აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ალერდესი 5მგ 10 ტაბლეტი

#49021_2214
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა10 კოლოფი
მოქმედი ნივთიერებაdesloratadine
დოზა5მგ
მოკლე აღწერა
ალერდესი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას, ძილის ეფექტის გამოწვევის გარეშე. გამოიყენება ალერგიული რეაქციებისა და მისი სიმპტომების სამკურნალოდ.
11.53₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ალერდესი 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენ გლიკოლი, FD და C ლურჯი.
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ანოტაცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• მადიკამენტი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის, ნუ მისცემთ მას სხვებს.
• მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტის დროს, აცნობეთ ექიმს მისი მიღების თაობაზე.
• მკაცრად დაიცავით ანოტაციაში მითითებული გამოყენების წესები. ნუ მიიღებთ რეკომენდებულზე ნაკლებ ან მეტ დოზას.
გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:
1. რა არის ალერდესი და რისთვის გამოიყენება?
2. განსაკუთრებული მითითებები
3. ალერდესის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ალერდესის შენახვის პირობები

1. რა არის ალერდესი და რისთვის გამოიყენება
ალერდესი გამოდის PVC / PVDC-AL ბლისტერებში, კოლოფში 10, 20 და 30 ტაბლეტი. ღია ლურჯი, მრგვალი, გარსით დაფარული ტაბლეტები.
ალერდესი წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას, ძილის ეფექტის გამოწვევის გარეშე. გამოიყენება ალერგიული რეაქციებისა და მისი სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერდესი გამოიყენება ისეთი სიმპტომების მოსახსნელად, როგორიცაა ურტიკარიასთან დაკავშირებული ქავილი, გამონაყარი და კანის სიწითლე.
სიმპტომების კუპირება ხდება მთელი დღის განმავლობაში და ხდება ჩვეული, ყოველდღიური აქტივობის შენარჩუნება და დღე-ღამის რითმის მოწესრიგება.
2. განსაკუთრებული მითითებები
ნუ მიიღებთ ალერდესს ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში:
• თუ გაწუხებთ ალერგია დესლორატადინის, ალერდესის შემადგენელი სხვა კომპონენტების ან ლორატადინის მიმართ.
მიიღეთ ალერდესი სიფრთხილით ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში:
• გამოიყენება სიფრთხილით თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში.
თუ მითითებული შემთხვევები დაფიქსირებულა თუნდაც წარსულში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
საკვებისა და სასმელის გავლენა ალერდესის მიღებაზე:
დასაშვებია ალერდესის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნუ მიიღებთ ალერდესს ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყეთ ორსულობის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდი
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.
ნუ მიიღებთ ალერდესს ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
რეკომენდებული დოზით, ალერდესი, არ იწვევს ძილიანობას და ყურადღების დაქვეითებას. თუმცა, ძალიან იშვიათად, ზოგიერთ პაციენტში ალერდესმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერდესის შემადგენელი ზოგი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მედიკამენტის 5 მგ შეიცავს 1,8 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ აღგენიშნებათ ნახშირწყლების აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტი შეიცავს პროპილენ გლიკოლს. არ საჭიროებს სიფრთხილეს მცირე დოზის გამო.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
არ არის ცნობილი ალერდესის ურთერთქმედების შესახებ სხვა მედიკამენტებთან.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა დამატებით მიიღოთ სხვა მედიკამენტი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე.
3. ალერდესის გამოყენება
ინფორმაცია სწორი დოზირებისა და გამოყენების სიხშირის შესახებ.
ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: რეკომენდებულია 1 ტაბ. ერთხელ დღეში. ტაბლეტი მიიღეთ წყალთან ერთად ჭამის დროს ან მის გარეშე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი ალერგიული რინიტის სიმპტომების შესაბამისად.
გარდამავალი ალერგიული რინიტის შემთხვევაში (სიმპტომების ხანგრძლივობა ნაკლებია 4 დღეზე კვირაში, ან ნაკლებია 4 კვირაზე), ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის სქემას დაავადების ისტორიის შესაბამისად.
გახანგრძლივებული ალერგიული რინიტის შემთხვევაში (სიმპტომების ხანგრძლივობა აღემატება 4 დღეს კვირაში, ან 4 კვირას), ექიმი გირჩევთ ხანგრძლივ მკურნალობას.
ურტიკარიის შემთხვევაში, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მერყეობს პაციენტებს შორის, ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.
მიღების წესი:
ტაბლეტი მიიღება მთლიანად, წყალთან ერთად. დასაშვებია ალერდესის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
ალერდესი გამოიყენება 12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
არ არის ცნობები ხანდაზმულ პაციენტებში ალერდესის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
განსაკუთრებული პოპულაცია:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ალერდესი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ თვლით, რომ ალერდესი ხასიათდება თქვენთვის ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ალერდესის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ პრეპარატი შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდგომ განაგრძეთ ჩვეულებრივი სქემით.
ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ალერდესის მიღების შეწყვეტა
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, მასაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, ალერდესის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. მოზრდილებში ალერდესის მიმართ განვითარებული გვერდითი მოვლენები პლაცებოს (ნეიტრალური საშუალება) მსგავსია. მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია სისუსტე, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე. თავის ტკივილი მოზარდებში ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა.
ხშირი: სისუსტე
ზომიერი: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ეს ალერდესის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), გამონაყარი), ჰალუცინაციები, გულყრები, მოუსვენრობა, სხეულის გაძლიერებული მოძრაობით, გაძლიერებული გულისცემა, ღვიძლის მარკერების ცვლილება, ჰეპატიტი, თავბრუსხვევა, ჰიპერაქტივობა, ფიზიკური და გონებრივი ჰიპერაქტივობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, უძილობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, კუჭის აშლილობა.
თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციაში არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ალერდესის შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად:
ნუ გამოიყენებთ ალერდესს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ნუ გამოიყენებთ, თუ შენიშნეთ მედიკამენტის ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
Pharmactive Ilac San. ve Tic. A.S.
მაჰმუთბეი მაჰ. დილმენლერ კადესი #: 19/3 ბაგჟილარი-სტამბული
მწარმოებელი
Pharmactive Ilac San. ve Tic. A.S.
karagaJ mah., faTih blv., #32, COSB-კაპაკლი/თექირდაღი/თურქეთი;
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია --------