აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კატაბალახას - Valerianae სიროფი 200გ

#64665_136
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაvaleriana
მოკლე აღწერა
ჩვენება: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ნერვული აგზნებადობის, უძილობის, შაკიკის, ისტერიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზისა და საჭმლისმომნელებელი სისტემის სპაზმის დროს.
4.35₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კატაბალახას სიროფი

Sirupus Valerianae 

შემადგენლობა: გ/100 გ
აქტიური ინგრედიენტი:
კატაბალახას (Valeriana Officinalis) ფესვებისა 4,0 გ
და ფესურების სქელი ექსტრაქტი
არააქტიური სუბსტანციები:
შაქარი 58,24 გ
ეთანოლი 90% 5,0 გ
გაწმენდილი წყალი საჭირო რაოდენობით
100გ სიროფის მისაღებად

აღწერილობა
სქელი, ყავისფერი, გამჭვირვალე სითხე, თავისებური სუნით და ტკბილი გემოთი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სედატიური საშუალება.
ATC კოდი: N05CM09

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური საშუალება. ახასიათებს გამოხატული სედატიური თვისებები.

ჩვენებები
პარასამკურნალო საშუალება გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ნერვული აგზნებადობის, უძილობის, შაკიკის, ისტერიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზისა და საჭმლისმომნელებელი სისტემის სპაზმის დროს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში არ აღინიშნება გვერდითი მოვლენები.

მიღების წესი და დოზირება
1 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2 დოზირებული კოვზი (2,5 მლ) სიროფი - 2-3-ჯერ დღეში;
1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) სიროფი - 2-3-ჯერ დღეში;
7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 დოზირებული კოვზი (10 მლ) სიროფი - 2-3-ჯერ დღეში;
15 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 2,5 დოზირებული კოვზი (12,5 მლ) სიროფი - 2-3-ჯერ დღეში.
სიროფი მიიღება სუფთა სახით. დასაშვებია სიროფის წყლით განზავება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი აძლიერებს საგულე საშუალებების, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების ეფექტს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჭარბი დოზირება
შესაძლებელია ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გამოშვების ფორმა
200 გ სიროფი მუქ ნარინჯისფერ პოლიეთილენის ფლაკონში.
1 ფლაკონი საზომ კოვზთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 8 - 15°С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა
2 წელი.
აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.