Omeprazol - ომეპრაზოლი 20მგ 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 29,34 ლ რეგულარული ფასი 32,85 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
57986_469
მწარმოებელი:
GMP
არცერთი:
ჩვენება - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში); - რეფლუქს-ეზოფაგიტი (გამწვავების ფაზაში); - ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

გამოყენების ინსტრუქცია
ომეპრაზოლი
(OMEPRAZOLE)


შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ომეპრაზოლის 20 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, მეთილჰიდროქსიცელულოზას ფტალატი, ლაქტოზა, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
მოქმედების მექანიზმი
ომეპრაზოლი წყლულის სამკურნალო პრეპარატია. იგი ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტალური უჯრედების აქტიურობას, ამორჩევითად აბლოკირებს სეკრეტორული უჯრედების აპიკალურ მემბრანაში ლოკალიზებულ ფერმენტ H+-K+-ატფ-აზას. ომეპრაზოლი იწვევს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ინჰიბირებას და ამით აქვეითებს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს.
ფარმაკოკინეტიკა
ომეპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-1 საათში. ბიოშეღწევადობა – 30-40%. ომეპრაზოლი პრაქტიკულად მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით, მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში);
- რეფლუქს-ეზოფაგიტი (გამწვავების ფაზაში);
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
უკუჩვენება
- ორსულობა, ლაქტაცია;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, რადგან მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.
მოხუცებულობის ასაკში და ღვიძლის ან თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის ინდივიდუალური კორექცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომეპრაზოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ომეპრაზოლი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბება
შესაძლებელია გამოვლინდეს: მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, აგზნებადობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ტაქიკარდია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური თერაპია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ომეპრაზოლი აფერხებს დიაზეპამის, ფენიტოინისა და ვარფარინის ელიმინაციას.
ომეპრაზოლი ამცირებს კეტოკონაზოლის, ამპიცილინის ეთერების და რკინის პრეპარატების აბსორბციას.
დოზირება და მიღების წესი
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ინიშნება 20 მგ ერთჯერადად. კურსის ხანგრძლივობა 4 კვირაა, ცალკეულ შემთხვევებში - 8 კვირა.
თერაპიისადმი რეზისტენტულ ავადმყოფებში ინიშნება 40 მგ ერთჯერადად.
კუჭის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში თერაპიის ხან¬გრძლივობა შეადგენს 4 კვირას, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს - 8 კვირას.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზაა 60 მგ ერთჯერადად. შემდგომში, ეფექტის მიხედვით შესაძლებელია მისი კორექცია 20-120 მგ/დღეში, განაწილებული 2 მიღებაზე.
ბავშვებში რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ:
მკურნალობა ტარდება 4-8 კვირის განმავლობაში.
1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში წონით 10-20 კგ ინიშნება დღეში ერთხელ 10 მგ, საჭიროებისას დასაშვებია 20 მგ დღეში ერთხელ.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 20 კგ-ზე მეტი წონით ინიშნება დღეში ერთხელ 20 მგ, საჭიროებისას დასაშვებია 40 მგ დღეში ერთხელ.
4 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, წონით 30 კგ-ზე მეტი, თორმეტგოჯა წყლულის სამკურნალოდ, ომეპრაზოლი ინიშნება ანტიბიოტიკებთან ერთად, 20 მგ ორჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, უძილობა ან ძილიანობა; გამონაყარი კანზე, ქავილი.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 10-25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 20 მგ, 10 კაფსულა ბლისტერში. 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ