
| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 40 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | chlorhexidine |
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი (20% ხსნარის ფორმით) 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნონოქსინოლი 9, D-გლუკონოლაქტონი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
როსისეპტინი – ანტისეპტიკური პრეპარატი. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მიკრობული უჯრედის მემბრანის დარღვევაში. ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას 0,01%-ზე მეტი კონცენტრაციით 22º C ტემპერატურაზე 1 წუთის განმავლობაში ზემოქმედების დროს. ფუნგიციდური მოქმედება - 0,05% კონცენტრაციით 22º C ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში ზემოქმედების დროს. ვირულიციდური მოქმედება (ლიპოფილური ვირუსების მიმართ) ვლინდება 0,01 – 1% კონცენტრაციის პირობებში. აქტიურია უმარტივესების, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (მათ შორის,Neisseria gonorrhoeae, Chlamydia spp., Ureaplasma spp., Treponema pallidum), Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis.
პრეპარატის მიმართ სუსტი მგრძნობელობით გამოირჩევა Pseudomonas spp., Proteus spp.-ს ზოგიერთი შტამები.
არ მოქმედებს მჟავაგამძლე მიკროორგანიზმებზე, ბაქტერიების სპორებზე, სოკოებზე, ვირუსებზე. პრეპარატი არ არღვევს ლაქტობაცილების ფუნქციურ აქტივობას. ინარჩუნებს აქტივობას (ოდნავ დაქვეითებულს) სისხლის, ჩირქის არსებობის პირობებში.
ჩვენებები
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკა (მათ შორის გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გენიტალური ჰერპესი);
- ურეთრიტის და ურეთროპროსტატიტის მკურნალობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვარი, ინფიცირებული ზედაპირების დეზინფექცია;
- კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების მკურნალობა (ქირურგიაში, მეანობასა და გინეკოლოგიაში, უროლოგიაში);
- სტომატოლოგიაში გამოსავლებად და შესასხურებლად გინგივიტის, სტომატიტის, აფთების, პაროდონტიტის, ალვეოლიტის დროს.
მიღების წესები და დოზები
როსისეპტინი წარმოადგენს პროფილაქტიკურ და სამკურნალო საშუალებას ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების, ასევე დეზინფექციისათვის.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 2 საათის შემდეგ. მამაკაცებში ფლაკონის შიგთავსის 2-3 მლ შეყავთ შარდსადინარში, ქალებში კი 1-2 მლ შარდსადინარში და 5-10 მლ საშოში და აყოვნებენ 2-3 წუთის განმავლობაში. ასევე აუცილებელია ხსნარით დამუშავდეს ბოქვენის, სასქესო ორგანოების, თეძოების შიდა ზედაპირის კანი. პაციენტმა პროცედურის შემდეგ არ უნდა მოშარდოს 2 საათის განმავლობაში.
ურეთრიტის და ურეთროპროსტატიტის მკურნალობა ტარდება ურეთრაში 2-3 მლ როსისეპტინის ხსნარის შესხურების გზით 1-2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 10 დღე. პროცედურები ინიშნება დღეგამოშვებით.
კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებისას როსისეპტინის ხსნარი გამოიყენება გამორეცხვის, გამოვლების და აპლიკაციების (ტამპონის მეშვეობით) სახით – 5-10 მლ ხსნარი დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე ან ლორწოვან გარსზე ექსპოზიციით 1-3 წუთი 2-3-ჯერ დღეში.
ყელ-ყურ-ცხვირის და სტომატოლოგიურ განყოფილებებში ავადმყოფების ოპერაციის შემდგომი მოვლისას როსისეპტინი სავლების სახით ინიშნება 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), პირის სიმშრალე, დერმატიტი, ხელების კანის წებოვანება (3-5 წუთის განმავლობაში), ფოტოსენსიბილიზაცია; გინგვიტის მკურნალობისას – კბილის ემალის შეღებვა, ქვების ფორმირება, გემოს გაუკუღმართება.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- დერმატიტები;
- კანის ვირუსული დაავადებები.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვთა ასაკში (18 წლამდე).
ორსულობა და ლაქტაცია
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისას თავი უნდა აარიდოთ პრეპარატის ჭრილობაში მოხვედრას ქალა-ტვინის ღია ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანების, დაფის აპკის პერფორაციის მქონე პაციენტებში.
თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში სწრაფად და გულმოდგინედ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. ჰიპოქლორიდული მათეთრებელი ნივთიერებების მოხვედრამ ქსოვილებზე, რომლებიც ადრე კონტაქტში იმყოფებოდენ ქლორჰექსიდინის შემცველ პრეპარატებთან, შეიძლება გამოიწვიოს მათზე ყავისფერი ლაქების გაჩენა.
ტემპერატურის მომატების ფონზე მისი ბაქტერიციდული მოქმედება ძლიერდება. 100ºჩ ტემპერატურაზე ზევით პრეპარატი ნაწილობრივ იშლება.
ჭარბი დოზირება
მკურნალობა: პრეპარატი შემთხვევით შიგნით მოხვედრისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება (საჭიროა კუჭის ამორეცხვა რძის, უმი კვერცხის, ჟელატინის გამოყენებით). აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გამოიყენება ნეიტრალურ გარემოში: PH 5-8 პირობებში აქტივობა უმნიშვნელოდ განსხვავდება; პH> 8 დროს ჩნდება ნალექი. ხისტი წყალის გამოყენება ამცირებს ბაქტერიციდულ თვისებებს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება იოდთან.
როსისეპტინი შეუთავსებელია ანიონის ჯგუფის შემცველ დეტერგენტებთან (მათ შორის, საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა) და საპნებთან. საპონმა შეიძლება მოახდინოს ქლორჰექსიდინის ინაქტივაცია, ამიტომ პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია საპნის საგულდაგულოდ ჩამობანა.
შეთავსებადია სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ კათიონის ჯგუფს (ბენზალკონიუმის ქლორიდს, ცეტრიმონიუმის ბრომიდს). ეთანოლი აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.