აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოკუვაიტი ლუტეინი ფორტე 30 ტაბლეტი

#38144_1876
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა იტალია
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაC+E+Zn+Se+lutein+zeaxanthin
მოკლე აღწერა
ოკუვაიტ ლუთეინ ფორტე-ჯანმრთელი მხედველობის შესანარჩუნებლად.
29.93₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

ოკუვაიტ
ლუთეინ ფორტე
ჯანმრთელი მხედველობის შესანარჩუნებლად
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს შეუცვლელ კაროტინოიდებს ლუთეინს და ზეაქსანტინს, ანტიოქსიდანტურ ვიტამინებს ჩ და E, მიკროელემენტებს – თუთია და სელენი.
ჯანმრთელი მხედველობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის პერიოდული დასვენება და ვარჯიშები, სწორი კვება. სამეცნიერო კვლევების შედეგად დამტკიცებულია, რომ ანტიოქსიდანტურ მინერალებს და ვიტამინებს შეუძლიათ დაიცვან თვალის სტრუქტურები თავისუფალი რადიკალებისგან და შეაფერხონ დაავადებების განვითარება. თავისუფალი რადიკალები არასტაბილური მოლეკულებია. მათ შეუძლია დააზიანონ თვალის უჯრედები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მხედველობის სერიოზულ პრობლემებამდე, ისითები როგორიცაა კატარაქტა და ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია.
როგორ უნარჩუნებს “ოკუვაიტ ლუთეინ ფორტე” თვალებს ჯანმრთელობას?
ოკუვაიტ ლუტეინ ფორტეს კომპონენტები არ გამომუშავდება ორგანიზმში და ამიტომ ჩართული უნდა იყოს თქვენს ყოველდღიურ კვებით რაციონში. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი კაროტინოიდები იცავენ ბანდურას მკვეთრი შუქის მავნე ზემოქმედებისგან, ამცირებენ ბადურის დეგენერაციული ცვლილებების განვითარების რისკს და აქვთ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
ლუთეინი _ კაროტინოიდი, უზრუნველყოფს ბადურის დაცვას დასხივებისგან.
ზეაქსანტინი _ ყვითელი პიგმენტი, ქსანტოფილების ჯგუფის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბადურის უჯრედების დამცველობით მექანიზმში, ხელს უწყობს ლიპოფუსცინის დაშლას.
ვიტამინები - ჩ, E, მინერალები - თუთია, სელენი, რომლებიც შედიან ოკუვაიტ ლუთეინ ფორტეს შემადგენლობაში, წარმოადგენენ ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, უზრუნველყოფენ მავნე ფაქტორების ზემოქმედების შემცირებას და მხედველობის შენარჩუნებას, უზრუნველყოფენ სისხლძარღვოვანი ქსელის სიმტკიცეს, მათშორის თვალის ფსკერის სისხლძარღვების.
ვიტამინ ჩ – ერთ-ერთი მთავარი, ადამიანისათვის აუცილებელი ანტიოქსიდანტი. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში, არეგულირებს მხედველობითი პიგმენტის აღდგანის პროცესს, ამცირებს გაზრდილ თვალის შიდა წნევას, ამცირებს გლაუკომის რისკს.
ვიტამინი E – ასრულებს ბიოლოგიური ანტიოქსიდანტის როლს, ახდენს თავისუფალი რადიკალების ინაქტივირებას და ამავდროულად აფერხებს მათ წარმოქმნას, უზრუნველყოფს კაპილარების სიმტკიცეს და მომატებული განვლადობის შემცირებას. უზრუნველყოფს კატარაქტის წარმოქმნისა და განვითარების პროფილაქტიკას.
თუთია – მონაწილეობს უჯრედული მემბრანების ანტიოქსიდანტურ დაცვაში. ასევე იცავს თვალებს ულტრაიისფერი და მკვეთრი შუქის მავნე ზემოქმედებისგან.
თუთიის მიღება აფერხებს ბადურაში ასაკობრივი ცვლილებების განვითარებას. თუთიის დეფიციტმა შეიძლება შეამციროს ფერების აღქმა, კატარაქტის განვითარება.
სელენი – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს ზეჟანგვითი რადიკალების ტოქსიური ზემოქმედებისგან.
ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი “ოკუვაიტ ლუტეინ ფორტე” შემუშავებულია სპეციალურად თქვენი თვალების ჯანმრთელობისათვის. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლუთეინის და ზეაქსანტინის ხანგრძლივი მიღება ზრდის მაკულარული პიგმენტის სიმკვრივეს და უზრუნველყოფს მხედველობის მაღალი სიმახვილის შენარჩუნებას.
შემადგენლობა
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა ეთილცელულოზაში); კაროტინოიდების ნარევი ლუთეინის და ზეაქსანტინი მატრიცაზე (ჯელატინი, საქაროზა, პალმის ზეთი, ასკორბილპალმიტატი, ტოკოფეროლების ნარევი, სილიციუმის დიოქსიდი); ვიტამინი E (DL-α- ტოკოფეროლის აცეტატი) მატრიცაზე (მოდიფიცირებული კრახმალი, მალტოდექსტრინი, კრემნის დიოქსიდი); სელენი (სელენშემცველი საფუარი); თუთია (თუთიის ოქსიდი).
დამხმარე ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა; საღებავი აქვაპოლიშ 030.07.P (ჰიპრომელოზა E464, ჰიპროლოზა E463, ტალკი E533ბ, გლიცერინი E422, ტიტანის დიოქსიდი E171, საღებავები: რკინის ოქსიდი ყვითელი E172, პონსო 4ღ E124, მზის ჩასვლა ყვითელი E110); სეპიფილმი LP010 ( ჰიპრომელოზა E464, მიკროკრისტალური ცელულოზა E460, სტეარინის მჟავა E570); სილიციუმის დიოქსიდი E551, მაგნიუმის სტეარატე E470.
გამოყენაბა
რეკომენდებულია მიღებულ იქნას, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, როგორც კაროტინოიდების (ლუთეინი, ზეაქსანტინი) და ვიტამინების E და ჩ, თუთიისა და სელენის წყარო.


აბი შედგაბა მიკროკაფსულებისგან, რომლებიც შეიცავენ მცენარეული წარმოშობის კარიტინოიდებს. მიკროკაფსულები მოთავსებულია მატრიქსში. აბის ზედაპირი არის გლუვი და ნეიტრალური გემოთი. აბის მიღების შემდგომ, ხდება მიკროკაფსულების ეტაპობრივი გამონთავისუფლება, რაც უზრუნველყოფს ოკუვაიტ ლუთეინ ფორტეს პროლონგირებულ მოქმედებას.
( 1 აბი შეიცავს 0,02გრ ნახშირწყალებს)
1 აბი შეიცავს
კომპონენტი: ლუთეინი ზეაქსანტინი ვიტამინ ჩ ვიტამინ E თუთია სელენი
რაოდენობა 6მგ 0,5მგ 60მგ 8,8მგ 5მგ 20მკგ
% რსმ-დან 120 50 67 59 42 31

რსმ – რეკომენდებული სადღეღამისო მოთხოვნილენბა
მიღების წესი
მოზრდილებში 1 აბი ერთჯერ დღეში, საკვების მიღებისას, წყლის დაყოლებით. მიღების ხანგრძლივობა 1 თვე.
რეკომენდებულია მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ძუძუთი კვება.

გამოშვების ფორმა
აბის მასა 0,645გრ. ფირფიტაზე 10 აბი. მუყაოს შფუთვაში 3 ფირფიტა.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, შუქისგან დაცულ, არაუმეტეს +25ჩ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
2წელი.

მწარმოებელი “ farmaCutiCi proCemsa” (იტალია) “დრ. გერჰარდ მანნ, ქიმიურ-ფატმაცევტული საწარმოსთვის” (გერმანია)
ოკუვაიტი - Bausch+Lomb-ის სავაჭრო ნიშანი.
Bausch&Lomb  Incorporated.