აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოლიგოფერი - Oligofer 30 კაფსულა

#68733_2379
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაurtica+laminaria+palmaria palmat+Fe+C+B9
მოკლე აღწერა

ჩვენებები: რკინადეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალო/დამხმარე საშუალება.

59.90₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შემადგენლობა:
1. ელემენტარული რკინა(რკინის ბისგლიცინატი)-30მგ

2. ვიტამინი C-60მგ

მოქმედების მექანიზმი:
ოლიგოფერი წარმოადგენს რკინადეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალო/დამხმარე საშუალებას, რომლის ეფექტურობა განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების სინერგიული მოქმედებით.

პრეპარატში წარმოდგენილია რკინის ბისგლიცინატი, რომელიც არის ხელატური ფორმა და რკინის სხვა ნაერთებისგან განსხვავებით შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, ხანგრძლივად დეპონირდება და არა აქვს რკინისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. რკინის ბისგლიცინატში რკინა წარმოდგენილია ორვალენტიანი ფორმით.

ოლიგოფერის ეს დამახასითებელი თვისებები განაპირბებს მის მაღალ ეფექტურობას.

ვიტამინი C არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს რკინის შეწოვის კიდევ უფრო გაზრდას.

იხილეთ ბლოგი: ოლიგოფერი — როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას

ჩვენებები:
1. რკინადეფიციტური ანემია
2. ანემია გამოწვეული ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენით
3. მენო-მეტრორაგიები
4. ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში
5. პოსტოპერაციული ანემია

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა/ალერგია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტების მიმართ, ღვიძლის უკმარისობა, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი მიიღება ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან და ლაქტაციის დროს.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა:
საპროფილაქტიკოდ მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. სამკურნალოდ მისი დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ.

შენახვის პირობები:
ოლიგოფერი ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთში #30 ფერმენტრეზისტენტული კაფსულა.