DIAPO-CARE - დაიპო ქეარ კრემი 40გრ

განსაკუთრებული ფასი 18,40 ლ რეგულარული ფასი 20,60 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
48711_2653
მწარმოებელი:
DELARANGE COSMETICS
არცერთი:
კრემიDIAPO­CARE®® - ინოვაციური ფორმულა, რომელიც შეიცავს პროტეაზების ინჰიბიტორებს. კრემი წარმოქმნის დამცავ ბარიერს ბავშვისმგრძნობიარე კანზე და პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორების საშუალებით იცავს მას საფენებით გამოწვეული დერმატიტისგან. კრემის რბილი ტექსტურა ამარტივებს წასმას საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ და ახალშობილის ნაზ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს.
სავაჭრო სახელწოდება დაიპო ქეარ / DIAPO-CARE
აღწერა ხალშობილის გაღიზიანებულ კანზე ზრუნვა
მწარმოებელი ქვეყანა ნიდერლანდები
მოცულობა 40 გ
დანიშნულება ბავშვის მოვლის საშუალებები; ბავშვის საფენქვეშა არეში გამოსაყენებელი საშუალებები; ბავშვის გაღიზიანებული კანის მოვლის საშუალებები

კრემი DIAPO­CARE®
ახალშობილის გაღიზიანებულ კანზე ზრუნვა
რა არის კრემი DIAPO­CARE®?
კრემიDIAPO­CARE®® - ინოვაციური ფორმულა, რომელიც შეიცავს პროტეაზების ინჰიბიტორებს. კრემი წარმოქმნის დამცავ ბარიერს ბავშვისმგრძნობიარე
კანზე და პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორების საშუალებით იცავს მას საფენებით გამოწვეული დერმატიტისგან. კრემის რბილი ტექსტურა ამარტივებს
წასმას საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ და ახალშობილის ნაზ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს.
ორმაგი მოქმედების უზრუნველყოფა ხდება ორი აქტიური ინგრედიენტით:
1. პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები: იცავს კანს საფენებით გამოწვეული დერმატიტის განვითარებისგან.
2. დექსპანთენოლი განაპირობებს კანის გაჯანსაღებას ბუნებრივი გზით, ინარჩუნებს მის სირბილეს და ტენიანობას.
რა არის საფენებით გამოწვეული დერმატიტი?
ყველა ახალშობილს დროდადრო აღენიშნება საფენებით გამოწვეული დერმატიტი ზომიერი ამ მძიმე ფორმით. საფენებით გამოწვეული დერმატიტი-კანის
გაღიზიანების და დაზიანების გავრცელებული ფორმა, რომელიც როგორც წესი გამოვლინდება ბავშვის დუნდულებზე მკვეთრი წითელი ლაქების სახით.
საფენებით გამოწვეული დერმატიტის განვითარება ჩვეულებრივ განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
• კანის ხანგრძლივი კონტაქტი ფეკალურ მასებთან
• დიარეა
• ძუძუთი კვებიდან ხელოვნურზე გადასვლა
• მყარი საკვების მიღება
• კბილების ამოსვლა
• მრავალჯერადი მედიკამენტური მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის დროს
საფენებით გამოწვეული ზომიერი ან მძიმე დერმატიტის განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ფერმენტები-კერძოდ პროტეაზები. ფეკალური
მასების შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი პროტეაზები აღიზიანებს და აზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. კრემDIAPO­CARE®-ს შემადგენლობაში
შედის პროტეაზების ინჰიბიტორები-ბუნებრივი წარმოშობის უნიკალური ინგრედიენტები, რომლებიცანეიტრალებს ფერმენტების მოქმედებას და იცავს
ბავშვის მგრძნობიარე კანს.
რით არის გამოწვეული ბავშვის კანზე კრემ DIAPO­CARE®­ის სამკურნალო და დამცავი მოქმედება?

როდესაც კრემიDIAPO-CARE®-ის წასმა ხდება ბავშვის კანზე, მის შემადგენლობაში შემავალი პროტეაზების ინჰიბიტორები წარმოქმნიან დამცავბარიერს,
რომელიც ანეიტრალებს ფეკალიების შემადგენლობაში შემავალი პროტეაზების აქტივობას, რაც ხელს უწყობს დაზიანებული კანის შეხორცებას და
ამავდროულად იცავს მას შემდგომი გაღიზიანებისგან. დექსპანთენოლი განაპირობებს ახალშობილის კანის ბუნებრივ შეხორცებას და აუმჯობესებს მის
ჰიდრატაციას. კრემი DIAPO-CARE®ადვილად ისმევა და ბავშვის ნაზ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს.
როგორ გამოიყენება კრემი DIAPO-CARE®?
თანაბრად წაუსვით კრემიDIAPO-CARE®-ის თხელი ფენა ახალშობილის დუნდულების მიდამოზე საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ,განსაკუთრებული
ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კანის ნაოჭებს.
საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ საჭიროა შესაბამის მიდამოში კანის გაწმენდა და გაშრობა. რაც შეიძლება ხშირად უცვალეთ ბავშვს დაბინძურებული
საფენი.
რა შედის კრემი DIAPO-CARE®­ის შემადგენლობაში?
კრემის ყველა კომპონენტი ჰიპოალერგიულია.
აქტიური კომპონენტები: კარტოფილიდან გამოყოფილი პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები და დექსპანთენოლი.
კომპონენტები: წყალი, დეცილოლეატი, კალუსური კულტურის ექსტრაქტი, დექსპანთენოლი, კაპრილიკი/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ცეტეარილის სპირტი,
ვაზელინი, გლიცერინი, გლიცერილ სტეარატი SE, გლიცერილ სტეარატი, პოლიაკრილური კროსპოლიმერი-11, დიმეტიკონი, ნატრიუმის ბენზოატი,
ნატრიუმის სტეარილგლუტამატი, ქსანტანის ცვილი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
კრემი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კრემის პირში მოხვედრისას რჩევისთვის დაუკავშირდით ექიმს.
მოერიდეთ თვალებთან და კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს.
თუ ბავშვის კანის მდგომარეობა უარესდება, დერმატიტის საკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა
ტუბი, შეიცავს 40გ-ს.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 30oC.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ