| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ტუბი |
| მოქმედი ნივთიერება | methylglucamine acridonacetate |
სავაჭრო დასახელება : ციკლოფერონი ® ( CYCLOFERON ® )
სამკურნალწამლო ფორმა : ლინიმენტი
შემადგენლობა : ლინიმენტის 1 მლ შეიცავს :
აქტიური ნივთიერება – მეგლუმინის აკრიდონაცეტატი , აკრიდონძმარმჟავაზე გადათვლით – 50 მგ , მიღებულიშემდეგი ჩამონათვალით : აკრიდონძმარმჟავა – 50 მგ , N - მეთილგლუკამინი ( მეგლუმინი ) – 38,5 მგ ;
დამხმარე ნივთიერებები – ბენზალკონიუმის ქლორიდი , 1,2- პროპილენგლიკოლი .
აღწერილობა : სუსტი სპეციფიკური სუნის მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : იმუნომასტიმულირებელი საშუალება
ათქ კოდი : L03AX
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ციკლოფერონს გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი : ანტივირუსული , იმუნომაკორეგირებელი ,ანთების საწინააღმდეგო .
ციკლოფერონის მოქმედების ძირითადი კლინიკური ეფექტი დაკავშირებულია ადრეული ალფა - ინტერფერონისინდუქციასთან . ძირითად უჯრედებს - ინტერფერონის პროდუცენტები ციკლოფერონის ლინიმენტის შეყვანის შემდეგწარმოადგენენ ეპითელური უჯრედები და ლორწოვანი გარსის ლიმფოიდური ელემენტები . ინფექციის ტიპისგათვალისწინებით ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის აქტიურობის სიჭარბეს . ციკლოფერონი ააქტიურებსT ლიმფოციტებს და ბუნებრივ კილერ უჯრედებს , ნორმაში მოყავს ბალანსი T- ჰელპერებსა და T- სუპრესორებისსუბპოპულაციებს შორის .
პრეპარატი აძლიერებს ფუნქციურად სრულყოფილი ( მაღალავიდური ) ანტისხეულების ბიოსინთეზს , რომლებიცგანაპირობებენ უფრო ეფექტურ თერაპიას , ნორმაში აყენებენ უჯრედული იმუნიტეტის მაჩვენებლებს . პრეპარატისანთების საწინააღმდეგო აქტიურობა განპირობებულია ნეიტროფილების ფუნქციური აქტივობის გაზრდით ,ფაგოციტოზის აქტივაციით .
ციკლოფერონი ეფექტურია ჰერპესის ვირუსის , ციტომეგალოვირუსის , ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ,პაპილომა ვირუსის და სხვა ვირუსების მიმართ ( ეწინააღმდეგება რეპროდუქციას , თრგუნავს ვირუსების გამრავლებას). ნაჩვენებია პრეპარატის ეფექტურობა მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების ( ქლამიდიოზი , შარდსასქესოსფეროს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები ) კომპლექსური თერაპიისას იმუნოთერაპიული კომპონენტის სახით .
ციკლოფერონის ლინიმენტის ეფექტურობა ქრონიკული პაროდონტიტების მკურნალობისას გამოიხატება პათოგენურიმიკროორგანიზმების დათრგუნვაში , sIgA სინთეზის გაძლიერებაში კბილ - ღრძილის ჯიბეების სითხეში ნორმამდე ,ხარისხიანი სანაციის უზრუნველყოფაში . მცირდება ჰიპერემია და ღრძილებიდან სისხლდენა , მნიშვნელოვნად იკლებსკბილების ძვრადობა . უმჯობესდება პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობა , ქრება არასასიამოვნო სუნი .
ჩვენება
მოზრდილებში კომპლექსური თერაპიისათვის :
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა , ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი . 18 წლამდე ასაკი (ბავშვებში კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა ).
გამოყენების მეთოდი და დოზები
ადგილობრივად :
ჰერპესული ინფექციისას ლინიმენტი ისმება თხელი ფენის სახით დაზიანებულ უბანზე 1-2- ჯერ დღეში , 5 დღისგანმავლობაში . გენიტალური ჰერპესისას – ინტრავაგინალური ( ურეთრალური ) ინსტალაციები ერთხელ დღეში 5 მლრაოდენობით , 10-15 დღის განმავლობაში , ყოველდღიურად .
არასპეციფიკური და კანდიდოზური ურეთრიტების მკურნალობისას : ინტრაურეთრალური ინსტალაციები 5-10 მლრაოდენობით , შარდსაწვეთის დაზიანების დონეზე დამოკიდებულებით . ურეთრის ზემო ნაწილის დაზიანებისასმამაკაცებში შპრიცის კანულა ლინიმენტით შეყავთ შარდსაწვეთი მილის გარე ხვრელში , შემდეგ ხვრელს უჭერენ 1,5 – 3 წუთით , რის შემდეგაც ინსტილირებული ხსნარი თვითნებურად ევაკუირდება . 30 წუთის შემდეგ პაციენტმა უნდამოშარდოს . უფრო ხანგრძლივმა ექსპოზიციამ შეიძლება ურეთრის ლორწოვნის შეშუპება გამოიწვიოს . მკურნალობისკურსია 10-14 დღე .
ურეთრის უკანა ნაწილის , სათესლე ჯირკვლების მიდამოს დაზიანებისას იყენებენ ციკლოფერონის შიდაურეთრალურინსტილაციას კათეტერით , დღეგამოშვებით 5-10 მლ პრეპარატის გამოყენებით ( კურსზე 5-7 ინსტილაცია ).
სპეციფიკური ეტიოლოგიის ურეთრიტების თერაპიისას - ციკლოფერონის ინტრაურეთრალური ინსტილაციებისერთდროული გამოყენება სპეციფიკურ ანტიმიკრობულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ტრადიციული სქემებით .
ბალანოპოსტიტების დროს სასქესო ასოს თავი და ჩუჩა მუშავდება ციკლოფერონის ლინიმენტით 1- ჯერ დღეში (1/2ფლაკონი ან ტუბი 5 მლ ) 10-14 დღის განმავლობაში .
აუცილებლობის შემთხვევაში , კურსი შეიძლება განმეორდეს 14 დღის შემდეგ .
კანდიდოზური ვაგინიტის , არასპეციფიკური ვაგინიტის ( ენდოცერვიციტის ) და ბაქტერიული ვაგინოზისთერაპიისას შესაძლებელია პრეპარატის როგორც მონოთერაპიის , ასევე კომპლექსური მკურნალობის სახით გამოყენება. ინტრავაგინალურად პრეპარატი შეყავთ 5-10 მლ რაოდენობით ყოველდღიურად 10-15 დღის განმავლობაში ერთ -ორჯერ დღეში . პარალელურად , ურეთრისა და საშოს ლორწოვანის ერთდროული დაზიანებისას მიზანშეწონილიაინტრავაგინალური და შიდაურეთრალური ინსტილაციების გამოყენება (5 მლ ყოველდღიურად 10-14 დღისგანმავლობაში ). შესაძლებელია ლინიმენტით გაჟღენთილი ტამპონების გამოყენება .
დაავადების ქრონიკული ფორმების დროს პრეპარატი კარგად მოქმედებს ოფიცინალურ სამკურნალო საშუალებებთან (ვაგინალური ტაბლეტები , სანთლები ) ერთად .
ინტრავაგინალური გამოყენებისათვის : იხსნება ტუბი , მემბრანა იხვრიტება ერთჯერადი შპრიცის ნემსით (5 მლმოცულობის ), რის შემდეგაც ნემსი იხსნება და უნდა გადაიგდოს . სავსე შპრიცი წოლით მდგომარეობაში შეყავთსაშოში და დგუშზე ზეწოლით შპრიციდან დევნიან ლინიმენტს .
შეფუთვაში ვაგინალური აპლიკატორის არსებობისას : იხვრიტება ტუბის მემბრანა , აპლიკატორი იხრახნება ბოლომდეტუბის ხვრელზე . ლინიმენტი უნდა გამოიდევნოს აპლიკატორში , სანამ დგუში მთლიანად არ გამოვა . სავსეაპლიკატორი იხსნება ტუბის ხვრელიდან , შეიყვანება საშოში და დგუშზე ზეწოლით გამოიდევნება ლინიმენტი .
პრეპარატის თავისუფალი ევაკუაციის თავიდან ასაცილებლად საშოს შესავალს ატამპონებენ მცირე ზომის სტერილურიბამბის ტამპონით 2-3 საათით .
აუცილებლობის შემთხვევაში კურსის გამეორება შეიძლება 14 დღის შემდეგ .
ქრონიკული პაროდონტიტის მკურნალობისას ლინიმენტის გამოყენების წინ სასურველია პაროდონტალური ჯიბეებისამორეცხვა ანტისეპტიკით , შემდეგ ბამბის ტამპონით ციკლოფერონის ლინიმენტი 1,5 მლ (1/3 ტუბი ) ოდენობითისმება ღრძილზე აპლიკაციის მეთოდით ( შეზელვა არ შეიძლება ) 1-2- ჯერ დღეში - 10-12 საათის ინტერვალით .თერაპიის ხანგრძლივობაა 12-14 დღე .
აუცილებლობის შემთხვევაში კურსი მეორდება 14 დღის შემდეგ .
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები . შესაძლებელია ხანმოკლე წვა , უმნიშვნელო ლოკალური ჰიპერემია . გვერდითი მოვლენებისუსტად გამოხატულია და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციკლოფერონის ლინიმენტი შეთავსებადია და კარგად მოქმედებს ერთდროული მიღებისას სამკურნალოსაშუალებებთან , რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება მოცემული დაავადებების მკურნალობისას (ქიმიოთერაპიული პრეპარატები და სხვ .).
აძლიერებს ანტიბიოტიკების , ანტისეპტიკების და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას .
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს აქვს მწარე გემო .
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ღრძილში შეზელვა .
არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა თვალის ლორწოვან გარსზე . მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა თვალის წყლითდაბანა .
გამოშვების ფორმა
5%- იანი ლინიმენტი 5 მლ , ინსულინის ფლაკონებში , 5 ფლაკონი ცალმხრივ კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში , 1შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .
5 მლ ან 30 მლ ალუმინის ტუბში , ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .
კოლოფში 30 მლ - იან ტუბთან ერთად ათავსებენ 5 ვაგინალურ აპლიკატორს , ან ფუთავენ აპლიკატორის გარეშე .
შენახვის პირობები
სია ბ . სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25 ° C ტემპერატურაზე .
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისობის ვადა
2 წელი . არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი : ООО <<Научно-технологическая фармацевтическая фирма (ООО )
მომხმარებლის პრეტენზიები იგზავნება შემდეგ მისამართზე : Россия . 191119.г.Санкт-Петербург, Лиговский пр. д.112.т./ф(812) 710-82-25.