აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სოლკოვაგინი 0.5მლ.. 2 ფლაკონი

#2383_1197
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
რაოდენობა და ფორმა2 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაacid:nitric
მოკლე აღწერა
პრეპარატ სოლკოვაგინის შემადგენლობა, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად საშვილოსნოს ყელის ზედაპირული ქსოვილების კეთილთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ, განაპირობებს პრეპარატის არაერთგვაროვან ზემოქმედებას საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ტიპის ეპითელურ ქსოვილზ
33.41₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

სოლკოვაგინი

პრეპარატის სავაჭრო დასახელ;ება: სოლკოვაგინი

სამკურნალწამლო ფორმა: ხსნარი გარეგანი ხმარებისათვის

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი

შემადგენლობა:

აზოტმჟავა 70% 537.0მგ

ძმრის მჟავა 99% 20.4მგ

მჟაუნმჟავა დიჰიდრატი 58.6მგ

თუთიის ნიტრატი ჰექსაჰიდრატი 6.0მგ

გამოხდილი წყალი 1მლ-მდე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ადგილობრივი დამანეკროზებელი საშუალება

ათკ კოდი G02

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატ სოლკოვაგინის შემადგენლობა, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად საშვილოსნოს ყელის ზედაპირული ქსოვილების კეთილთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ, განაპირობებს პრეპარატის არაერთგვაროვან ზემოქმედებას საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ტიპის ეპითელურ ქსოვილზე.. პრეპარატის წასმისას ექტოპიურ ცილინდრულ ეპითელზე (ცერვიკალური ექტოპია და ტრანსფორმაციის ზონა) და სუბეპითელურ სტრომაზე (საშვილოსნოს ყელის ექტოპია) ხდება მათი დაუყოვნებლივი დევიტალიზაცია და ფიქსაცია ინ ვივო. მეორე მხრივ, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილისა და საშოს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი გამძლეა პრეპარატისადმი და რჩება სიცოცხლისუნარიანი. დაზიანებული ქსოვილების დევიტალიზაცია და ფიქსაცია ხდება რამდენიმე წუთის განმავლობაში და ქსოვილები იღებენ მოყვითალო-თეთრ ან მონაცრისფრო ელფერს. ეს მოვლენა არ უნდა განვიხილოთ, როგორც ქსოვილების მოწვა მჟავის მეშვეობით, რადგან დევიტალიზებული (ნეკროზული) ქსოვილი რჩება თავის ადგილზე და ქმნის დაცვით ფენას, რომელიც სცილდება რამოდენიმე დღეში თავისით მის ქვეშ ბრტყელი ეპითელის სპონტანური ზრდის წყალობით..

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი არის ადგილობრივი მოქმედების.

ჩვენებები:

საშვილოსნოს ყელის კეთილთვისებიანი დაზიანებანი:

ცერვიკალური ექტოპია
ტრანსფორმაციის ზონა;
ნაბოტის კისტა (გაკვეთის შემდეგ)
ყელის არხის პოლიპები (ენდომეტრიუმის პათოლოგიის არ არსებობისას);
ოპერაციის შემდგომი გრანულომა.

უკუჩვენებები:

1.საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი ცვლილება (ეჭვი მალიგნიზაციაზე);
2.უჯრედოვანი დისპლაზია;
3.ორსულობა;
4.პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი მოწოდებულია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის საშვილოსნოს ყელის ზედაპირის დასამუშავებლად. პროცედურა უნდა ჩაატაროს მხოლოდ სპეციალისტმა გინეკოლოგმა კოლპოსკოპის გამოყენებით. უნდა დამუშავდეს მხოლოდ დაზიანების ზონა და ხსნარი არ უნდა მოხვდეს საშოს ლორწოვანზე ან სასქესო ორგანოების კანზე.

მოშორებულ უნდა იქნას საშოს ლორწო ტამპონოთ და დაზიანების ზონა უნდა დამუშავდეს ძმრის მჟავის 3% ხსნარით, რაც აუმჯობესებს დაზიანებული ზონის ვიზუალიზაციას;
ვასველებთ პატარა ზომის ტამპონს სოლკოვაგინში და ვამუშავებთ დაზიანებულ ზონას;
1-2 წუთის შემდეგ განმეორებით ვამუშავებთ დაზიანებულ არეს ახალი სოლკოვაგინში დასველებული ტამპონით. როგორც აჩვენეს კლინიკურმა დაკვირვებებმაAამგვარი ორჯერადი დამუშავება აუმჯობესებს თერაპიულ შედეგს.
სოლკოვაგინით მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად და არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას აბაზანების მიღების ან სქესობრივი ცხოვრების თვალსაზრისით.
საკონტროლო გასინჯვა წარმოებს შემდეგნაისად: I ნახვა – მე-10 დღეს, II ნახვა – მე-14 დღეს
I ნახვიდან, III ნახვა – კიდევ 14 დღის შემდეგ. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი კურსი ზემოთმითითებული იგივე სქემით

უსაფრთხოების ზომები:

სოლკოვაგინი შეიცავს ძლიერ მჟავებს, ამიტომ ისინი არ უნდა მოხვდნენ ტანსაცმელზე, კანზე და განსაკუთრებით თვალში. სასქესო ორგანოების კანსა ან საშოს ლორწოვანზე ხსნარის მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა ჩამოიბანოს ეს ადგილი წყლით. ასევე კანზე მოხვედრის შემთხვევაშიც უნდა ჩამოვბანოთ წყლის საკმაო რაოდენობით და შესაძლებლობის შემთხვევაში გავანეიტრალოთ საკვები სოდის 1% ხსნარით.

ფლაკონის გამოყენებისა და განადგურების წესი:

ფლაკონს მოვხსნათ სახურავი;
ჩავუშვათ ფლაკონში წვრილი ტამპონი. ფლაკონში არსებული სითხის რაოდენობა გათვალისწინებულია 2 პროცედურითვის;
პროცედურის შემდეგ გამოყენებული ტაპონი უნდა ჩავუშვათ ფლაკონში 1სმ-ზე და ტამპონის ღერო გადავტეხოთ;
დავახუროთ ფლაკონს კაუჩუკის თავსახური, რომელიც ახლავს შეფუთვაში და გადავაგდოთ თავდახურული ფლაკონი ნაგვის ბუნკერში.

გვერდითი ეფექტები:

სოლკოვაგინის გამოყენებისას რაიმე გვერდითი ეფექტი დღემდე აღწერილი არ ყოფილა. მკურნალობა არის უმტკივნეულო, არ იწვევს ნაწიბურების განვითარებასა და საშვილოსნოს ყელის არხის დეფორმაციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი რაოდენობით ხსნარის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, რაც საჭიროებს სიმპტომურ მკურნალობას.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

ადგილობრივი მოქმედების სხვა მედიკამენტებთან რაიმე ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

გამოშვების ფორმა:

0,5 მლ ხსნარი გამჭვირვალე 2მლ ტევადობის ფლაკონში, რომელიც დახურულია რეზინის საცობით და შემორტყმულია ალუმინის გარსაცმით.

2 ფლაკონი კომპლექტში 2 დამატებითი რეზინის საცობით მოთავსებულია პენოპლასტის კონტეინერში საცობებისა და ფლაკონების ბუდეებით.

კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება +15 - +25 გრადუს ტემპერატურაზე.

ყურადღება! ხსნარს აქვს ძლიერი დამანეკროზებელი მოქმედება, მოეპყარით ფრთხილად.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სიცივის დროს (მაგ. ტრანსპორტირებისას) დასაშვებია მისი დაკრისტალება, რაც 1-2 წუთის განმავლობაში 40გრადუსამდე გათბობის შემდეგ გაქრება.

ვარგისიანობის ვადა

3წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

რეცეპტით

წარმოებულია:

“ლეგასი ფარმაცევტიკალს შვეიცარია ჯმბჰ” შვეიცარია

რურბერგშტრასე 21, ჩH-4127 ბირსფელდენი, შვეიცარია