| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 7 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | fluconazole |
ჩვენება: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი.
მიკოფლუ
(FLUCONAZOLE)
მიკოფლუს ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ფლუკონაზოლის 50 მგ-ს ან 150 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
იხილეთ ბლოგი: მიკოფლუ — სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება
მოქმედების მექანიზმი
მიკოფლუ აზოლის ჯგუფის ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე.
მიკოფლუ აქტიურია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophyton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Histoplasma capsulatum mikroorganizmebisadmi.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით სახეშეუცვლელი ფორმით. იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.
- კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში;
- გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით;
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში;
- ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად;
- სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო;
- კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი;
- ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ერთდროულად ციზაპრიდის მიღება;
- ერთდროულად ტერფენადინისა და ასტემიზოლის მიღება.
უსაფრთხოების ზომები
იშვიათ შემთხვევაში, ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე ნაკლებად მოსალოდნელია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით სოკოვანი დაავადებების მძიმე ფორმების სამკურნალოდ. დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: აღწერილია დოზის გადაჭარბების შემთხვევა 8200 მგ ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ, რაც ჰალუცინაციით და პარანოიდული ქცევებით გამოვლინდა. ავადმყოფის მდგომარეობა 48 საათში დარეგულირდა.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია (მათ შორის შემანარჩუნებელი ღონისძიებები და კუჭის ამორეცხვა). ფლუკონაზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა, ამიტომ ფორსირებულმა დიურეზმა შესაძლოა დააჩქაროს მისი ორგანიზმიდან გამოყოფა. 3 საათიანი ხანგრძლივობის ჰემოდიალიზი პლაზმაში ფლუკონაზოლის დონეს 50%-ით ამცირებს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროულად მიღებისას იზრდება პროთრომბინის დრო, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს კუმარინული ანტიკოაგოლანტებისა და ფლუკონაზოლის ერთდრულად დანიშვნისას (საჭიროა პროთრომბინის დროის მუდმივი კონტროლი).
ჰიდროქლორთიაზიდისა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით, თუმცა აღნიშნული ეფექტი არ მოითხოვს ფლუკონაზოლის დოზის კორექციას პაცინტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიურეზულ საშუალებებს.
ფლუკონაზოლის ფენიტოინთან კომბინაციაში იზრდება უკანასკნელის კონცენტრაცია, რაც მოითხოვს ფენიტოინის დოზის კორექციას.
რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა მიკოფლუს დოზის მომატება.
ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების – სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას.
აზოლის წარმოებული ანტიმიკოზური საშუალებებისა და ტერფენადინის ან ასტემიზოლის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია სერიოზული არითმიების განვითარება, ამიტომ აღნიშნული კომბინაციები უკუნაჩვენებია.
მიკოფლუს დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით.
ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით.
მოზრდილებში: კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი - 200-400 მგ ერთხელ დღეში.
ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს - 50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში.
პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს - 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. ვაგინალური კანდიდოზის დროს - ერთჯერადად 150 მგ.
კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებულია - 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა.
ბავშვებში: ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს - 3 მგ/კგ დღეში; გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს - 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია:
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღვიძლზე ტოქსიკური გავლენა, ტუტე ფოსფატაზის, ბილირუბინისა და ტრანსამინაზების მატება;
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს:
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, კრუნჩხვები;
დერმატოლოგიური რეაქციები: ალოპეცია, კანის ექსფოლიაციური დაავადებანი, სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომის ჩათვლით(ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი);
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, ღებინება, ღვიძლის ფუნქიის დარღვევა, ჰეპატიტი, სიყვითლე, სისხლის შრატში ალანინამინოტრანსფერაზისა და ასპარტატამინოტრანსფერაზის დონის მატება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენიისა და აგრანულოციტოზის ჩათვლით, თრომბოციტოპენია;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: პლაზმაში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება, ჰიპოკალიემია;
ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება და ქავილი.
სხვადასხვა: გემოს აღქმის დარღვევა.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 50 მგ, 7 კაფსულა ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში;
კაფსულა 150 მგ, 1 კაფსულა ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.