აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვეროშპირონი - Verospiron 100მგ 30კაფსულა

#8642_2
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიGedeon Richter / გედეონ რიხტერ
ბრენდის ქვეყანა უნგრეთი
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაspironolactone
დოზა100მგ
მოკლე აღწერა

ჩვენება: გულის შეგუბებითი უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა თერაპიაზე ან ვერ იტანენ მას, ასევე სხვა დიურეზული პრეპარატების მოქმედების გასაძლიერებლად.

26.08₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვეროშპირონი®(Verospiron®)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად):სპირონოლაქტონი (Spironolactone)

გამოშვების ფორმა: კაფსულები 100 მგ

შემადგენლობა

ვეროშპირონი კაფსულები 100 მგ

თითოეული კაფსულა შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: სპირონოლაქტონი 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

კაფსულის გარსი

კაფსულის ზედა ნაწილი: დაისის ყვითელი (Е 110), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ჟელატინი.

კაფსულის ქვედა ნაწილი: დაისის ყვითელი (Е 110), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), ქინოლინის ყვითელი (Е 104), ჟელატინი.

აღწერილობა

ვეროშპირონი კაფსულები 100 მგ

კაფსულა: მყარი ჟელატინის, #0 ზომის

ზედა ნაწილი: გაუმჭვირვალე, ნარინჯისფერი

ქვედა ნაწილი: გაუმჭვირვალე, ყვითელი ფერის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზულები, კალიუმის შემანარჩუნებელი საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები

ათქ კოდი: C03D A01

იხილეთ ბლოგი: რისი წამალია ვეროშპირონი და როგორ მოქმედებს ის

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სპირონოლაქტონი ალდოსტერონის კონკურენტული ანტაგონისტია. სპირონოლაქტონი ნეფრონის დისტალურ ნაწილებში ხელს უშლის ალდოსტერონის მიერ ნატრიუმისა და წყლის შეკავებას და ალდოსტერონის ზემოქმედებით თრგუნავს კალიუმის ექსკრეციას. პრეპარატი არა მხოლოდ აძლიერებს Na+, Cl - იონების ექსკრეციას და ასუსტებს K+იონების ექსკრეციას, იგი ასევე აინჰიბირებს H + იონების ექსკრეციას შარდით. დიურეზული ეფექტის შედეგად სპირინოლაქტონი ამცირებს არტერიულ წნევას.

RALES კვლევა

ალდაქტონის გამოყენების რანდომიზირებული კვლევა (RALES) - ორმაგი ბრმა მრავალცენტრული კვლევა, ჩატარებულია არა უმეტეს 35% განდევნის ფრაქციის მქონე 1663 პაციენტის მონაწილეობით, რომელიც დაუდგინდათ 6 თვის განმავლობაში NYHA კლასიფიკაციით IV კლასის გულის უკმარისობის კვლევაში ჩართვამდე, რანდომიზაციის მომენტისთვის გააჩნიათ III-IV კლასის გულის უკმარისობა. ყველა პაციენტი იღებდა მარყუჟულ დიურეზულებს, პაციენტთა 97% იღებდა აგფ ინჰიბიტორს, 78% - დიგოქსინს (კვლევის ჩატარების მომენტისთვის ბეტა-ბლოკატორებს არ ჰქონდათ ფართო გავრცელება, მხოლოდ პაციენტთა 15% იღებდა ბეტა-ბლოკატორებს). პაციენტები, რომლებსაც სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის საწყისი ზრდა ჰქონდათ 2,5 მგ/დლ-ზე მეტი ან სისხლის შრატში კალიუმის საწყისი შემცველობა ჰქონდათ 5,0 მეკვ/ლ-ზე მეტი, კვლევაში არ ჩართულან. ასევე კვლევას გამოეთიშნენ პაციენტები, რომლებსაც დაურეგისტრირდათ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება 25%-ით საწყის მაჩვენებელთან შედარებით. პაციენტები რანდომიზირდნენ 1:1 შეფარდებით სპირინოლაქტონის ჯგუფში 25 მგ დღეში ერთხელ, ან ჯგუფში, რომელიც იღებდა შესაბამის პლაცებოს. პაციენტებს, რომლებიც კარგად იტანდნენ პრეპარატს დოზით 25 მგ/დღე, კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით პრეპარატის დოზას უზრდიდნენ 50 მგ/დღე-მდე. პაციენტებს, რომლებიც ვერ იტანდნენ პრეპარატს დოზით 25 მგ/დღე, სპირინოლაქტონის დოზას უმცირებდნენ 25 მგ-მდე 2 დღეში ერთხელ. RALES კვლევაში პირველად დასკვნით წერტილს წარმოადგენდა სიკვდილიანობა ნებისმიერი მიზეზით. საშუალოდ 24 თვის განმავლობაში პაციენტებზე დაკვირვების შემდეგ RALES კვლევა ვადაზე ადრე დასრულდა, ვინაიდან გეგმიური შუალდური ანალიზის მიმდინარეობისას გამოვლინდა სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირება პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ სპირინოლაქტონს. სპირინოლაქტონი სიკვდილის რისკს ამცირებდა 30%-ით პლაცებოსთან შედარებით (p < 0,001; 95% სანდო ინტერვალი 18%-დან 40%-მდე). გარდა ამისა, სპირინოლაქტონი მნიშვნელოვნად ამცირებდა გულით სიკვდილის, უპირატესად უეცარი გულით სიკვდილისა და გულის უკმარისობის პროგრესირებით სიკვდილის რიკს, ასევე გულის დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს. NYHA კლასიფიკაციით სტადიის ცვლილებები უფრო დადებითი იყო სპირონოლაქტონის მიმღებთა ჯგუფში. გინეკომასტია და მკერდის ტკივილი აღენიშნა სპირონოლაქტონის მიმღებ მამაკაცთა 10%-ს, პლაცებოს ჯგუფის მამაკაცთა 1%-თან შედარებით (p <0,001). მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარების სიხშირე პაციენტთა ორივე ჯგუფში ერთნაირად დაბალი იყო.

ფარმაკოკინეტიკა

სპირონოლაქტონი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აქტიურად უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 90%-ით). სპირონოლაქტონი სწრაფად მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში. სპირონოლაქტონის ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტებს წარმოადგენს 7ალფა-თიომეთილსპირინოლაქტონი და კარნენონი. მიუხედავად იმისა, რომ სისხლიდან უცვლელი სპირინოლაქტონის ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირე ხანგრძლივობისაა (1,3 საათი), აქტიური მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია (2,8-დან 11,2 საათამდე ინტერვალში). მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, მათი უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ნაწლავით. სპირინოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ პლაცენტაში და დედის რძეში.

ჯანმრთელი მოხალისეების მიერ 15 დღის განმავლობაში უზმოზე 100 მგ სპირინოლაქტონის მიღების შემდეგ პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრომ (tmax), მაქსიმალურმა კონცენტრაციამ პლაზმაში (Cmax), ასევე სპირინოლაქტონის ნახევარგამოყოფის დრომ (t1/2) შეადგინა 2,6 საათი, 80 ნგ/მლ და დაახლოებით 1,4 საათი შესაბამისად. მეტაბოლიტებისთვის 7ალფა-თიომეთილსპირინოლაქტონი და კარნენონი t max შეადგინა 3,2 საათი და 4,3 საათი, C max – 391 ნგ/მლ და 181 ნგ/მლ, ხოლო t 1/2 – 13,8 საათი და 16,5 საათი შესაბამისად.

სპირინოლაქტონის ერთჯერადად მიღების შემდეგ თირკმლის აქტივობა პიკს აღწევს 7 საათში და შენარჩუნდება არა ნაკლებ 24 საათი.

გამოყენების ჩვენებები

- გულის შეგუბებითი უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ სხვა თერაპიაზე ან ვერ იტანენ მას, ასევე სხვა დიურეზული პრეპარატების მოქმედების გასაძლიერებლად.

- ესენციური ჰიპერტენზია, უპირატესად ჰიპოკალიემიის შემთხვევაში, როგორც წესი, კომბინაციაში სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან.

- ღვიძლის ციროზი, რომელსაც ახლავს ასციტი და/ან შეშუპებები.

- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მკურნალობა.

- შეშუპებები ნეფროზული სინდრომის დროს.

- ჰიპოკალიემიის მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ შეუძლია სხვა პრეპარატების მიღება.

- ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდურ პრეპარატებს, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები გამოუსადეგარია.

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან თავში „შემადგენლობა“ ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

• ანურია.

• თირკმლის მწვავე უკმარისობა.

• თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარე 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).

• გულის უკმარისობა (გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარე 30 მლ/წთ-ზე ნაკლები ან კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაცია 220 მკმოლი/ლ-ზე მეტი).

• ჰიპერკალიემია.

• ჰიპონატრიემია.

• ადისონის დაავადება.

• ეპლერენონის ან კალიუმის შემანარჩუნებელი სხვა დიურეზულების ერთდროულად გამოყენება.

• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

სპირონოლაქტონს გააჩნია ანტიანდროგენული ეფექტი ადამიანებზე, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება (იხ. თავი „უკუჩვენებები“). სპირონოლაქტონი ან მისი მეტაბოლიტები აღწევენ ჰემატოპლაცენტურ ბარიერში. ორსულ ვირთაგვებში სპირონოლაქტონის გამოყენების ფონზე აღინიშნებოდა მამრობითი სქესის ნაყოფის ფემინიზაცია, ხოლო დაბადების შემდეგ მდედრობითი და მამრობითი სქესის შთამომავლობას ენდოკრინული დარღვევები აღენიშნებოდათ. სპირონოლაქტონის გამოყენება ორსულ ქალებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს დედისა და ნაყოფისთვის.

ლაქტაცია

სპირონოლაქტონის მეტაბოლიტები აღმოჩნდა დედის რძეში. სპირონოლაქტონის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს და გამოყენებული უნდა იქნას ბავშვების კვების სხვა მეთოდი.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების სქემა

მოზრდილები

თუ საჭიროა დოზა 25 მგ, უნდა მიიღოთ პრეპარატი ვეროშპირონი ტაბლეტები 25 მგ.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

დიაგნოსტიკური მიზნებისთვის

1) ხანგრძლივი ტესტი: სპირონოლაქტონი მიიღება 400 მგ/დღეში 3-4 კვირა. ჰიპოკალიემიისა და არტერიული ჰიპერტენზიის კორექციის მიღწევისას შეიძლება ვივარაუდოთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის არსებობა.

2) მოკლევადიანი ტესტი: სპირონოლაქტონი მიიღება 400 მგ/დღეში 4 დღის განმავლობაში. პრეპარატ ვეროშპირონის მიღების დროს სისხლში კალიუმის შემცველობის მომატებისას და მისი მოხსნის შემდეგ შემცირებისას შესაძლოა ვივარაუდოთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის არსებობა.

მკურნალობა

ქირურგიული მკურნალობისთვის მზადებისას სპირონოლაქტონი მიიღება დოზებში 100-დან 400 მგ/დღე-მდე. თუ ოპერაცია ნაჩვენები არ არის, სპირონოლაქტონის მიღება შეიძლება ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიისთვის უმცირესი ეფექტური დოზით. ამ შემთხვევაში პრეპარატის საწყისი დოზის შემცირება შეიძლება ყოველ 14 დღეში უმცირესი ეფექტური დოზის მიღწევამდე. ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი ეფექტების გამოხატულების შესამცირებლად პრეპარატ ვეროშპირონის გამოყენება რეკომენდებულია სხვა დიურეზულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

შეშუპებები გულის შეგუბებითი უკმარისობის ან ნეფროლიზური სინდრომის ფონზე

საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ და შეიძლება იცვლებოდეს 25-დან 200 მგ-მდე/დღეში ინტერვალში, პრეპარატის მიღება შეიძლება 1-2 მიღებად. პრეპარატის უფრო მაღალი დოზების მიღებისას ვეროშპირონის გამოყენება შეიძლება დიურეზულ პრეპარატებთან ერთად, რომელიც მოქმედებს თირკმლის არხის უფრო პროქსიმალურ ნაწილში. ამ შემთხვევაში პრეპარატ ვეროშპირონის დოზა უნდა დაკორექტირდეს.

დამატებითი თერაპია გულის მძიმე უკმარისობის (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციით III-IV კლასი და განდევნის ფრაქციით ≤35% ) მკურნალობისას

ალდაქტონის გამოყენების რანდომიზირებული კვლევის შედეგების საფუძველზე (RALES, იხ. ასევე თავი „ფარმაკოდინამიკა“) დადგენილია, რომ, თუ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა არ აღემატება 5,0 მეკვ/ლ, ხოლო კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში არ აღემატება 2,5 მგ/დლ, გამოყენების დასაწყისში საბაზო სტანდარტული თერაპიის ფონზე სპირონოლაქტონის დოზა უნდა შეადგენდეს 25 მგ/დღე. პრეპარატის 25 მგ/დღე დოზით კარგი ამტანობის მქონე პაციენტებში კლინიკური ჩვენებების მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 50 მგ-მდე/დღეში. პაციენტებში, რომლებიც ვერ იტანენ პრეპარატს დოზით 25 მგ/დღეში, პრეპარატის დოზის შემცირება შეიძლება 25 მგ-მდე 2 დღეში ერთხელ. (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

დამატებითი თერაპია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ადრე გამოყენებული ჰიპოტენზიური პრეპარატების არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში

სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას სპირონოლაქტონის საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ/დღე. თუ 4 კვირის შემდეგ არტერიული წნევა არ აღწევს მიზნობრივ მნიშვნელობებს, შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაორმაგება. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპერკალიემიის განვითარების გამოწვევა (მაგალითად, აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორები), სპირონოლაქტონის გამოყენების დაწყებამდე უნდა შეფასდეს სისხლის შრატში კალიუმისა და კრეატინინის შემცველობა. პრეპარატ ვეროშპირონის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებშიც სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა აღემატება 5,0 მმოლი/ლ-ს, ხოლო კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში 2,5 მგ/დლ-ს აღემატება. სპირონოლაქტონის მიღების დაწყებიდან 3 თვის განმავლობაშიუნდა გაკონტროლდეს კალიუმისა და კრეატინინის შემცველობა სისხლში.

ღვიძლის ციროზით განპირობებული ასციტი და შეშუპებები

თუ Na/K იონების შეფარდება შარდში 1,0-ს აღემატება, პრეპარატის სადღეღამისო დოზა უნდა შეადგენდეს 100 მგ. თუ აღნიშნული შეფარდება 1,0-ზე ნაკლებია, პრეპარატის დოზა უნდა იმყოფებოდეს 200-დან 400 მგ-მდე/დღეში ინტერვალში.

შემანარჩუნებელი დოზა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

ჰიპოკალიემია

პრეპარატი ინიშნება დოზით 25-100 მგ/დღეში, თუ კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემანარჩუნებელი სხვა მეთოდების გამოყენება არასაკმარისია.

ბავშვები და მოზრდილები 18 წლამდე

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1-3 მგ/სხეულის წონის კგ-ზე დღეში 1-4 მიღებად. შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებისას ან სხვა დიურეზულებთან ერთად გამოყენებისას სპირონოლაქტონის დოზა უნდა შემცირდეს 1-2 მგ-მდე/სხეულის წონის კგ-ზე.

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სუსპენზიის მომზადება დაფხვნილი 25 მგ ტაბლეტებიდან.

ხანდაზმული პაციენტები

პრეპარატით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია უმცირესი დოზით მისი თანდათან გაზრდით მაქსიმალური სასურველი ეფექტის მიღწევამდე. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ სპირონოლაქტონის მეტაბოლიზმსა და ექსკრეციაზე. გარდა ამისა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

გამოყენების წესი

როგორც წესი, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა მიიღება ჭამის შემდეგ 1 ან 2-ჯერ დღეში. პრეპარატის სადღეღამისო დოზის ან სადღეღამისო დოზის პირველი ნაწილის მიღება რეკომენდებულია დილით.

გვერდითი მოქმედება

არასასურველი რეაქციეი განპირობებულია სპირონოლაქტონის კონკურენტული ანტაგონიზმით ალდოსტერონის მიმართ (რაც იწვევს კალიუმის ექსკრეციის გაძლიერებას), ასევე სპირონოლაქტონის ანტიანდროგენული ეფექტით.

არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია MedDRA თანახმად სისტემურ-ორგანულ კლასებად განაწილების სახით და MedDRA თანახმადწარმოქმნის სიხშირის მითითებით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე დაუდგენელია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ჰირსუტიზმი

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ძალიან ხშირად: ჰიპერკალიემია 1

ხშირად: ჰიპერკალიემია 2

იშვიათად: ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, პორფირია

სიხშირე დაუდგენელია: ჰიპერქლორემიული აციდოზი

ფსიქიკის დარღვევები

არახშირად: დეზორიენტაცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

არახშირად: ძილიანობა3, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათად: დამბლა, პარაპლეგია

დარღვევები გულის მხრივ

ძალიან ხშირად: არითმიები 4

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ძალიან იშვიათად: ვასკულიტი

სიხშირე დაუდგენელია: არასასურველი არტერიული ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ძალიან იშვიათად: ხმის შეცვლა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირად: ღებინება, გულისრევა

იშვიათად: გასტრიტი, წყლული, სისხლდება კუჭიდან, კუჭის ტკივილი, დიარეა

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იშვიათად: გამონაყარი, ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად: ალოპეცია, ეგზემა, რგოლისებრი ერითემა, კანის მგლურასმაგვარი ცვლილებები

სიხშირე დაუდგენელია: ბულოზური პემფიგოიდი 6

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათად: ოსტეომალაცია

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

ძალიან იშვიათად: თირკმლის მწვავე უკმარისობა

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ძალიან ხშირად: ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, გინეკომასტია (კაცებში), მტკივნეული სარძევე ჯირკვლები, მკერდის ტკივილი (კაცებში), სარძევე ჯირკვლების გადიდება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ქალებში)

ხშირად: უნაყოფობა 5

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას

არახშირად: ასთენია, დაღლილობა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ძალიან იშვიათად: შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლში, კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლში

სიხშირე დაუდგენელია: გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbA1c) შემცველობის გაზრდა

1 პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კალიუმის პრეპარატებს.

2 ხანდაზმულ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტისას და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს.

3 პაციენტებში ღვიძლის ციროზით.

4 პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და პაციენტებში, რომლებიც კალიუმის პრეპარატებს იღებენ სპირონოლაქტონთან ერთად.

5 პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას (450 მგ/დღე).

6როგორც წესი, ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჩვეულებრივ სპირონოლაქტონის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ არასასურველი ეფექტები ქრება.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

სპირონოლაქტონის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველ რეაქციების მიკუთვნებული მდგომარეობები და სიმპტომები, რომლებიც აღინიშნება მისი მიღების ფონზე (მაგალითად, ძილიანობა, გონების არევა, მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზული გამონაყარი, ღებინება, გულისრევა, თავბრუსხვევა, დიარეა). იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპონატრიემია ან ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში; ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.

მკურნალობა

სიმპტომური, სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. უნდა მოხდეს წყალ-ელექტროლიზური და მჟავა-ტუტე ბალანსის შენარჩუნება კალიუმის გამომყოფი დიურეზულების, გლუკოზისა და ინსულინის პარენტერალურად შეყვანის მეშვეობით. მძიმე შემთხვევებში ტარდება ჰემოდიალიზი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატ ვეროშპირონის მიღება შემდეგ საშუალებებთან ერთად:

- კალიუმის შემანარჩუნებელ სხვა დიურეზულებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, II ანგიოთენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან, ალდოსტერონის ბლოკატორებთან, კალიუმის პრეპარატებთან, ასევე კალიუმით მდიდარი დიეტის დაცვამ ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.

- ჰიპერკალიემიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებების გარდა, კომბინაცია ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლის (ანტიბიოტიკი, რომლის დასახელებაა კო-ტრიმოქსაზოლი) სპირონოლაქტონთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია.

- სხვა დიურეზულების გამოყენება - აძლიერებს დიურეზს.

- იმუნოდეპრესიულებს, ციკლოსპორინს და ტაკროლიმუსს შეუძლიათ სპირონოლაქტონით გამოწვეული ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გაზრდა.

- ქოლექსტირამინს, ამონიუმის ქლორიდს ასევე შეუძლიათ ჰიპერკალიემიისა და ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკის გაზრდა.

- ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებსა და ანტიფსიქოზურებს შეუძლიათ სპირონოლაქტონის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.

- ჰიპოტენზიური საშუალებები - სპირონოლაქტონი აპოტენცირებს ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედებას, რომელთა დოზების შემცირება და კორექცია შეიძლება გახდეს საჭირო საჭიროების შემთხვევაში სპირონოლაქტონთან ერთად გამოყენებისას. ვინაიდან აგფ ინჰიბიტორები ამცირებენ ალდოსტერონის გამომუშავებას, არ შეიძლება ამ ჯგუფის პრეპარატების სპირონოლაქტონთან ერთად გამოყენება მუდმივად, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც დაუდგინდათ თირკმელების ფუნქციის დარღვევები.

- ნიტროგლიცერინთნ, სხვა ნიტრატებთან ან ვაზოდილატატორებთანერთად გამოყენებას სპირონოლაქტონის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება შეუძლია.

- ალკოჰოლს, ბარბიტურატებს ან ნარკოზულ პრეპარატებს -სპირონოლაქტონთან დაკავშირებული ორთოსტაზული ჰიპოტენზიის პოტენცირება შეუძლიათ.

- პრესორული ამინები (ნორეპინეფრინი) - სპირონოლაქტონი ამცირებს სისხლძარღვების რეაქციებს ნორეპინეფრინზე. ამ მიზეზით საჭიროა სიფრთხილის დაცვა ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ სპირონოლაქტონს.

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) - ზოგიერთ პაციენტში ასაპ-ის მიღებას შეუძლია შეამციროს მარყუჟულების, კალიუმის შემანარჩუნებელი და თიაზიდური დიურეზულების დიურეზული, ნატრიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები. ასაპ-ების (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავას, ინდომეტაცინისა და მეფენამინის მჟავას) კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება. ამგვარად, სპირონოლაქტონის ასა-ებთან ერთად გამოყენებისას უნდა მოხეს პაციენტის მდგომარეობის კონტროლი შარდმდენი პრეპარატის სასურველი ეფექტის მისაღწევად.

- გლუკოკორტიკოსტეროიდები, აკტჰ - შეიძლება გაიზარდოს ელექტროლიზების გამოყოფა, კერძოდ, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოკალიემია.

- დიგოქსინი - სპირონოლაქტონს შეუძლია დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში დიგოქსინის კონცეტრაციის მომატება, და, როგორც შედეგი, მისი ტოქსიკურობის გაძლიერება. სპირონოლაქტონის მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინის დოზის შემცირება. საჭიროა პაციენტის მდგომარეობის კონტროლი დიგოქსინის ჭარბი დოზის ან არასაკმარისი დიჰიტალიზაციის პრევენციისთვის.

- პრეპარატის ზეგავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე - ლიტერატურაში აღწერილია სპირონოლაქტონისა და მისი მეტაბოლიტების დიგოქსინის კონცენტრაციის მაჩვენებელზე ზეგავლენის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც განსაზღვრულია რადიოიმუნური ანალიზის მეთოდით. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ გაურკვეველია.

- ფლუორიმეტრული ანალიზისას სპირონოლაქტონს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ნაერთების შემცველობის ანალიზის შედეგზე ფლუორესცენციის ანალოგიური პარამეტრებით (მაგალითად, კორტიზოლი, ეპინეფრინი).

- ანტიპირინი - სპირონოლაქტონი აჩქარებს ანტიპირინის მეტაბოლიზმს.

- ლითიუმის პრეპარატები -როგორც წესი, ლითიუმის პრეპარატების გამოყენება დიურეზულებთან ერთად არ შეიძლება. დიურეზულები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერი კლირენსს და ზრდიან ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს.

- კარბენოქსოლონი -შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება და, როგორც შედეგი, სპირონოლაქტონის ეფექტურობის დაქვეითება. კარბენოქსოლონისა და სპირონოლაქტონის ერთად გამოყენება არ შეიძლება.

- კარბამაზეპინი - დიურეზულებტან ერთად გამოყენებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპონატრიემია.

- ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი -სპირონოლაქტონთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემია.

- კუმარინის წარმოებულები -პრეპარატი აქვეითებს პრეპარატების ამ ჯგუფის ეფექტურობას.

- სპირონოლაქტონს შეუძლია გააძლიეროს გნრჰ (გონადოტროპინ-რელიზინგ-ჰორმონის) ანალოგების: ტრიფტორელინის, ბუსერელინის, გონადორელინის მოქმედება.

სიფრთხილის ზომები

- განსაკუთრებული სიფრთხილით სპირონოლაქტონი გამოიყენება პაციენტებში, რომელთა ძირითად დაავადებას შეუძლია აციდოზის და/ან ჰიპერკალიემიის განვითარების პროვოცირება.

- დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებს ჰიპერკალიემიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

- სპირონოლაქტონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შარდოვანას აზოტის (სშა) ტრანზიტორული მომატება, განსაკუთრებით არსებული თირკმელების ფუნქციის დარღვევისა და ჰიპერკალიემიის ფონზე. სპირონოლაქტონს შეუძლია გამოიწვიოს შექცევადი ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი. ამგვარად, პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, საჭიროა სისხლის შრატის ელექტროლიზებისა და თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

- ჰიპერკალიემიის გამომწვევ პრეპარატებთან (მაგალითად, კალიუმის შემანარჩუნებელი სხვა დიურეზულები, აგფ ინჰიბიტორები, II ანგიოთენზინის რეცეპტორების ანტაგონისტები, ალდოსტერონის ბლოკატორები, ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის მდიდარი დიეტა, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენება) ერთად სპირონოლაქტონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.

- ჰიპერკალიემიას შეუძლია ლეტალური დასასრულის გამოწვევა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კალიუმის შემცველობის კონტროლი და კორექტირება პაციენტებში გულის უკმარისობის მძიმე ფორმით, რომლებიც იღებენ სპირონოლაქტონს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კალიუმის შემცველ სხვა დიურეზულებთან ერთად. პაციენტებში შრატში 3,5 მეკვ/ლ-ზე მაღალი კალიუმის შემცველობით, კალიუმის პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია. კალიუმისა და კრეატინინის შემცველობის მონიტორინგის რეკომენდებული სიხშირე პრეპარატის მიღების დაწყებიდან ან სპირონოლაქტონის დოზის გაზრდიდან ერთ კვირაში, ყოველთვიურად პირველი 3 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველკვარტალურად წელიწადის განმავლობაში, რის შემდეგაც - ყოველ 6 თვეში. სისხლში 5 მეკვ/ლ-ზე მეტი კალიუმის ან 4 მგ/დლ-ზე მეტი კრეატინინის შემცველობისას სპირონოლაქტონის გამოყენება დროებით ან სრულად უნდა შეწყდეს (იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“, გულის უკმარისობის დამატებითი თერაპია ).

- პორფირიის მქონე პაციენტებში პრეპარატ ვეროშპირონის მიღება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ვინაიდან ბევრი პრეპარატი ახდენს პორფირიის გამწვავების პროვოცირებას.

- პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

- ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ 50 მგ კაფსულები შეიცავს 127,5 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს, ხოლო 100 მგ კაფსულები შეიცავს 255,0 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

ვეროშპირონის 100 მგ კაფსულებს შემადგენლობაში გააჩნიათ საღებარი დაისის ყვითელი (Е 110), რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

პრეპარატის გამოყენების დასაწყისში ინდივიდუალურად განსაზღვრული დროის განმავლობაში საჭიროა თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისგან. შემდეგში შეზღუდვები უნდა განისაზღვროს ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალრად.

შეფუთვა

კაფსულები 50 მგ და 100 მგ:

პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა პვქ/ალ ბლისტერში.

მეორეული შეფუთვა: 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.