DIROTON - დიროტონი 20მგ. 28ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 24,15 ლ რეგულარული ფასი 25,70 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
3220_2
მწარმოებელი ქვეყანა:
უნგრეთი
მწარმოებელი:
GR
არცერთი:
პრეპარატი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და სისხლის მიმოქცევის სისტემის განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დიროტონის 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 2,5 მგ, 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ ლიზინოპრილს.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და სისხლის მიმოქცევის სისტემის განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვის ხარისხზე, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ჭამამდე ან მის შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს.
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია რეგულარულად ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ყაბზობა, ღებინება, ხველა, გამონაკლის შემთხვევაში კი -კანზე გამონაყარი. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ტუჩების, პირის ღრუს, ხორხის ან კიდურების შეშუპებისას, აგრეთვე მათი მიზეზით გამოწვეული გაძნელებული სუნთქვის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენება
დიროტონი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ან თუკი ადრე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნებოდა სახის, ტუჩების, ხორხისა და კიდურების შეშუპება. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
დიროტონისა და სხვა სამკურნალო საშუალებების (მაგალითად სხვა ანიჰიპერტენზიული, დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო, ასევე კალიუმის შემანარჩუნებელი და კალიუმის შემცველი საშუალებები) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია მათი ურთიერთქმედება, ამიტომ ზემოთაღნიშნული ჯგუფების სამკურნალო საშუალებებისა და დიროტონის კომბინაცია შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე, ამიტომ დიროტონის მიღების წესსა და დოზირებას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად. 
აუცილებელია ექიმს ვაცნობოთ სხვა დაავადებების არსებობის შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გათვალისწინებით. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ყველა დამატებითი საკითხის შესახებ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს.

რეგისტრაციის # და თარიღი
R 0004040 23.01.04

 

მეტი ინფორმაცია
Units28
Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ