აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნიღაბი თმის სიხშირის 200 მლ N1 0975 ლუქსოლი - Luxeol

#108131_4113
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიLuxeol - ლუქსოლი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
Luxéol-ის თმის სიხშირის კლინიკურად დადასტურებული ნიღაბი განკუთვნილია თმის სიხშირის გასაზრდელად. ხელს უწყობს ანაგენის (ზრდის) ფაზაში მყოფი თმის რაოდენობის ზრდას +7 382 ღერით*. 200 მლ.
111.75₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ნიღაბი თმის სიხშირის ლუქსოლი - Luxeol 

კლინიკურად დამტკიცებული |97 % ბუნებრივი ინგრედიენტები 

86/100 YUKA რეიტინგი |0 % სილიკონი და სულფატი. 

კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ლუქსოლის თმის სიხშირის ნიღაბი ზრდის თმის სიხშირეს და ზრდის (ანაგენის) ფაზაში მყოფი თმის რაოდენობას +7 382 ღერით*. ინტენსიური მკვებავი და აღმდგენი, სილიკონებისგან თავისუფალი ნიღაბი. ღრმად ატენიანებს და ამაგრებს თმის ბოჭკოს დამძიმების გარეშე, ახშირებს თმას, ანიჭებს ელასტიურობას და ჯანსაღ, სარკისებრ ბზინვარებას. სრული რუტინისთვის, გამოიყენეთ ლუქსოლის თმის სიხშირის შამპუნის შემდეგ, ამავე ხაზის კონდიციონერთან და შრატთან ერთად.

* მომხმარებელთა ტესტირება 33 მოხალისეზე; კმაყოფილების % პროდუქტის კვირაში 3-ჯერ, 3 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ.

აქტიური ინგრედიენტები

ბიოტინი (ვიტამინი B7) - აუმჯობესებს კერატინის სტრუქტურას და ამაგრებს თმასა და თმის ფოლიკულს.

დნმ-ის მარილი (sodium DNA) - აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის, უჯრედების აღდგენისა და ქსოვილების რეგენერაციის პროცესისთვის. 

CLA გლუტათიონ - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა, ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. 

თმის ტიპი

ყველა ტიპის თმა, განსაკუთრებით მეჩხერი, თხელი, მოცულობადაკარგული თმისთვის.

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ თმის ნიღაბი კვირაში 3-ჯერ, დაბანილ და პირსახოცით შემშრალებულ თმაზე. 
  • შეიზილეთ სკალპსა და თმის სრულ სიგრძეზე მასაჟური მოძრაობით, გაიჩერეთ 3 წუთი და ჩამოიბანეთ.

ინგრედიენტები

წყალი (Aqua), კოკო-კაპრილატი/კაპრატი, დისტეაროილეთილ დიმონიუმის ქლორიდი, ჰეპტილ უნდეცილენატი, ცეტეარილის სპირტი, ჰიდროქსიპროპილ გუარი, აბუსალათინის თესლის ზეთი (Ricinus Communis), კალიუმის გლუტათიონ იზომერიზებული ლინოლეატი, ნატრიუმის დნმ (Sodium DNA), ბიოტინი, პანთენოლი, იასამნის (Syringa Vulgaris) ფოთლის უჯრედების ექსტრაქტი, გლიცერინი, შარდოვანა (Urea), ტოკოფეროლი (ვიტამინი E), პარფიუმი, ჰიდროქსიპროპილ გუარ ჰიდროქსიპროპილტრიმონიუმის ქლორიდი, სახამებლის ჰიდროქსიპროპილტრიმონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, რძემჟავა, გლუკონოლაქტონი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ლაქტატი, კალციუმის გლუკონატი, კალიუმის ქლორიდი, ლევულინმჟავა, ლიმონმჟავა, p-ანისის მჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.

მოცულობა

200 მლ.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Luxéol - თმის მოვლის ექსპერტი და ლიდერი საფრანგეთიდან! ფრანგული თმის მოვლის ბრენდი Luxéol აერთიანებს ინოვაციურ სამეცნიერო მიღწევებს, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ფრანგულ ექსპერტიზას. დღეს Luxéol საფრანგეთის აფთიაქებსა და პარაფარმაციებში თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია და წარმოდგენილია ათასობით გაყიდვის წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ბრენდის 23 კლინიკური კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში და 150-ზე მეტი ტესტირების შედეგი თავისთავად მეტყველებს მის მეცნიერულად დამტკიცებულ ეფექტიანობაზე.„სრულყოფილი რუტინა შენი თმისთვის“ - ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი. Luxéol გთავაზობთ მრავალფეროვან ხაზებს თმის სხვადასხვა საჭიროებისთვის: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის, სიხშირის, კერატინის შემცველი მოვლა აღდგენისათვის და ყოველდღიური მოვლის პროდუქტებს.  ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და რუტინებს შორისაა: Growth Routine - შექმნილია თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის; Reactive Hair Loss Routine - ხანგრძლივი, სეზონური და სტრესით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ; Density Routine - გათხელებული, მეჩხერი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის, სიძლიერისა და ზრდის მხარდასაჭერად. 

არ შეიცავს სულფატებს, სილიკონსა და მავნე დანამატებს.

Luxéol - მეცნიერება, ეფექტიანობა და ფრანგული ზრუნვა შენი თმის სილამაზისთვის! 

წარმოებულია საფრანგეთში. Luxéol