აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლაქტიბიენ რეფერენსი 10 კაფსულა პილეჟე - Pileje

#65180_2863
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPiLeJe - პილეჟე
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა10 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაlactobacillus+bifidobact+streptococcus
მოკლე აღწერა

გამოიყენება ყაბზობით მიმდინარე დისბიოზის მკურნალობისა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

21.91₾
36.51₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ლაქტიბიენ რეფერენსი  10 კაფსულა პილეჟე - Pileje

ყაბზობით მიმდინარე დისბიოზის მკურნალობა, ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენა, იმუნიტეტის გაძლიერება

· ლაქტიბიენ რეფერენსი წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 4 შტამი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებას

· ხელს უშლის დუღილის პროცესების, ანთებითი პროცესების  განვითარებას ნაწლავებში

· უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას    

· ამაღლებს იმუნიტეტს 

ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების  გამრავლებისათვის. ორგანიზმში აფერხებენ ტოქსინების, ალერგენებისა და პათოგენების შეწოვას, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და მრავალი ვიტამინის, ჰორმონისა და ნეიროტრანმიტერის სინთეზში (B, C, K, PP, სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი, გაემ (GABA), აცეტილქოლინი, ჰისტამინი...), ხელს უწყობენ ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების შეწოვას, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის,  ქოლესტერინის ცვლას. არეგულირებენ ნაწლავის PH გარემოს, აუმჯობესებენ პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას. აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენს ტოქსიური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას. ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები, მონაწილეობენ ადგილობრივი და სისტემური იმუნიტეტის ფორმირებაში, ქოლესტერინის, ოქსალატებისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში

ჩვენება

·        ყაბზობით მიმდინარე დისბიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა 

·        მეტეორიზმი, ყაბზობა, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში

·        დაქვეითებული იმუნიტეტი

·        ნაწლავური დისბიოზი

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: 10 მილიარდი 4 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium longum LA101;  Lactobacillus helveticus LA102;  Lactococcus lactis LA103;  Streptococcus thermophilus LA104;

დოზირება

ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში -1 კაფსულა დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. ხანგრძლივი ეფექტისთვის რეკომენდებულია 30 დღიანი კურსი.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: N10 კაფსულა. 

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

ასევე, იხილეთ : Pileje - პილეჟე ბეიბიბიენ აიმედია 7 საშეტი