| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Rubikon / რუბიკონი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 7 სუპოზიტორია |
| მოქმედი ნივთიერება | miconazole |
სამკურნალო საშუალების გამოყენების
ინსტრუქცია
მიკოზოლი-PH
Micozole-PH
ინფორმაცია სპეციალისტებისათვის
სამკურნალო საშუალების დასახელება:
სავაჭრო დასახელება: მიკოზოლი-PH
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: მიკონაზოლი (Mიცონაზოლე)
აღწერა: ტორპედოს ფორმის, მოყვითალო-თეთრი ფერის ეთგვაროვანი კონსისტენციის სუპოზიტორიები. დასაშვებია შეფერილობის მარმარილოსებრი არაერთგვაროვნება და ძაბრისებრი ჩაღრმავებები. სიგრძივ განაკვეთზე დასაშვებია საჰაერო ღეროს არსებობა.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: მიკონაზოლის ნიტრატი – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი.
წამლის ფორმა:
ვაგინალური სუპოზიტორიები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკრობსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები,
რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიაში.
იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.
ათქ კოდი: G01AF04
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
მიკოზოლი-PH – სოკოს საწინააღმდეგო სინთეზური საშუალებაა, იმიდაზოლის წარმოებული.
ახდენს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ფუნგიციდური და ფუნგისტატური ეფექტი განპირობებულია სოკოს გარსის ერგოსტეროლის და პლაზმური მემბრანების ბიოსინთეზის ინჰიბირებით, ლიპიდური შემადგენლობის და უჯრედის კედლის განვლადობის შეცვლით, რაც იწვევს სოკოს უჯრედის დაღუპას.
მიკოზოლი-PH მიმართ შედარებით მგრძნობიარეა დერმატომიცეტები და საფუარები. აქტიურია ნაირფერი პიტირიაზის გამომწვევის Malassezia furfur, ზოგიერთი დერმატომიკოზის (Candida albacans, Trichophyton, Epidermophyton floccosum, Microsporium) მიმართ. აქტივობას ავლენს Coccidiodes immitis, Aspergillus spp., Dimorphons fungi, Cryptococcus
ნეოფარმანს, Pityrosporium, Torulopsis glagrata, Pseudallesvhria boydiiმიმართ, ასევე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების ჩათვლით.
ფარმაკოკინეტიკა
მიკოზოლი-PH მცირე რაოდენობით აბსორბირდება ლორწოვანი გარსებიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური ნივთიერებების წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა შარდით. შეუცვლელი სახით გამოიყოფა განავლით.
მიღების ჩვენებები
ვაგინალური და ვულვოვაგინალური კანდიდოზები; გრამდადებითი მიკროორგანოზმებით გამოწვეული სუპერინფექცია.
მიღების წესი და დოზები:
სუპოზიტორია ფრთხილად უნდა ამოიღოთ გარსიდან და შეიყვანოთ ღრმად საშოში.
და ხანდაზმულ პირებში ინიშნება 100 მგ (ერთი სუპოზიტორია) საშოში 1 ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, ან ერთი სუპოზიტორია დილით და საღამოს 7 დღის განმავლობაში.
გამოყენება ღვიძლის და თირკმლების დაავადების მქონე პირებში: განსაკუთრებული თავისებურებების გარეშე.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია სოკოვანი დაავადების სახეზე, მკურნალობის ეფექტურობასა და მიკრობიოლოგიური ტესტების შედეგებზე; აუცილებლობისას შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები
სუპოზიტორიების გამოყენებისას, შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში: გაღიზიანება, ქავილი, წვის შეგრძნება ვულვის და საშოს არეში.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
გამონაყარი, ქავანა გამონაყარი.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ:
დისმენორეა.
წინააღმდეგჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა მიკონაზოლის და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
გენიტალური ჰერპესი.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის, 18 წლამდე ასაკის პირებში მიკოზოლი-PH სუპოზიტორიები აუცილებელია გამოიყენოთ სიფრთხილით.
გამოყენება ხანდაზმულ ასაკში
განსაკუთრებული თავისებურებების გარეშე.
დოზის გადაჭარბება:
მიკონაზოლის ნიტრატის დოზის გადაჭარბებისას, შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, ფარინგიტი, ანორექსია, თავის ტკივილი, დიარეა.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, შემთხვევით შიგნით მიღებისას – კუჭის ამორეცხვა.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:
ორსულობის პერიოდში I ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მკაცრი ჩვენებით. ლაქტაციის პერიოდში მიკოზოლი-PH გამოყენებისას, ძუძუთი კვებისაგან უმჯობესია დროებით თავის შეკავება.
შესაძლოა დაარღვიოს პრეზერვატივის და დიაფრაგმის ლატექსი.
სუპოზიტორიების გამოყენებისას, არ უნდა გამოიყენოთ ტამპონები.
საჭიროა სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევა და კანდიდური ინფექციის არსებობისას, შესაბამისი თერაპიის ჩატარება.
კანდიდოზი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, შესაძლოა იყოს უცნობი დიაბეტის სიმპტომი, ამიტომ წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში, აუცილებელია შარდის და სისხლის შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მიკონაზოლი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ფენიტოინის მოქმედებას.
რიფამპიცინი ასუსტებს მიკონაზოლის თერაპიულ ეფექტს და საჭიროა თავი აარიდოთ მათ ერთდროულ გამოყენებას.
კარბამაზეპინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ასტემიზოლთან, ციზაპრიდთან, ტერფენადინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება არითმიის განვითარების რისკი.
მიკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია გართულებების და სტატინების (სიმვასტატინი, ლოვასტატინი) და კალციუმის არხების ბლოკატორების (ვერაპამილი, დიჰიდროპირიდინი) გვერდითი ეფექტების მომატება.
შენახვის პირობები და ვადა:
შეინახეთ არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
7 სუპოზიტორია კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. ერთი კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
შპს “რუბიკონი”, რბ, 210002, ქ.ვიტებსკი, მ. გორკის ქ. 62ბ,
ტელ/ფაქსი: +375 (212) 34-06-29, www.rubikon.by, e-mail: secretar@rubikon.by