აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თიმალინი 30მგ 10ამპულა

#29551_369
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა უკრაინა
რაოდენობა და ფორმა10 ამპულა
მოქმედი ნივთიერებაthymus extract
მოკლე აღწერა
გამოყენების ჩვენებები უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე მდგომარეობები: ძვლების და რბილი ქსოვილების მწვავე და ქრონიკული ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, რეგენერაციული პროცესების დარღვევა...
12.15₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

თიმალინი
(თYMALIN)


ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: თეთრი ან მოყვითალო ელფერის მქონე ამორფული ფხვნილი ან ფოროვანი მასა.

შემადგნლობა:
მსხვილი რქოსანი საქონლის თიმუსიდან მიღებული ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტი.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი

გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსტიმულატორები. ათქ კოდი L03A X15**.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. არეგულირებს თ და B ლიმფოციტების და მათი სუბპოპულაციების რაოდენობას და თანაფარდობას, ასტიმულირებს უჯრედული იმუნიტეტის რეაქციებს, აძლიერებს ფაგოციტოზს, ასტიმულირებს რეგენერაციის და სისხლწარმოქნის პროცესებს მათი დათრგუნვის შემთხვევაში, აგრეთვე, უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესების მიმდინარეობას.
ფარმაკოკინეტიკა. არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვენებები
უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე მდგომარეობები: ძვლების და რბილი ქსოვილების მწვავე და ქრონიკული ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, რეგენერაციული პროცესების დარღვევა (ძვლის მოტეხილობა, დამწვრობა, მოყინვა, ტროფიკული წყლულები, ქსოვილების სხივური ნეკროზი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება), ბრონქული ასთმა, გაფანტული სკლეროზი, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი; თიმუსის ჰიპოფუნქციასთან, სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის შემდგომი იმუნიტეტის და სისხლის წარმოქნის დათრგუნვასთან დაკავშირებული მდგომარეობები, ანტიბიოტიკების მასიური დოზების გამოყენება.


მიღების წესები და დოზირება
გამოყენებამდე ამპულის (ფლაკონის) შიგთავსს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 1-2 მლ იზოტონურ ხსნარში. შეჰყავთ კუნთში, ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით შემდეგი დოზებით:
მოზრდილებში 5-20 მგ (30-100 მგ კურსზე);
1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 მგ;
1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-2 მგ;
4-6 წლის ბავშვებში – 2-3 მგ;
7-14 წლის ბავშვებში – 3-5 მგ 3-10 დღის განმავლობაში იმუნური სისტემის მდგომარეობის მიხედვით.
აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსს იმეორებენ 1-6 თვის შემდეგ.
პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატს იყენებენ მოზრდილებში 5-10 მგ, ბავშვებში 1-5 მგ 3-5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები;

უკუჩვენებები
არ არის დადგენილი;

ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი;

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგნ დაცულ ადგილას 15-25°ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით

შეფუთვა
ლიოფილიზებული ფხვნილი ამპულებში ან ფლაკონებში #10

მწარმოებელი
ღია სააქციო საზოგადოება “ბიოფარმა”
მისამართი: უკრაინა, 03038, ქალაქი კიევი, ნ. ამოსოვის ქუჩა 9.