Ascorutin - ასკორუტინი 10 ტაბლეტი

0,65 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
142_2400
მწარმოებელი ქვეყანა:
უკრაინა
მწარმოებელი:
არცერთი:
გამოყენების ჩვენებები: რუტინისა და ასკორბინის მჟავას დეფიციტი. დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რომლებსაც ახლავს სისხლძარღვების მომატებული გამტარობა. გაციების დაავადებების პროფილაქტიკა და გრიპის სიმპტომების შემცირება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ასკორუტინი

(ASCORUTINUM)

 

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ასკორბინის მჟავას, 50 მგ რუტინს;

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამაბელი, შაქარი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.

 

წამლის ფორმა. ტაბლეტები.

ღია მომწვანო-ყვითელი ფერის ტაბლეტები უმნიშვნელო წერტილებით, ბრტყელი ზედაპირით, ჩამოთლილი ნაპირებითა და ნაზოლით.

 

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა.

სსს „მონფარმი“. უკრაინა, 19100, ჩერკასკის ოლქი, ქ.მონასტირიშჩე, ზავოდსკაიას ქ., 8.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ათქ კოდი C05CA51.

 

კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენლების ეფექტებით.

რუტინი (ვიტამინი P) ხელს უწყობს ასკორბინის მჟავას დეჰიდროასკორბინმჟავად გარდაქმნაში და ახდენს უკანასკნელის შემდგომ დიკეტუგულონის მჟავად ტრანსფორმაციის პრევენციას. ამიტომ რუტინის ეფექტების უმრავლესობა განპირობებულია ასკორბინის მჟავათი.

ასკორბინის მჟავასთან ერთად რუტინი ამცირებს კაპილარების გამტარობასა და მტვრევადობას, აძლიერებს უჯრედის კედელს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (მათ შორის ჰიალურონიდაზას აქტივობის დათრგუნვის ხარჯზე), ანტიოქსიდაციური თვისებები, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. გარდა ამისა, რუტინს გააჩნია ისეთი ეფექტები, როგორებიცაა სისხლის უჯრედების პლაზმისა და დიაპედეზის თხევადი ნაწილის ექსუდაციის შემცირება სისხლძარღვის კედლიდან; ნაღველმდენი და მსუბუქი ანტიჰიპერტენზიული ეფექტები.

ქრონიკული ვენოზური უკმარისობის მქონე ავადმყოფებში რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიკული დარღვევების შემცირებას, პარესთეზიებისა და კრუნჩხვების შემცირებას ან გაქრობას. ხელს უწყობს სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტების (ცისტიტი, ენტეროპროქტიტი, დისფალგია, კანის ერითემა) გამოხატულობის დაქვეითებას, ასევე ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ვიტამინი მისთვის თვისობრივ გარდაქმნას განიცდის. ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში. მიღებიდან 30 წუთში ასკორბინის მჟავას შემცველობა სისხლში მნიშვნელოვნად იზრდება, იწყება ქსოვილების მიერ მისი დაჭერა, ამ დროს იგი თავიდან დეჰიდროასკორბინის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც უჯრედების მემბრანებში აღწევს ენერგეტიკული დანახარჯის გარეშე და სწრაფად აღდგება უჯრედში. ასკორბინის მჟავა ქსოვილებში თითქმის მხოლოდ უჯრედებს შიგნით იმყოფება, განისაზღვრება სამი ფორმით - ასკორბინის, დეჰიდროასკორბინის მჟავა და ასკორბიგენი (ასკორბინის მჟავას შემაერთებელი). ორგანოთა შორის არათანაბრად ნაწილდება. იგი უხვად არის შიდა სეკრეციის ჯირკვლებში, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლებში, ნაკლებად - თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, გულისა და ჩონჩხის კუნთებში. ასკორბინის მჟავას შემცველობა ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში უფრო მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. იგი მეტაბოლიზდება და ექსკრეტირდება 90%-მდე თირკმელებით ოქსალატის სახით, ნაწილობრივ - თავისუფალი ფორმით.

რუტინი შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამით ხელს უწყობს ასკორბატის ტრანსპორტირებასა და დეპონირებას. გამოიყოფა უცვლელი მეტაბოლიტების სახით, უპირატესად ნაღვლის წვენთან და ნაკლებად - შარდთან ერთად.

ნახევარგამოყოფის დრო 10-25 საათს შეადგენს.

 

გამოყენების ჩვენებები:

  • რუტინისა და ასკორბინის მჟავას დეფიციტი.
  • დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რომლებსაც ახლავს სისხლძარღვების მომატებული გამტარობა.
  • გაციების დაავადებების პროფილაქტიკა და გრიპის სიმპტომების შემცირება.
  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სისხლის მომატებული შედედება, თრომბოფლებიტები, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ; პოდაგრა, შარდკენჭოვანი დაავადება ურატული ქვების წარმოქმნით, ცისტინურია, ჰიპოკალიემია და ჰიპერკალციემია, ოქსალატურია; თირკმელების მძიმე დაავადებები; ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

 

უსაფრთხოების სათანადო ზომები გამოყენებისას:

პრეპარატისა და ტუტე სასმელის ერთად მიღება, ახალი ხილის ან ბოსტნეულის წვენის მიღება ამცირებს C ვიტამინის შეწოვას.

პრეპარატს შეუძლია სისხლის შრატში ბილირუბინის დონის ლაბორატორიული კვლევის შედეგების, ტრანსამინაზების აქტივობის შეცვლა.

 

განსაკუთრებული გაფრთხილება:

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II-III ტრიმესტრებში ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ქალისთვის და ნაყოფისთვის/ბავშვისთვის სარგებელი/რისკის შეფარდების გათვალისწინებით რეკომენდებული დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მკაცრად დაცვის პირობით.

ავოტრანსპორის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციების სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი

ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობაზე ასკორუტინის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ბავშვები

პრეპარატი ინიშნება 3 წელზე უფროს ბავშვებში.

 

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი ინიშნება შიგნით ჭამის შემდეგ. ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.

მკურნალობის მიზნით მოზრდუილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში; 3 წელზე უფროს ბავშვებში - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პროფილაქტიკური საშუალების სახით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია: მოზრდილებში - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, 3 წელზე უფროს ბავშვებში - 1 ტაბლეტი დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 3-4 კვირა დაავადების ხასიათისა და მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით.

 

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიაში, ღებინება, გულისრება, დიარეა, ქავილი და გამონაყარი კანზე, ნერვული სისტემის მომატებული აგზნებულობა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება, თრომბოწარმონაქმნები. შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინებების გაძლიერება.

დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული ფუნქციის დათრგუნვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სორმენტების გამოყენება, სიმპტომური მკურნალობა.

 

გვერდითი ეფექტები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის გრძნობა, დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - ძილის დარღვევა, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებულობის მომატება.

საშარდე სისტემის მხრივ: ჰიპეროქსალატურია, მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - თირკმელების გლომერული აპარატის დაზიანება, თირკმლის ოქსალატური ქვების ფორმირება.

სისხლის სისტემის მხრივ: მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, თრომბოწარმონაქმნები, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: C ჰიპერვიტამინოზი, მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია) და გლიკოგენის სინთეზის დათრგუნვა, ნატრიუმისა და სითხის შეკავება, თუთიისა და სპილენძის ცვლის დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ქსოვილების ტროფილის გაუარესება, მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - მიოკარდის დისტროფია, არტერიული წნევის მომატება, მიკროანგიოპათიების განვითარება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გულძმარვა, ღებინება, გულისრევა, დიარეა.

ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად - გაონაყარი კანზე, ქავილი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებათა სხვა სახეობები

პრეპარატის აბსორბცია მცირდება აცეტილსალიცილის მჟავასთან, კონტრაცეფციის პერორალურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ახალი ხილის ან ბოსტნეულის წვენების მიღებისას. ასკორბინის მჟავა ზრდის პენიცილინის, რკინის შეწოვას, ამცირებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, სულფანილამიდური პრეპარატების, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების ეფექტურობას.

B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად მიღებისას თერაპიული მოქმედების ურთიერთგაძლიერება აღინიშნება.

პრეპარატი ზრდის სისხლში აცეტილსალიცილის მჟავას კონცენტრაციას და ამით აძლიერებს სალიცილატების (კრისტალურიის განვითარების რისკი), ბენზილპენიცილინის, ეთინილესტრადიოლის, ტეტრაციკლინის გვერდით მოქმედებას.

ხანგრძლივად (4 კვირაზე მეტი) გამოყენებისას პრეპარატის დანიშვნა საგულე გლიკოზიდურებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, ვინაიდან მან შეიძლება გააძლიეროს მათი მოქმედება.

 

ვარგისობის ვადა. 4 წელი.

 

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში.

 

გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

 

მეტი ინფორმაცია
Units10
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ