| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Astra Zeneca / ასტრა ზენეკა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 28 კოლოფი |
| მოქმედი ნივთიერება | metoprolol succinate |
| დოზა | 100მგ |
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია სტენოკარდია სტაბილური სიმპტომური გულის ქრონიკული უკმარისობა მარცხენა პარკუჭის სისტოლური დარღვევით (გულის უკმარისობის ძირითადი მკურნალობისდამხმარე თერაპიის სახით).
სავაჭრო დასახელება: ბეტალოკ ზოკ ( Betaloc ZOK )
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეტოპროლოლი
ფორმა: გარსით დაფარული 25, 50 და 100 მგ - ანი ტაბლეტები შენელებული გამოთავისუფლებით .
შემადგენლობა:
ბეტალოკ ზოკის ერთი ტაბლეტი შეიცავს : 23.75 მგ ., 47.5 მგ . და 95 მგ . მეტოპროლოლის სუკცინატს , რაცშეესაბამება 25 მგ ., 50 მგ . და 100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატას .
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილცელულოზა , ჰიდროქსიპროპილცელულოზა , მიკროკრისტალური ცელულოზა , პარაფინი ,მაკროგოლი , პოლიეთილენგლიკოლი , კრემნიუმის დიოქსიდი , ნატრიუმის სტეარილფუმარატი ,ტიტანის დიოქსიდი ( ე 171).
აღწერა
ბეტალოკ ზოკ 25 მგ .: ოვალური თეთრი ან თეთრი ელფერით ტაბლეტები , გაყოფის ხაზით ორივემხრიდან და გრავირებით A/β ერთ მხარეს .
ბეტალოკ ზოკ 50 მგ .: ოვალური თეთრი ან თეთრი ელფერით ტაბლეტები , გაყოფის ხაზით ერთ მხარესდა გრავირებით A მეორე მხარეს .
ბეტალოკ ზოკ 100 მგ .: ოვალური თეთრი ან თეთრი ელფერით ტაბლეტები , გაყოფის ხაზით ერთ მხარესდა გრავირებით A მეორე მხარეს .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰიპოტენზიური საშუალება ( კარდიოსელექტური ბეტა - ადრენობლოკატორი ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მეტოპროლოლს გააჩნია უმნიშვნელო მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტი და ის არ ავლენს ნაწილობრივიაგონისტის აქტივობას .
მეტაპროლოლი ამცირებს აგონისტურ მოქმედებას ან ახდენს მის ინჰიბრირებას , რომელსაც ახდენენგულის მუშაობაზე კატეხოლამინები , რომლებიც გამოიყოფა ნერვული და ფიზიკური სტრესის დროს . ესნიშნავს , რომ მეტოპტოლოლს გააჩნია უნარი ხელი შეუშალოს გულის შეკუმშვის რიცხვის ზრდას ,წუთობრივ მოცულობას და გულის კუმშვადობის გაძლიერებას , ასევე არტერიული წნევის მატებას ,რომელსაც იწვევს კატეხოლამიდების მკვეთრი გამოყოფა .
სელექტური β1- ადრენობლოკატორების ტრადიციული წამლის ფორმისგან განსხვავებით ( მეტოპროლოლტარტრატის ჩათვლით ), ბეტალოკ ზოკის გამოყენებისას აღინიშნება პრეპარატის მუდმივი კონცენტრაციასისხლის პლაზმაში და უზრუნველყოფილია მყარი კლინიკური ეფექტი ( β1- ბლოკადა ) 24 საათზე მეტიდროის განმავლობაში .
პლაზმაში აშკარა პიკის არ არსებობის შედეგად , კლინიკურად ბეტალოკ ზოკი β1- ადრენობლოკატორებისტრადიციულ ტაბლეტებთან შედარებით ხასიათდება უკეთესი β1- სელექტურობით , მაგალითად ,ბრადიკარდია და ქვემო კიდურების სისუსტე სიარულის დროს .
საჭიროების შემთხვევაში ბეტალოკ ზოკის დანიშვნა შესაძლებელია β2- აგონისტებთან ერთად ფილტვებისობსტრუქციული დაავადების სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის . ბეტალოკ ზოკის β2- აგონისტებთანერთად თერაპიული დოზებით უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას β2- აგონისტების მიერ გამოწვეულბრონქოდილატაციაზე , ვიდრე არასელექტური β- ადრენობლოკატორები.
ბეტალოკ ზოკი , β- ადრენობლოკატორებთან შედარებით , ახდენს ნაკლებ გავლენას ინსულინისპროდუქციაზე და ნახშირწყლების ცვლაზე .
პრეპარატ ბეტალოკის გავლენა გულ - სისხლძარღვთა სისტემის რეაქციაზე ჰიპოკლიკემიის პირობებშიბევრად უფრო ნაკლებადაა გამოხატული ასარასელექტურ - ადრენობლოკატორებთან შედარებით .
კლინიკურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა , რომ ბეტალოკ ზოკმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლშიტრიგლიცერინის დონის უმნიშვნელო მატებას და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობისშემცირებას . ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მაღალი სიმკვრივის ლიპორპოტეინების ფრაქციისშემცირება , რაც ნაკლებადაა გამოხატული , ვიდრე ასარასელექტურ β- ადრენობლოკატორებისგამოყენების შემხვევაში . მაგრამ , ერთ - ერთ კლინიკურ გამოკვლევაში აღინიშნებოდა საერთოქოლესტერინის მნიშვნელოვანი შემცირება სისხლის შრატში მეტოპროლოლით მკურნალობის რამდენიმეწლის განმავლობაში .
ცხოვრების ხარისხი პრეპარატით ბეტალოკ ზოკით მკურნალობის პერიოდში არც გაუმჯობესებულა არცგაუარესებულა .
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება პრეპარატით ბეტალოკ ზოკ მკურნალობის პერიოდში აღენიშნებოდამიოკარდის ინფარქტის მქონე პაციენტებში , ასევე იდიოპათური დილატაციური კარდიომიოპათიითდაავადებულ პაციენტებში .
MERT-HF - ში ( გადარჩენის გამოკვლევა გულის ქრონიკული უკმარისობისას ( კლასი II-IV NYHAკლასიფიკაციით ) და გულის ნაკადის დაბალი ფრაქციისას ( ≤ 40%), რომელიც მოიცავს 3991 პაციენტს )ბეტალოკ ზოკმა გვიჩვენა მომატებული გადარჩენის უნარი და ჰოსპიტალიზაციის ნაკლები სიხშირე .ხანგრძლივი მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება საერთო სიმპტომების გაუმჯობესება ( NYHAკლასიფიკაციით ). ასევე თერაპია ბეტალოკ ზოკის გამოყენებამ გვიჩვენა მარცხენა პარკუჭის ნაკადისფრაქციის მომატება , მარცხენა პარკუჭის უკანასკნელი სისტოლური და დიასტოლიური მოცულობისშემცირება .
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და გადანაწილება
ბეტალოკ ზოკი მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ . ექსტენსიური ეფექტის „ პირველიგატარების “ შედეგად მეტაპროლოლის სისტემური ბიოშეღწევადობა ერთჯერადი დოზის შინაგანიმიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 50%. წამლის ფორმის მეტოპროლოლის შენელებული გამოყოფისგამოყენების შედეგად მისი ბიოშეღწევადომა ჩვეულებრივ ტაბლეტებთან შედარებით მცირდებადაახლოებით 20-30%. მაგრამ , როგორც გვიჩვენა კვლევებმა , ამ ფაქტს არ გააჩნია კლინიკურიმნიშვნელობა , ვინაიდან წამლის ფორმისთვის აქტიური ნივთიერების შენელებული გამოყოფით ადგილიეფექტურობის შკალის ( AUEC ) ჩსს - სთან მიმართებაში ისეთივეა , როგორც ჩვეულებრივიტაბლეტებისათვის . მეტორპლოლისთვის დამახასიათებელია პლაზმის ცილებთან დაბალი შეკავშირება ,დაახლობით 5-10%.
ბეტაბოლიზმი და ორგანიზმიდან ელიმინაცია
მეტოპლოლოლი ექვემდებარება ჟანგვას მეტაბოლიზმს ღვიძლში . მეტოპროლოლის სამი ძირითადიმეტაბოლიტს არ აღმოაჩნდა კლინიკურად მნიშვნელოვანი β ბლოკირების ეფექტი .
როგორც წესი , პრეპარატის პერორალური დოზის 95% მეტი გამოიყოფა შარდთან ერთად . ამ დოზის დაახ. 5% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით , ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის რაოდენობა ,რომელიც გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით შესაძლოა აღწევდეს 30%. სისხლის პლაზმიდანმეტოპროლოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდში შეადგენს 3,5 საათს ( შესაძლებელია 1-9 სთ .).პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახ . 1 ლ / წთ .
ხანდაზმულ პაციენტებს არ აღენიშნებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები მეტოპლოლოლისფარმაკოკინეტიკაში , ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით . სისტემური ბიოშეღწევადობა დამეტოპროლოლის ელიმინაცია არ იცვლება თირკმელების შემცირებული ფუნქციის მქონე პაციენტებში .მაგრამ მეტაბოლიტის გამოყოფა ასეთ პაციენტებში შემცირებულია . მეტაბოლიტების მნიშვნელოვანიდაგროვება აღინიშნებოდა პაციენტებში გორგლისებრი ფილტრაციით 5 მლ / წთ - ზე ნაკლები . მაგრამმეტაბოლიტების ასეთი დაგროვება არ აძლიერებს β ბლოკირების ეფექტს .
პაციენტებს ღვიძლის დაბალი ფუნქციით მეტოპროლოლის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვმელოდ იცვლება .ნევროზის მძიმე ფორმის ან პორტო - კავალური შუნტების მქონე პაციენტებისთვის მეტოპროლოლისბიოშეღწევადობა შესაძლოა გაიზარდოს , ხოლო საერთო კლირენსი – შემცირდეს . პორტო - კავალურიშუნტის მქონე პაციენტების საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,3 ლ / წთ , ხოლო სისხლშიკონცენტრაციის - დრო იყო 6- ჯერ მეტი ჯანმრთელი პაციენტების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით .
ჩვენება
უკუჩვენება
II ან III ხარისხის არტიოვენტიკულური ბლოკადა ; გულის უკმარისობა დეკომენსირების სტადიაში (ფილტვების შეშუპება , ჰიპოპერპუზიის სინდრომი ან არტერიული ჰიპოტენზია ), მიმდინარე ანპერიოდული ინოტროპული თერაპია , რომელიც მიმართულია ბეტა - ადრენორეცეპტორებისსტიმულირებაზე ; კლინიკურად მნიშვნელოვანი სინუსური ბრადიკარდია , სინუსური კვანძის სისუსტისსინდრომი , კარდიოგენური შოკი , პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატულიდარღვევები .
დაუშვებელია მეტოპროლოლის დანიშვნა პაციენტებისთვის შესაძლო მწვავე მიოკარდიუმს ინფარქტით ,როცა გულის შეკუმშვის რიცხვის სიხშირე 45- ზე ნაკლებია , ინტერვალი P-Q 0,24 წმ - ზე მეტი , ანსისტოლური არტერიული წნევით 100 მმ /Hg - ზე ნაკლები .
ბეტალოკ ზოკი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან სხვა β -ადრენობლოკატორების მიმართ მომატებული მგრძნობელობით , ასევე პრინცმეტალის სტენოკარდიისმქონე პაციენტებისთვის .
გამოყენების წესი და დოზები
ბეტალოკ ზოკი განკუთვნილია ყოველდღიური მიღებისათვის ერთხელ დღე - ღამეში , მისი მიღებაუმჯობესია დილით . გადაყლაპეთ ბეტალოკ ზოკის ტაბლეტი წყლის მეშვეობით . ტაბლეტები ( ან შუაზეგაყოფილი ტაბლეტები ) არ დაღეჭოთ და არ დაფშხვნათ . საკვების მიღება არ ახდენს გავლენასპრეპარატის ბიოშეღწევადობაზე . დოზის შერჩევისას მოერიდეთ ბრადიკარდიის განვითარებას .
არტერიული ჰიპერტენზია
პრეპარატის ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული დოზა არტერიული ჰიპერტონიის ზომიერი ან მსუბუქიფორმის მქონე პაციენტებისთვის შეადგენს 50 მგ . დღე - ღამეში ერთხელ . თუ ასეთი დოზირების დროს არიქნება მიღებული თერაპიული ეფექტი , შესაძლებელია დოზის გაზრდა 100-200 მგ დღე - ღამეში ერთხელ .ან კომბინირება სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან .
სტენოკარდია
პრეპარატის ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ . დღე - ღამეში ერთხელ .საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბეტალოკ ზოკის კომბინირება სხვა სტენოკარდიის სამკურნალოპრეპარატებთან .
სტაბილური სიმპტომური გულის ქრონიკული უკმარისობა მარცხენა პარკუჭის სისტოლური დარღვევით
პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სტაბილური გულის ქრონიკული უკმარისობის სტადიაში გამწვავებისეპიზოდების გარეშე ბოლო 6 კვირის განმავლობაში და ძირითადი თერაპიის ცვლილებების გარეშეუკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში .
გულის უკმარისობის თერაპია M ბეტა - ადრენობლოკატორებით იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოსსიმპტომური სურათის დროებითი გაუარესება . ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თერაპიისგაგრძელება ან დოზის შემცირება , ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს პრეპარატის მიღებისშეწყვეტის აუცილებლობა .
ბეტალოკ ზოკის თერაპიის ინიციაცია გულის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ( NYHA IV)უნდა განახორციელოს ექიმმა ( იხ . თავი “ გაფრთხილების საგანგებო ზომები გამოყენების დროს ”).
გულის სტაბილური ქრონიკული უკმარსობა , II ფუნქციონალური კლასი .
ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული საწყისი დოზა პირველი 2 კვირა 25 მგ . დღე - ღამეში ერთხელ . 2კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 50 მგ - მდე დღე - ღამეში ერთხელ და შემდგომ მისიგაორმაგება ყოველ ორ კვირაში . მდგომარეობის შესანარჩენეებელი დოზა ბეტალოკ ზოკის 200 მგ . დღე -ღამეში ერთხელ .
გულის სტაბილური ქრონიკული უკმარსობა , III-IV ფუნქციონალური კლასი .
ბეტალოკ ზოკის რეცომმენდაბლე საწყისი დოზა პირველი 2 კვირა 12,5 მგ . დღე - ღამეში ერთხელ (ნახევარი ტაბლეტი 25 მგ .) დღე - ღამეში ერთხელ . დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად . დოზისგაზრდის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ , ვინაიდან შესაძლებელიაგულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება .
1-2 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 25 მგ - მდე დღე - ღამეში ერთხელ . 2 კვირის შემდეგშესაძლებელია დოზის გაზრდა 50 მგ - მდე დღე - ღამეში ერთხელ . პაციენტებისთვის , რომლებიც კარგადიტანენ დიდ დოზებს , შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაორმაგება ყოველ ორ კვირაში მაქსიმალურიდოზის მიღწევამდე 200 მგ . დღე - ღამეში ერთხელ .
არტერიული ჰიპერტენზიის ან ბრადიკარდიის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს თანმხლებითერაპიის შემცირება ან ბეტალოკ ზოკის დოზის შემცირება . შესაძლებელია საჭირო გახდეს თირკმელისფუნქციის შემოწმება .
გულის რითმის დარღვევა .
პრეპარატის ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ . დღე - ღამეში ერთხელ .
მდგომარეობის შესანარჩუნებელი მკურნალობა მიოკარდიუმს ინფარქტის შემდეგ
აღნიშნულია , რომ ბეტალოკ ზოკის 200 მგ . დოზით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად მცირდებალეტალური შედეგის განვითარების რისკი ( უეცარი სიკვდილის ჩათვლით ), მცირდება განმეორებითიინფარქტის რისკი ( შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ჩათვლით ).
გულის უკმარისობის ფუნქციონალური დარღვევა , რომელსაც თან ახლავს ტაქიკარდია
პრეპარატის ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ . დღე - ღამეში ერთხელ .საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 200 მგ - მდე .
შაკიკის პროფილაქტიკა
პრეპარატის ბეტალოკ ზოკის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ . დღე - ღამეში ერთხელ .
თირკმელის ფუნქციის დარღვევა .
არ არის აუცილებელი დოზის კორექტირება .
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
როგორც წესი , მწვავე ციროზის მქონე პაციენტებისათვის დოზის კორექტირების აუცილებლობა არარსებობს , ვინაიდან მეტოპროლოლი უმნიშვნელოდ უკავშირდება ცილებს (5-10^%). ღვიძლის ფუნქციისდარღვევის სერიოზული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში ( მაგ . პაციეტებისათვის , რომელთაანამნეზში დაფიქსირებულია შუნტირების ოპერაცია ) განიხილება პრეპარატის დოზის შემცირებისშესაძლებლობა .
ხანდაზმულ პაციენტებში
არ არის აუცილებელი დოზის კორექტირება .
ბავშვები
ბეტალოკ ზოკის ბავშვებისთვის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს .
მიღების სპეციალური უსაფრთხოების ზომები
პაციენტებისთვის , რომლებიც მიიღებენ ბეტა - ადრენობლოკატორებს დაუშვებელია ვერაპამილის ტიპისინტრავენურად კალციუმის არხების ბლოკატორების შეყვანა .
როგორც წესი , ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს მკურნალობის დროს თანმხლები თერაპიის სახითუნიშნავენ β 2 - ადრენომიმეტიკებს ( ტაბლეტებში ან აეროზოლის სახით ). იმ შემთხვევაში , როცააღნიშნული პაციენტები იღებენ ბეტალოკ ზოკს , შესაძლოა გახდეს β 2 - ადრენომიმეტიკების დოზისკორექტირება ( გაზრდა ). რისკი იმისა , რომ ბეტალოკ ზოკი მოახდენს გავლენას β 2 - რეცეპტორებზეუფრო მცირეა , ვიდრე ჩვეულებრივი β 1 - ბლოკატორების ტაბლეტების გამოყენების შემთხვევაში .
ბეტალოკ ზოკით მკურნალობის დროს ნახშირწყლების ცვლის ან ჰიპოგლიკემიის კლინიკური სურათისმასკირების რისკი ნაკლებია , ვიდრე ჩვეულებრივი β 2 - ადრენომიმეტიკებს ტაბლეტების ფორმითმკურნალობის დროს და ბევრად ნაკლებია არასელექტური β - ადრენობლოკატორებით მკურნალობისდროს .
უნდა მოხდეს გულის ქრონიკული უკამრისობის მქონე პაციენტების კომპენსირება და ისინი უნდაიღებდნენ ძირითად თერაპიას როგორც ბეტალოკ ზოკით მკურნალობამდე , ასევე მის შემდეგ .
საკმაოდ იშვიათად A-V გამტარობის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლოა მოხდეს მდგომარეობისგაუარესება ( შესაძლო შედეგი - A-V ბლოკადა ). თუ მკურნალობის ფონზე განვითარდა ბრადიკარდია ,აუცილებელია ბეტალოკ ზოკის დოზის შემცირება ან თანდათანობით მისი მიღების შეწყვეტა .
ბეტალოკ ზოკს შეუძლია პერიფერული არტერიული სისხლის მიმოქცევის სიმპტომების გაუარესებაძირითადად არტერიული წნევის დაწევის შედეგად .
პაციენტებს , რომლებსაც აქვთ ფეოქრომოციტომა ბეტალოკ ზოკთან პარალელურად უნიშნავენ a -ადრენობლოკატორს .
ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში გააფრთხილეთ ანესთეზიოლოგი ბეტალოკ ზოკის მიღების შესახებ .პაცინტებისთვის , რომლებსაც ელით ქირურგიული ჩარევა , არ არის რეკომენდებული β -ადრენობლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა .
გულის მწვავე სტაბილური სიმპტომური ქრონიკული უკმარსობის მქონე პაციენტებისთვის ეფექტურიბისდა უსაფრთხოების კლინიკური გამოკვლევების მონაცემები (IV კლასი NYHA ) შეზღუდულია . ასეთიპაციენტების მკურნალობა უნდა განახორციელონ სპეციალური გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექიმებმა.
გულის სიმპტომური უკმარისობის და მწვავე მიოკარდიუმს ინფარქტის და არასტაბილური სტენოკარდის მქონე პაციენტები არ იღებდნენ მონაწილეობას კვლევაში , რომლის საფუძველზე განისაზღვრებოდადანიშნულება . პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტთა ამ ჯგუფისთვის არ არის აღწერილი. არასტაბილური და დეკომპენსირებული გულის უკმარისობისას გამოყენება აკრძალულია .
მოერიდეთ პრეპარატის მიღების მკვეთრ შეწყვეტას . ბეტა - ადრენობლოკატორის მიღების მკვეთრიშეყწვეტა სახიფათოა ( განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის ), ვინაიდან შესაძლოა ამანგააუარესოს გულის უკმარისობის მიმდინარეობა , ასევე გაზარდოს მიოკარდიუმს ინფარქტის და უეცარისიკვდილის რისკი . თუ რაიმე მიზეზის გამო საჭირო გახდება მკურნალობის შეწყვეტა , ეს უნდა მოხდესშეძლებისდაგვარად ეტაპობრივად დაახ . 2 კვირის განმავლობაში . დოზა მცირდება 2- ჯერ ყოველ ეტაპზე. უკანასკნელ ეტაპზე დოზა მცირდება ტაბლეტის ნახევრადმდე 25 მგ . უკანასკნელი დოზის მიღება უნდამოხდენ დაახ . 4 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღების საბოლოო შეწყვეტამდე . სიმპტომებისგანახლების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება . პაციენტებში , რომლებიციღებენ β - ბლოკატორებს ანაფილაქსიური შოკი მიმდინარეობს უფრო მძიმე ფორმით .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პაცენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ , თუ ისინი პრეპარატ ბეტალოკ ზოკთან ერთად იღებენგანგლიობლოკატორებს , სხვა β - ადრენობლოკატორებს ( მაგ . თვალის წვეთები ) ან მაო - ს ( MAO )ინჰიბიტორებს .
იმ შემთხვევაში , თუ საჭირო გახდება თანმხლები თერაპიის შეწყვეტა კლონიდინით , β -ადრენობლოკატორების მიღება უნდა შეწყდეს კლონიდინის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე .პაციენტების , რომლებიც ბეტალოკ ზოკთან ერთად იღებენ ვერაპამილის და დილტიაზემის ტიპისკალციუმის არხების ბლოკატორებს და / ან არითმიის სამკურნალო პრეპარატებს , შესაძლოაგანუვითარდეთ უარყოფითი ქრომოტროპული და ინოტროპული ეფექტები . პაციენტებს , რომლებიციღებენ β - ადრენობლოკატორებს არ უნდა დაენიშნოს ინტრავენურად ვერაპამილის ტიპის კალციუმისარხების ბლოკატორები .
β - ადრენობლოკატორებს შეუძლიათ პრეპარატის უარყოფითი ქრომოტროპული და ინოტროპულიეფექტების გაძლიერება . არითმიის სამკურნალოდ ( მაგ . ჰინიდინის ან ამიოდარონის ანალოგი ).
პაციენტებს , რომლებიც მკურნალობენ β - ადრენობლოკატორებით , ნარკოზის ინჰალაციის საშუალებებიუძლიერებენ კარდიოდეპრესიულ ეფექტს .
ინდუქტორებმა და ინჰიბიტორებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ მეტოპროლოლის კონცენტრაციაზესისხლის პლაზმაში . მაგ . მეტოპროლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება რიფამპიცინსმიღებისას ან იზრდება ციმეტიდინის , ალკოჰოლის , ჰიდრალაზინის და სეროტონინის უკუმიდრეკილებაინჰიბიტორების მიღებისას ( პაროქსეტინი , ფლუოქსეტინი და სერტრალინი ).
ინდომეტაცინით ან სხვა პრეპარატებით თანმხლები მკურნალობის დროს , რომლებიც ახდენენციკლოოქსიგენაზას ინჰიბრირებას , β - ადრენობლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შესაძლოაშემცირდეს .
კარდიოსელექტური β - ადრენობლოკატორები ახდეენ უფრო ნაკლებ გავლენას არტერიული წნევისკონტროლზე პაციენტებისთვის ადრენალინის შეყვანისას , ვიდრე არასელექტური β -ადრენობლოკატორების შეყვანისას .
β - ადრენობლოკატორების თანმხლები მიღების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალურიანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექტირება .
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ისევე , როგორც სხვა პრეარატების , ასევე ბეტალოკ ზოკის დანიშვნა ორსულობის და ძუძუთი კვებისდროს აკრძალულია , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ,აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის . ისევე , როგორ სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს , β-ადრენობლოკატორებს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა ( მაგ . ბრადიკარდია ) ნაყოფში ,ახალშობილში ან ძუძუზე მყოფ ბავშვში .
რძეში შესული მეტოპროლოლის რაოდენობა და β- ბლოკირების მოქმედება ძუძუზე მყოფი ბავშვზე (დედის მიერ მეტოპროლოლის მიღების დროს თერაპევტიული დოზებით ) არის უმნიშვნელო .
გავლენა ავტომანქანის მართვისა და ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე .
პაციენტებმა უნდა იცოდნენ თუ რა გავლენას ახდენს მათზე პრეპარატი ბეტალოკ ზოკი , ვინაიდანშესაძლებელია თავბრუსხვევა ან საერთო სისუსტე .
გვერდითი მოვლენები
ბეტალოკ ზოკი ხასიათდება კარგი ამტანობით . არასასურველი გვერდითი მოვლენები საერთოდ მსუბუქია.
კლინიკური გამოკვლევების შედეგად ან ბეტალოკის გამოყენების დროს ( მეტოპროლოლი ტარტრატ )კლინიკურ პრაქტიკაში აღწერილია შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები . ხშირ შემთხვევაშიპრეპარატ ბეტალოკით მკურნალობის მიზეზ - შედეგობრივი კავშირი არ არის აღმოცენილი . შემთხვევებისსიხშირის შეფასებისთვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები : ძალიან ხშირად – არანაკლებ 10%,ხშირად 1-1,9%, არც თუ ხშირად – 0,1-0,9%, იშვიათად – 0.01-0.09%.
გულსისხლძარღვთა სისტემა .
ხშირად : ბრადიკარდია , პოსტურალური დარღვევები ( იშვიათად გულისწასვლის თანხლებით ),კიდურების გაცივება , გულისცემა .
იშვიათად : გულის უკმარისობის სიმპტომების დროებითი გაძლიერება , I ხარისხის AV - ბლოკადა ,პერიფერიული შეშუპება , გულის ტკივილი .
იშვიათად : გულის გამტარობის დარღვევა , არითმია .
ძალიან იშვიათად : განგრენა პაციენტებში , რომელთან აღენიშებოდათ სისხლის პერიფერიულიმიმოქცევის მწვავე დარღვევა .
ცენტრალური ნერვული სისტემა
ძალიან ხშირად : მომატებული დაღლილობა .
ხშირად : თავბრუსხვევა , თავის ტკივილი .
იშვიათად : პარესტეზია , კრუნჩხვა , დაქვეითებული კონცენტრაცია , ძილიანობა ან უძილობა , ღამისკოშმარები .
იშვიათად : მომატებული ნერვული აგზნებადობა , შფოთვა , იმპოტენცია / სექსუალური დისფუნქცია .
ძალიან იშვიათად : ამნეზია / მეხსიერების დაქვეითება , არეული გონება , ჰალუცინაციები .
საჭმლის მომნელებელი სისტემა :
ხშირად : გულისრევა , ტკივილი მუცლის არეში . დიარეა , კოლიტი .
იშვიათად : ღებინება .
იშვიათად : პირის სიმშრალე .
სისხლი
ძალიან იშვიათად : ტრომბოციტოპენია .
ღვიძლი
იშვიათად : გადახრა ღვიძლის მონაცემებში .
ძალიან იშვიათად : ჰეპატიტი .
კუნთ - ძვლოვანი სისტემა
ძალიან იშვიათად : ართრალგია .
ნივთიერებათა ცვლა
იშვიათად : სხეულის წონის მომატება
სასუნთქი ორგანოები
ხშირად : ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს
არც თუ ხშირად : ბრონქოსპაზმი .
იშვიათად : რინიტი .
გრძნობის ორგანოები
იშვიათად : მხევდელობის დაქვეითება , თვალის სიმშრალე და / ან გაღიზიანება , კონიუნქტივიტი .
ძალიან იშვიათად : შუილი ყურებში , გემოს შეგრძნების დაქვეითება .
კანის საფარი
არც თუ ხშირად : გამონაყარი ( urticaria fsoriasiform ), კანის დისტროფიიის კერები , მომატებულიოფლიანობა .
იშვიათად : თმის ცვენა
ძალიან იშვიათად : ფოტოსენსიბილიზაცია , ფსორიაზის გამწვავება .
ჭარბი დოზა .
სიმპტომები
პრეპარატის ბეტალოკ ზოკის ჭარბი დოზის შედეგი შესაძლოა გახდეს მწვავე არტერიული ჰიპოტენზია ,სინუსური ბრადიკარდია , ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა , გულის უკმარისობა , კარდიოგენურიშოკი , გულის გაჩერება , ბრონქოსპაზმი , გონების დაქვეითება / კომა , გულისრევა , ღებინება დაციანოზი .
თანმხლები ალკოჰოლის , ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების , ჰინიდინის ან ბარბიტურატების მიღებაშესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება . გადაჭარბებული დოზის პირველისიმპტომები შესაძლოა გამოვლონდეს 20 წთ – 2 სთ შემდეგ პრეპარატის მიღების შემდეგ .
აუცილებელი ზომები
აქტივირებული ნახშირის მიღება , საჭიროების შემთხვევაში კუჭის გამორეცხვა . არტერიული ფორმისმწვავე ფორმის , ბრადიკარდიის ან გულის უკმარისობის საფრთხის შემთხვევაში საჭიროა β1-ადრენომიმეტიკის ( მაგ . დობუტამინი ) შეყვანა ინტრავენურად ინტერვალით 2-5 წთ . ან ინფუზიურადთერაპიული ეფექტის მიღებამდე . იმ შემთხვევაში , თუ სელექტური β1- აგონისტის ხელმიუწვდომელია ,შესაძლებელია დოპამინის ინტავენურად შეყვანა ან ატროპინ სულფატის შეყვანა მცოცავი ნერვისბლოკადისთვის . თერაპიული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში შესაძლებელია სხვასიმფატომიტეტიკების გამოყენება , მაგ . დობუტამინი ან ნორადრენალინი . შესაძლებელია გლუკაგონისშეყვანა დოზით 1-10 მგ . შესაძლოა გაჩნდეს გულის რითმის შემყვანის გამოყენების აუცილებლობა .ბრონქოსპაზმის კუპირებისთვის საჭიროა ინტრავენურად β2- ადრენომიმეტიკის შეყვანა .
გაითვალისწინეთ , β- ადრენობლოკატორების ჭარბი დოზის შედეგად წარმოქმნილი სომპტომებისთავიდან ასაცილებლად ანტიდოტების დოზები ბევრად აღემატება თერაპიულს , ვინაიდან β-ადრენორეცეპტორები დაკავშირებულია β- ადრენობლოკატორებთან .
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 25 მგ #14 ტაბლეტი ბლისტერზე
ტაბლეტები 50 მგ და 100 მგ #30 ტაბლეტი პლასტიკატის ფლაკონში
შენახვის პირობები
შეინახეთ ტეპერატურაზე არანაკლებ 300 C
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
შენახვის ვადა 3 წელი
აფთიაქში გაყიდვის პირობები
ურეცეფტოდ
ფირმა - მწარმოებელი
ასტრაზენეკა აბ , სოდერტალიე , შვედეთი