GAMALIZIN-H - გამალიზინ-H 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 5,77 ლ რეგულარული ფასი 7,50 ლ
ხელმისაწვდომობა: ამოიწურა
კოდი:
8055_132
მწარმოებელი:
გამა
არცერთი:
გამალიზინ - H გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების , სიმპტომური არტერიულიჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ .

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბლეტები .

ლიზინოპრილი          10 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი 12.5 მგ

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ჰიპოტენზიური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება : გამალიზინი - H - ში შემავალი ლიზინოპრილი წარმოადგენსანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს . იგი თრგუნავს ანგიოტენზინ II- ის წარმოქმნას , რისგამოც მცირდება ამ უკანასკნელის სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონისსეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ . პრეპარატის მოქმედების ფონზე მცირდებაპერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა , გულზე პრე - და პოსტდატვირთვა , რის გამოცქვეითდება როგორც სისტემური არტერიული წნევა , ასევე წნევა სისხლმიმოქცევის მცირე წრეში .პრეპარატში შემავალი ორი აქტიური ნივთიერების :                           ლიზინოპრილის A დაჰიდროქლორთიაზიდის ერთად მოქმედება აძლიერებს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს ამცირებსმიოკარდიუმზე დატვირთვას და ლიზინოპრილით მონოთერაპიის დროს ქსოვილების შესაძლო შეშუპებისსაშიშროებას , ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის შემცირების   გამო .

ჩვენება : გამალიზინ - H გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების , სიმპტომური არტერიულიჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ .

წინააღმდეგჩვენება : პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა . თირკმელებისფუნქციის გამოხატული დარღვევები ; - თირკმელის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლისარტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით ; - მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; - აზოტემია ; - ჰიპერკალიემია ; - პირველადი ალდოსტერონიზმი ; - აორტის სტენოზი დასისხლმიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება ; - კვინკეს შეშუპება ; - ორსულობა და ლაქტაცია .

მიღების წესი და დოზირება : პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით დახანგრძლივობით , რომელსაც ის დაადგენს .

ჩვეულებრივ არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში .არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 2-3 ტაბლეტამდე . გულისქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ ( ლიზინოპრილის შესაბამისს ),შემანარჩუნებელი დოზა - ნახევარი ან 2 ტაბლეტი . ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსისდარღვევით , თირკმელების უკმარისობით , რენოვასკულური ჰიპერტონიით ,   პრეპარატის დოზაშეირჩევა ინდივიდუალურად .

გვერდითი მოვლენები : შესაძლებელია - თავბრუსხვევა , თავის ტკივილი , დაღლილობა , გულისრევა ,მშრალი ხველა . იშვიათად - ორტოსტატული ჰიპოტენზია , ასთენია , ალერგიული გენეზის გამონაყარიკანზე , ტაქიკარდია , ტკივილი მუცელში , დიარეა , პირის სიმშრალე . ცალკეულ შემთხვევაში : კვინკესშეშუპება , ხასიათის ლაბილურობა , ცნობიერების დაბინდვა , თირკმელების ფუნქციის დარღვევა ,  ჰიპერკალიემია , ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება , ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდასისხლში , ნეიტროპენია , აგრანულოციტოზი , ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობისშემცირება . აღწერილია თირკმლების მწვავე უკმარისობის , ართრალგიის , მიალგიის და ცხელებისცალკეული შემთხვევები .

განსაკუთრებული მითითებები : სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავდმყოფებში თირკმელებისფუნქციის დარღვევით , ასევე ავადმყოფებში , რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს დაანტიდეპრესანტებს . შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას . კალიუმისშემნახველ დიურეზულებთანერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება . პრეპარატის და ლითიუმისპრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან .

ვარგისიანობის ვადა :

2 წელი

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე

შეფუთვა :

20 ტაბლეტი ბლისტერში

აფთიაქიდან გაცემის წესი :

რეცეპტით

მწარმოებელი :

შპს “ გამა ,” საქართველო , თბილისი , ლუბლიანას #21 524811

 

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ