| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ვაგინალური ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | metronidazole |
ჩვენება: ტრიქომონადური და არასპეციფიური ვაგინიტები, ბაქტერიული ვაგინიტი.
ტრიხოპოლი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მეტრონიდაზოლი
სამკურნალწამლო ფორმა
500 მგ ვაგინალური ტაბლეტები.
შემადგენლობა
ტრიქოპოლის 1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სტეარინმჟავა.
აღწერილობა
თეთრი ან ღია-ყვითელი ფერის წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ინტრავაგინალური ტაბლეტის სახით გამოყენებისას მეტრონიდაზოლი კარგად შეიწოვება. მეტრონიდაზოლი ნაწილდება ორგანიზმის მრავალ ქსოვილში და სითხეში. აღწევს პლაცენტურ ბარიერში და დედის რძეში. ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდი მოზრდილებში თირკმლის და ღვიძლის ნორმალური ფუნქციით, შეადგენს 6-8 საათს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარდაშლის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს. მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტრონიდაზოლი და მისი მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით. გამოიყოფა 40-70% (დაახლეობით 20% შეუცველელი სახით) თირკმელებით.
პრეპარატი ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით.
ფარმაკოდინამიკა
ტრიქოპოლი არის ანტიმიკრობული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ნიტრო-5-იმიდაზოლის წარმოებულს და დნმ-ტროპულ პრეპარატს მოქმედების ბაქტერიოციდული ტიპით.
მეტრონიდაზოლის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მეტრონიდაზოლის მიერ 5-ნიტროჯგუფის ბიოქიმიურ აღდგენაში ანაერობული მიკროორგანიზმების და უმარტივესების შიდაუჯრედული სატრანსპორტო პროტეინებით. მეტრონიდაზოლის აღდგენილი 5-ნიტროჯგუფი ურთიერთქმედებს მიკროორგანიზმის უჯრედების დნმ-თან, აინჰიბირებს მათი ნუკლეინის მჟავების სინთეზს, რაც იწვევს მიკროორგანიზმების სიკვდილს.
მეტრონიდაზოლი წარმოადგენს ეფექტურ ანტიმიკრობულ და ანტიპროტოზოულ საშუალებას მოქმედების ფართო სპექტრით. პრეპარატი ავლენს მაღალ აქტივობას თრიცჰომოჰას ვაგინალის, Gიარდია ინტესტინალის, Lამბლია ინტესტინალის, Eნტამოება ჰისტოლყტიცა და Bალანტიდიუმ ცოლი, Bლასტოცყსტის ჰუმინის, Hელიცობაცტერ პყლორი მიმართ. ასევე გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება ობლიგატორულ ანაერობებზე და (სპორების წარმომქმნელზე და სპორების არწარმომქნელზე) - Bაცტეროიდეს სპპ. (B. Fრაგილის, B. Oვატუს, B. Dისტასონის, B. თჰეტაიოტაომიცრონ, B. Vულგატუს), Fუსობაცტერიუმ სპპ. ჩლოსტრიდიუმ სპპ, Pეპტოსტერპტოცოცცუს სპპ, Pეპტოცოცცუს სპპ, Eუბაცტერიუმ-ის მგრძნობიარე შტამები).
მეტრონიდაზოლი აქტიურია ფაკულტატური ანერობული ბაქტერიების მიმართ: Gარდნერელლა ვაგინალის.
იხილეთ ბლოგები:
რა არის ტრიქომონიაზი და როგორ მკურნალობენ მას
ტრიხოპოლი — ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ
გამოყენების ჩვენებები
ტრიქომონადური და არასპეციფიური ვაგინიტები
ბაქტერიული ვაგინიტი
მცირე მენჯის ღრუის ორგანოების ანთებითი დაავადებები (ენდომეტრიტი, პელვიოპერიტონიტი, სალპინგიტი, ტუბოვარიალური აბსცესი) კომპლექსური თერაპიის შეამდგენლობაში.
მიღების წესები და დოზირება
ერთი ვაგინალური ტაბლეტი დღეში, 7-10 Dდღის განამვლობაში.
მეტრონიდაზოლით მკრნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 10 დღეს და არ უნდა განმეორდეს წელიწადში 2-3-ზე მეტჯერ.
მაკრატლის დახმარებით კონტურული შეფუთვიდან ტაბლეტის ამოღების შემდეგ (ტაბლეტის კონტურის გასწვრივ აპკის გაჭრით) შეიძლება ტაბლეტის დასველება ანადუღარი გაციებული წყლით და მისი მოთავსება ღრმად საშოში.
გვერდითი მოვლენები
ქავილი, წვის შეგრძნება, ტკივილი და გაღიზიანებადობა საშოში; სქელი. თეთრი, ლორწოვანი გამონადენი საშოდან (უსუნო ან სუსტი სუნით). გახშირებული შარდვა, პრეპარატის მოხსნის შემდეგ - საშოს კანდიდოზი.
სქესობრივი პარტნიორის ასოს წვის შეგრძნება და გაღიზიანება.
გულისრევა, გემოვნებითი შეგრძნების შეცვლა, ლითონის გემო პირში, პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, სპასტიკური ტკივილები მუცლის ღრუში, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, კანის საფარველის ქავილი, გამონაყარი
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ლეიკოპენია ან ლეიკოციტოზი.
იშვიათად:
შარდის შეფერვა მოწითალო-მოყავისფროდ, წყალში ხსნადი პიგმენტის არსებობის გამო, რომელიც წარმოიქმნება მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმის შედეგად.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის ან ნიტროიმიდაზოლის სხვა ნაწარმების მიმართ.
სისხლის დაავადება, ლეიკოპენია (მათ შორის ანამნეზში)
მოძრაობის კოორდინაციის Dდარღვევა, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დარღვევევბი (მათ შორის ეპილეფსია).
ღვიძლის უკმარისობა (განსაკუთრებით დიდი დოზების დანიშვნისას)
ორსულობის I ტრიმესტრი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარტებთან
შეთავსებადია სულფანილამიდებთან და ანტიბიოტიკებთან. მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება დისულფირამის მსგავსად იწვევს ალკოჰოლის აუტანლობას). არ შეიძლება მეტრონიდაზოლის კომბინირება დისულფირამთან, იმდენად რამდენადაც ამ პრეპარატების ურთიერთქმედებისას შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დათრგუნვა და ფსიქიუირ დარღვევები.
ვარფარინთან და სხვა არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას მეტრონიდაზოლი აძლიერებს მათ მოქმედებას, რაც იწვევს პროთრომბინის დროის გაზრდას. არ არის რეკომენდირებული მისი კომბინაცია არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან (ვეკურონი).
ბარბიტურატების ზემოქმედებით შესაძლებელია მეტრონიდაზოლის ეფექტის შემცირება, იმდენად რამდენადც ჩქარდება მისი ინაქტივაცია ღვიძლში.
ციმეტიდინი თრგუნავს მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში და გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდილი რისკი.
ლითიუმის პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს პლაზმაში ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციის მატება.
განსაკუთრებული მითითებანი:
ტრიქომონიაზის შემთხვევაში რეკომენდირებულია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა პრეპარატით, იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას გამოვლენილი დაავადების სიმპტომები.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება.
მეტრონიდაზოლით მკურნალობა არ უნდა აჭარბებდეს 10 დღეს და არ უნდა განმეორდეს წელიწადში 2-3-ზე მეტჯერ.
ანამნეზში პერიფერიული სისხლის შემადგენლობის ცვლილებისას აგრეთვე პრეპარატის დიდი დოზების გამოყენებისას ან/და მისი ხანგრძლივი გამოყენბისას აუცილებელია სისხლის საერთო ანლიზის კონტროლი.
მეტრონიდაზოლმა შეიძლება მოახდინოს ტრეპონემის მეტაბოლიზაცია, რაც იწვევს ცრუდადებით თPI ტესტს (ნელსონის ტესტი)
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატს სიფრთხილით იყენებენ ორსულობის II ტრიმესტრიდან. მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში. ძუძუთი კვება პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გადაიდოს. ძუძუთი კვება უნდა განახლდეს პრეპარატის მიღების დამთავრების შემდეგ არანაკლებ 48 საათში.
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე
პრეპარტმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა სატრანსპორტო საშულებების და სხვა მექნიზმების მართვაზე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები – გვერდითი ეფექტების გაძლიერება
მკურნალობა -სიმპტომური
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
500 მგ ვაგინალური ტაბლეტები
10 ტაბლეტი ფოლგის ბლისტერში, ერთი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთავზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.