BONJIGAR - ბონჯიგარი სიროფი 90მლ

7,86 ლ
ხელმისაწვდომობა: ამოიწურა
კოდი:
30599_1148
მწარმოებელი ქვეყანა:
პაკისტანი
მწარმოებელი:
არცერთი:
ბონჯიგარი იცავს ღვიძლს ტოქსიკური ზემოქმედებისგან და აძლიერებს მის ფუნქციას, ააქტიურებს რა მის მეტაბოლურ, ტოქსინგამომყოფ და იმუნომარებულირებელ მოქმედებას. ამის შედეგად ხდება ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზის, სისხლის შრატის ტრანსამინაზების მომატებული დონის სწრაფი ნორმალიზება ღვიძლის სხვადასხვა დარღვევების დროს.
 

ბონჯიგარი სიროფი

 

თვისებები და მოქმედება:  ბონჯიგარი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ უნარს, აჩქარებს ტრიკარბონული მჟავეების ციკლს, ამგვარად ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცილოვანი ცვლის დაგროვებული პროდუქტების (ამიაკის) გამოყოფას შარდოვანას ფორმით და მოქმედებს როგორც საშუალება, რომელიც იცავს ღვიძლს და გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.

თავისი ლიპოტროპული მოქმედების მეშვეობით ბონჯიგარი ახდენს  ცხიმების დაგროვების პრევენციას (უპირატესად ტრიგლიცერიდები) და ზრდის ღვიძლიდან ცხიმების გამოყოფის სიჩქარეს.

თავისი ნაღველმდენი მოქმედების მეშვეობით ასტიმულირებს ღვიძლიდან ნაღველის გამოდინებას, რითაც აუმჯობესებს ღვიძლის განმწმენდ ფუნქციას და გამოდევნის ტოქსიკურ მეტაბოლიტებს ორგანიზმიდან. ის ასევე ამცირებს გადიდებული ღვიძლის ზომებს და ინარჩუნებს ჰისტოლოგიურ აგებულებას.

ამგვარად ბონჯიგარი იცავს ღვიძლის ტოქსიკური ზემოქმედებისაგან და აძლიერებს მის ფუნქციას, ააქტიურებს რა მის მეტაბოლურ, ტოქსინგამომყოფ და იმუნომარეგულირებელ მოქმედებას. ამის შედეგად ხდება ბილირუბისნის, ტუტე ფოსფატაზის, სისხლის შრატის ტრანსამინაზების მომატებული დონის სწრაფი ნორმალიზირება ღვიძლის სხვადასხვა დარღვევების დროს.

ინგრედიენტები

სიროფის თითოეული 10 მლ შეიცავს ექსტრაქტებს:

ბაყაყურა ( Silybum marianum L)

                          200 მგ

ეკლიპტა ( Eclipta alba)

                          250 მგ

Picrorhiza kurroa

                          100 მგ

ძაღლყურძენა  (Solanum nigrum)

                           50 მგ

ვარდკაჭკაჭა (Cichorium intybus)

                           175 მგ

ძირტკბილა

                            200 მგ

იალღუნი

                            100 მგ

წლის ბოლოკი (Raphanus sativus)

                             50 მგ

კოწახური ეკლიანი

                             150 მგ

Sphaeranthus indicus

                             50 მგ

ბერავია ( Boerhavia duffusa)

                             100 მგ

 

ბაყაყურა ( Silybum marianum L)

ღვიძლის, ნაღველის ბუშტის ფუნქციური დარღვევების, ასევე სიყვითლის დორს.

ეკლიპტა ( Eclipta alba)

ხელს უწყობს გადიდებული ღვიძლის წონის ნორმალლიზებას.

ახდენს შრატის ტუტე ფოსფოტაზას დონის ნორმალიზებას.

არეგულირებს ჰეპატიურ მიკროსომულ ფერმენტებს.

Picrorhiza kurroa

გააუვნებლებს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ აკოჰოლურ ინტოქსიკაციას.

ძაღლყურძენა  (Solanum nigrum)

ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ვარდკაჭკაჭა (Cichorium intybus)

წლის ბოლოკი (Raphanus sativus)

ზრდის ნაღვლის გადინებას, ახდენს ღვიძლში ცხიმებსი დაგროვების პრევენციას და აჩქარებს მათ გამოდევნას ღვიძლიდან.

გააუვნებლებს ღვიძლში ქიმიურ ტოქსინებს. ანტიოქსიდანტი. აუმჯობესებს ღვიძლის გამწმენდ ფუნქციას, გამოდევნის ორგანიზმიდან დაგროვილ აზოტურ ნარჩენებს.

კოწახური ეკლიანი

ახდენს ღვიძლის მეტაბოლური ფუნქციის ნორმალიზირებას.

 

ბერავია (Boerhavia diffusa)

 

ანტიჰეპატოტოქსიკური   საშუალება.  საფაღარათე საშუალება

იალღუნი

 

გააუვნებლებს CCL4 და D-გალაქტოსომინის ტოქსიკურობას.

 

Sphaeranthus indicus

 

ახდენს საჭმლის მონელების ტონიზირებას, სტიმულირებას.

ძირტკბილა

ეს კომპონენტი ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

სასარგებლოა ისეთი ვირუსული ანთებითი მდგომარეობისას, როგორიცაა ჰეპატიტი. ხშირად გამოიყენება კუჭის წყლულის პრევენციასა და მკურნალობისათვის.

 

 

გამოყენების ჩვენებები:

  • ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დარღვევები
  • ჰეპატიტი - მწვავე და ქრონიკული
  • ინფექციური ჰეპატიტი
  • ცხიმოვანი დეგენერაცია, ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია
  • დუნე ღვიძლი და მადის დაკარგვა
  • ღვიძლის დარღვევები, გამოწვეული ჰეპატოტოქსიკური პრეპარატებით, ინდუსტრიული ქიმიკალებით და ინფექციებით.

 დოზირება:

მოზრდილები; 2 ჩაის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ

ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ

ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები შესაძლებელია ადამიანებში, რომლებიც ალერგიულები არიან პრეპარატის ზოგიერთი კოპონენტის მიმართ.

უკუჩვენებები:

ბონჯიგარი უკუნაჩვენების ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გამშვების ფორმა:

სიროფი ფლაკონებში 90, 120 და 150  მლ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25˚C ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

 

ვარგისიანობის ვადა:

ნუ გამოიყენებთპრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

განსაკუთებული მითითება:

სიროფი შეიცავს საქაროზას, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტის მქონე, ასევე დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფ პაციენტების მიერ.

შეინახეთ ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ