
| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | GMP / ჯი ემ პი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | clarithromycin |
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კლარითრომიცინის 250 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიის 50შ რიბოსომულ სუბერთეულთან და თრგუნავს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს. მის მიმართ მგრძნობიარეა: შტრეპტოცოცცუს აგალაცტიაე (პყოგენეს, ვირიდანს, პნეუმონიაე), Hაემოპჰილუს ინფლუენზაე (პარაინფლუენზაე), Nეისსერია გო-ნორრჰეაე, Lისტერია მონოცყტოგენეს, Lეგიონელლა პნეუმოპჰილა, Mყცოპლაზმა პნეუმონიაე, Hელიცობაცტერ (ჩამპილობაცტერ) პყლორი, ჩამპილობაცტერ ჯეჯუნი, ჩჰლამიდია პნეუმონიაე (ტრაცჰომატის), Mორახელლა (Bრანჰამელლა) ცატარრჰალის, Bორდეტელლა პერტუსსის, Pროპიონიბაცტერიუმ აცნეს, Mყცობაცტერიუმ ავიუმ, Mყცობაცტერიუმ ლეპრაე, შტაპჰყლოცოცცუს აურეუს, Uრეაპლაზმა ურეალყტიცუმ, თოხოპლასმა გონდიი, Nეისსერია გონო-რრჰოეაე.
კლარითრომიცინი პერორალურად მიღებისას მეტაბოლიზირდება 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინამდე, რომელსაც გააჩნია იგივე ან ოდნავ შემცირებული ანტიმიკრობული აქტივობა, ვიდრე მის სახეშეუცვლელ ფორმას. 250 მგ კლარითრომიცინის რეგულარულად მიღებისას პლაზმაში სახეშეუცვლელი ფორმისა და მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამისად აღწევს 1 მკგ/მლ და 0,6 მკგ/მლ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი – 3-4 სთ და 5-6 სთ.
ჩვენება
კლარითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზი-ლიტი, სინუსიტი;
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ბაქტერიული პნევმონია, ატიპიური პნევმონია;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, იმპეტიგო, ჭრილობის ინფექცია;
- ინფექციები, გამოწვეული Mყცობაცტერიუმ ავიუმ;
- ინფექციები, გამოწვეული ჩჰლამიდია ტრაცჰომატის;
- ინფექციები, გამოწვეული Hელიცობაცტერ პყლორი;
- ინფექციები, გამოწვეული Uრეაპლაზმა ურეალყტიცუმ.
უკუჩვენება
მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს. კლარითრომიცინისა და თეოფილინის ან კარბამაზეპინის ერთდროული დანიშვნისას პლაზმაში აღინიშნება მათი კონცენტრაციის მომატება.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში: შიგნით მისაღებად საშუალო დოზაა 250 მგ ორჯერ დღეში. საჭიროებისას - 500 მგ ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 6-14 დღეა.
ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 7,5 მგ/კგ სხეულის წონაზე. მაქსიმალური დღიური დოზაა 500 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღეა.
Mიცობაცტერიუმ ავიუმ-ით გამოწვეული ინფექციების დროს კლარითრომიცინის დოზაა 1 გ ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა - 6 თვე და მეტი.
თირკმლის უკმარისობის დროს, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ, პრეპარატის დოზა უნდა განახევრდეს, ხოლო მკურნალობის კურსის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალური არის მტკივნეულობა, დიარეა, სისხლის შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების ტრანზიტორული მატება.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250ჩ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 250 მგ, შეფუთვაში 10 ტაბლეტი.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)