის ან სისტემის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე;
4.1.10. არ განახორციელოს ე.წ. “ფიშინგი“, მათ შორის, PSP online-ის პლატფორმის ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენებით ან არ განახორციელოს PSP online-ის პლატფორმზე ან მისი საშუალებით სპამების, ვირუსების, საფრთხის შემცველი კოდების ან სხვა ისეთ მონაცემების გავრცელება, რომელიც დააზიანებს ან რაიმე სახით საფრთხეს შეუქმნის PSP online-ის პლატფორმის მუშაობას და ფუნქციონირებას, PSP online-ის პლატფორმას, სხვა მომხმარებლებს, მესამე პირებს ან მათ მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფებსა ან/და მონაცემებს;
4.1.11. არ განახორციელოს ისეთ ქმედება, რაც დააზიანებს PSP online-ის პლატფორმის ჯეროვანი ფუნციონირებისათვის საჭირო სისტემის, ქსელის ან/და მონაცემთა ერთიანობას და უსაფრთხოებას;
4.1.12. არ განახორციელებს PSP online-ის პლატფორმისა და მის მომხმარებელთა კომპიუტერულ სისტემებზე, ქსელებზე ან/და მონაცემებზე არამართზლზომიერ წვდომას;
4.1.13. PSP online-ის პლატფორმაზე, PSP online-ის პლატფორმის საშულებით ან მის მიმართ არ განახორციელებს არამართლზომიერ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას;
4.1.14. დაუყოვნებლივ აცნობოს PSP online-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის წინამდებარე წესებთან და პირობებთან ან/და გამოიწვიოს ამ წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა;
4.1.15. პერიოდულად, აუცილებლობის შესაბამისად გაანაახლოს PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მათ შორის, მომხმარებლის რეგისტრაციის დროს, ან მისი საშუალებით მომსახურებით სარგებლობისას, PSP online-ის პლატფორმაზე შეკვეთის განთავსებისას, PSP online-ის პლატფორმაზე წვდომის ან მისი საშუალებით პროდუქტის შეძენისათვის წარდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები ან დოკუმენტი.
4.1.16. PSP online-ის პლატფორმაზე, მის რომელიმე შემადგენელ ნაწილში ან მისი საშუალებით განათავსოს ან/და გაავრცელოს PSP online-ის ან სხვა მესამე პირთა შეურაცხმყოფელი, უხამსი, დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი, ცილისმწამებლური და სხვა არამართლზომიერი ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით ან აღნიშნული საშულებით მოახდინოს ნებისიმიერი არამართზომიერი ქმედების ხელშეწყობა ან/და მოწოდება;
4.1.17. სხვა მომხმარებლის, მოწყობილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით PSP online-ის პლატფორმაზე ან სხვა მომხმარებელზე მიზანმიმართულად და არამართლზომიერად, არ შექმნას აშკარად არასწორი წარმოდგენები, მათ შორის, ნეგატიური კომენტარებით და შეფასებებით ან საკუთარ თავზე- დადებითი წარმოდგენა, მათ შორის, შესაბამისი კომენტარებით ან შეფასებებით;
4.1.18. PSP online-ის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 (ათი) დღის ვადაში წარმოადგინოს ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის დასადასტურებლად წერილობითი თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით) ან ელექტრონული ფორმით შესრულებული თანხმობა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესრულებული ელექტრონული ხელმოწერით;
4.1.19. გაეცნოს PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შეძენელი პროდუქტის თანხმლებ ინსტრუქციას, ანოტაციას, მოხმარების/სარგებლობის წესებს ან/და PSP online-ის პლატფორმაზე პროდუქტის შესახებ განთავსებულ ინფორმაციას, პროდუქტის აღწერას, რეკომენდაციებს, რჩევას, ინსტრუქციას, ანოტაციას, პროდუქტის მომხარების, სარგებლობის ან/და უსაფრთხოების წესებს. PSP online არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რაც მიადგა მომხმარებელს ან სხვა პირს PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქტის ანოტაციაში, ინსტრუქციაში, სხვა თანხმლებ დოკუმენტში ან/და PSP online-ის პლატფორმაზე ამ პროდუქტის მიღების, შენახვის, გაფრთხილებების, უსაფრთხოების, გამოყენების ან/და სარგებლობის თაობაზე ინფორმაციის გაუთვალისწინებლობით/შეუსრულებლობით;

5. დისტანციური ნასყიდობა

5.1. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადება
5.1.1. წინამდებარე ნასყიდობის დებულებები და პირობები არეგულირებს PSP online-ის პლატფორმაზე პროდუქტების შეძენის მიზნით PSP online-ს, როგორც გამყიდველს და მომხმარებელს, როგორც მყიდველს შორის დისტანციურ ფორმით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელებული ნასყიდობის პირობებსა და დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას.
5.1.2. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე - მყიდველი შეიძლება იყოს მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირი,რასაც მომხმარებელი ადასტურებს ამ დისტანციურ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და წესებსა და პირობებზე თანხობის გამოხატვით.
5.1.3. PSP online-ის პლატფორმაზე PSP online-ის მიერ პროდუქტების განთავსება სარეალიზაციოდ არის დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შეთავაზება (ოფერტი). PSP online მომხმარებლის მიმართ ოფერტის გაკეთებით იღებს ვალდებულებას ამ ოფერტზე მომხმარებლის თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს დისტანციური ნასყიდობის დებულებებითა და პირობებით, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით მასზე ნაკისრი ვალდებულებები და გაყიდოს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის პროდუქტი იმ ფასით, რაც მითითებულია PSP online-ის პლატფორმაზე.
5.1.4. მომხმარებლის მიერ PSP online-ის მიმართ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზებაზე (ოფერტზე) თანხმობის გამოხატვად (აქცეპტად) მიიჩნევა მომენტი, როცა მომხმარებელი PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შეიძენს პროდუქტს და პროდუქტის/ შეკვეთის ღირებულებას მიიღებს PSP online (თანხა აისახება PSP online-ის საბანკო ანგარიშზე. მომხმარებელი PSP online-ის შემოთავაზებაზე (ოფერტზე) თანხობის (აქცემპტის) გაკეთებით იღებს ვალდებულებას შეასრულოს ნასყიდობის დებულებებით და პირობებით, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით მასზე ნაკისრი ვალდებულებები და მიიღოს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის პროდუქტი იმ ფასით, რაც მითითებულია PSP online-ის პლატფორმაზე.
5.1.5. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა PSP online-ის მიერ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზებას (ოფერტს) მომხმარებელი დაეთანხმება (აქცეპტი) და ამ დროიდან მხარეები ავტომატურად შებოჭილი არიან მათ მიერ დისტანციურად ელექტრონული ფორმით გამოვლენილი ნებით.
5.1.6. მხარეებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება წესებისა და პირობების, მათ შორის, დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულები ის ვერსია, რომელიც მოქმედებს დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს.
5.1.7. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
5.1.8. დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმების ყველა შესაბამისი წესი და პირობა, რაც არ არის მოწესრიგებული დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმებით.

5.2. დისტანციური ნასყიდობის პროცედურა

PSP online-ის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენა მომხმარებელს შეუძლია PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ანგარიშის საშულებით ან მის გარეშე.

5.2.1. პროდუქტის შეძენა რეგისტრირებული ანგარიშის საშუალებით

5.2.1.1. რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა

PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:
ა) PSP online-ის პლატფორმის რეგისტრაციის გვერდზე მომხმარებელი უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს ან/და მობილური ტელეფონის ნომერს და პაროლს. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისათვის საჭიროა PSP online-ის პლატფორმაზე მითითებული მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიცირებას, რაც გულისხმობს მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და მობილური ტელეფონის ნომრის სისწორისა და ნამდვილობის შემოწმებას მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ბმულის/კოდის საშუალებით. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ხდება PSP online-ის პლატფორმაზე ანგარიშის მფლობელი.

• PSP online უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს PSP online-ის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციისათვის ან/და ავტორიზაციისათვის საჭირო სავალდებულო მონაცემები.
• PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრაციისათვის/ავტორიზაციისათვის წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებული მომხმარებლის მონაცემების მიუხედავად, სავალდებულო იქნება ყველა იმ მონაცემის მითითება და იმ პირობის შესრულება, რაც რეგისტრაციის /ავტორიზაციის მომენტში ასეთად არის მითითებული უშუალოდ PSP online-ის პლატფორმაზე.
• PSP online-ის პლატფორმაზე ავტორიზაციის და ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული პაროლი ინახება დაშიფრულად და მხოლოდ მომხმარებელისთვის არის ცნობილი.
• მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემი იყოს უტყუარი, ზუსტი და სრული.
• მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ PSP online-ის პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები არის მისი პირადი მონაცემები და ეკუთვნის უშუალოდ მას და არა სხვა პირს.
• მომხმარებელს ნებისმიერ დროს შესუძლია განაახლოს ან ცვლილება შეიტანოს PSP online-ის პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებში მის ანგარიშზე წვდომის გზით. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა და გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა. 
• PSP online ურჩევს ყველა მომხმარებელს გამოიჩინონ სათანდო სიფრთხილე და არ გაანდონ სხვა მესამე პირებს საკუთარი ანგარიშის პაროლი.
• მომხმარებლი თავად არის პასუხისმგებელი მისი ანგარიშის პაროლის კონფიდენციალობის დაცვაზე და ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
• PSP online არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ნებისმიერ პირს მომხმარებელს მიერ მისი ანგარიშის პაროლის გახმაურების საფუძველზე.
• თუ მომხმარებელი ფლობს ინფორმაციას ან გაუჩნდა ეჭვი, რომ საფრთხე შექმნა ან შესაძლოა საფრთხე შეექმნას მისი მისი ან სხვა მომხმარებლის ანგარიშის ან ანგარიშის პაროლის უსაფრთხოებას ან ხორციელდება მათი არამართლზომიერი გამოყენება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ PSP online-ს.
• რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების აღდგენა ხორციელდება PSP online-ის პლატფორმაზე დაცული მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე მონაცემთა აღდგენისათვის საჭირო გაგზავნილი ინფორმაციის საშუალებით ან PSP online-ისათვის წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხებზე დაკავშირების გზით.

ბ) მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს PSP online-ის პლატფორმაზე “Facebook”-ის, „Google”-ის ან ინტერნეტ სერვისზე დაფუძნებული სხვა სოციალური ქსელების/ელექტრონული სისტემების ანგარიშების (შემდგომში „სოციალური ქსელის ანგარიში“) საშუალებით.

• PSP online-ის პლატფორმის რეგისტრაციის გვერდზე მითითებული სოციალური ქსელებიდან მომხმარებელი აირჩევს მისთვის სასურველ სოციალური ქსელის ანგარიშს, რის შემდეგ მომხმარებელს ეხსნება შესაბამისი სოციალური ქსელის ავტორიზაციის ფანჯარა. მომხმარებელი გადის ავტორიზაციას შესაბამისი სოციალური ქსელის ელექტრონულ სისტემაში, რის შემდეგაც PSP online-ის პლატფორმა ავტომატურად მიიღებს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა. ამ გზით ანგარიშის რეგისტრაციისას მომხმარებელი არ უთითებს პაროლს.სოციალური ქსელის ელექტრონული სისტემის ანგარიშით და მასში დაცული მონაცემების საფუძველზე, სოციალური ქსელის მომხმარებელი რეგისტრირდება PSP online-ის პლატფორმაზე და ხდება ამ პლატფორმაზე ანგარიშის მფლობელი.

5.2.2. ავტორიზაცია

5.2.2.1. თუ მომხმარებელს სურს პროდუქტის შეძენა PSP online-ის პლატფორმის საშუალებით, როგორც რეგისტრირებულ მომხმარებელმა, მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია.
5.2.2.2. PSP online-ის პლატფორმა ახორციელებს მომხმარებლის იდენტიფიცირებას უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით, კერძოდ, ელ.ფოსტის, პაროლის ან/და მობილური ტელეფონის ნომრით.

5.2.3. პროდუქტის შეძენა რეგისტრაციისა და ანგარიშის შექმნის გარეშე

5.2.3.1. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი PSP online-ის პლატფორმის საშუალებით, რეგისტრაციის გავლისა და ანგარიშის შექმნის გარეშე.
5.2.3.2. თუ მომხმარებელი ახორციელებს PSP online-ის პლატფორმის საშუალებით პროდუქტის შეძენას, რეგისტრაციის გავლისა და ანგარიშის შექმნის გარეშე, მომხმარებელს მაინც მოეთხოვება PSP online-ისათვის გარკვეული მოცულობის მონაცემების მოწოდება. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა და გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავავება და შენახვა. 

5.2.4. პროდუქტის შერჩევა და კალათაში დამატება

5.2.4.1. PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტებიდან, მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს, და ღილაკზე“ დამატება კალათაში“ დაჭერით განათავსებს ვირტუალურ კალათაში. მომხმარებელს შეუძლია გააგრძელოს პროდუქტის შერჩევის პროცესი ან დაიწყოს კალათაში განთავსებული პროდუქტის შეძენის პროცესი.
5.2.4.2. მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს მის კალათაში განთავსებული პროდუქტის დამატება, წაშლა ან რაოდენობის ცვლილება.
5.2.4.3. კალათაში პროდუქტის დამატებით მომხმარებელს არ წარმოეშობა რაიმე სახის უფლება ან მოთხოვნა პროდუქტზე ან/და PSP online-ის მიმართ. კალათაში განთავსებული პროდუქტები არ ითვლება დაჯავშნილად და ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მომხმარებლისათვის მიუწვდომელი ან/და შეიძინოს სხვა მომხმარებლმა.
5.2.4.4. პროდუქტის კალათაში დამატების გარდა, რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია პრუდუქტი დაამატოს „სურვილების სიაში“, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინახოთ თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტები PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შემდგომში შეძენის მიზნით. „სურვილების სიაში“ პროდუქტის დამატებით რეგისტრირებულ მომხმარებელს არ წარმოეშობა რაიმე უფლება ამ პროდუქტზე.

5.2.5. პროდუქტის შეძენა

5.2.5.1. კალათაში დამატებული პროდუქტის შეძენისათვის, მომხმარებელი აჭერს ღილაკი „ყიდვა“, საიდანაც გადამისამართდება PSP online-ის პლატფორმის იმ გვერდზე, სადაც მომხმარებელი უთითებს ან/და საკუთარი სურვილის შესაბამისად ირჩევს (არჩევანის არსებობის შემთხვევაში) მისთვის პროდუქტის მიწოდებისათვის საჭირო მონაცემებს (ელ-ფოსტა, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი , ქუჩა ქალაქი, ქვეყანა, მიწოდების ტიპი, გადახდის ტიპი, ვაუჩერის კოდი), პროდუქტის მიწოდების (გადაზიდვის) ტიპს/მეთოდს და პროდუქტის ღირებულების/შეკვეთის ღირებულების გადახდის მისთვის სასურველ ტიპს/მეთოდებს. კალათაში დამატებული პროდუქტის შეძენის პროცესის გაგრძელებისათვის მომხმარებელი კვლავ აჭერს ღილაკი „ყიდვა“ და მომხმარებლის სასურველი რაოდენობის პროდუქტის მარაგის არსებობისას მომხმარებელი გადამისამართდება გადახდის გვერდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში PSP online შეგატყობონებთ პროდუქტის მარაგის არქონის/ამოწურვის თაობაზე, მათ შორის, მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გამოგზავნით ან PSP online-ის პლატფორმაზე შესაბამისი ინფორმაციის წარმოჩენით (გამოტანით).
5.2.5.2. PSP online უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს PSP online-ის პლატფორმაზე პროდუქტის შეძენისათვის მომხმარებლის მიერ მისათითებელიან ან/და ასარჩევი მონაცემები და პირობები.
5.2.5.3. წესებსა და პირობებში მითითებული პირობების მიუხედავად, მომხმარებლისათვის სავალდებულო იქნება ყველა იმ მონაცემის მითითება და იმ პირობის შესრულება, რაც პროდუქტის ყიდვის დროს ასეთად არის მითითებული უშუალოდ PSP online-ის პლატფორმაზე.
5.2.5.4. თუ მომხმარებლის მიერ პროდუქტის/შეკვეთის ღირებულების გადახდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქტის ან მისი ნაწილის მოწოდება (მაგ. მარაგის ამოწურვა, ნაკლიანი პროდუქტის არსებობა და სხვა) PSP online შეგატყობონებთ ამის თაობაზე და მომხმარებელთან შეთანხმებით და მისი არჩევნის შესაბამისად, მიაწოდებს მომხმარებელს პროდუქტის დაკორექტირებული და ხელახლა შეთანხმებული შეკვეთის მიხედვით ან მოახდენს შეკვეთის გაუქმებას. PSP online-ის მიერ შეკვეთის ან მისი ნაწილის გაუქმების შემთხვევაში, გაუქმებული შეკვეთის ან მისი ნაწილის/პროდუქტის ღირებულება უკან დაუბრუნდება მომხმარებელს.


5.2.6. ანგარიშსწორება და გადახდის მეთოდები

5.2.6.1. კალათაში დამატებული პროდუქტის ყიდვის პროცესის დასასრულებლად და ღილაკზე „ყიდვა“ დაჭერით მომხმარებელი გადამისამართდება PSP online-ის პლატფორმის გადახდის გვერდზე, სადაც მომხმარებელი იხდის შეკვეთის ღირებულება. თუ მომხმარებელს სულ პროდუქტის შეძენის პროცესის დასრულება, იგი ვალდებულია სრულად გადაიხადოს შეკვეთის ღირებულება.
5.2.6.2. შეკვეთის ღირებულების გადახდას მომხმარებელი ახორციელებს უნაღდო ანგარიშწორების გზით. დისტანციურად, VISA ან MASTERCARD საკრედიტო ან სადებეტო საბანკო ბარათების (შემდგომში „საბანკო ბარათი“) საშუალებით.
5.2.6.3. საბანკო ბარათის დეტალების შევსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთის ღირებულების ანაზაურების დროს გამოყენებული საბანკო ბარათი პირადად მას ეკუთვნის და ადგილი არ აქვს მის არამართლზომიერ გამოყენებას.
5.2.6.4. მომხმარებელი ვალდებულია სრულად შეავსოს ანგარიშწორების გვერდზე სავალდებულოდ აღნიშნული ყველა ველი, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდა არ განხორციელდება.
5.2.6.5. ანგარიშსწორების გვერდზე ღილაკზე „გადახდა“ არჩევისას/დაჭერისას მომხმარებლის საბანკო ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად.
5.2.6.6. შეკვეთის ღირებულების გარდა, ანგარიშსწორების გვერდზე, დისტანციური ფორმით საბანკო ბარათის გადახდისათვის და ამ მომსახურების გაწევისათვის მომსახურე ბანკმა, დამოუკიდებლად PSP online-ისაგან შესაძლოა დააწესოს დამატებითი გადასახდელი და მოსაკრებელი (მაგ. გადარიცხვის, ვალუტის კონვერტაციის და სხვა) მათი გახადის ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს. საბანკო გადასახადების და მოსაკრებლების საკითხი, გთხოვთ, წინასწარ გაარკვიოთ თქვენს ბანკთან.
5.2.6.7. მომხმარებლის შეკვეთა ითვლება PSP online-ის მიერ მიღებულად და PSP online-სთვის სავალდებულოდ შესასრულებლად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებლი სრულად გადაიხდის შეკვეთის ღირებულებას და აღნიშნული თანხა აისახება PSP online საბანკო ანგარიშზე (საგადახდო ტრანზაქციის დადასტურების შემთხვევაში).
5.2.6.8. PSP online-ის პლატფორმაზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინება PSP online-ის მხრიდან მომხმარებლის შეკვეთის მიღების თაობაზე.
5.2.6.9. მომხმარებლისათვის ნებისმიერი მიზეზით დასაბრუნებელი ან გადასახდელი თანხის ანაზღურებას/უკან დაბრუნებას PSP online მოახდენს იმ საბანკო ანგარიშზე რომლითაც PSP online-ის პლატფორმის სასარგებლოდ მომხმარებელმა განახორციელა შესაბამისი პირველადი, საწყისი გადახდა.

ანგარიშწორებისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრისათვის, გთხოვთ, მიმართოთ PSP online, წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

5.2.7. პროდუქტის მიწოდება და მიღება

5.2.7.1. შეკვეთით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისათვის ხორციელდება PSP online-ის მიერ ან კონტრაქტორი, მესამე პირის საშუალებით.
5.2.7.2. მომხმარებლისათვის შეკვეთის განსაზღვრული პროდუქტის მიწოდების ვადა და მიწოდების ღირებულება მითითებულია PSP online-ის პლატფორმაზე. მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს შეკვეთის მიწოდების ვადას და ღირებულებას და ასევე, PSP online-ის პლატფორმაზე შესაბამისი ფუნქციის არსებობისას, ამოირჩიოს პროდუქტის მიწოდების მისთვის სასურველი ვადა ან/და გადამზიდი პირი (საკურიერო მომსახურების გამწევი პირი).
5.2.7.3. PSP online უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მომხმარებლისათვის შეკვეთის მიწოდების მეთოდები, ვადები და მიწოდების ღირებულება, რაც მომხმარებლისთვის ცნობილი იქნება შეკვეთის ღირებულების გადახდამდე.
5.2.7.4. წესებსა და პირობებში მითითებული მიწოდების მეთოდების, მიწოდების ვადებისა და მიწოდების ღირებულების მიუხედავად, ყოველი კონკრეტული დისტანციური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომხმარებლისათვის სავალდებულო იქნება ის პირობები, რაც შეკვეთის განთავსების დროს ასეთად არის მითითებული უშუალოდ PSP online-ის პლატფორმაზე.
5.2.7.5. PSP online ვერ მოგცემთ გარანტიას, თუმცა იხმარს ყველა ღონეს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ პროდუქტი წესებითა და პირობებით განსაზღვრული მიწოდების ვადების დაცვით.
5.2.7.6. PSP online არ დაეკისრება პასუხისმგებლობა პროდუქტის მოწოდების ვადის დარღვევისათვის, თუ ამგვარი დაგვიანება ან მოუწოდებლობა მთლიანად ან ნაწილობრივ გამოწვეულია PSP online -ის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით. 
5.2.7.7. პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი პირის იდენტიფიცირების, სრულწლოვანების ან/და ქმედუნარიანობის გადამოწმების მიზნით, PSP online-ის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის მიტანის/მიწოდების ადგილას შეკვეთის მიმღებმა/ჩამბარებელმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში PSP online არ გადასცემს პროდუქტს ასეთ პირს.
5.2.7.8. თუ მომხმარებელი და არც მის მიერ მითითებული მესამე პირი შეკვეთის მიღების დროს არ იმყოფება PSP online-ის პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის მიტანის/მიწოდების ადგილას, შეკვეთა ექვემდებარე უკან დაბრუნებას PSP online-სათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, PSP online ინახავს მომხმარებლის ჩაუბარებელ პროდუქტს PSP online-ის მიერ უკან მიღებიდან (ჩაბარებიდან)მომდევნო 72 საათის განმავლობაში (მომხმარებელს შეკვეთის მიწოდებისათვის გადახდილი ღირებულება უკან არ დაუბრუნდება/ ამ ვადის გავლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს ყველა უფლებას შეკვეთით განსაზღვრულ პროდუქტზე, ხოლო PSP online არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომხმარებელს შეკვეთის/პროდუქტის ღირებულება და მიწოდების ღირებულება.
5.2.7.9. მომხმარებლის შეკვეთით განსაზღვრულ პროდუქტზე საკუთრების უფლება PSP online-დან მომხმარებელზე გადადის მომხმარებლის მიერ PSP online -სათვის პროდუქტის ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ.
5.2.7.10. მომხმარებლის შეკვეთით განსაზღვრული პროდუქტის დაკარგვის, დაზიანების ან/და განადგურების რისკი PSP online -დან მომხმარებელზე გადადის მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის მიტანის/მიწოდების ადგილას მომხმარებელზე ან სხვა შესაბამისი პირისათვის პროდუქტის ფაქტობრივი გადაცემის მომენტიდან.
5.2.7.11. შეკვეთის ჩაბარებამდე მომხმარებელმა გარედან, ვიზუალურად უნდა დაათვალიეროს პროდუქტი, მათ შორის, შეფუთვის მდგომარეობა, ხოლო ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში არ მიიღოს/არ ჩაიბაროს შეკვეთა/პროდუქტი.

5.2.8. შეკვეთის გაუქმება

5.2.8.1. მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს PSP online-ის პლატფორმაზე მიეს მიერ განთავსებული შეკვეთა. ამისათვის მომხმარებელი მიმართავს PSP online-ს, წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
5.2.8.2. თუ მომხმარებელი გააუქმებს შეკვეთას, სანამ იგი გადაზიდვის მიზნით ჩაბარდება შესაბამის კურიერს, მომხმარებელს შეკვეთის ღირებულება სრულად დაუბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება და შეკვეთაში გადახდილი თანხის, ამ თანხის დაბრუნების ვადისა და ამ თანხიდან გადაზიდვის ღირებულების თანხების დაკავებისა საკითხის გადაწყვეტა ხდება ერთპიროვნულად, PSP online-ის მიერ,რაც ეცნობება მომხმარებელს.

5.2.9. პროდუქტის აღწერილობა, პროდუქტის ფასი და შეკვეთის ღირებულება

5.2.9.1. პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების აღწერა ან/და გამოყენების წესები წარმოდგენილია PSP online-ის პლატფორმაზე, შესაბამისი პროდუქტის აღწერის გვერდებზე.
5.2.9.2. PSP online ცდილობს სათანადოდ აღწეროს PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტი და პროდუქტის განთავსებულ ფოტოებით მაქსიმალურად მიხლოვებულად ასახოს მისი ზუსტი, რეალური ფერები. ამის მიუხედავად, PSP online არ იძლევა გარანტიას და შესაბამისად არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის აღწერის, მისი ინსტრუქციის, ანოტაციის, გამოყენების, მოხმარების ან უსაფრთხოების წესების წარმოუდგენლობის ან/და არასრული წარმოდგენისათვის, ასევე, PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის ფერებსა და მომხმარებლის მიერ ფაქტობრივად მიღებულ პროდუქტის ფერებს შორის განსხვავებაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას მომხმარებლის კომპიუტერული მოწყობილობის კონფიგურაციის ან სხვა საფუძვლით.
5.2.9.3. PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის ვიზუალური მახასიათებლები შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს პროდუქტის ფაქტობრივი ვიზუალისგან, შესაბამისად, ამგვარი განსხვავება არ ჩაითვალება შეკვეთილ და მიწოდებულ პროდუქტს შორის შეუსაბამობად.
5.2.9.4. პროდუქტის ფასი წარმოდგენილია PSP online-ის პლატფორმაზე, შესაბამისი პროდუქტის აღწერის გვერდებზე.
5.2.9.5. თუ მოქმედი კანონმდებლობით პროდუქტი ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას, PSP online-ის პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის ფასი მოიცავს დღგ-ს.
5.2.9.6. PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებულ პროდუქტსა და PSP -ს კუთვნილ ან მის სასაქონლო ნიშნის ქვეშ ოპერირებად აფთიაქებში/სავაჭრო ობიექტებში ამავე პროდუქტზე ფასი, ფასდაკლებები ან/და სააქციო შემოთავაზებები შეიძლება განსხვავდებოდეს.
5.2.9.7. PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული ფასები, ფასდაკლებები, სააქციო ფასები, პრომო კოდები, ვაუჩერები ან/და სხვა შემოთავაზებები ეხება მხოლოდ PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებულ პროდუქტს (თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის მითითებული უშუალოდ PSP online-ის პლატფორმაზე).
5.2.9.8. მომხმარებელს არ უნდა შეექმნას მოლოდინი, რომ PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტი, ფასები, ფასდაკლებები, სააქციო ფასები, პრომო კოდები, ვაუჩერები, პრომო აქციები ან/და სხვა შემოთავაზებები ხელმისაწვდომია PSP -ს კუთვნილ ან მის სასაქონლო ნიშნის ქვეშ ოპერირებად აფთიაქებში/სავაჭრო ობიექტებში (თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის მითითებული უშუალოდ PSP online-ის პლატფორმაზე).
5.2.9.9. PSP online ცდილობს, რომ PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის ან/და სხვა მომსახურების ღირებულება, მათ შორის პროდუქტის მიწოდების ღირებულება მითითებული იყოს სწორად, თუმცა, შესაძლებელია, რომ დაშვებული იყოს ტექნიკური შეცდომა და ამ შემთხვევაში, შეცდომით მითითებული ფასი არ იქნება სავალდებულო PSP online-ის პლატფორმისათვის შეკვეთის ღირებულების დაანგარიშებისას, არამედ გათვალისწინებული იქნება ის ფასები, რომელიც ასახულია PSP online-ის პლატფორმის სისტემაში.
5.2.9.10. თუ PSP online აღმოაჩენს შეცდომას მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქტის ფასში ან/და სხვა მომსახურების ფასში, მათ შორის პროდუქტის მიწოდების ღირებულებაში, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინებს მომხმარებელს რომელიც უფლებამოსილია, საკუთარი არჩევანის შესაბამისად, ხელახლა დაადასტუროს კორექტირებული შეკვეთა, რომელშიც ასახულია პროდუქტის ან სხვა მომსახურების განახლებული და სწორი ფასი ან გააუქმოს შეკვეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში PSP online გააუქმებს შეკვეთას.
5.2.9.11. შეკვეთილი პროდუქტის ფასს/ღირებულებას შესაძლოა დაემატოს, პროდუქტის მიწოდების ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ბანკის მოსაკრებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც საბოლოოდ ახდენს მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე განსათავსებელი შეკვეთის ჯამური ღირებულების ფორმირებას.
5.2.9.12. PSP online უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს, დაამატოს ან/და გააუქმოს PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის ფასი, მიწოდების ღირებულება, ფასდაკლებები, სააქციო ფასები, პრომო კოდები, ვაუჩერები, შემოთავაზებები ან/და სხვა სახის გადასახდელი.
5.2.9.13. PSP online უფლებას იტოვებს, თავისი შეხედულებისამებრ გააუქმოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვა ან/და მასზე წვდომა.
5.2.9.14. ასეთის არსებობის შემთხვევაში, PSP online გაავრცელებს მომხმარებელის მიმართ ფასდაკლებას, რომლის რეალიზება შესაძლებელი იქნება ვაუჩერზე/კუპონზე (შემდგომში „ვაუჩერი“) მითითებული ფასდაკლების კოდით ან სხვა წესით. ვაუჩერის ფორმა, მოქმედების ვადა, ვაუჩერით სარგებლობის წესები და სხვა პირობები, მათ შორის, ფასდაკლების პირობები განისაზღვრება კონკრეტული ვაუჩერის პირობებით, რაც ხელმისაწვდომი და მითითებული იქნება PSP online-ის პლატფორმარზე.

5.2.10. საგარანტიო პირობები

5.2.10.1. ასეთის არსებობის შემთხვევაში, პროდუქტის საგარანტიო პირობები და საგარანტიო პირობების მოქმედების ვადა (შემდგომში ერთად „საგარანტიო პირობები“) მოცემული იქნება PSP online-ის პლატფორმაზე, პროდუქტციის აღწერის გვერდზე.

5.2.11. პროდუქტების დაბრუნება

5.2.11.1. პროდუქტის მიღების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მომდევნო 48 საათის განმავლობაში მიმართოს PSP online-ს და მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნას PSP online არ განიხილავს და შესაბამისად პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას.
5.2.11.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს PSP online-ისათვის წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/საკომუნიკაციო არხების საშუალებით და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: შეკვეთის ნომერი, შეკვეთაში შემავალი პროდუქტების სია, დაბრუნების მიზეზი და PSP online-ს მოთხოვნის შემთხვევაში, პროდუქტის არსებული ფოტო-ვიდეო მასალა.
5.2.11.3. პროდუქტის PSP online-სათვის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება შემდეგი გარემობები:
ა) მომხმარებელისათვის მიწოდებული იქნა, მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტი;
ბ) მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი აშკარად არ შეესაბამება PSP online-ის პლატფორმაზე მითითებულ აღწერილობას;
გ) მომხმარებელისათვის მიწოდებული პროდუქტს აღმოაჩნდა ნაკლი;
დ) მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდები/მიტანის ვადა დარღვეული იქნა;
5.2.11.4. პროდუქტის უკან დაბრუნების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, PSP online უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქტის ფიზიკური შემოწმება. ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია PSP online-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მისი სურვილის შესაბამისად:
ა) PSP online-ის მიერ მითითებულ ვადაში თავად მიაწოდოს PSP online-ს პროდუქტი, მის მიერ შერჩეულ PSP-ს კუთვნილ ან მის სასაქონლო ნიშნის ქვეშ ოპერირებად ნებისმიერ აფთიაქში/სავაჭრო ობიექტში ნებისმიერ აფთიაქში; ან
ბ) გადასცეს პროდუქტი PSP online-ს მიერ გამოძახებულ კურიერს/გადამზიდს, პროდუქტის მდებარეობის მისამართზე;
5.2.11.5. შესაბამისი ვადის დაცვით მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნას PSP online განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს მომხმარებელს.
5.2.11.6. თუ PSP online დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას პროდუქტის დაბრუნების თაობაზე, დაბრუნებული პროდუქტის ღირებულება უკან დაუბრუნება მომხმარებელს PSP online-ის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო 5 საბანკო დღის განმავლობაში, იმავე საბანკო ანგარიშზე რომლითაც განახორციელეთ შესაბამისი პროდუქტისათვის პირველადი, საწყისი გადახდა.
5.2.11.7. თუ PSP online არ დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას პროდუქტის დაბრუნების თაობაზე და ამავდროულად ეს პროდუქტი ფიზიკური შემოწმების მიზნით გადაცემული იქნა PSP online-ისათვის, PSP online-ის მიერ პროდუქტის დაბრუნების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი პროდუქტი, PSP online-ის მიერ მითითებულ PSP-ს კუთვნილ ან მის სასაქონლო ნიშნის ქვეშ ოპერირებად აფთიაქში/სავაჭრო ობიექტში;

6. კონტენტი და მასთან დაკავშირებული უფლებები

6.1. PSP online-ს აქვს უფლებამოსილება ნებისმიერ დროს შეცვალოს, შექმნას, შეზღუდოს ან გააუქმოს PSP online-ის პლატფორმის კონტენტი ან მისი ნაწილი.
6.2. PSP online ცდილოს უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ზუსტი, სრული და განახლებული კონტენტის მოწოდება, თუმცა არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას ან დაპირებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
6.3. PSP online ეცდება უზრუნველყოს, რომ PSP online-ის პლატფორმა თავისუფალი იყოს  ვირუსებისა და სხვა მავნე ან ნებისმიერი საზიანო კონტენტისაგან, თუმცა, არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, რომ PSP online-ის პლატფორმით სარგებლობა არ გამოიწვევს მომხმარებლის კომპიუტერის ან სხვა ტექნიკური მოწყობილობის დაზიანებას ან მონაცემთა დაკარგვას.
6.4. PSP online-ს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რომელიც მომხმარებელს ან სხვა პირებს შესაძლოა მიადგეთ PSP online-ის პლატფორმაზე წვდომისას ვირუსის ან სხვა მავნე ან საზიანო კონტენტის მიზეზის შედეგად.
6.5. PSP online-ის პლატფორმის კონტენტი, მათ შორის, PSP online-ის პლატფორმის დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, ძირითადი პროგრამული კოდები, წარმოადგენს PSP online-ს ან შესაბამისი პროდუქტის ან/და ქონების მწარმოებელის/მომწოდებლის საკუთრებას და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

7. მესამე პირთა ბმულები და სოციალური ქსელები

7.1. PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს PSP online-ის კონტროლს მიღმა არსებული სხვა მესამე პირთა ვებგვერდები, კონტენტები, პროდუქტები ან/და მომსახურება ბმულების (ტექსტუალური ბმულები, ბანერები, არხები და ა.შ), აპლიკაციების ან სხვა ფორმით, რომლებიც ამყარებენ კავშირს მესამე პირთა ვებგვერდებთან, აპლიკაციებთან ან/და პროგრამულ უზრუნველყოფებთან.
7.2. მომხმარებელი მესამე პირთა ინფორმაციით ან /და ბმულით სარგებლობს და იყენებს მხოლოდ საკუთარი რისკით და PSP online არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე პირთა ინფორმაციის ან/და ვებგვერდების შინაარსის, სიზუსტის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობასთან მიმართებით, მათ შორის, რაიმე სახის პასუხისმგებლობას PSP online-ის პლატფორმასთან დაკავშირებული სხვა მესამე პირთა ვებგევრდების კონტენტზე და იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოეშვას მომხმარებელს ან სხვა მესამე პირს მათი სარგებლობის შემთხვევაში.
7.3. PSP online-ის გარდა სხვა ნებისმიერი პირის მიერ, PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული ან PSP online-ის პლატფორმის საშუალებით შექმნილი, გაგზავნილი ან/და მიღებული შეტყობინებების, კომენტარების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე და ამ ინფორმაციასთან მიმართებით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა PSP online-ს, არამედ იდივიდუალურად და პერსონალურად მხოლოდ შესაბამის პირს.
7.4. წესები და პირობები, სხვა საკითხების რეგულირებასთან ერთად არეგულირებს PSP online-ის პლატფორმაზე ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვებგვერდზე, აპლიკაციაში, პროგრამულ უზრუნველყოფაში, PSP online-ის ფეისბუქის, ტვიტერის, იუთუბის ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებზე მომხმარებლის მხრიდან განცხადების, კომენტარის, შეფასების, მიმოხილვის, შენიშვნების ან სხვა ინფორმაციის განთავსების პირობებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს წინამდებარე წესებსა და პირობებთან.

8. პასუხისმგებლობა

8.1. წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამავე წესებითა და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8.2. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და წესებითა და პირობებით დადგენილი წესით.
8.3. PSP online არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან.
8.4. PSP online კომპანია არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც ხდება გადამისამართება PSP online-ის პლატფორმიდან.
8.5. PSP online არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზარალზე, რომელიც გამოწვეულია PSP online-ის პლატფორმის სარგებლობის შეუძლებლობით, PSP online-ის პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვით ან შეწყვეტით.
8.6. PSP online არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას PSP online-ის პლატფორმის მომსახურებასთან, პროდუქტთან ან/და მის ხარისხთან დაკავშირებით, გარდა იმის რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
8.7. PSP online -ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.
8.8. PSP online იყენებს ყველა გონივრულ ზომას მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუმცა ამის მიუხედავად არ არის პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებზე, როცა მესამე პირები არამართლზომიერად ახორციელებენ სხვა მომხმარებელთა მონაცემებზე არასანქცირებული წვდომას.

9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავა

9.1. წესები და და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2. წესებსა და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან/განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
9.3. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია მიმართოს და დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები.
9.4. დავის მოლაპარაკების გზით დარეგულირების ან სასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, დავასთან დაკავშირებული მხარეთა შეტყობინებები, წერილები ან სხვა დოკუმენტაცია PSP online -სათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, 0112, დ.აღმაშენებლის გამზ. N 148/3.
 
10. ფორს-მაჟორი

10.1. არც ერთ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი დარღვევისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორს-მაჟორული (დაუძლეველი ძალის გარემოებების გამო) გარემოებების გამო პირდაპირი და უშუალო ზემოქმედებით.
10.2. წესებისა და პირობების მიზნებისათვის ფორს-მაჟორულ გარემოებებად (დაუძლეველი ძალის გარემობებად) მიიჩნევა წესებითა და პირობების ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი მხარეებისათვის გადაულახავი, წინასწარ გაუთვალისწინებელი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი ისეთი გარემოებები როგორიცაა: PSP online-ის ტექნიკური სისტემების გათიშვა, PSP online-ის პლატფორმის საშუალებით მონაცემთა გადაცემის შეუძლებლობა ან გაუმართაობა, საკომუნიკაციო ტერმინალების ან სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გაუმართაობა, ელექტროენერგიის ან/და ინტერნეტსერვისის მიწოდების შეწყვეტა, GPRS-ის გათიშვა, PSP online-ის პლატფორმაზე განხორციელებული კიბერ შეტევა, PSP online-ის პლატფორმის განახლებები, PSP online-ის კონტრაქტორი მესამე მხარის გაუმართაობა ან ლოგისტიკის/საქმიანი ოპერაციების შეჩერება ან შეწყვეტა , სტიქიური უბედურებანი, ომი და საომარი მოქმედებანი, მთავრობის, სახელმწიფო, ადგილობრივი ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაწესებული აკრძალვები და შეზღუდვები, პანდემის ან/და ეპიდემიის გავრცელა ან სხვა მსგავსი გარემოებანი.
10.3. მხარე, რომლისთვისაც გამო შეუძლებელია წესებისა და პირობებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია ფორს-მაჟორულ გარემოებების წარმოშობისა და მისი აღმოფხრის თაობაზე გონივრულ ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს.
10.4. მხარეების მიერ წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე.

11. კომუნიკაცია

11.1. მხარეთა მიერ წესებისა და პირობებით ნაკისრი ვალდებლებების შესრულების ან ამავე წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და ინტერესების რელიზების ან დაცვისათვის, მათ შორის, წესებისა და პირობებით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავაშირებით, მომხმარებელსა და PSP online-ის შორის კომუნიკაცია, ძირითადად ხორციელდება ელექტრონულად, მომხმარებლის მიერ PSP online-ის პლატფორმაზე დაფიქსირებული ან/და PSP online-ისათვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტისა მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული წერილებისა ან/და მოკლედ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით, თუმცა, PSP online უფლებამოსილია გამოიყენოს მომხმარებლის შესაბამის მობილური ტელეფონის ნომერზე ზეპირი სატელეფონო კავშირი, მომხმარებლისათვის PSP online-ის პლატფორმაზე “push” შეტყობინებები მიწოდება, მომხმარებლის სოციალური ქსელების „ჩათში“ მიმოწერა და სხვა საკომუნიკაციო არხები, რომელიც მითითებულია ან/და რომელის გამოყენებასაც ეთანხმება მომხმარებელი.
11.2. მომხმარებელსა და PSP online-ის შორის კომუნიკაცია ხორციელდება კონფიდენციალობის პოლიტიკის დაცვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მართლზომიერი მიზნებისა და საფუძვლების გათვალისწინებით.

12. ანგარიშის გაუქმება და ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა

12.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს მისი ანგარიში PSP online-ის პლატფრომაზე. ანგარიშის გაუქმებისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს PSP online-ს,წესებსა და პირობებში მითითებულ საკონტაქტო/ საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
12.2. ანგარიშის გაუქმებისათვის მომხმარებელემა უნდა გაიაროს PSP online-ის მიერ მითითებული იდენტიფიცირების პროცედურა და დაადასტუროს მის მიერ ამ ანგარიშის ფლობა.
12.3. PSP online უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს PSP online-ის პლატფორმით ან/და მომსახურებით თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წესებისა და პირობების ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
12.4. იმ შემთხვევაში, თუ PSP online გააუქმებს მომხმარებლის ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, იმ მიზეზით რომ მომხმარებელმა დაარღვია წესები და პირობები ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

13. სხვა პირობები

13.1. PSP online-ის პლატფორმით სარგებლობის  შეთანხმება მოქმედებს უვადოდ.
13.2. წესებსა და პირობებში აღნიშნული მუხლის სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ განსაზღვრავს ან/და ახდენს ზეგავლენას მუხლის შინაარსზე, განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
13.3. თუ წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილი ან დებულება რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული ნაწილი ან დებულება აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას წესებისა და პირობების სხვა დანარჩენი ნაწილების/დებულებების ნამდვილობაზე.
13.4. მომხმარებელი,  PSP online-ის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
13.5. PSP online-ის უფლებამოსილია წესებითა და პირობებით განსაზღვრული მისი ყველა უფლება და ვალდებულება გადასცეს ნებისმიერ პირს, მომხმარებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ეს მესამე პირი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიმართ იგივე ხარისხის ან უკეთესი გარანტიების გაცემასა და პასუხისმგებლობის აღებას.
13.6. წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან ანაზღაურების საშუალების გამოყენებაზე PSP online-ის მიერ თავის შეკავება ან გადავადება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ამ უფლებაზე ან ანაზღაურებაზე უარის თქმად და აღნიშნულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს შემდგომში PSP online-ის მიერ ამ უფლების გამოყენებაზე ან ანაზღაურების მიღებაზე.

14. საკონტაქტო ინფორმაცია

PSP online-თან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგი საკომუნიკაციო არხების საშულებით:

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, 0112, დ.აღმაშენებლის გამზ. 148/3; ელექტრონული ფოსტა: [email protected]; ტელ: (+995) (032) 240 20 20 ვებ-გვერდის (www.psponline.ge) ვებ-ჩათი/ონლაინ კონსულტაცია.