აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სიმალგელი - Simalgel სუსპენზია ფლაკონი 300მლ

#9155_874
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ეგვიპტე
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაalgeldrate+magnesium hydroxide+simethico
მოცულობა300 მლ
მოკლე აღწერა

ჩვენება: სიმპტომური თერაპია, დისპეფსიის, გულძმარვის, მეტეორიზმის.

24.65₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სიმალგელი

სავაჭრო დასახელება

სიმალგელი, Simalgel

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება 

-

სამკურნალო ფორმა

შიგნით მისაღები სუსპენზია. 

აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია პიტნის სუნით, ერთგვაროვანი შენჯღრევის შემდეგ.

შემადგენლობა 

სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: 

ალუმინის ჰიდროქსიდი                                                             405 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი                                                             100 მგ

სიმეთიკონი                                                                                   125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის გუმფისი, ლიმონმჟავა უწყლო, ბაღის პიტნის ზეთი, მანიტი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის საქარინი, არაკრისტალიზებული თხევადი სორბიტოლი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი   A02AF02 

იხილეთ ბლოგი: რისთვის გამოიყენება პრეპარატი სიმალგელი და როგორ მიიღება ის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 

საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ანტაციდები მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. მარტივი მარილები მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატეთან კომბინაციაში. 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სიმალგელი - კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით.

ანტაციდები (ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი) ქიმიურად ანეიტრალებენ კუჭში მარილმჟავას. ეს განაპირობებს კუჭის წვენის рН-ის მომატებას და კუჭის წვენში პეპსინის აქტივობის შემცირებას, კუჭში მომატებული მჟავიანობის სიმპტომებისა და ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის შემსუბუქებით.

ალუმინის ჰიდროქსიდი  წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების სუსტ, არასისტემურ ანტაციდს. მას გააჩნია ასევე პირდაპირი წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. ალუმინის  ჰიდროქსიდი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, აფერხებს რა კუჭის დაცლას. ალუმინის ჰიდროქსიდი თავისთავად არის შემკვრელი და შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. ეს ეფექტი დაბალანსებულია მაგნიუმის ჰიდროქსიდის მოქმედებით, რომელმაც, ისევე როგორც სხვა მაგნიუმის მარილებმა, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი არის სწრაფად მოქმედი არასისტემური ანტაციდი. მაგნიუმის იონები ნაწლავში ახდენენ ოსმოსურ მოქმედებას, რასაც ახლავს სითხის დაგროვება, ნაწლავის შიგთავსის მოცულობის ზრდა და პერისტალტიკის გაძლიერება, რის შედეგადაც ვითარდება საფაღარათო მოქმედება.  

სიმეთიკონი (პოლიმერი, რომელიც შეიცავს დიმეთიკონს და სილიციუმის დიოქსიდს) წარმოადგენს ქაფის ჩამქრობს, გააჩნია გაზგამყვანი მოქმედება, ამცირებს რა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და აიოლებს კუჭიდან და ნაწლავიდან აირების განდევნას. 

ფარმაკოკინეტიკა

ალუმინის ჰიდროქსიდი

ალუმინის იონების უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება წვრილ ნაწლავში, აღწევს რა განსაზღვრულ კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხდება ალუმინის დაგროვება ქსოვილებში. 

მაგნიუმის ჰიდროქსიდი   

მაგნიუმის უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, თუმცა არ იწვევს სისტემურ ეფექტებს, ვინაიდან ნაწლავებში აბსორბირებული მაგნიუმი გამოიყოფა შარდით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მაგნიუმი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და მოახდინოს ტოქსიკური მოქმედება.   

სიმეთიკონი

სიმეთიკონი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გამოიყოფა ორგანიზმიდან  უცველი სახით კუჭ-ნაწლავის ტრატქიდან.   

გამოყენების ჩვენებები

მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ანტაციდური საშუალება ფუნქციური ან ორგანული წარმოშობის დისპეფსიური სიმპტომების შესამსუბუქებლად, მეტეორიზმის და მუცლის შებერილობის, გულძმარვის ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია  საყლაპავის თიაქართან და ეზოფაგიტთან.  

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები, ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით

პრეპარატს იღებენ დოზით 5-10 მლ ჭამიდან 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ ან საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 4-ჯერ დღე-ღამეში.  

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.  

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

პრეპარატის დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში მოთავსებული საზომი ჭიქა.   

უკუჩვენებები 

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; 

- კახექსია;

- თირკმლის მძიმე უკმარისობა; 

- ორსულობის პირველი ტრიმესტრი; 

- ჰიპოფოსფატემია.  

არასასურველი რეაქციები 

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ  MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.  არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:  ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ  < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ  < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ  < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). 

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები. 

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმაგნიემია, მათ შორის თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მაგნიუმის ჰიდროქსიდის ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ; სიხშირე უცნობია - ჰიპერალუმინემია, ჰიპოფოსფატემია.  

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - დიარეა ან ყაბზობა; სიხშირე უცნობია - მუცლის ტკივილი.  

დაზიანებები, ინტოქსიკაციები და მანიპულაციების გართულებები: სიხშირე უცნობია - ჰიპერალუმინემია (დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში ალუმინის ჰიდროქსიდის არსებობასთან).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ 

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

აუცილებელია ექიმთან მიმართვა, თუ სიმპტომები გრძელდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობის განვითარება. მაგნიუმის მარილების ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების მოტორიკის დაქვეითება. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს ნაწლავთა გაუვალობა ამგვარი გართულებების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. 

ალუმინის ჰიდროქსიდი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ სისტემური მოქმედება იშვიათად აღინიშნება თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ ან ხანგრძლივად გამოყენებამ, აგრეთვე რეკომენდირებული დოზების გამოყენებამ იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც დიეტაში ფოსფორის მცირე შემცველობა აქვთ, შეიძლება გამოიწვიოს ფოსფატების დეფიციტი (ალუმინის მიერ ფოსფატ-იონების შეკავშირების უნარის გამო), რომელიც დაკავშირებულია ძვლოვანი ქსოვილის მომატებულ რეზორბციასთან, ჰიპერკალციურიასთან და ოსტეომალაციის განვითარების რისკთან. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ან ფოსფატების დეფიციტის არსებული რისკის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა.   

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მატულობს ალუმინის და მაგნიუმის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ასეთ პაციენტებში მაღალი დოზებით ალუმინის და მაგნიუმის მარილების ხანგრძლივად გამოყენებისას არსებობს ენცეფალოპათიის, დემენციის, მიკროციტარული ანემიის განვითარების ან ოსტეომალაციის სიმძიმის ზრდის რისკი, რომელიც დიალიზთან არის დაკავშირებული.   

ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება უსაფრთხო არ იყოს ჰემოდიალიზზე მყოფი პორფირიის მქონე პაციენტებისათვის.  თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ანტაციდები არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი ხნის განმავლობაში.

ბავშვები

მცირეწლოვან ბავშვებში მაგნიუმის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების ან გაუწყლოების დროს.  

დამხმარე ნივთიერებები

სიმალგელი შეიცავს სორბიტოლს (350 მგ 5 მლ სუსპენზიაში), რომელიც ფრუქტოზის წყაროა; ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში არ უნდა იქნას გამოყენებული ეს პრეპარატი.

სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან  საკვებში პროდუქტების მოხმარებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი. 

სორბიტოლის შემცველმა პერორალურმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა ერთდროულად გამოყენებადი პერორალური პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.

სიმალგელი შეიცავს 1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს 5 მლ სუსპენზიაში.

სიმალგელი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (ალკოჰოლს), 100 მგ-ზე ნაკლებს 5 მლ სუსპენზიაში.

სიმალგელი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს 5 მლ სუსპენზიაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ალუმინის ჰიდროქსიდის, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეთიკონის კომბინირებული სუსპენზიის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი (მონაცემები არ არსებობს).  

პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.  სიმალგელი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ქალისთვის აღემატება პოტენციურ რისკს, მათ შორის ნაყოფისთვის.

ლაქტაცია

რეკომენდირებული დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შეზღუდული შეწოვის გამო, მოსალოდნელია, რომ ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი გამოიყოფა დედის რძეში მხოლოდ მცირე რაოდენობით.

სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ნეგატიური ზემოქმედება ბავშვზე ძუძუთი კვების დროს მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ალუმინის ჰიდროქსიდის, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეთიკონის სისტემური ზემოქმედება მეძუძურ ქალებში უმნიშვნელოა.  

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს.   

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან  

სიმალგელის გამოყენება არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება დაარღვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია, თუ მათი მიღება მოხდება 1 საათის განმავლობაში. რეკომენდირებულია 2 საათზე მეტი ინტერვალის დაცვა პრეპარატისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებებს შორის.  

ალუმინის შემცველმა ანტაციდებმა შეიძლება შეამცირონ ტეტრაციკლინების, ვიტამინების, ციპროფლოქსაცინის, კეტოკონაზოლის, ჰიდროქსიქლოროქინის, ქლოროქინის, ქლორპრომაზინის, რიფამპიცინის, ცეფდინირის, ცეფპოდოქსიმის, ლევოთიროქსინის, როზუვასტატინის, H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების, ატენოლოლის, ციკლინების, დიფლუნიზალის, დიგოქსინის, ბისფოსფონატების, ეთამბუტოლის, ფტორქინოლონების, ნატრიუმის ფტორიდის, გლუკოკორტიკოიდების, ინდომეტაცინის, იზონიაზიდის, ლინკოსამიდების, მეტოპროლოლის, ფენოთიაზინის წარმოებულების ჯგუფიდან ნეიროლეპტიკების, პროპრანოლოლის, პენიცილამინის, ციმეტიდინის და რკინის მარილების აბსორბცია.   

ლევოთიროქსინს ასევე შეუძლია შეკავშირება სიმეთიკონთან, რომელმაც შეიძლება შეაკავოს ან შეამციროს ლევოთიროქსინის აბსორბცია. 

პოლისტიროლსულფონატი

რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა პოლისტიროლსულფონატთან ერთად გამოყენებისას კალიუმის შეკავშირებაში ფისის ეფექტიანობის შემცირების პოტენციური რისკის გამო, მეტაბოლური ალკალოზის რისკის გამო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი), აგრეთვე ნაწლავური გაუვალობის (ალუმინის ჰიდროქსიდი) რისკის გამო.  

ქინიდინი

ალუმინის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ქინიდინის კონცენტრაცია სისხლის შრატში, რაც დაკავშირებულია ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარების რისკთან.

ტეტრაციკლინები

სიმალგელის შემადგენლობაში ალუმინის არსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს ან ტეტრაციკლინების სხვა მარილებს. 

ციტრატები

ალუმინის ჰიდროქსიდის ციტრატებთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება შეინიშნოს ალუმინის დონის მატება სისხლის პლაზმაში, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

შარდის გატუტოვნებისას, რომელიც განპირობებულია მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებით, შეიძლება შეიცვალოს გარკვეული წამლების გამოყოფა ორგანიზმიდან; მაგალითად, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებით, აღინიშნება სალიცილატების გამოყოფის გაძლიერება. 

ჭარბი დოზირება 

ჭარბი დოზირების მძიმე სიმპტომების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია.  სიმპტომები 

ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის მარილების მწვავე ჭარბი დოზირების აღწერილი სიმპტომები მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, ღებინებას. პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს ნაწლავთა ობსტრუქცია და გაუვალობა რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში.  

მკურნალობა 

ალუმინი და მაგნიუმი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. მწვავე ჭარბი დოზირების  განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს კალციუმის გლუკონატის გამოყენებას (ინტრავენურად შეყვანა), რეჰიდრატაციას, ფორსირებულ დიურეზს. თირკმლის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი. 

გამოშვების ფორმა

შიგნით მისაღები სუსპენზიის 125 მლ, 180 მლ ან 300 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.  

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან  და საზომ ჭიქასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.  

შენახვის პირობები 

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! 

არ გაყინოთ. 

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.  

ვარგისიანობის ვადა 

3 წელი წარმოების თარიღიდან. 

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  

აფთიაქიდან გაცემის წესი 

გაიცემა რეცეპტის გარეშე.