MUMIO - მუმიო 0.2გ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 8,48 ლ რეგულარული ფასი 9,50 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
42797_1850
მწარმოებელი:
Evalar
არცერთი:
მუმიო ცნობილია თავისი გამოყენებით როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი და რბილი მატონიზირებელი საშუალების სახით: ის ეხმარება ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმის პროცესებს; აჩქარებს მინერალურ ცვლას; ზრდის ორგანიზმის დამცველობით-ადაპტოგენურ შესაძლებლობებს.

შემადგენლობა

გაწმენდილი ალტაის მუმიო

შემცველობა 2 ტაბლეტში (დღე-ღამის დოზა) და რეკომენდებული დღე-ღამის მიღების დონის (ადეკვატური დონის) %

მუმიო გაწმენდილი,                                                                              400 მგ

მათ შორის გუმინური მჟავები, არანაკლებ                                        12 მგ                     24%

 

მიღების რეკომენდაციები

მოზრდილებს და 14 წელზე უფროს ბავშვებს - თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა - 1 თვე, ძვლოვანი ტრავმების დროს - 2 თვემდე.

უკუჩვენებები

კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება. მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

 

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები

ტაბლეტების რაოდენობა კოლოფში

20, 60 ტაბლეტი 0.2გ

ვარგისიანობის ვადა

5 წელი

შენახვის პირობები

შენახვა არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე

 

მუმიო არის ბუნებრივი წარმოშობის ნივთირება, ძველი, მაგრამ რომელიც დღემდე ინარჩუნებს მრავალ საიდუმლოებას. ის წარმოადგენს მწარე გემოს მქონე მკვრივ მასას სპეციფიური მწვავე სუნით, მუქი ყავისფერი ან შავი ფერის ბზინვარე ზედაპირით. გაცხელებისას მუმიო რბილდება, წყალში იხსნება მღვრიე ხსნარის წარმოქმნით.

მუმიო შეიცავს დაახლოებით 50 ორგანულ შენაერთს, რომლებიც არჩეულია თვით ბუნების მიერ - ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი კომპლექსი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ფისის მაგვარ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს და 30-ზე მეტ მიკრო- და მაკროელემენტებს, როგორიცაა მაგნიუმი, ფოსფორი, სილიციუმი, რკინა, თუთია, გოგირდი, სპილენძი, ბორი და სხვები.

ორგანული და მინერალური ნაერთების ასეთი კომბინაცია განსაზღვრავს მუმიოს სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრს. და თითოეულ ამ ნივთიერებას გააჩნია უნარი მონაწილეობა მიიღოს ორგანიზმის სხვადასხვა გაცვლით პროცესებში, მოახდინოს ქსოვილების და უჯრედების მეტაბოლიზმის აქტივაციას.

მუმიომ, როგორც ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების უძვირფასესმა კომპლექსმა, მოიპოვა თავისი სახელი რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში და მისი გამოყენება მეცნიერულად დასაბუთებულია მრავალი კვლევით.

მუმიო ცნობილია თავისი გამოყენებით როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი და რბილი მატონიზირებელი საშუალების სახით:

  • ის ეხმარება ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმის პროცესებს;
  • აჩქარებს მინერალურ ცვლას;
  • ზრდის ორგანიზმის დამცველობით-ადაპტოგენურ შესაძლებლობებს.

 

„ოქროს მუმიო მუმიო ალტაის გაწმენდილი“ - არის სუფთა, 100% მუმიო, რომელიც მოიპოვება ალტაის მაღალ მთებში.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის „ოქროს მუმიო მუმიო ალტაის გაწმენდილი“ კომპანია ევალარისგან უპირატესობა: ის იწარმოება ორიგინალური ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას იძლევა, შექმნილი იყოს სუფთა პროდუქტი და უზრუნველყოფილი იყოს აქტიური მოქმედი ნივთიერებების საჭირო შემცველობა.

გამოყენების წესი: მოზრდილებს და 14 წელზე უფროს ბავშვებს თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა - 1 თვე, ძვლოვანი ტრავმების დროს - 2 თვემდე.

ტაბლეტების ფერი: შავი ელფერებით ყავისფერიდან წაბლისფერამდე მათში ტენიანობის შემცველობიდან გამომდინარე. ტენიან გარემოში მოთავსებისას ტაბლეტები იძენენ შავ ფერს.

 

კომპანია „ევალარი“ უშვებს კალციუმის, ვიტამინის D3-ს და მაღალმთიანი ალტაის მუმიოს კომპლექსს - „მთიანი კალციუმი D3“, პრეპარატის რეკომენდებული მიღება უზრუნველყოფს კალციუმის და ვიტამინ D-ს დღიური საჭიროების დაკმაყოფილებას.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ