| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Luxeol - ლუქსოლი |
| ბრენდის ქვეყანა |
კონდიციონერი თმის ზრდის LEAVE ლუქსოლი - Luxeol
ტოპ გაყიდვადი|კლინიკურად დამტკიცებული |97 % ბუნებრივი ინგრედიენტები
86/100 YUKA რეიტინგი |0 % სილიკონი და სულფატი.
კლინიკურად დადასტურებულია, რომ ლუქსოლის თმის ზრდის კონდენციონერი 60%-ით აჩქარებს თმის ზრდას და 3 თვეში უზრუნველყოფს სიგრძის 6 სმ*-ით მატებას. ინტენსიური, თმაზე დასატოვებელი კონდიციონერი თმის ზრდის ასაჩქარებლად სულფატებისა და სილიკონების გარეშე - აღადგენს თმის ბოჭკოს, კვებავს და მსუბუქად ატენიანებს მას, ანიჭებს თმას სიმტკიცესა და აბრეშუმისებრ ბზინვარებას დამძიმების გარეშე. სრულყოფილი რუტინისთვის, გამოიყენეთ ლუქსოლის თმის ზრდის შამპუნის შემდეგ, ან გამოიყენეთ თმის ზრდის სრული მოვლის ხაზი.
* მომხმარებელთა ტესტირება 43 ქალზე, კმაყოფილების % , ზრდის პროტოკოლის (შამპუნი + კონდიციონერი + შრატი) 3 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ.
აბუსალათინის ზეთი - ხელს უწყობს თმის ზრდას.
არგინინი - ხელს უწყობს თმის ზრდას, ატენიანებს თმას.
პანთენოლი (პროვიტამინ B5) - ხელს უწყობს თმის ბოჭკოების აღდგენას.
ბიოტინი (ვიტამინი B7) - აუმჯობესებს კერატინის სტრუქტურას და ამაგრებს თმასა და თმის ფოლიკულს.
ამლას ნაყოფის ექსტრაქტი (ინდური ხურტკმელი) - ხელს უწყობს თმის ზრდის სტიმულირებას
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი - მატონიზირებელი ეფექტით გავლენას ახდენს თმის ზრდის სტიმულირებაზე.
ყველა ტიპის თმა, განსაკუთრებით ნელა მზარდი თმისთვის ან ვისაც ესაჭიროება თმის სწრაფი ზრდა.
წყალი (Aqua), გლიცერინი, ბრასიკამიდოპროპილ დიმეთილამინი, ბრასიკას სპირტი, ჰიდროგენიზებული ეთილჰექსილ ოლივატი, ინულინი, აბუსალათინის თესლის ზეთი (Ricinus Communis), ამლას ნაყოფის ექსტრაქტი (Phyllanthus Emblica), ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი (Panax Ginseng), არგინინი, პანთენოლი, ბიოტინი, ჰიდროგენიზებული ზეთისხილის ზეთის შეუპონებელი ფრაქცია, პარფიუმი, რძემჟავა, პროპანდიოლი, ქსანთანის გუმფისი, მალტოდექსტრინი, ლევულინმჟავა, ნატრიუმის ლევულინატი, ნატრიუმის ბენზოატი.
150 მლ.
Luxéol - თმის მოვლის ექსპერტი და ლიდერი საფრანგეთიდან! ფრანგული თმის მოვლის ბრენდი Luxéol აერთიანებს ინოვაციურ სამეცნიერო მიღწევებს, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ფრანგულ ექსპერტიზას. დღეს Luxéol საფრანგეთის აფთიაქებსა და პარაფარმაციებში თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია და წარმოდგენილია ათასობით გაყიდვის წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრენდის 23 კლინიკური კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში და 150-ზე მეტი ტესტირების შედეგი თავისთავად მეტყველებს მის მეცნიერულად დამტკიცებულ ეფექტიანობაზე.„სრულყოფილი რუტინა შენი თმისთვის“ - ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი. Luxéol გთავაზობთ მრავალფეროვან ხაზებს თმის სხვადასხვა საჭიროებისთვის: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის, სიხშირის, კერატინის შემცველი მოვლა აღდგენისათვის და ყოველდღიური მოვლის პროდუქტებს. ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და რუტინებს შორისაა: Growth Routine - შექმნილია თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის; Reactive Hair Loss Routine - ხანგრძლივი, სეზონური და სტრესით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ; Density Routine - გათხელებული, მეჩხერი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის, სიძლიერისა და ზრდის მხარდასაჭერად.
არ შეიცავს სულფატებს, სილიკონსა და მავნე დანამატებს.
Luxéol - მეცნიერება, ეფექტიანობა და ფრანგული ზრუნვა შენი თმის სილამაზისთვის!
წარმოებულია საფრანგეთში. Luxéol