|
მეტსილის აქტიური ინგრედიენტი არის სიმეთიკონი, რომელსაც ასევე ეწოდება “აქტივირებული დიმეთიკონი”. მეტსილის წვეთებს გააჩნია ქაფის მომხსნელი მოქმედება, რაც ხელს უწყობს მეტეორიზმის მოხსნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი ლორწოთი დაფარული აირის დაშლისა და მისი წარმოქმნის პრევენციის გზით.
მეტსილის წვეთები მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებში, ცვლის აირის ბუშტების ზედაპირის დაძაბულობას, რაც მათი ერთად დაგროვების საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც ადგილი აქვს აირის უფრო იოლად გამოთავისუფლებას და ელიმინაციას ბოყინის ან აირის გამოყოფის გზით. მეტსილი არის ფიზიოლოგიურად ინერტული და არ არსებობს მონაცემები მისი ტოქსიკურობის შესახებ. პერორალური მიღების შემდეგ, სიმეთიკონი უცვლელად გამოიყოფა განავალში.
მეტსილის წვეთები გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი ჭარბი აირების არსებობით გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად. იგი არის მეტეორიზმის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება და უპირველესი პრეპარატი აირის დაგროვების სამკურნალოდ ძუძუთი კვებაზე ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ახალშობილებისა და ჩვილებისათვის.
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, რეკომენდებულია შემდეგი დოზების გამოყენება: ახალშობილები და ჩვილები 2 წლამდე: 8 წვეთი დღეში ოთხჯერ (20მგ). ბავშვები 2 წლის ასაკიდან: 15 წვეთი დღეში ოთხჯერ (40მგ) ჭამის შემდეგ და ძილის წინ. დოზის შერევა შეიძლება წყალთან ან სხვა სათანადო სითხესთან. ყოველი მიღების წინ ბოთლი უნდა შეინჯღრეს.
მეტსილის წვეთების გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ვინაიდან მეტსილის წვეთები ფიზიოლოგიურად ინერტულია, მას უკუჩვენება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება დაუშვებელია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სუბსტანციის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
B კატეგორიის პრეპარატი. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი კონტროლირებული გამოკვლევები ადამიანებში, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სარგებლისა და ზიანის კოეფიციენტის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული “საბავშვო” კოლიკის მქონე ბავშვებში, რადგანაც საკმარისი ინფორმაცია მისი სანდოობის შესახებ არ არსებობს.
სიმეთიკონი არ არის ტოქსიკური და მისი გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ არ არის ცნობილი.
ინახება 30oC -მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში. ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა: 2 წელი
გაიცემა ურეცეპტოდ.
|