აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მინოქსიდილი სპრეი - Minoxidil Spray დერმატოლოგიური 50მგ/მლ 60მლ

#108074_4028
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ესპანეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაminoxidil
მოკლე აღწერა
გამოიყენება მამაკაცებში თმის ცვენის შემცირებისათვის.
60.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მინოქსიდილი სპრეი - Minoxidil Spray დერმატოლოგიური 50მგ/მლ 60მლ

აქტიური ნივთიერება:

მინოქსიდილი 5% w/v.

დანიშნულება:

თმის აღდგენის საშუალება მამაკაცებისთვის.

გამოყენება

გამოიყენება თავის ზედა ნაწილზე(მხოლოდ თხემზე) ხელს უწყობს თმის ხელახლა ზრდას, აღდგენას(იხილეთ სურათები შეფუთვაზე).

გაფრთხილებები

განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მხოლოდ მამაკაცებისთვის.

აალებადია: მოარიდეთ ცეცხლს ან ალს.

არ გამოიყენოთ თუ:

·  ხართ ქალბატონი

·  თქვენი თმის ცვენის რაოდენობა განსხვავდება შეფუთვაზე აღნიშნულისგან, ან თმის ცვენა გაქვთ თავის წინა ნაწილზე. მინოქსიდილის 5% - იანი ხსნარი არ არის განკუთვნილი შუბლის გამელოტების ან უკან დაწეული ხაზის სამკურნალოდ.

·  არ გაქვთ თმის ცვენის გენეტიკური ისტორია.

·  თმის ცვენა არის უეცარი და/ან კეროვანი.

·  არ იცით თმის ცვენის მიზეზი.

·  ხართ 18 წლამდე ასაკის. არ გამოიყენოთ ჩვილებსა და ბავშვებში.

·  თქვენი სკალპი არის გაწითლებული, ანთებადი, ინფიცირებული, გაღიზიანებული ან მტკივნეული.

·  თავის კანზე იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებას.

გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის დაავადება.

პროდუქტის გამოყენებისას

·  არ წაისვათ სხეულის სხვა ნაწილებზე.

·  მოარიდეთ თვალთან კონტაქტს. თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, დაიბანეთ დიდი რაოდენობის გრილი, გამდინარე წყლით.

·  ზოგიერთ ადამიანს აღენიშნა თმის ფერისა და ტექსტურის ცვლილება.

·  თმის ხელახლა ამოსვლას დრო სჭირდება. დღეში ორჯერ გამოყენების შემთხვევაში, შედეგი შეიძლება სახეზე იყოს 2 თვეში. ზოგიერთი მამაკაცისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქტის მინიმუმ 4 თვის განმავლობაში გამოყენება შედეგის სანახავად.

·  ამოსული თმის რაოდენობა ინდივიდუალურია. აღნიშნული პროდუქტი ყველა მამაკაცზე არ მოქმედებს.

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ:

·  გაგიჩნდათ ტკივილი გულმკერდის არეში, გამოიხატა აჩქარებული გულისცემა, გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა.

·  მოხდა წონის უეცარი და აუხსნელი მატება.

·  შეგიშუპდათ ხელები ან ფეხები.

·  აღგენიშნებათ თავის კანის გაღიზიანება ან სიწითლე.

·  გაგიჩნდათ თმა სახის არასასურველ ადგილებში.

·  ვერ ხედავთ თმის ამოსვლას 4 თვის შემდეგ.

პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საზიანო იყოს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით ინტოქსიკაციის კონტროლის ცენტრს. 

გამოყენების წესი

·  გამოიყენეთ 1მლ საწვეთურით დღეშ 2 - ჯერ, უშუალოდ თავის კანზე, თმის ცვენის არეში.

·  დოზის გაზრდა ან უფრო ხშირი გამოყენება არ გააუმჯობესებს შედეგს.

·  თმის ზრდის სტიმულირებისა და შენარჩუნებისთვის აუცილებელია უწყვეტი გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში თმის ცვენა კვლავ დაიწყება.

სხვა ინფორმაცია

·  იხილეთ თმის ცვენის ამსახველი სურათები შეფუთვეს გვერდითა მხარეს.

·  გამოყენებამდე წაიკითხეთ კოლოფზე არსებული სრული ინფორმაცია.

·  შეინახეთ კოლოფი, რადგან აღნიშნული შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·  ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებში, მამაკაცებისთვის განკუთვნილი 5% - იანი მინოქსიდილის ხსნარის უწყვეტი გამოყენებისას, არ არის დაზუსტებული თმის ხელახალი ზრდის შენარჩუნება 48 კვირაზე მეტხანს.

·  კლინიკურ კვლევებში, ძირითადად თეთრკანიან მამაკაცებში 18 – 49 წლის ასაკში, თმის ცვენის საშუალო ხარისხით, მამაკაცის 5% - იანმა მინოქსიდილის ხსნარმა აჩვენა თმის უკეთესი აღდგენა, ვიდრე 2% - იანმა ხსნარმა.

·  შეინახეთ 20° - დან 25 ° - მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.

დამხმარე ნივთიერებები

·  სპირტი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი

ასევე, იხილეთ: მინოვივაქსი - Minovivax 5% 100მლ სპრეი