აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როდინირი - Rodinir 250მგ/5მლ 60მლ ფლაკონი

#48961_1321
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაcefdinir
დოზა250მგ/5მლ
მოცულობა60 მლ
მოკლე აღწერა

 ჩვენება: მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ.

27.50₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

როდინირი

სავაჭრო დასახელება

როდინირი, Rodinir

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ცეფდინირი, Cefdinir

წამლის ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.

აღწერაილობა: ერთგვაროვანი, გრანულირებული კრემისფერ-ყვითელი ფხვნილი ფხვნილი მარწყვის არომატით და ნაღების სუნით.

იხილეთ ბლოგი: როდინირი – თქვენი სანდო მოკავშირე ინფექციების წინააღმდეგ

შემადგენლობა:
მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ცეფდინირი 125 მგ ან 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის გუმფისი, გუარის გუმფისი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ჰიდრატირებული, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორი „მარწყვი“, არომატიზატორი ნაღები, საქაროზა.

პრეპარატის ათქ კოდიJ01DD15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის. სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული პრეპარატები. მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფდინირი ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვის გზით. ცეფდინირი სტაბილურია ზოგიერთი, თუმცა არა ყველა, β–ლაქტამური ფერმენტების არსებობისას. ამის შედეგად, პენიცილინისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ რეზისტენტული მრავალი მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა ცეფდინირის მიმართ.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი

ცეფდინირის მიმართ რეზისტენტობა ძირითადად ვითარდება ზოგიერთ β- ლაქტამაზების ჰიდროლიზის, პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების (პშც) ცვლილების და ბაქტერიების უჯრედის გარსში შეღწევის შემცირების გზით. ცეფდინრი არააქტიურია მრავალი შტამის Enterobacter spp., Pseudomonas spp., Enterococcus spp., პენიცილინისადმი რეზისტენტული სტრეპტოკოკებისა და მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკების მიმართ. ცეფდინირის მიმართ ზოგადად არამგრძნობიარეა β-ლაქტამაზაუარყოფითი ამპიცილინ-რეზისტენტული (BLNAR) H. influenzae შტამები.

ანტიმიკრობული აქტივობა

ნაჩვენები იყო, რომ ცეფდინირი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესი შტამების მიმართ როგორც in vitro, ასევე in vivo:

- გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები), Streptococcus pyogenes;

- გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenza, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis.

არსებობს in vitro მიღებული შემდეგი მონაცემები, მაგრამ მათი კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

ცეფდინირის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (მმკ) in vitro შეადგენს 1 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს შემდეგი მიკროორგანიზმების შტამებთან მიმართებაში (≥ 90%); თუმცა, კლინიკურ კვლევებში არ არის დადგენილი ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას ცეფდინირის უსაფრთხოება და ეფექტურობა.

- გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus epidermidis (მხოლოდ მეთიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები, Streptococcus agalactiae, Viridans -ის ჯგუფის Streptococcus;

- გრამუარყოფითი ბაქტერიები: Citrobacter koseri, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია

ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას

ცეფდინირის მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. პლაზმაში ცეფდინირის კონცენტრაცია იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად, მაგრამ ზრდა ნაკლებად პროპორციულია 300 მგ-დან (7 მგ/კგ) 600 მგ-მდე (14 მგ/კგ) დოზების დიაპაზონში. ჯანმრთელ ზრდასრულებში სუსპენზიის მიღების შემდეგ ცეფდინირის ბიოშეღწევადობა შეადგენს 120%-ს კაფსულებთან შედარებით. ცეფდინირის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა სუსპენზიის მიღების შემდეგ შეადგენს 25%-ს. დადგენილი იყო, რომ ცეფდინირის შიგნით მისაღები სუსპენზიის 250 მგ/5 მლ კონცენტრაციით ბიოექვივალენტურია ჯანმრთელ პრეპარატის 125 მგ/5 მლ კონცენტრაციის ზრდასრულებში უზმოზე მიღებისას.

საკვების გავლენა:

ცეფდინირის შიგნით მისაღები სუსპენზიის 250 მგ/5 მლ კონცენტრაციით მიღებისას ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად, მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) მნიშვნელობა და ფართობი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მცირდება 44%-ით და 33% -ით შესაბამისად. მოცემული შემცირება ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ, რადგან შიგნით მისაღები სუსპენზიის უსაფრთხოების და ეფექტურობის კვლევები ბავშვებში ჩატარდა საკვების მიღების დროის გათვალისწინების გარეშე. აქედან გამომდინარე, ცეფდინრი შეიძლება გამოყენებულ იქნას საკვებისაგან დამოუკიდებლად.

ცეფდინირის ერთჯერადი 7 და 14 მგ/კგ დოზებით მიღებისას ბავშვებში (6 თვიდან 12 წლამდე ასაკში) პლაზმაში კონცენტრაციების მნიშვნელობები და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

ბავშვებში სუსპენზიის მიღების შემდეგ პლაზმაში ცეფდინირის ფარმაკო კინეტიკური პარამეტრების საშუალო მნიშვნელობა(±СО)მოცემულია ცხრილში:

დოზა

C max ( მკგ/მლ)

Tmax(სთ )

AUC (მკგ·სთ/ მლ)

7 მგ/კგ

2,30 (0,65)

2,2 (0,6)

8,31 (2,50)

14 მგ/კგ

3,86 (0,62)

1,8 (0,4)

13,4 (2,64)

პრეპარატის მრავალჯერადი მიღება

ცეფდინირი არ გროვდება პლაზმაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დღე-ღამეში ერთჯერ ან ორჯერ მიღების შემდეგ.

განაწილება

ზრდასრულებში ცეფდინირის განაწილების საშუალო მოცულობა (Vdarea) შეადგენს 0,35 ლ/კგ-ს (± 0,29); ბავშვებში (6 თვიდან 12 წლამდე ასაკში) ცეფდინირის Vd area მნიშვნელობა შეადგენს 0,67ლ/კგ-ს (± 0,38). ცეფდინირი 60-70%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს ზრდასრულებსა და ბავშვებში; შეკავშირება არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე.

ცეფდინირი კარგად აღწევს კანის ბუშტუკის სითხეში, ნუშისებრი ჯირკვლების ქსოვილში, ფილტვებში, ცხვირის წიაღებში, შუა ყურში.

არ არის მონაცემები ცეფდინირის თავ-ზურგტვინის სითხეში შეღწევის შესახებ.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა:

ცეფდინირი უმნიშვნლოდ მეტაბოლიზდება. ცეფდინირი უპირატესად გამოიყოფა თირკმლისმიერი ექსკრეციით პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდით (t1/2) 1,7 (± 0,6) საათი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებში თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 2,0 (± 1,0) მლ/წთ/კგ-ს, ხოლო პერორალური მიღებისას სავარაუდო კლირენსი ტოლია 11,6 (± 6,0) და 15,5 (± 5,4) მლ/წთ/კგ 300 მგ და 600 მგ დოზების შიგნით მიღების შემდეგ შესაბამისად. 300 მგ და 600 მგ დოზების მიღების შემდეგ, შარდით უცვლელი სახით გამოყოფილი დოზის წილის საშუალო პროცენტული მნიშვნელობა შეადგენს 18.4% (± 6.4) და 11.6% (± 4.6) შესაბამისად. ცეფდინირის კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ვინაიდან თირკმლით გამოყოფა წარმოადგენს გამოყოფის ძირითად გზას, დოზის კორექცია საჭიროა თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ან პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს.

განსაკუთრებული ჯგუფები:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა 21 ზრდასრულ პაციენტში თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით. ცეფდინირის გამოყოფის სიჩქარის, პერორალური მიღებისას სავარუდო კლირენსის (CL/F) და თირკმლისმიერი კლირენსის შემცირება დაახლოებით პროპორციული იყო კრეატინინის კლირენსის შემცირებისა (CLcr). შედეგად, ცეფდინირის პლაზმური კონცენტრაციები იყო უფრო მაღალი და შედარებით დიდხანს ნარჩუნდებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში ასეთი დარღვევის გარეშე. პაციენტებში CL cr მნიშვნელობით 30-დან 60 მლ/წთ-მდე С max და t 1/2 მნიშვნელობა გაიზარდა დაახლოებით 2ჯერ, ხოლო AUC მნიშვნელობა დაახლოებით 3-ჯერ. პაციენტებში, რომლებშიც CL cr <30მლ/წთ-ზე, С max მნიშვნელობა გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ, t 1/2 მნიშვნელობა დაახლოებით 5-ჯერ, ხოლო AUC - დაახლოებით 6-ჯერ. თირკმლის გამოხატული დარღვევის მქონე

პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წთ) რეკომენდებულია დოზირების რეჟიმის კორექცია.

ჰემოდიალიზი

დიალიზის დროს (4 სთ ხანგრძლივობით) ორგანიზმიდან გამოიყოფა ცეფდინირის 63% და მცირდება ნახევარგამოყოფის (t1/2) სავარაუდო პერიოდი 16-დან (± 3,5) 3,2 (± 1,2) სთ-მდე. ამ ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებულია დოზის კორექცია.

ღვიძლის დაავადება

იქიდან გამომდინარე, რომ ცეფდინირი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით და უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. არ ივარაუდება, რომ დოზის კორექცია საჭიროა ამ პაციენტთა ჯგუფში.

ხანდაზმული პაციენტები

ასაკის გავლენა ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე ერთჯერადი დოზის 300მგ მიღების შემდეგ შეფასდა 19-91 წლის 32 პაციენტში. ცეფდინირის სისტემური ზემოქმედება მნიშვნელოვნად გაიზარდა უფროსი ასაკის პაციენტებში (N = 16), С max მნიშვნელობა გაიზარდა 44%-ით, ხოლო AUC – 86%-ით. ეს ზრდა განპირობებული იყო ცეფდინირის კლირენსის შემცირებით. ასევე შემცირდა განაწილების სავარაუდო მოცულობა, მაგრამ არ აღინიშნა ნახევარგამოყოფის სავარაუდო პერიოდის მნიშვნელოვანი ცვლილებები (ხანდაზმულები: 2.2 ± 0.6 საათი, ახალგაზრდები: 1.8 ± 0.4 საათი). მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ცეფდინირის კლირენსი უპირატესად დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციის ცვლილებებთან, ვიდრე ასაკთან, ხანდაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო დოზირების რეჟიმის კორექცია, თუ მათ არ აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ; იხ. ზემოთ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები).

სქესი და რასა

კლინიკური ფარმაკოკინეტიკის მეტა ანალიზის შედეგებმა (N = 217) არ გამოავლინა სქესის და რასის მნიშვნელოვანი გავლენა ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე.

გამოყენების ჩვენებები:
როდინირი ნაჩვენებია მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ.

პრეპარატისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების შესამცირებლად და ცეფდინირისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ეფექტურობისთვის, ცეფდინრი გამოიყენება მხოლოდ იმ ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის, რომლებიც დადასტურებულია, ან გონივრულად ივარაუდება, რომ ეს გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. გამომწვევსა და მის მგრძნობელობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი გათვალისწინება ანტიბაქტერიული თერაპიის არჩევის ან შეცვლის დროს. ანტიბაქტერიული თერაპიის არჩევისას ასეთი მონაცემების არარსებობისას აუცილებელია პათოგენური მიკროორგანიზმების ცირკულაციის და ანტიბაქტერიული საშუალებებისადმი რეზისტენტობის განვითარების მოდელების ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინება.

ზრდასრულები და მოზარდები (13 წელი და მეტი)

- არაჰოსპიტალური პნევმონია გამოწვეული Haemophilus influenzae (β -ლაქტამაზის

მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).

- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).

- მწვავე ჰაიმორიტი, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenzae (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae (მხოლოდ პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).

შენიშვნა: ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხ. პუნქტი „ბავშვები“ და გამოყენების წესი და დოზირება“.

- ფარინგიტი/ტონზილიტი გამოწვეული Streptococcus pyogenes-თი.

შენიშვნა: ცეფდინირი ეფექტურია პირხახიდან S. pyogenes ერადიკაციისათვის. თუმცა, არ არის შესწავლილი ცეფდინირის გამოყენება S. pyogenes გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის შემდეგ მწვავე რევმატიული ცხელების პროფილაქტიკისათვის. რევმატიული ცხელების პროფილაქტიკისათვის მხოლოდ ინტრამუსკულარულად მიღებულმა პენიცილმა გამოავლინა ეფექტურობა.

- კანის და კანის სტრუქტურები გაურთულებელი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Staphylococcus aureus (β -ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pyogenes მიერ.

ბავშვები

- მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტი, რომელიც გამოწვეულია Haemophilus influenza (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumonia (მხოლოდ პენიცილინ მგრძნობიარე შტამები) და Moraxella catarrhalis (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით);

- ფარინგიტი/ტონზილიტი, რომელიც გამოწვეულია Streptococcus pyogenes-ით.

შენიშვნა : ცეფდინირი ეფექტურია პირის ღრუდან S. pyogenes-ის ერადიკაციისთვის. მაგრამ შესწავლილი არ არის ცეფდინირის გამოყენება S. pyogenes-ით გამოწვეული რევმატიული ცხელების პროფილაქტიკისთვის ფარინგიტის/ტონზილიტის შემდეგ, მხოლოდ პენიცილინმა, რომელიც გამოიყენება ინტრამუსკულარულად, აჩვენა ეფექტურობა რევმატიული ცხელების დროს.

- Staphylococcus aureus-ით (β-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) და Streptococcus pneumonia -ით გამოწვეული კანისა და კანის სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები

გამოყენების წესიდა დოზირება:

რეკომენდირებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინფექციების დროს ბავშვებში აღწერილია ქვემოთ; საერთო დღიური დოზა ყველა ინფექციის დროს შეადგენს 14 მგ/კგ, მაქსიმალურ დოზამდე 600 მგ დღეში. გამოყენება 1-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში ისეთივე ეფექტურია, როგორც გამოყენება დღეში 2-ჯერ. გამოყენება დღეში ერთხელ არ შესწავლილა კანის ინფექციების დროს; ამ მიზეზით, ცეფდინირის სუსპენზია პერორალური მიღებისათვის ამ ინფექციის დროს უნდა იქნას მიღებული დღეში 2-ჯერ. ცეფდინირის პერორალური სუსპენზიის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების დროის მიუხედავად.

სუსპენზიისმომზადება

სუსპენზია მზადდება უშუალოდ პირველი გამოყენების წინ. ფხვნილის გაფხვიერებისთვოს პრეპარატ როდინირის ფლაკონი უნდა შეინჯღრეს, დაემატოს 38 მლ ან 63 მლ ადუღებული და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი, ორ პორციად (ნიშნულამდე), ყოველ ჯერზე ენერგიულად შეანჯღრიეთ შეინჯღრეს. შემდეგ გააჩერეთ სუსპენზია დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას სრული განზავება. ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება საზომი კოვზი 5 მლ-ზე, რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა გაავლოთ წყალში. განზავების შემდეგ, სუსპენზია უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 10 დღისა.

ბავშვები(6თვიდან12წლამდე ასაკის ჩათვლით )

ინფექციის ტიპი

დოზირება

ხანგრძლივობა

მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტი

7 მგ/კგ 12 საათში ერთხელ

ან

14 მგ/კგ ყოველ 24 საათში ერთხელ

5-10 დღე

10 დღე

მწვავე ჰაიმორიტი

7 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ

ან

14 მგ/კგ ყოველ 24 საათში ერთხელ

10 დღე

10 დღე

ფარინგიტი/ტონზილიტი

7 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ

ან

14 მგ/კგ ყოველ 24 საათში ერთხელ

5-10 დღე

10 დღე

კანის და კანის სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები

7 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ

10 დღე

დოზირების რეკომენდირებული რეჟიმი და პრეპარატ როდინირის მიღების ჯერადობა სხეულის მასის მიხედვით ბავშვებში წარმოდგენილია ქვემოთ ცხრილში:

სხეულისმასა

125მგ/5მლ

250მგ/5მლ

9 კგ

2,5 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 5 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

გამოიყენება 125 მგ/5 მლ კონცენტრაციის პრეპარატი

18 კგ

5 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 10 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

2,5 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 5 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

27 კგ

7,5 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 15 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

3,75 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 7,5 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

36 კგ

10 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 20 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

5 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 10 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

≥ 43 კგ *

12 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 24 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

6 მლ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 12 მლ ყოველ 24 საათში ერთხელ

*ბავშვებმა ≥≥ 43 კგ სხეულის მასით უნდა მიიღონ მაქსიმალური დღიური დოზა 600 მგ

ბავშვები(6თვეზე უმცროსი ასაკის )

უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში და 6 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში დადგენილი არ არის. ცეფდინირის გამოყენება მწვავე სინუსიტის სამკურნალოდ ბავშვებში (6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ჩათვლით) დასტურდება მოზრდილებსა და მოზარდებში საკმარისი და კარგად კონტროლირებადი კვლევების მონაცემებით, მწვავე სინუსიტის მსგავსი პათოფიზიოლოგიით მოზრდილებსა და ბავშვებში და შედარებითი ფარმაკოკინეტიკური მონაცემებით ბავშვებში.

თირკმლების უკმარისობის მქონე პაციენტები:

ბავშვებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის <30 მლ / წთ/1,73 მ2, ცეფდინირის დოზა უნდა შეადგენდეს 7მგ/კგ (300 მგ-მდე) დღეში ერთჯერ.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები:

ცეფდინირი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. პაციენტებისათვის, რომლებიც იტარებენ უწყვეტ ჰემოდიალიზს, დოზირების რეკომენდებული საწყისი რეჟიმი შეადგენს 300 მგ (ან 7 მგ / კგ) ყოველ მეორე დღეს. ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის დასრულების შემდეგ საჭიროა 300 მგ (ან 7 მგ/კგ) მიღება. შემდგომი დოზები (300 მგ, ან 7 მგ / კგ) გამოიყენება ყოველ მეორე დღეს.

ხანდაზმული პაციენტები:

ეფექტურობა ხანდაზმულ და შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში შედარებითია. მიუხედავად იმისა, რომ ცეფდინირი კარგად გადაიტანება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, კლინიკური კვლევებისას ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა გვერდითი მოვლენების, მათ შორის დიარეის, გამოვლინების უფრო დაბალი სიხშირე. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის არარსებობისას დოზის კორექცია არ არის საჭირო.

უკუჩვენებები:
ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა ცეფდინირის, ცეფალოსპორინების კლასის სხვა ანტიბიოტიკების ან სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

არასასურველი რესქციები:

კლინიკური კვლევები

ცეფდინირის უსაფრთხოება შეისწავლილ იქნა კლინიკურ კვლევებში 2289 ბავშვის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ცეფდინირს დოზით 14 მგ/კგ დღეღამეში.

გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი და სპონტანურად ქრებოდა ცეფდინირის შეწყვეტის შემდეგ. არ გამოვლენილა ცეფდინირის გამოყენებასთან დაკავშირებული სიკვდილის, ან შრომისუნარიანობის ხანგრძლივი დაკარგვის შემთხვევები. 2289 პაციენტიდან 40 პაციენტში (2%) ცეფდინირის მოხსნა გვერდითი მოვლენების განვითარების გამო, შეფასდა როგორც თერაპიასთან შესაძლო, სავარაუდო, ან სარწმუნო კავშირი. პრეპარატის შეწყვეტა უმეტეს შემთხვევებში დაკავშირებული იყო დარღვევებთან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ჩვეულებრივ გამოვლენილი დიარეით. პაციენტთა 0.2% შეწყვიტა მკურნალობა ცეფდინირთან დაკავშირებული გამონაყარის გამო.

გამოვლენილინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ხშირი: დიარეა, გამონაყარი, ღებინება.

არახშირი: კანის კანდიდოზი, მუცლის ტკივილი, ლეიკოპენია†, ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი, კუჭის მოქმედების დარღვევა, დისპეფსია, ჰიპერკინეზია, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება†, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, გულისრევა.

†ხანდახან ლაბორატორიული ცვლილებები შეტყობინებებში აღნიშნული იყო როგორც არასასურველი მოვლენები.

შენიშვნა: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფდინირს და პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ საკონტროლო პრეპარატს, დიარეისა და გამონაყარის სიხშირე უფრო მაღალი იყო უმცროსი ასაკის ბავშვებში. დიარეის აღნიშვნის

სიხშირე უფრო მაღალი იყო უმცროსი ასაკის ბავშვებში. დიარეის აღნიშვნის სიხშირე ≤ 2 წლის ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფდინირს, შეადგენდა 17%-ს (95/557), 4%-თან (51/1226) შედარებით პაციენტებში >2 წლის ასაკში. გამონაყარის აღნიშვნის სიხშირე (უპირატესად საფენის დერმატიტისა მცირეწლოვან პაციენტებში) შეადგენდა 8%-ს (43/557) პაციენტებში ≤ 2 წლის ასაკში, პაციენტების 1%-თან (8/1226) შედარებით >2 წლის ასაკში.

ლაბორატორიული მაჩვენებლების შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, ცეფდინირის მიღებასთან მათი კავშირის მიუხედავად, აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების ჩატარების მსვლელობისას:

ხშირად: ლიმფოციტოზი, ლიმფოპენია, ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება, ბიკარბონატის დონის შემცირება*, ეოზინოფილების დონის მომატება, ლაქტატდეჰიდროგენაზის დონის მომატება, თრომბოციტების დონის მომატება, პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილების დონის გაზრდა, პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილების დონის შემცირება, შარდში ცილის განსაზღვრა.

არახშირად: ფოსფორის დონის მომატება, ფოსფორის დონის დაქვეითება, შარდის pH-ის დონის გაზრდა, ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, კალციუმის დონის დაქვეითება*, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, შარდში ლეიკოციტების მომატება, მონოციტოზი, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება, კალიუმის დონის მომატება*, შარდის ხვედრითი სიმკვრივის მომატება, შარდის ხვედრითი სიმკვრივის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება*.

* N = 1387 ამ პარამეტრებისთვის

რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების გამოცდილება:

რეგისტრაციის შემდგომი ფართომასშტაბიანი გამოყენებისას იყო ცნობები ლაბორატორიული ანალიზების შედეგების მხრივ შემდეგი გვერდითი მოვლენების და ცვლილებების შესახებ, მიუხედავად მათი კავშირისა ცეფდინირის გამოყენებასთან,: შოკი, ანაფილაქსია ლეტალური გამოსავლის იშვიათი შემთხვევებით, სახის და ხორხის შეშუპება, გაგუდვის შეგრძნება, შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციები, კონიუნქტივიტი, სტომატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, მწვავე ჰეპატიტი, ქოლესტაზი, ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ამილაზის დონის მომატება, მწვავე ენტეროკოლიტი, სისხლიანი დიარეა, ჰემორაგიული კოლიტი, მელენა , ფსევდომემბრანული კოლიტი, პანციტოპენია, გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰემოლიზური ანემია, მწვავე რესპირატორული უკმარისობა, ასთმის შეტევა, მედიკამნტოზური პნევმონია, ეოზინოფილური პნევმონია, იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონია, ცხელება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროპათია, სისხლდენის განვითარებისაკენ მიდრეკილება, სისხლდენის შედედების დარღვევა, დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა უბნებიდან, პეპტიური წყლული, ნაწლავთა გაუვალობა, ცნობიერების დაკარგვა, ალერგიული ვასკულიტი, ცეფდინირისა და დიკლოფენაკის შესაძლო ურთიერთქმედება, გულის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია, უნებლიე მოძრაობები, რაბდომიალიზი.

გვერდითი მოვლენები ცეფალოსპორინების კლასისათვის

იყო ცნობები შემდეგი გვერდითი მოვლენების და ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებების შესახებ, რომლებიც ზოგადად დაკავშირებულია ცეფალოსპორინების კლასთან: ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თირკმლის დისფუნქცია, ტოქსიკური ნეფროპათია, ღვიძლის დისფუნქცია ქოლესტაზის ჩათვლით, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, შარდში გლუკოზის ანალიზის ცრუ დადებითი შედეგი, ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი. ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ანტიბიოტიკებით მკურნალოს დროს, ან მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ზოგიერთი ცეფალოსპორინის გამოყენებას თან ახლდა კრუნჩხვების განვითარება, კერძოდ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებმშიც არ მოხდა დოზის ხელახალი გადაანგარიშება.თერაპიის ფონზე კრუნჩხვების განვითარებისას ანტიბიოტიკის გამოყენება უნდა შეწყდეს. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მკურნალობა.

საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება.თუ პაციენტს უვლინდება სერიოზული გვერდითი მოვლენები სამკურნალო საშუალების მიმართ, ან უვლინდება ახალი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმ. ზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები:

გაფრთხილება

ცეფდინირით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ანამნეზში ცეფდინირის, სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების, ან სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, თუ ცეფდინირი გამოიყენება პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, რადგან დადასტურდა ჯვარედინი ჰიპერრეაქტიულობა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს შორის, რაც ვლინდება პენიცილინისადმი ალერგიის ისტორიის მქონე პაციენტთა 10%-ში. ცეფდინირზე ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.სერიოზული მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისას შეიძლება საჭირო იყოს ეპინეფრინით მკურნალობა და სხვა გადაუდებელი ზომების მიღება ჟანგბადის მიწოდების, სითხეების ინტრავენური შეყვანის, ანჰიჰისტამინების, კორტიკოსტეროიდების, ვაზოპრესორული ამინების ინტრავენური მიღების ჩათვლით და კლინიკური აუცილებლობისას სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა.

აღინიშნა Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეა (CDAD) პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული ნივთიერების, მათ შორის ცეფდინირის მიღებისას. CDAD- ის სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს ზომიერი დიარეიდან კოლიტამდე ლეტალური გამოსავლით. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რაც იწვევს C. difficile-ს ჭარბ ზრდას.

C. difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ს განვითარებას. ჰიპერტოქსინ-მაპროდუცირებელი C. difficile შტამები იწვევენ ავადობისა და სიკვდილიანობის მატებას, რადგან ეს ინფექციები შეიძლება იყოს მდგრადი ანტიმიკრობული თერაპიისადმი და შეიძლება მოითხოვდეს კოლექტომიას. საჭიროა CDAD–ს არსებობის ალბათობის გასათვალისწინება ყველა პაციენტში, რომლებსაც ანტიმიკრობული საშუალებების მიღების შემდეგ უვითარდებათ დიარეა. აუცილებელია სამედიცინო ანამნეზის გულმოდგინე შეგროვება, ვინაიდან იყო ცნობები CDAD-ის გამოვლენის შესახებ ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ.

CDAD-ზე ეჭვის, ან მისი არსებობის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროა მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტა. კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტისათვის შეიძლება ნაჩვენები იყოს სითხის შევსება, ელექტროლიტების და ამინომჟავების შემცველი ხსნარების შეყვანა, C. Difficile-ს ანტიბაქტერიული მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა.

სიფრთხილისზომები

ზოგადი:

ცეფდინირის დანიშვნას დადასტურებული, ან საფუძვლიანად საეჭვო ბაქტერიული ინფექციების არარსებობისას, ან პრეპარატის პროფილაქტიკურ დანიშვნას გააჩნია საეჭვო სარგებელი პაციენტისათვის და ზრდის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების რისკს.

ცეფდინირი, ისევე როგორც სხვა ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალებები (ანტიბიოტიკები), უნდა დაინიშნოს სიფრთხილით კოლიტის ისტორიის მქონე პაციენტებში, თირკმლის გარდამავალი, ან პერსისტენრული უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ), უნდა შემცირდეს ცეფდინირის საერთო სადღეღამისო დოზა, რადგან რეკომენდებული დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ცეფდინირის მაღალი, ან ხანგრძლივად შენარჩუნებული კონცენტრაციები.

ცეფდინირის შიგნით მისაღები სუსპენზიის ფორმით გამოყენება შესაძლებელია რკინით გამდიდრებულ ახალშობილთა საკვებთან ერთად, ვინაიდან რკინით გამდიდრებული ახალშობილთა საკვების ერთდროული გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან მოქმედებას ცეფდინირის ფარმაკოკინეტიკაზე.

დიაბეტიანმა პაციენტებმა და მათმა მომვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ პერორალური სუსპენზია ცეფდინირის კონცენტრაციით 125 მგ/5 მლ შეიცავს 2,9725 გ შაქარს 5 მლ სუსპენზიაზე, ორალური სუსპენზია ცეფდინირის კონცენტრაციით 250 მგ/5 მლ შეიცავს 2,84725 გრ შაქარს 5 მლ-ზე.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორულi რეაქციების სისწრაფეს და ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ტერატოგენული ეფექტები

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლინდა გავლენა დედების რეპროდუქციულ პარამეტრებზე, ან შთამომავლების გადარჩენაზე, განვითარებაზე, ქცევაზე, ან რეპროდუქციულ ფუნქციებზე.

ამასთან, ორსულ ქალებში არ ჩატარებულა საკმარისი და კარგად კონტროლირებადი კვლევები. ვინაიდან რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის კვლევები ცხოველებში ყოველთვის არ იძლევა ადამიანის ორგანიზმზე გავლენის პროგნოზირების საშუალებას, პრეპარატი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ დასაბუთებული კლინიკური საჭიროების შემთხვევაში.

მშობიარობის და სამშობიარო შეტევების დროს ცეფდინირის გამოყენება არ არის შესწავლილი.

ლაქტაცია:

ერთჯერადი დოზების 600 მგ მიღების შემდეგ ცეფდინირი არ აღმოჩნდა ქალის რძეში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ანტაციდები (ალუმინის, ან მაგნიუმის შემცველი)

300 მგ ცეფდინირის ერთდროული მიღება ალუმინის და მაგნიუმის შემცველ 30 მლ ანტაციდთან, ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს (Сmax) და ხარიხს(AUC)დაახლოებით 40%-ით.С max მიღწევის დრო ასევე იზრდება 1 საათით. ცეფდინირით მკურნალობისას ანტაციდების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ცეფდინირი მიიღება ანტაციდების მიღებამდ არანაკლებ 2 საათით ადრე, ან მათი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

პრობენეციდი

როგორც სხვა β-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ერთად მიღებისას, პრობენეციდი აინჰიბირებს ცეფდინირის თირკმლისმიერ ექსკრეციას, რაც იწვევს AUC– ს დაახლოებით 2 – ჯერ გაზრდას, პლაზმაში ცეფდინირის მაქსიმალური დონის 54%-იან ზრდას და ნახევარგამოყოფის სავარაუდო პერიოდის 50% –იან ზრდას.

რკინის პრეპარატები და რკინით გამდიდრებული საკვები პროდუქტები

ცეფდინირისა და რკინის შემცველი პრეპარატების, რომლებიც შეიცავს 60 მგ რკინის ელემენტს (FeSO4 სახით), ან ვიტამინების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავს 10 მგ რკინის ელემენტს, ამცირებს შეწოვის ხარიხს 80%-ით და 31%-ით, შესაბამისად. თუ ცეფდინირთან მკურნალობის დროს აუცილებელია რკინის პრეპარატების გამოყენება, მისი მიღება უნდა მოხდეს რკინის პრეპარატების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან, მათი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

არ არის შესწავლილი რკინის ელემენტით გამდიდრებული საკვების (პირველ რიგში რკინით გამდიდრებული მარცვლეული საუზმე) მიღების გავლენა ცეფდინირის აბსორბციაზე.

იყო ცნობები განავლის წითელი შეფერილობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფდინირს. ხშირ შემთხვევაში პაციენტები ასევე იღებდნენ რკინის შემცველ პრეპარატებს. მოწითალო ფერი წარმოიქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცეფდინირის, ან მისი დაშლის პროდუქტების და რკინის არააბსორბირებული კომპლექსის ფორმირების შედეგად.

გავლენა ანალიზის შედეგებზე

შარდში კეტონებზე ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება შეინიშნოს ნიტროპრუსიდის გამოყენებით ანალიზების ჩატარებისას, მაგრამ არ შეინიშნება ნიტროფერიციანიდის გამოყენებით ანალიზების ჩატარებისას. ცეფდინირმა შეიძლება გამოიწვიოს შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი რეაქციები Clinitest®-ის გამოყენეისას, ბენედიქტის ხსნარის, ან ფელინგის ხსნარის გამოყენებისას.რეკომენდებულია გლუკოზის ანალიზის ჩატარება, რომელიც ეფუძნება გლუკოოქსიდაზას ფერმენტულ რეაქციებს (მაგალითად, Clinistix® ან Tes-Tape®). ცნობილია, რომ ცეფალოსპორინები ზოგჯერ იწვევენ კუმბსის პირდაპირი ტესტის დადებით შედეგს.

დოზის გადაჭარბება:

არ არის ინფორმაცია ადამიანებში ცეფდინირის დოზის გადაჭარბების შესახებ. მღრღნელებში მწვავე ტოქსიკურობის კვლევებისას ერთჯერადი პერორალური დოზა 5600მგ/კგ არ იწვევდა გვერდით მოვლენებს. სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბების ტოქსიკურობის ნიშნები და სიმპტომები მოიცავდა გულისრევას, ღებინებას, ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, დიარეას და კრუნჩხვებს. ცეფდინირი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზით. აუცილებლობისას ჰემოდიალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას სერიოზული ტოქსიკური რეაქციების დროს, რომლებიც გამოწვეულია დოზის გადაჭარბებით, კერძოდ, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.

გამოშვების ფორმა:

125 მგ/5 მლ და 250 მგ/5 მლ ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ყვითელი შუშის 60 მლ ან 100 მლ მოცულობის ფლაკონში დამცავი ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი საზომი კოვზით და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მომზადებული სუსპენზია გამოიყენება არაუმეტეს 10 დღისა.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.