აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ხონდროქსიდი - Chondroxid 5% 30გ გელი

#27211_67
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიNizhpharm / ნიჟფარმი
ბრენდის ქვეყანა რუსეთი
რაოდენობა და ფორმა1 ტუბი
მოქმედი ნივთიერებაdimethyl sulfoxide+chondroitine sulfate
დოზა0.05
მოკლე აღწერა

ჩვენება:სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზი და ხერხემლის ოსტეოქონდროზი.

21.91₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

წამლის ფორმა

გელი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა

100 გ გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება – ხონდროიტინის სულფატი – 5 გ,

დამხმარე ნივთიერებები (დიმეთილსულფოქსიდი, პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ეთანოლი (ეთილის სპირტი 95%), ნატრიუმის დისულფიტი (ნატრიუმის მეტაბისულფიტი), ნიპაგინი, ნიპაზოლი, კარბოპოლი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატურალურის ინდენტური, გასუფთავებული წყალი) – 100 გ-მდე.

აღწერილობა.

მოყვითალო ნახევრად გამჭვირვალე გელი ხილის სურნელით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ქსოვილების რეგენერაციის მასტიმულირებელი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ხონდროქსიდი® გელი შეიცავს ხონდროიტინის სულფატის ნატურალურ კომპონენტს, რომელიც მიიღება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქსოვილებისაგან და დიმეთილსულფოქსიდს.

ხონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდია, რომელიც ანელებს ხრტილოვანი ქსოვილის დაშლის პროცესებს, რაც ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კოლაფსს. თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების გამომწვევ ფერმენტებს, ასტიმულირებს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზს, ხელს უწყობს სახსრების ჩანთისა და სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას, ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას, ასტიმულირებს სინთეზურ პროცესებს ხონდროციტებში და აუმჯობესებს მათ ულტრასტრუქტურას. ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების აღდგენას.

გელის შემადგენლობაში შემავალი დიმეთილსულფოქსიდი ახდენს ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელ და ფიბრინოლიზურ მოქმედებას, ხელს უწყობს ხონდროიტინის სულფატის უკეთესად შეღწევას უჯრედების მემბრანებიდან ქსოვილების სიღრმეში.

ხონდროქსიდი® გელი იწვევს დაზიანებული სახსრების ტკივილის შემცირებასა და მოძრაობის მომატებას, ასევე ოსტეოართროზისა და ოსტეოქონდროზის პროგრესირების შენელებას.

ხონდროქსიდი® გელი კარგად შეიწოვება, არ ტოვებს კანზე ნაკვალევს და არ სვრის ტანსაცმელს.

გამოყენების ჩვენებები

სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზი და ხერხემლის ოსტეოქონდროზი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილით

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

გამოყენების წესი და დოზები

გამოიყენება გარეგანად. ხონდროქსიდი® გელი დაიტანება 2-3-ჯერ დღეში თხელ ფენად დაზიანების კერის არეში და 2-3 წუთის განმავლობაში შეიზილება სრულ შეწოვამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 2-3 კვირიდან 2-3 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობის კურსი მეორდება.

გვერდითი მოქმედება

ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ლორწოვან გარსებზე და ღია ჭრილობებზე არ შეიძლება. კანზე ან ტანსაცმელზე მოხვედრისას გელი ადვილად ჩამოირეცხება წყლით, ნაკვალევის გარეშე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვთა ასაკში გელის გამოყენება არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა

გელი გარეგანი გამოყენებისათვის 5% ალუმინის ტუბებში 20, 25, 30, 35, 40გ. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.