LINEX - ლინექსი 25მგ. 16 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 15,51 ლ რეგულარული ფასი 20,15 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
1050_12
მწარმოებელი:
Lek
არცერთი:
ლინექსი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის ნაწლავის სხვადასხვა ნაწილიდან გამოყოფილი ბუნებრივი მიკროფლორის კომპონენტები. ლინექსის შემადგენლობაში შემავალი ბიფიდობაქტერია, ლაქტობაცილები და არატოქსიკური რძემჟავას ენტე

მწარმოებელი: LEK, სლოვენია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის ფლორის მაკორეგირებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 16 ც. ან ბოთლში 16 ც.
1 კაფს.
ლიოფილიზირებული ბაქტერიები:
Lაცტობაცილლუს აციდოპჰილლუს,
Bიფიდობაცტერიუმ ინფანტის ვ. ლიბერორუმ,
შტრეპტოცოცცუს ფაეციუმ..................... 1.2X107
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინექსი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის ნაწლავის სხვადასხვა ნაწილიდან გამოყოფილი ბუნებრივი მიკროფლორის კომპონენტები.
ლინექსის შემადგენლობაში შემავალი ბიფიდობაქტერია, ლაქტობაცილები და არატოქსიკური რძემჟავას ენტეროკოკები ინარჩუნებენ და არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას და უზრუნველყოფენ მის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს: ქმნიან არახელსაყრელ პირობებს აპათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის. მონაწილეობენ B1, B2, და PP ვიტამინების, ფოლის მჟავას, K და E ვიტამინების, ასკორბინის მჟავას სინთეზში; უზრუნველყოფენ ორგანიზმის B6, B12 ვიტამინებით და ბიოტინით მოთხოვნილებას; პრეპარატი გამოიმუშავებს რძემჟავას და ამცირებს ნაწლავის შიგთავსის პH-ს, რაც იწვევს რკინის, კალციუმის, ვიტამინ D-ს შეწოვის გაუმჯობესებას.
რძემჟავას ბაქტერიები უზრუნველყოფენ ცხიმების, ცილების და რთული ნახშირწყლების დაშლას. ნახშირწყლები და ცხიმები, რომლებიც არ შეიწოვებიან მსხვილ ნაწლავში, განიცდიან უფრო ღრმა დაშლას მსხვილ ნაწლავში ანაერობებთან ერთად (მათ შორის ბიფიდობაქტერიებით).
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ჩვილ ბავშვებში აადვილებენ ცხიმების გადამუშავებას (ბიფიდობაქტერიის ფოსფოპროტეინ-ფოსფატაზა მონაწილეობს რძის კაზეინის მეტაბოლიზმში) და ასევე მონაწილებენ ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში.
ლინექსი შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური კვლევის შესახებ რთული ბიოლოგიური ნივთიერებების შემთხვევაში, როდესაც ეს ნივთიერებები შეიცავენ სხვადასხვა მოლეკულურ მასას.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში (მათ შორის ჩვილ ბავშვებში) და მოზრდილებში დისბაქტერიოზის სამკურნალოდ (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობისას).
მიღების წესი და დოზირება:
ჩვილ და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 1 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება 3-ჯერ დღეში 1-2 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ შეუძლია პრეპარატის გადაყლაპვა, საჭიროა იგი გავხსნათ და შევურიოთ მცრიე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენი, წყალი).
მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 2 კაფსულის ოდენობით ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებზე.
გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რის გამოც ამ დროს მისი გამოყენება შესაძლებელია.
განსაკუთრებული მითითებები:
* რეპარატის ცხელ სასმელთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
* მკურნალობის პერიოდში სასურველია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.
პრეპარატში შემავალი რძემჟავას ბაქტერიები ურთიერთქმედებენ რძის პროდუქტებთან, რაც იწვევს ალერგიის განვითარებას, რომლის დროსაც საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება.
ლინექსის ერთდროული გამოყენება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან დასაშვებია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ