| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ტუბი |
| მოქმედი ნივთიერება | benzyl benzoate |
| დოზა | 0.2 |
ბენზილბენზოატი
სავაჭრო დასახელება: ბენზილბენზოატი
არაპატენტირებული საერთაშორისო ან ჯგუფური სახელწოდება
ბენზილბენზოატი
წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
მალამოს შემადგენლობა 100გ -ზე
მოქმედი ნივთიერება:
ბენზილბენზოატი - 20გ
დამხმარე ნივთიერებები:
თერმოსტაბილური ტრიეთანოლამინი (ტროლამინი) - 5,0 გ
სტეარინის მჟავა - 20,0 გ
მაკროგოლი 400 - 5,0 გ
გაწმენდილი წყალი - 100გ -მდე
აღწერა
თეთრი ან მოყვითალო ფერის მალამო სპეციფიური სუნით. დასაშვებია ჰაერის ბუშტუკების არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მუნის საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი: Р03АХ01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მუნის საწინააღმდეგო გარეგანი გამოყენების პრეპარატი.
ახდენს ტოქსიკურ მოქმედებას მუნის ტკიპას მიმართ. იწვევს მუნის ტკიპას მატლისა და დიდი ინდივიდების სიკვდილს, სიკვდილი დგება 7-32 წუთში. გადის ქიტინის საფარს და გროვდება ტკიპის სხეულში ტოქსიკური კონცენტრაციით, არ მოქმედებს მათ კვერცხებზე.
ფარმაკოკინეტიკა
აღწევს ეპიდერმისის ზედა ფენებში, არ შეიწოვება სისტემურ სისხლნაკადში.
გამოყენების ჩვენებები
მუნი.
აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
იხილეთ ბლოგი: რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
უკუჩვენებები
ბენზილბენზოატისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
მალამოს გამოყენება უკუნაჩვენებია
გამოყენების წესი და დოზები:
გარედან. მოზრდილების სამკურნალოდ გამოიყენება 20%-იანი მალამო.
მკურნალობის კურსი გრძელდება 4 დღე. პირველ დღეს დამუშვება ტარდება საღამოს დაძინებამდე თბილი წყლითა და საპნით საფუძვლიანი დაბანის შემდეგ. მალამო დაიტანება მთელ კანის საფარზე, სახისა და თმიანი საფარის გამოკლებით, შეიზილება ხელებით, რომლებსაც არ იბანენ დილამდე, ერთ გამოყენებაზე იხარჯება 30-40 გ მალამო. მეორე და მესამე დღეს შეიცვენებენ, ხოლო მალამოს ნარჩენებს კანიდან არ ჩამოირეცხავენ. მეოთხე დღეს, საღამოს, ავადმყოფი იბანება საპნით და დარჩენილი მალამოს შეიზელს ისევე, როგორც პირველ დღეს და ისევ იცვლის თეთრეულს. დამუშავების შემდეგ ხელები არ უნდა დაიბანოთ 3 საათის განმავლობაში, ყოველი დაბანის შემდეგ იმუშავებენ მალამოთი. თუ მალამო ჩამოირეცხა კანის სხვა უბნებიდან, ისინი ასევე ხელახლა უნდა დამუშავდეს. მალამოს მთლიანად ჩამოირეცხავენ კანიდან მკურნალობის მეხუთე დღეს.
თუ მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ არის სახეზე ან ჩნდება ახალი სიმპტომები, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად და იმ დოზებში, რაც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში. აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია წვის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები.
თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერი მწვავდება ან აღინიშნება სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
დოზის გადაჭარბება
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მალამოს ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის. ბენზილბენზოატის გამოყენება ერთდროულად სხვა გარეგან გამოსაყენებელ სამკურნალო საშუალებებთან არ არის რეკომენდირებული.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე სასურველია პაციენტმა მიიღოს ცხელი შხაპი კანის ზედაპირიდან ტკიპების მექანიკურად მოსაშორებლად, ასევე ეპიდერმისის ზედაპირული ფენის გასაფხვიერებლად (პრეპარატის შეღწევის გასაადვილებლად). ხელების ყოველი იძულებითი დაბანის შემდეგ აუცილებელია მალამოთი ხელახლა დამუშავება.
ერთ კერაში გამოვლენილი ავადმყოფების, აგრეთვე საკონტაქტო პირების მკურნალობა, უნდა ტარდებოდეს ერთდროულად განმეორებითი შეჭრის თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის შემდეგ ქავილის შენარჩუნება არ არის მაჩვენებელი დამატებითი სპეციფიკური თერაპიის კურსის დანიშნულებისთვის. ქავილი არის სხეულის რეაქცია მკვდარ ტკიპასა და მის ნარჩენ პროდუქტებზე. ქრება ანტიჰისტამინებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდებით მალამოების დანიშვნისას. მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ექიმის კონტროლი 2 კვირის განმავლობაში, გართულებების არსებობისას უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე. ყველა საგანი, რომლებიც ეხებოდნენ ინფიცირებულ კანთან, უნდა კარგად დამუშავდეს. ლოგინი, თერეული, პირსახოცები იხარშება სარეცხი ფხვნილის 5-10 წუთის განმავლობაში. ზედა ტანსაცმელი ცხელი უთოთი უთავდება ორივე მხრიდან. ნივთები, რომლებიც არ ექვემდებარება თერმიულ დამუშავებას, გამოიფინება ჰაერზე 3 დღით. ფეხსაცმელი, სათამაშოები და სხვა საგნები გამოირიცხება 5 დღით და თავსდება პოლიეთილენის პაკეტში. ლეიბები, ბალიშები, საბნები აგრეთვე 5 დღით გამოირიცხება მოხმარებიდან ან ექვემდებარებიან კამერულ დეზინფექციას. ბინაში აუცილებლად უნდა დალაგდეს, იატაკი მოირეცხოს სარეცხი საშუალებებით ან მადენზიფიცირებელი საშუალებების დამატებით.
მოერიდეთ პრეპარატის თვალებში, ცხვირისა და პირის ღრუში მოხვედრას.
პრეპარატის მოხვედრისას:
- ცხვირის ღრუში: ცხვირის ღრუ გამოირეცხოს უხვი წყლით;
- პირის ღრუში: პირის ღრუ გამოივლოს უხვი წყლით ან 2% თბილი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის (საჭმლის სოდა) ხსნარით;
- კუჭში: კუჭი ამოირეცხოს ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 1-2% ხსნარით, გამომწვარი მაგნეზიის და აქტივირებული ნახშირის წყლის ნაერთით (1-2 სუფრის კოვზით ჭიქა წყალზე);
- თვალებში: თვალები გამოიბანოს წყლით ან ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 1-2% ხსნარით.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს.
გამოშვების ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის 20%.
25 გ ან 30 გ ალუმინის ტუბებში. ყოველი ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.