Trandate - ტრანდატი 200მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 49,69 ლ რეგულარული ფასი 49,70 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
68251_2970
მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია
მწარმოებელი:
არცერთი:

ტრანდატი ნაჩვენებია ყველა დონის არტერიული ჰიპერტენზიის დროს (მსუბუქი, ზომიერი, მწვავე), როდესაც საჭიროა პერორალური ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ჩატარება.

ტრანდატი

100მგ-200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი

 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
  • მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოგივლინდათ მოცემულ ინსტრუქციაში აღწერილი რომელიმე გვერდითი მოვლენა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

 

ინსტრუქციის შინაარსი:

  1. რას წარმოადგენს ტრანდატი და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ ტრანდატის მიღებამდე
  3. როგორ უნდა მიიღოთ ტრანდატი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ ინახება ტრანდატი
  6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

 

  1. რას წარმოადგენს ტრანდატი და რისთვის გამოიყენება

ტრანდატი წარმოადგენს ალფა და ბეტა ბლოკერს, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ნორმაზე მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ის ბლოკავს სიმპატიკური ნერვული სისტემის ზოგიერთ ცილას, ე. წ. ალფას და ბეტას, რაც განსაზღვრავს მის აქტივობას და არტერიული წნევის კონტროლს. ტრანდატი ნაჩვენებია ყველა დონის არტერიული ჰიპერტენზიის დროს (მსუბუქი, ზომიერი, მწვავე), როდესაც საჭიროა პერორალური ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ჩატარება.

მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, ან მდგომარეობა გაუარესდა 3 დღის შემდეგ.

 

  1. რა უნდა იცოდეთ ტრანდატის მიღებამდე

არ მიიღოთ ტრანდატი:

თუ ხართ ალერგიული ტრანდატის მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

მეორე, ან მესამე ხარისხის წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის შემთხვევაში, ანუ გულის ზედა ნაწილს (წინაგული) და ქვედა ნაწილს (პარკუჭები) შორის იმპულსების ნორმალური გატარების სხვადასხვა ხარისხის  შეფერხება, გულის უკმარისობა, რომელიც რეზისტენტულია დიგიტალისის პრეპარატებისადმი (გამოიყენება გულის უკმარისობისას), თირკმლის მძიმე უკმარისობა, დიაბეტური აციდოზი (ტიპი 1 დიაბეტის გართულება გამოწვეული ინსულინის დაბალი დონით), კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც უეცრად გული ვერ გადაისვრის ორგანიზმისათვის საჭირო რაოდენობის სისხლს) და სხვა მდგომარეობები ასოცირებული მძიმე და გახანგრძლივებულ ჰიპოტენზიასთან (არტერიული წნევის შემცირება ნორმაზე დაბლა), გამოხატული ბრადიკარდია (შენელებული გულისცემა).

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტრანდატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ასთმა და ბრონქოსპაზმი

ისეთი ბეტა ბლოკერები როგორიცაა ტრანდატი, მათ შორის კარდიოსელექციური პრეპარატები, კონკრეტულად კი ისინი, რომლებიც სელექციურად მოქმედებენ გულზე და არა სხვა ორგანოებზე, არ უნდა დაინიშნოს ასთმის, ან  მისი ანამზეზის მქონე, ანუ ბრონქოსტენოზის (ბრონქების შევიწროვება) სამედიცინო ისტორიის მქონე პაციენტებში, გარდა იმ შემთვევისა თუ არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა. ბრონქოსპაზმის შესაძლო განვითარება, ანუ პათოლოგიური შევიწროვება ბრონქების კედლის კუნთების შეკუმშვის გამო, სუნთქვის შემდგომი  გაძნელებით, შეიძლება გაკონტროლდეს სელექციური ბრონქოდილატატორებით, ანუ ნივთიერებებით, რომლებიც ბრონქებს აფართოვებენ  სელექციურად ინჰალაციის გზით (დოზით, რაც შესაძლოა იყოს ასთმის დროს გამოყენებულ ჩვეულ დოზაზე მაღალი).

 

ღვიძლის დაზიანება (დარღვევები ღვიძლის მხრივ)

სიფრთხილით გამოიყენეთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებსაც შემცირებული მეტაბოლიზმის გამო შეიძლება ქონდეთ ლაბეტალოლის ნორმაზე მაღალი კონცენტრაციები პლაზმაში, ანუ რაოდენობა სისხლში, ანუ მისი დაბალი ტრანსფორმაცია, რაც ვლინდება ღვიძლში. შედეგად, ამ პაციენტებს შეიძლება დაჭირდეთ ტრანდატის ჩვეულ დოზაზე უფრო დაბალი დოზა.

იყო ცნობები ლაბერტალოლის ხანმოკლე და ხანგრძლივ თერაპიასთან ასოცირებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის შესახებ. ღვიძლის დისფუნქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება. საჭიროა ლაბეტალოლის მიღების პერმანენტული შეწყვეტა, თუ შედეგები მიუთითებს ღვიძლის უკმარისობაზე, ან გამოვლინდა სიყვითლე.

 

კარდიოპათია

გულის უკმარისობის შემთხვევაში, თერაპიის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა დიგიტალისის პრეპარატებით (გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებები) და დიურეტიკებით (შარდმდენი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის დროს).

პაციენტებმა, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადებებისას, მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთს არ მიწოდება საკმარისი ოდენობით სისხლი და ჟანგბადი, უეცრად არ უნდა შეწყვიტონ ტრანდატის მიღება.

 

განსაკუთრებული გაფრთხილებები

პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომები, ანუ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება

მჯდომარე, ან მწოლიარე პოზიციიდან უეცარი წამოდგონისას, ისეთი სიმპტომებით როგორებიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა (დროებით მხედველობის დაკარგვა, ან დაბინდვა), გონების დაკარგვის შეგრძნება, სისუსტე, ან დაღლილობა, ოფლიანობა ცნობიერების რეალურ დაკარგვამდე, შეიძლება გამოვლინდეს ძალიან მაღალი საწყისი დოზების მიღებისას, ან დოზის ძალიან სწრაფად მომატებისას. თუ სიმპტომები შენარჩუნდა, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის თანდათან შეწყვეტა. გამონაყარი კანზე და/ან თვალის სიმშრალე აღინიშნა ბეტა ბლოკერების გამოყენებისას და ამ შემთხვევებში უნდა განიხილოს მკურნალობის თანდათანობით შეწყვეტა.

 

სხვა პრეპარატები და ტრანდატი

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის არხების ბლოკერებთან (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ კალციუმის დინებას გულის უჯრედებსა და კორონარული არტერიის და სისხლძარღვების კუნთოვან უჯრედებში) კომბინაცია, მაგ. ვერაპამილი, პრეპარატი რომელიც გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპოტენზია, გულის ელექტრული გამტარობის დარღვევა და გულის უკმარისობა.

განსაკუთრებული სიფრთხილე, ან შემცირებული დოზირებაა საჭირო რომელიმე შემდეგი პრეპარატის მიღებისას: I კლასის ანტიარითმიული საშუალებები (გულის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები) (მაგ. დიზოპირამიდი, ქინიდინი) და ამიოდარონი; კალციუმის არხის ბლოკერები, სიმპატომიმეტიკები (პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობას, მაგ. ადრენალინი და ნორეპინეფრინი); საანესთეზიო საშუალებები (ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს ტრანდატით მიმდინარე მკურნალობის შესახებ); ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ანტიდეპრესანტების კონკრეტული ჯგუფი); ცინეტიდინი (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო პრეპარატი).

ლაბეტალოლის მეტაბოლიტის არსებობამ შარდში შესაძლებელია ხელი შეუშალოს ლაბორატორიულ ტესტებს.

 

მათთვის, ვინც დაკავებულია სპორტით: თერაპიული საჭიროების გარეშე პრეპარატის გამოყენება წარმოადგენს დოპინგს და შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში აჩვენოს ანტი-დოპინგის ტესტის დადებითი შედეგი.

 

 

 

ტრანდატი შეიცავს ლაქტოზას და E110-ს

ტრანდატი შეიცავს ლაქტოზას: თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტალნობა, მოცემული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ტრანდატი შეიცავს E110-ს (საღებავი), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

 

ორსულობა, ლაქტაცია და  ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად,  გეგმავთ დაორსულებას  ან ხართ ლაქტაციის პერიოდში, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გამოყენება ორსულობისას

ლაბეტალოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ტრანდატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ტრანდატის ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ლაბეტალოლი როგორც პერორალური, ისე ინტრავენური ფორმით, ფართოდ გამოიყენება ორსულ ქალებში ჰიპერტენზიის და ჰიპერტენზიული კრუნჩხვების სამკურნალოდ.

იშვიათად იყო ცნობები პერინატალური (პერიოდი მშობიარობამდე და მშობიარობისთანავე) და ნეონატალური დარღვევების შესახებ. ბრადიკარდია (საშუალოზე დაბალი გულისცემის სიხშირე ზოგად პოპულაციასთან შედარებით), ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია (სუნთქვის გაძნელება), ჰიპოგლიკემია, ჰიპოთერმია (სხეულის ტემპერატურის დაქვეითება 350C-ზე ქვემოთ). ზოგიერთ შემთხვევებში ეს სიმპტომები გამოვლინდა დაბადებიდან ერთი, ან ორი დღის შემდეგ.

 

ბეტა ბლოკერები ამცირებენ პლაცენტარულ პერფუზიას (სისხლის მიწოდება პლაცენტისთვის), რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება, ან ნაადრევი მშობიარობა. ამ კლინიკური მონაცემების მიხედვით არ არის რეკომენდებული ლაბეტალოლის მაღალი დოზების გამოყენების ზედმეტად გახანგრძლივება, მშობიარობის შეფერხება და ჰიდრალაზინის გამოყენება (ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა პრეპარატი) თუ პაციენტი მკურნალობს ლაბეტალოლით.

 

გამოყენება ლაქტაციის დროს

ლაბეტალოლი გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ტრანდატი შეიცავს ლაბეტალოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ლეთაგია, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

 

  1. როგორ უნდა მიიღოთ ტრანდატი

ყოველთვის გამოიყენეთ მოცემული პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს.

 

ტრანდატის ტაბლეტების მიღება არ არის სასურველი უზმოზე და ჩვეულებრივ დოზა იყოფა 2 მიღებად დღეში, ერთი დილით, ერთი საღამოს.

 

ზრდასრულები:

საწყისი დოზა შეადგენს 100მგ-ს დღეში 2-ჯერ ჭამის შემდეგ, შემდეგ დოზა იზრდება 200მგ-მდე დღეში.

ეს დოზა ჩვეულებრივ დამაკმაყოფილებლად აკონტროლებს არტერიულ წნევას.

პაციენტებში, რომელთა საპასუხო რეაქცია პრეპარატზე თვალსაჩინოა და რომლებიც უკვე იტარებენ მკურნალობას სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით, შეიძლება საკმარისი იყოს დღეში 100მგ-ის 2-ჯერ მიღება.

თუ არტერიული წნევა არ კონტროლდება მითითებული დოზით, დოზა შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 2 კვირიანი ინტერვალებით 800მგ-მდე დღეში ორ მიღებად. მაქსიმალური დოზა შეადგენს 2.4გრ დღეში (დაყოფილი 3-4  მიღებად), რაც გამოიყენება მწვავე და რეზისტენტული ჰიპერტენზიული მდგომარეობების სამკურნალოდ.

 

ხანდაზმულები

აუცილებელია შემცირებული დღიური დოზა.

 

მწვავე ჰიპერტენზია და ჰიპერტენზიული კრიზი

დღიური დოზის გაზრდა შეიძლება ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე. ჰიპერტენზიული კრიზის დროს და ნებისმიერ შემთხვევაში ჰიპერტენზიის ყველა მწვავე ფორმის დროს, რეკომენდებულია ტრანდატის ინექციის სახით გამოყენება.

 

ბავშვები

ტრანდატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.

 

მოერიდეთ მკურნალობის უეცარ შეწყვეტას, ტრანდატის დოზა შეამცირეთ თანდათანობით.

 

თუ მიიღეთ ტრანდატის ჭარბი დოზა:

ტრანდატის ჭარბი დოზის შემთხვევით გადაყლაპვის/მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს. ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია ინტენსიური ეფექტრები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მაგ. გამოხატული ჰიპოტენზია, რომელიც მგრძნობიარეა პოსტურალური ცვლილებებისადმი, ანუ უეცარი წამოდგომა მჯდომარე, ან მწოლიარე პოზიციიდან და ზოგიერთ შემთხვევაში ბრადიკარდია.

ცერებრალური ცირკულაციის გასაუმჯობესებლად პაციენტები უნდა მოთავსდნენ ზურგზე, საჭიროების შემთხვევაში აწიონ ფეხები მაღლა. შემთხვევით მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდებულია საგანგებო ზომების მიღება, რაც ნაჩვენებია შემთხვევითი მოწამვლისათვის (კუჭის ამორეცხვა და ღებინების გამოწვევა პრეპარატის გადაყლაპვიდან რამდენიმე საათამდე პერიოდში).

ლაბეტალოლის დოზის ძლიერი გადაჭარბებისას ასევე იყო ცნობები გულის უკმარისობის შესახებ შარდის შემცირებული გამოყოფით.

 

თუ დაგავიწდათ ტრანდატის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციის მიზნით.

 

თუ შეწყვიტეთ ტრანდატის მიღება

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ

თქვენს ექიმს.

 

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

 

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

პაციენტთა შეზღუდულ რაოდენობაში ვლინდება გვერდითი მოვლენები. შეიძლება გამოვლინდეს პოსტურალური ჰიპოტენზია, ანუ მჯდომარე, ან მწოლიარე მდგომარეობიდან უეცარი წამოდგომის შემდეგ. იშვიათად იყო ცნობები ღვიძლის მხრივ დარღვევების შესახებ.

 

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით. ტერმინი „იშვიათი“ ნიშნავს სიხშირეს <0.1%.

 

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ. იშვიათი: სისხლის ანალიზის ცვლილება, ანუ სისხლის ელემენტების რაოდენობის და  მათ შორის კავშირის პათოლოგია, განსაკუთრებით კორპუსკულური ნაწილის (სისხლის წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები, თრომბოციტები).

 

ფსიქიკური დარღვევები: დეპრესია, ცხადი სიზმრები.

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ტრემორი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ლეთარგია, ანუ წინასწარგანწყობა უწყვეტი ძილისადმი, შემცირებული ფსიქიკური რეაქციები და ნორმალურ სტიმულზე რეაგირების შეუძლებლობა, ასთენია (დაღლილობა), ჩხვლეტის შეგრძნება თავის კანზე.

 

დარღვევები თვალის მხრივ: თვალის სიმშრალე გაღიზიანებით, მხედველობის დარღვევები.

 

დარღვევები გულის მხრივ: ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა, ანუ ელექტრული სტიმულის გამტარობის დარღვევა, რაც აიძულებს გულს შეიკუმშოს, გულის ზედა ნაწილს (წინაგული) და ქვედა ნაწილს (პარკუჭი) შორის.   

 

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: პოსტურალური ჰიპოტენზია, ანუ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება მჯდომარე, ან მწოლიარე პოზიციიდან უეცარი წამოდგომისას. იშვიათი: კოჭის შეშუპება (კოჭები შეშუპება).

 

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის დარღვევები: შეგუბება, ანუ მცირე სისხლძარღვების გაფართოვება, ან ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე. იშვიათი: ბრონქოსპაზმი.

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ანუ მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა და ღებინება.

 

ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფუნქციური ანალიზის მაჩვენებლების

მომატება, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე (მოყვითალო ფერის კანზე და ხილულ

 

ლორწოვან გარსზე, მაგ. თვალებზე), ღვიძლის ნეკროზი (სხვადასხვა ხარისხის დაზიანება და

ღვიძლის უჯრედების კვდომა).

 

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი.

 

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: კრუნჩხვები.

 

დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: შარდის ძლიერი შეკავება (შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა), შარდის გამოყოფის დარღვევები (შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფის შეუძლებლობა), ეაკულაციის დარღვევა (მამაკაცებში სპერმის გამოყოფის ნებაყოფლობითი კონტროლის შეუძლებლობა).

 

სისტემური დარღვევები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: გამონაყარი (კანის ფერის და გარეგნული სახის სწრაფი ცვლილება ბუშტუკების, ან პუსტულების წარმოქმნით), ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ენის, ან ხორხის უეცარი შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება), დისპონოე (სუნთქვის გაძნელება), ლიქენოიდური გამონაყარი (კანის შეშუპებული დაზიანებები, რომელბიც ერთიანდება ქერცლოვან ლაქებად, ანუ კანის დაავადება „ლიქენი“). იშვიათი: სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რაც შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ორგანოთა სისტემას და ქსოვილებს), ცხელება, კუნთების სისუსტე (ტოქსიკური მიოპათია).

 

სხვა: ოფლიანობა.

 

სადიაგნოსტიკო ტესტები: ტრანდატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სადიგანოსტიგო ტესტის ე.წ. „ანტინუკლეარული ანტისხეულების“ დადებითი შედეგი.

 

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ იტალიის წამლის საგენტოს ვებ.გვერდის მეშვეობით www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili.

 

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

 

  1. როგორ ინახება ტრანდატი

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა იხილეთ დაბეჭდილი მუყაოს კოლოფზე.

ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს და სწორად შენახულ

პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში.

ყურადღება: არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნეთ დაზიანების აშკარა ნიშნები.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

 

  1. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრანდატი

ტრანდატი 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი 100მგ.

სხვა ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, E 110, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, ტალკი, ეუდრაგიტი, პროპილენ გლიკოლი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ციტრატი, კაოლინი.

 

ტრანდატი 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი 200მგ.

სხვა ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, E 110, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, ტალკი, ეუდრაგიტი, პროპილენ გლიკოლი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ციტრატი, კაოლინი.

 

ტრანდატის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

შეფუთვაში მოთავსებულია ტრანდატი 100მგ 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შეფუთვაში მოთავსებულია ტრანდატი 200მგ 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით 

 

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო უფლების მფლობელი

Teofarma S.r.l. Via F.lli Cervi 8 – 27010 Valle Salimbene (PV).

მწარმოებელი

Teofarma S.r.l. V. le Certosa 8/A – 27100 Pavia.

მეტი ინფორმაცია
Units30
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ