Bilobil Intense - ბილობილი ინტენსი 120მგ 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 23,55 ლ რეგულარული ფასი 31,40 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
38191_37
მწარმოებელი:
KRKA (Slovenia)
არცერთი:
ჩვენებები: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევების დროს (დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს), რაც გამოიხატება მეხსიერებისა და გონებრივი შრომიუნარიანობის შემც

ბილობილი ინტენსი
Bilobil® intense
120 მგ კაფსულები
გინკოს მშრალი ექსტრაქტი გასუფთავებული და სტანდარტიზებული
სავაჭრო დასახელება
ბილობილი ინტენსი (Bilobil® intense)
ზოგადი დახასიათება
აღწერილობა
ყავისფერი კაფსულები
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს 120 მგ ექსტრაქტს (მშრალს, გასუფთავებულსა და
სტანდარტიზებულს) Gინკგო ბილობა L.-ს ფოთლებისაგან (გინკოს ფოთლები) (35-67:1),
სტანდარტიზებული შემცველობამდე:
· 26.4 – 32.4 მგ ფლავონოიდები ფლავონური გლიკოზიდების სახით;
· 3.36 – 4.08 მგ გინკოლიდები A, B, ჩ;
· 3.12 – 3.84 მგ ბილობალიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის (მაისის) სახამებელი,
ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: რკინის ოქსიდი შავი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172),
რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
გამოშვების ფორმა
კაფსულები
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
პრეპარატები დემენციის სამკურნალოდ. ათქ კოდი N06DX02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბილობილი ინტენსის კაფსულებში შემავალი გინკოს ფოთლების
სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი მიეკუთვნება მცენარეულ სამკურნალო
საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დემენციის სამკურნალოდ. დემენცია არის
თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომლის ყველაზე
გამოხატული სიმპტომი არის მეხსიერების დაკარგვა.
ბილობილ ინტენსის კაფსულები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და თავის
ტვინის მეტაბოლიზმს და ხელს უშლიან გონებრივი შრომისუნარიანობის

შემცირებას ყველა ტიპის მსუბუქი თუ ზომიერი დემენციის დროს.
ომპანყ ჩონფიდენტიალ
2
კიდურებში სისხლმომარაგების დარღვევის დროს ბილობილ ინტენსის კაფსულები
ამცირებენ სიცივის, ჩხვლეტის, გაბუჟების სეგრძნებას, ტკივილს სიარულისას.
ჩვენებები
ბილობილ ინტენსის კაფსულები არის მცენარეული სამკურნალო საშუალება და
რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობისათვის:
· თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის
დარღვევების დროს (დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული
დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს), რაც
გამოიხატება მეხსიერებისა და გონებრივი შრომიუნარიანობის შემცირებით,
თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, აპათიით, თავის ტკივილით, ძილის
დარღვევითა და საერთო სისუსტით;
· კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადიის დროს,
შემდეგი გამოვლინებებით: სიცივის შეგრძნება, ჩხვლეტა, გაბუჟება, ტკივილი
სიარულის დროს.
გამოყენების წესები და დოზები
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები
(დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი
დემენციის ან შერეული ფორმის დროს): 1 კაფსულა ორჯერ დღეში დილით და
საღამოს.
კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია: 1 კაფსულა დღეში
ერთხელ, სასურველია დილით.
კაფსულები გადაიყლაპება მთლიანად, წყლის მიყოლებით, დამოუკიდებლად
საკვების მიღებისა.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ გამოვლინდება მკურნალობის
დაწყებიდან ერთ თვეში. ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად, განსაკუთრებით ეს
რეკომენდებულია ხანდაზმული პაციენტებისათვის, მკურნალობის კურსის
ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 3 თვე. განმეორებითი კურსის ჩატარება
შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ დაგავიწყდათ ბილობილ ინტენსის მიღება – რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ
გამოტოვებული კაფსულა. იმ შემთხვევაში, თუ ბილობილ ინტენსის მომდევნო
მიღების დრო დადგა, ნუ მიიღებთ პრეპარატის ორმაგ დოზას, ხოლო განაგრძეთ
მიღება ჩვეული სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ბილობილ ინტენსმა ცალკეულ შემთხვევებში
შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10000) შესაძლეელია:
· თავის ტკივილი;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევები;
· ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, ჰიპერემია, შეშუპება);
· მდგომარეობის დამძიმება, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის შედედების ჩ
შემცირების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით სისხლის შედედების
ომპანყ ჩონფიდენტიალ
3
საპროფილაქტიკო პრეპარატის ერთდროული გამოყენება (გთხოვთ, იხილოთ
“სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება”).
მძიმე გვერდითი მოვლენების, ან ისეთი ნიშნების განვითარების შესახებ,
რომლებიც არ არის აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში მოცემული, გთხოვთ აცნობოთ
თქვენს ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა გინკოს ექსტრაქტის ან სამკურნალო საშუალების
სხვა კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ ბილობილის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ასევე
არ არსებობს გინკგოს ფოთლების მშრალი სტანდარტიზებულ ექსტრაქტით
მოწამვლის შემთხვევები.
უსაფრთხოების ზომები
ბილობილ ინტენსის კაფსულების მიღების წინ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ
“ჩვენებები”-ში მოცემული სიმპტომები, არ არის სხვა ძირითადი დაავადების
ნიშნები, რომლებიც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებენ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში კაფსულების მიღება
უნდა შეწყდეს.
ბილობილ ინტენსის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, პაციენტების ამ
კატეგორიაში გამოყენების უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემების გამო.
ქირურგიული ჩარევის წინა, ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ბილობილ
ინტენსის კაფსულების მიღების შესახებ.
სპონტანური სისხლდენებისადმი მიდრეკილმა პაციენტებმა და პაციენტებმა,
რომლებიც ღებულობენ პრეპარატებს სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის,
ბილობილ ინტენსის კაფსულებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართონ ექიმს
კონსულტაციისათვის.
განსაკუთრებული ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევით,
ლაქტოზური უკმარისობით და გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევებით არ
უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ბილობილ ინტენსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
ბილობილ ინტენსის კაფსულები უნდა მიიღოთ დამოუკიდებლად საკვებისაგან.
დღეისათვის მონაცემები საკვებისა თუ სასმელის რაიმე ზეგავლენის შესახებ
გინკგოს მოქმედებაზე არ არსებობს.
არ არის რეკომენდებული კაფსულების მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რაიმე პირდაპირი თუ არაპირდაპირი მავნე
ზეგავლენა რეპროდუქციული ტოქსიკურობასთან მიმართებაში არ გამოავლინეს.
ვინაიდან ორსულობისა და ლაქტქციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების

შესახებ მონაცემები შეზღუდულია, პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და
ომპანყ ჩონფიდენტიალ
4
ლაქტაციის პერიოდში სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული
არ არის.
ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა თუ სხვა
რაიმე მექანიზმთან მუშაობის უნარზე არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღების დაწყებამდე, უნდა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო
საშუალების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში.
არ არის რეკომენდებული ბილობილ ინტენსის მიღება სისხლის შედედების
საპროფილაქტიკო პრეპარატებთან ერთად (კუმარინული ანტიკოაგულანტები,
აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატები). ამ პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს
სისხლდენების განვითარების რისკი სისხლის შედედების დროის გახანგრძლივების
გამო.
ბილობილ ინტენსის გამოყენება შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად
საჭიროებს განსაკუთღებულ სიფრთხილეს:
· ანტიეპილეფსიური პრეპარატები (მაგალითად. ვალპროატი, ფენიტოინი).
ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კრუნჩხვითი
ზღურბლი და გაზარდოს ეპილეფსიის შეტევების განვითარების შესაძლებლობა.
· პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 ფერმენტული
სისტემით.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში, ბნელ და მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
შეფუთვა
20 კაფსულა (2 ბლისტერი 10-10 კაფსულით) მუყაოს კოლოფში ფურცელჩანართთან
ერთად.
60 კაფსულა (6 ბლისტერი 10-10 კაფსულით) მუყაოს კოლოფში ფურცელჩანართთან
ერთად.
მწარმოებელი KRKA
ო, დ.დ. ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ