აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლევომიცეტინი 0.25% 10მლ.. თვალის წვეთები

#10521_693
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაchloramphenicol
დოზა0.0025
მოცულობა10 მლ
მოკლე აღწერა

ჩვენება : პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული კონიუნქტივიტები, კერატიტები, ბლეფარიტები.

1.45₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

ლევომიცეტინი

სავაჭრო დასახელება:

ლევომიცეტინი  

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ქლორამფენიკოლი

სამკურნალო ფორმა:

თვალის წვეთები 0,25% 10 მლ საწვეთურიან ფლაკონებში №1

შემადგენლობა:

1 მლ პრეპარატი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ქლორამფენიკოლი - 2,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა-20.0 მგ, საინექციო წყალი 1.0 მდე

იხილეთ ბლოგი: ლევომიცეტინი — ტაბლეტებისა და თვალის წვეთების ჩვენებები და სიფრთხილის ზომები

აღწერილობა:

გამჭვირვალე უფერო სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პრეპარატები თვალების დაავადებების სამკურნალოდ. ანტიმიკრობული პრეპარატები. ანტიბიოტიკები. ქლორამფენიკოლი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის თვალში ინსტილაციის დროს ხდება თვალშიდა და ნაწილობრივ სისტემური შეწოვა. ადგილობრივად გამოყენებისას ქლორამფენიკოლის თერაპიული კონცენტრაციები იქმნება მინისებრ სხეულში, რქოვანაში, ფერად გასრში, თვალშიდა სითხეში (ბროლში ქლორამფენიკოლი ვერ აღწევს). გამოიყოფა, ძირითადად, შარდით არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ნაწილობრივ ნაღველით და განავალით. 

ფარმაკოდინამიკა

ქლორამფენიკოლი არის ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დარღვევასთან. გააჩნია რა ცხიმების დაშლის უნარი, აღწევს ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში და შექცევადად უკავშირდება ბაქტერიული რიბოსომების 5OS სუბერთეულს, რომლებშიც ყოვნდება ამინომჟავების გადაადგილება პეპტიდების მზარდი ჯაჭვებისაკენ.

მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად. აქტიურია უმეტესი გრამდადებითი ბაქტერიების შტამების მიმართ: Staphylococcus aureus, Streeptococcus spp. (maT Soris Streeptococcus  pneumoniae, Streptococcus hemolyticus); გრამუარყოფითი ბაქტერიებისა: Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Salmonella spp., Shigella spp., Klebsiella spp., Yersinia spp., Proteus spp., Moraxella lacunata, Rickettsia spp.,  აქტიურია ასევე Spirochaetaceae  მიმართ, ზოგიერთი მსხვილი ვირუსების და მიკოპლაზმების მიმართ.   

ეფექტურია ასევე ბაქტერიების შტამების მიმართ, რომლებიც რეზისტენტული არიან პენიცილინის, სტრეპტომიცინის, ტეტრაციკლინების, სულფანილამიდების მიმართ. 

სუსტად არის აქტიური მჟავა გამძლე ბაქტერიების, ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირის, უმარტივესების და კლოსტრიდიების მიმართ. 

არაეფექტურია Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens მიმართ. 

მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ქლორამფენიკოლის მიმართ ვითარდება ნელა

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული კონიუნქტივიტები, კერატიტები, ბლეფარიტები.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოყენებამდე დაიბანეთ ხელი.

პრეპარატს იწვეთებენ კონიუქტივალურ პარკში პიპეტით:

1-დან 8 წლამდე ბავშვებში - თითო წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 2 საათში პირველი 2 დღის განმავლობაში. 

პირველი 2 დღის შემდეგ - 1 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 4 საათში.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში - 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 2 საათში პირველი 2 დღის განმავლობაში. 

ჩაწვეთების შემდეგ დახუჭეთ თვალი და ზედმეტი სითხე მოიცილეთ თვალიდან სუფთა ნაჭრით. გამოიყენეთ წვეთები მხოლოდ გამოფხიზლებულ მდგომარეობაში. თუ დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება 2 დღეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

თუ თქვენ გამოტოვეთ ჩაწვეთების დრო, გამოიყენეთ წვეთები როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, დავიწყებულის შესავსებად. ინფექციის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა გრძელდება 5 დღის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების გაუმჯობესების შემდგომაც კი.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5 დღე, ან განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. 

აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ ჩაწვეთებისას ფლაკონი-საწვეთურის წვერი არ შეეხოს სხვა საგნებს ან ზედაპირს. 

ჩაწვეთების შემდეგ ფლაკონ-საწვეთურს მჭიდროდ უნდა დავახუროთ თავსახური!

გვერდითი მოქმედებები:

ჩაწვეთებიდან პირველივე წამებში შესაძლებელია წვა რომელიც სწრაფად გადის. 

იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ალერგიული რეაქციები, გამონაყარის, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ქავილის, კანის ჰიპერემიის, ცხელების, ვეზიკულარული და პაპულოზური დერმატიტის, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. 

ნერვული სისტემის მხრივ: მხედველობითი და პერიფერიული ნერვების ნევრიტი, შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. 

დარღვევები შეყვანის ადგილას: შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები, ქუთუთოების შეშუპების, ქავილის, დერმატიტის, თვალების გაღიზიანების და ცრემლდენის ჩათვლით. 

იშვიათად: აპლასტიკური ანემია. 

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ  გაქვთ რომელიმე  გვერდითი მოვლენა. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

უკუჩვენებები:

-         მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.    

-         ინდივიდუალური აუტანლობა.

-         კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაზიანებები). 

-         მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია.

-         თვალების ვირუსული და სოკოვანი დაავადებები.

-         მიელოსუპრესია ქლორამფენიკოლის წინა გამოყენების შემდეგ.

-         სისხლის შეძენილი ან მემკვიდრეობითი დისკრაზია, აპლასტიკური ანემიის ჩათვლით.

-         გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

-         ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

-         1 წლამდე ბავშვთა ასაკი.

-         ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობა.

მედიკამენტური ურთიერთქმედებები:

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში უნდა დაიცვათ მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი მათ გამოყენებებს შორის.  

სიფრთხილით: პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ციტოსტატიკური სამკურმალო საშუალებებით ან იკეთებდნენ სხივურ თერაპიას. 

ქლორამფენიკოლის ერთდროული დანიშვნა სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან (სულფამილამიდებთან, ციტოსტატიკებთან), რომლებიც მოქმედებენ ღვიძლში ნივთიერებათა ცვლაზე, სხივურ თერაპიასთან - ზრდის გვერდითი მოქმედების განვითარების რისკს. 

ერითრომიცინთან, კლინდამიცინთან, ლინკომიციმთან ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება მოქმედების ურთიერთშესუსტება იმის ხარჯზე, რომ ქლორამფენიკოლს შეუძლია შეკავშირებული მდგომარეობიდან ამ პრეპარატების გამოდევნა ან ბაქტერიული რიბოსომების 50S სუბერთეულთან მათი შეკავშირებისათვის ხელის შეშლა. 

პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას აღინიშნება მათი მოქმედების გაძლიერება ღვიძლში მეტაბოლიზმის დათრგუნვის და პლაზმაში მათი კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე.   

ქლორამფენიკოლი თრგუნავს ციტოქრომ P450 ფერმენტულ სისტემას, ამიტომ ბარბიტურატებთან, ფენიტოინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება ამ პრეპარატების მეტაბოლიზმის დასუსტება, გამოყოფის შენელება და პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება.    

ამცირებს ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების, B პოლიმიქსინის, ტეტრაციკლინების, ცეფალოსპორინების, ერითრომიცინის ანტიბაქტერიულ ეფექტს. ასევე შეუთავსებელია ასკორბინის მჟავასთან, ჰიდროკორტიზონთან, B ჯგუფის ვიტამინებთან. 

განსაკუთრებული მითითებები:

ქლორამფენიკოლი შეიძლება სისტემურად შეიწოვოს ლორწოვანი გარსებიდან, სისტემური ეფექტების გამოწვევით. აღწერილია ძვლის ტვინის ჰოპოპლაზიის აღნიშვნის შესაძლებლობა, აპლასტიური ანემიის ჩათვლით ლეტალური დასასრულით ქლორამფენიკოლის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ. ასეთი შემთხვევები აღინიშნება იშვიათად და აქ აუცილებელია რისკის და ქლორამფენიკოლის გამოყენების შესაძლებლობის შეფასების ჩატარება. ქლორამფენიკოლით თვალის წვეთების როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი გამოყენებისას მიზანშეწონილია სისხლის სურათზე დაკვირვება თერაპიის დაწყებამდე და დროის შესაბამისი ინტერვალების შემდეგ, ორგანიზმის სისხლის წარმოქმნის სისტემაში გადახრების შესაძლო აღმოსაჩენად. მძიმე ინფექციების დროს, ქლორამფენიკოლის ადგილობრივ გამოყენებას ემატება შესაბამისი სისტემური თერაპია. 

თავიდან უნდა იქნას აცილებული ქლორამფენიკოლით თვალის წვეთების ხანგრძლივი გამოყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია და რეზისტენტური მიკროორგანიზმების გაჩენა. თუ ვლინდება რომელიმე ახალი ინფექციური ფაქტორი, ამ ანტიბიოტიკით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. 

ქლორამფენიკოლი გადაყვანილი უნდა იქნას სარეზერვო პრეპარატების კატეგორიაში მგრძნობიარე მიკროორგანოზმების სამკურნალოდ. 

ქლორამფენიკოლი არ არის საკმარისად აქტიური ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირის და შერრატია მარცესცენს ენტერობაქტერიის მიმართ. 

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე. 

საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ არ აღინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება პრეპარატის გამოყენების 2 დღის შემდეგ ან სიმპტომების გაუარესებისას გამოყენების ვადების მიუხედავად. 

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: 

-         მხედველობის დარღვევა

-         თვალების ძლიერი ტკივილი

-         სინათლის შიში

-         თვალების ანთება, დაკავშირებული გამონაყართან თავის კანზე ან სახეზე

-         თვალების დაბინდვა

-         თუ გუგა უჩვეულოდ გამოიყურება

-         ეჭვი თვალში უცხო სხეულის არსებობაზე 

თვალების წვეთების გამოყენების წინ პაციენტს ასევე ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში: 

-         ახლახან გადატანილი კონიუქტივიტი

-         გლაუკომა

-         “მშრალი თვალის” სინდრომი

-         თვალებზე გადატანილი ქირურგიული ჩარევები ან ოპერაცია ლაზერით ბოლო 6 თვის განმავლობაში

-         ნებისმიერი წარმოშობის თვალების ტრავმები

-         სხვა თვალის წვეთების ან მალამოების მიმდინარე გამოყენება

-         ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზების გამოყენება, ობიექტივის დაზიანების თავიდან ასაცილებლად

არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პროფილაქტიკური მიზნით. დაუშვებელია პრეპარატის უსაფუძვლო დანიშვნა და მისი გამოყენება ინფექციური დაავადებების მსუბუქი ფორმების დროს, განსაკუთრებით საბავშვო პრაქტიკაში. 

მკურნალობის პროცესში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სისტემატური კონტროლი. 

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ციტოსტატიკური პრეპარატებით ან იღებდნენ სხივურ თერაპიას. 

ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი უნდა ინახებოდეს მჭიდროს დახურული თავსახურით და თავიდან უნდა იქნას აცილებული პიპეტის წვერის შეხება რაიმე ზედაპირთან. 

სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში (სანამ ხედვა არ გახდება ნათელი) თავი უნდა შევიკავოთ ავტოტრანსპორტის ტარებისაგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან. 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ლევომიცეტინის გაზრდილმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება. 

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, საჭიროა თვალების გამდინარე წყლით ჩამობანა. სიმპტომატური მკურნალობა. 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა 

0,25 % პრეპარატის 10 მლ პოლიეთილენის პლასტმასის ფლაკონ-საწვეთურებში, დახუფული პოლიპროპილენის პლასტმასის თავსახურით. თითოეულ ფლაკონზე აკრავენ ეტიკეტებს ეტიკეტის ქაღალდისაგან.  თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.  

შენახვის პირობები:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! 

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

შენახვის ვადა:

2 წელი. 

გამოყენების პერიოდი ფლაკონის გახსნის შემდეგ - 15 დღე-ღამე. 

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

გაცემის პირობები:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.