GLYCEROL - გლიცეროლი 1375მგ 18 საბავშვო სანთელი

განსაკუთრებული ფასი 6,24 ლ რეგულარული ფასი 8,10 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
41741_1847
მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია
მწარმოებელი:
Sella (Italy)
არცერთი:
ჩვენება შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა

წამლის სამკურნალო კატეგორია
სხვა სასაქმებელი
ჩვენება
შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან სხვა შემავსებლის მიმართ
-მუცლის ტკივილი, მწვავე ან უცნობი წარმომავლობის
-გულისრევა ან ღებინება
-მწვავე ჰემოროიდალური კრიზი ტკივილით და სისხლდენით
-მძიმე დეჰიდრატაცია
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
სასაქმებელი საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღეზე დიდხანს. უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის რეცეპტი, ინდივიდუალური შემთხვევის შეფასების შემდეგ. ქრონიკული და მორეციდივე შეკრულობის მკურნალობა, დიაგნოზის, მედიკამენტების დანიშვნის და მკურნალობის პერიოდში ზედამხედველობის ჩათვლით ყოველთვის უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ.
სასაქმებლების ბოროტად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერსისტენტული დიარეა, რაც გამოიწვევს წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა კვებითი ფაქტორების კარგვას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რასაც შეიძლება მოყვეს გულის და ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მკურნალობეს საგულე გლიკოზიდებით, დიურეტიკებით ან კორტიკოსტეროიდებით.
სასაქმებლების, განსაკუთრებით კონტაქტური სასაქმებლების (სტიმულატორები) ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (დოზირების ზრდის საჭიროების გამო), ქრონიკული შეკრულობა ან ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).
შეკრულობის ეპიზოდების პერიოდში, პირველ რიგში საჭიროა კვების ხასიათის შეცვლა, დღიური რაციონი საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს უჯრედისს და წყალს.
სასაქმებლების გამოყენებისას, დალიეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე დღის განმავლობაში განავლის გათხიერებისთვის.
ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებდით ბოლო პერიოდში.
ურთიერთქმედების სპეციფიური კვლევა არ ჩატარებულა.
ცნობილია, რომ სასაქმებლებმა შეიძლება შეამციროს ნაწლავში გავლის დრო, შესაბამისად შეამციროს ნაწლავში სხვა პრეპარატების შეწოვა, რომლებიც ორალურად მიიღება.
შესაბამისად, პრეპარატის ორალურად მიღების შემდეგ სასაქმებლის გამოყენებამდე უნდა გავიდეს 2 საათი.
სპეციალური უსაფრთხობის ზომები
მიმართეთ ექიმს როდესაც სასაქმებლის გამოყენება საჭიროა ნაწლავის მოქმედების უეცარი ცვლილების დროს (სიხშირე და ნაწლავის მოძრაობის ცვლილება), რომელიც გრძელდება 2 კვირაზე დიდხანს, ან როდესაც სასაქმებლის გამოყენებას არ აქვს ეფექტი.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ექიმის კონსულტაციის გარეშე.
აგრეთვე პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ხანდაზმულებში და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებში ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე.
არ ჩატარებულა პრეპარატის კვლევა ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენებისას. პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.
ეს პრეპარატი არ მოქმედებს მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, რადგან მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი მოვლენები, პრეპარატზე ინდივიდის რეაქცია უნდა შემოწმდეს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთ შემავსებელზე
არ არსებობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ინფორმაცია შემავსებლების შესახებ.
ზოგადი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ, რომ უმრავლეს შემთხვევებში ბალანსირებული დიეტა დიდი რაოდენობით წყლით და უჯრედისით (ქატო, ხილი და ბოსტნეული) აუმჯობესებს შეკრულობის პრობლემას.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ნაწლავის მოქმედება არ ხდება ყოველ დღე, მათ აწუხებთ შეკრულობა.
ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ბევრი ჯანმრთელი ინდივიდისთვის ეს მდგომარეობა ნორმალურია.
შეკრულობის რეციდივის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
დოზირება და მიღების მეთოდი
სწორი დოზირებაა მინიმალური რაოდენობა ნაწლავის იოლი მოქმედების გამოსაწვევად.
სასურველია მინიმალიური დოზის გამოყენება.
მოზრდილები და მოზარდები (12-18 წელი): 1 სანთელი მოზრდილებში, მაქსიმუმ 1-2X დღეში.
2-11 წლის ასაკის ბავშვები: 1 სანთელი ბავშვებში, მაქსიმუმ 1-2X დღეში.
ინსტრუქცია გამოყენებისთვის
ამოიღეთ სანთელი კონტეინერიდან, დაატენიანეთ საჭიროების შემთხვევაში სწორ ნაწლავში შეყვანის გამარტივებისთვის.
თუ სანთელი ძალიან რბილია, კონტეინერი ცივ წყალში შეინახეთ გახსნამდე.
პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე. შეიყვანეთ 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვების მიღებიდან, რადგან პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ნუტრიენტების და ვიტამინების შეწოვა.
სასაქმებლები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში (იხ, უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). პრეპარატის ეფექტურობას გააძლიერებს სითხით მდიდარი დიეტა.
ჭარბი დოზირება
ლიტერატურაში აღწერილი არ არის ჭარბი დოზირების შემთხვევები. ყველა შემთხვევაში, ჭარბი დოზირება (სასაქმებლების ბოროტად გამოყენება-გადაჭარბებული დოზების ხშირი ან გახანგრძლივებული გამოყენება) შეიძლება იწვევდეს მუცლის ტკივილს, პერსისტირებულ დიარეას, რაც შემდგომში იწვევს სითხის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიციული ფაქტორების დაკარგვას. საჭიროა ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.
ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინემია.
უფრო სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია და ჰიპოკალიემია, რაც შემდგომში იწვევს გულის და ნერვკუნთოვან დისფუნქციას, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით, დიურეტიკებით ან კორტიკოსტეროიდებით. სასაქმებლების, განსაკუთრებით კონტაქტური სასაქმებლების (სტიმულატორები) ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (დოზირების ზრდის საჭიროების გამო), ქრონიკული შეკრულობა ან ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).
თუ გლიცეროლის გადაჭარბებული დოზის მიღება ხდება შემთხვევით, ორალურად ან სწორი ნაწლავიდან, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ არსებობს რაიმე ეჭვი გლყცეროლ ფარმა 30 გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი ეფექტები.
როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, რაც შეიძლება ყველა ინდივიდში არ აღინიშნოს.
გლიცეროლის არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ცალკეული ჩამოთვლილი ეფექტების სიხშირის შესაფასებლად.
გასტროინტესტინური დაავადებები
იზოლირებული კრამპები ან აბდომინური კოლიკა და დიარეა, სითხის და ელექტროლიტების დაკარგვით, უფრო ხშირია მწვავე შეკრულობისას, რექტალური ზონის გაღიზიანებისას.
ამ ბროშურაში მოცემული ინსტრუქციების დაცვა შეამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს. თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი მწვავდება, ან აღინიშნება რომელიმე მოვლენა, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს და ფარმაცევტს.
ვარგისობის ვადა და შენახვა
ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისობის ვადა ეხება პროდუქტს, რომელიც არის შეფუთული, შენხული შესაბამისი პირობებით.
სიფრთხილე: პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
პრეპარატი უნდა შეინახონ ორიგინალურ შეფუთვაში, რათა მოხდეს პრეპარატის დაცვა ნესტისგან, უნდა შეინახონ შორს სითბოს პირდაპირი წყაროდან.
მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავთან ან ნარჩენ წყალთან ერთად. კითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შემადგენლობა
გლიცეროლ ფარმა 30 ბავშვები 1375მგ სანთლები
ერთი სანთელი ბავშვებისთვის შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: გლიცეროლი 1375მგ
შემავსებლები: ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის სტეარატი ქ.ს 1500მგ-მდე
გლიცეროლ ფარმა 30 მოზრდილები 2250მგ სანთლები
ერთი სანთელი მოზრდილებისთვის შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: გლიცეროლი 2250მგ
შემავსებლები: ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის სტეარატი ქ.ს 2500მგ-მდე
დოზირების ფორმა და შემცველობა
სანთლები
ათქ კოდი: A06AX01
-ბავშვები 1375მგ 18 სანთელი A.I.ჩ (მარკეტინგის უფლებამოსილება)#030497 046
-მოზრდილები 2250მგ 18 სანთელი A.I.ჩ (მარკეტინგის უფლებამოსილება)#030497 073
მარკეტინგის უფლებამოსილების მფლობელი
ფარმა 30 ს.რ.ი ვია ბერნარდი, 1 35030 რუბანო (პადუა)-იტალია
მწარმოებელი
ფარვე ს.რ.ი ბრენტა, 24/26 36077 ალტავილა ვიჩენტინა (ვიჩენცა)-იტალია
საინფორმაციო ბროშურის გადახედვის თარიღი იტალიის წამლის სააგენტოს მიერ
ალფა დეტერმინაცია #1352 თარიღი 01/12/2011

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ