აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პლავიქსი 75მგ 84 შემოგარსული ტაბლეტი

#44897_465
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSanofi / სანოფი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა84 შემოგარსული ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაclopidogrel
მოკლე აღწერა

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისათვის.

60.71₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პლავიქსი ®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : კლოპიდოგრელი

სამკურნალო ფორმა : შემოგარსული ტაბლეტები .

შემადგენლობა :

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :

აქტიურ ინგრედიენტს :

კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატს  - 97,875 მგ ( მოლარული ეკვივალენტი 75 მგ კლოპიდოგრელის ფუძე);

სხვა ინგრედიენტები :

მანიტოლი ( E421 ) – 68,925 მგ , მაკროგოლი 6000 – 34,0 მგ , მიკროკრისტალური ცელულოზა – 31,0 მგ ,ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი – 3,3 მგ , დაბალშენაცვლებადიჰიდროქსიპროპილცელულოზა – 12,9 მგ , სუსპენზიის დასაფარად Opadry 32R14834- ს ტიპის ფხვნილი( ჰიპრომელოზა ( E464 ), ლაქტოზა , ტრიაცეტინი ( E1518 ), ტიტანის დიოქსიდი ( E 171) , რკინისოქსიდი წითელი ( E 172)) – 7,5 მგ , კორნაუბის ცვილი - ანაბეჭდი .

აღწერა

ვარდისფერი მრგვალი ორმხრივამობურცული შემოგარსული ტაბლეტები , ერთ მხარეს გრავირებით ~75~და მეორე მხარეს - ~1171~.

იხილეთ ბლოგი: პლავიქსი — პრეპარატი ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისთვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები , ჰეპარინის გარდა .

ათქ კოდი : B01AC04.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

კლოპიდოგრელი სელექტურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის ( ადფ ) შეკავშირებასთრომბოციტებზე მის რეცეპტორებთან და გლიკოპროტეინ (GP) II ბ/II I ა კომპლექსის მომდევნოაქტივაციას , რაც იწვევს   თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას . კლოპიდოგრელი , ასევე ,აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას , რომელიც გამოწვეულია სხვა აგონისტებით ,  ადენოზინდიფოსფატის მიერ გამოთავისუფლებული თრომბოციტების აქტივობის მომატების ბლოკადისშედეგად . კლოპიდოგრელი იწვევს თრომბოციტზე ადფ რეცეპტორების შეუქცევად ცვლილებებს . აქედანგამომდინარე , მასთან ურთიერთქმედებაში მყოფი თრომბოციტები დაზიანებულია მათი სიცოცხლისმთელი პერიოდის განმავლობაში და თრომბოციტების ნორმალური ფუნქცია აღდგება სისწრაფით ,რომელიც შეესაბამება მათი განახლების სისწრაფეს .

პრეპარატის დოზით 75 მგ - ის განმეორებითი გამოყენების დროს ადგილი ჰქონდა ადფ - ით გამოწვეულითრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვან დათრგუნვას პირველივე დღიდან . პრეპარატისმაინჰიბირებელი ეფექტი პროგრესულად ძლიერდებოდა და წონასწორული მდგომარეობა აღინიშნებოდა 3–7 დღის შემდეგ . ამასთან , ინჰიბირების საშუალო დონე 4- დან 60%- მდე აღინიშნებოდა პრეპარატის 75 მგდღიური დოზის მიღებისას . მკურნალობის შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის შემდეგ , თრომბოციტებისაგრეგაცია და სისხლდენის დრო თანდათანობით უბრუნდება საწყის დონეს .

ფარმაკოკინეტიკა

კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება განმეორებითი პერორალური დოზის 75 მგ გამოყენებისას . შარდთანგამოყოფილი კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების საფუძველზე შეწოვა ხდება სულ მცირე 50%- ით .  

კლოპიდოგრელი ძლიერ მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში . მისი ძირითადი მეტაბოლიტი , კარბოქსილისწარმეობული ,   არააქტიურია და პლაზმაში მოცირკულირე შენაერთის დაახლოებით 85% შეადგენს . ამმეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში ( დაახლოებით 3 მგ / ლ , პრეპარატის განმეორებით75 მგ პერორალური დოზის მიღებისას ) აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ .

ძირითადი მეტაბოლიტის კინეტიკამ აჩვენა ხაზოვანი დამოკიდებულება ( პლაზმაში კონცენტრაციისმომატება დოზის გათვალისწინებით ) კლოპიდოგრელის 50-150 მგ დოზებში .

ადამიანებში პრეპარატის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% ფეკალური მასებითშეყვანიდან 120 საათის განმავლობაში .   ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფისპერიოდი შეადგენს 8 საათს ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ .

ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში დღე - ღამეში 75 მგკლოპიდოგრელის განმეორებითი მიღების დროს თირკმელების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 5- დან 15 მლ / წთ ) უფრო დაბალია , საშუალო სიმძიმის თირკმელებისდაავადების მქონე პაციენტებთან ( კრეატინინის კლირენსი 30- დან 60 მლ / წთ ) და ჯანმრთელადამიანებთან შედარებით .   ამასთან , მაინჰიბირებელი ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციის მიმართთირკმელების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში აღმოჩნდა დაბალი (25%) ჯანმრთელ პირებში იგივეეფექტთან შედარებით , სისხლდენის დრო გახანგრძლივდა ისევე , როგორც ჯანმრთელ პირებში ,რომლებმაც მიიღეს 75 მგ კლოპიდოგრელი დღეში . გარდა ამისა , ყველა ავადმყოფში კლინიკურიამტანობა იყო კარგი .

კლოპიდოგრელის ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის შეფასება ხდებოდა ერთჯერადი დაგანმეორებითი დოზებით ჩატარებულ ექსპერიმენტებში , როგორც ჯანმრთელ ადამიანებში , ასევეღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში .  

ციროზით დაავადებულმა ავადმყოფებში სადღეღამისო დოზის 75 მგ კლოპიდოგრელის მიღება 10 დღისგანმავლობაში უსაფრთხოდ და კარგად აიტანება . კლოპიდოგრელის მაქსიმალური კონცენტარცია როგორცერთჯერადი დოზის , ასევე წონასწორობის მდგომარეობაში ციროზით დაავადებულ ავადმყოფებშიბევრჯერ მეტია , ჯანმრთელ პირებთან შედარებით . თუმცა , ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტისდონე პლაზმაში , აგრეთვე , კლოპიდოგრელის მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე და სისხლდენისხანგრძლივობა შედარებულია ორ ჯგუფში .

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისათვის :

-           მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ პერიოდში ( რამდენიმე დღიდან არანაკლებ 35დღის განმავლობაში ), იშემიური ინსულტის (7 დღიდან 6 თვემდე ნაკლები პერიოდი ), ან პერიფერიულიარტერიების დიაგნოსტირებული დაავადებების დროს ;

-           მწვავე კორონალური სინდრომით დაავადებულ პაციენტებში :

მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე ( არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე ),სტენტის კორონარული განთავსებით აცეტილსალიცილის მჟავას კომბინაციაში .
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში ST სეგმენტის მომატებით , აცეტილსალიცილის მჟავას კომბინაციაში ავადმყოფებში , რომლებიციღებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას და შეიძლება ჩაუტარდეთ თრომბოლიზური თერაპია .
უკუჩვენება

-           პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებულიმგრძნობელობა ;

-           ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ;

-           მწვავე პათოლოგიური სისხლდენა , მაგალითად , როგორიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავისწყლულის და შიდაქალის სისხლჩაქცევის დროს ;

-           ძუძუთი კვების პერიოდი .

სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მკურნალობის პერიოდში კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში , რომელიც მიუთითებსსისხლდენისა და ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტების გამოვლენას , საჭიროა დაუყოვნებლივმიმართოთ ექიმს სისხლის ანალიზის ჩასატარებლად . როგორც სხვა ანტითრომბოზული პრეპარატები ,კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლდენის რისკის მომატების შემთხვევაში ,რომელიც დაკავშირებულია ტრავმასთან , ქირურგიულ ჩარევასთან ან სხვა პათოლოგიურმდგომარეობასთან , ასევე კლოპიდოგრელის და აცეტილსალიცილის მჟავასთან , არასტეროიდულიანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან , მათ შორის ცოგ -2- ის ინჰიბიტორებთან , ჰეპარინთან , II ბ /III აგლიკოპროტეინების ინჰიბიტორებითან (II ბ /III ა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორები წარმოადგენენპრეპარატებს , რომლებიც აბლოკირებენ II ბ /III ა გლიკოპროტეინს და ხელს უშლიან თრომბოციტებისაგრეგაციას ) კომბინაციისას . აუცილებელია სისხლდენის ნიშნების მკაცრი კონტროლი , ფარულისისხლდენის ჩათვლით , განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში და /ან გულზე ინვაზიური პროცედურის ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში . პრეპარატის მიღებასთანდაკავშირებით ეჭვის ან შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს .  ვარფარინისა და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული , ვინაიდანაღნიშნული კომბინაცია აძლიერებს სისხლდენის ინტენსივობას .

ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში , როდესაც ანტიაგრეგანტული მოქმედება არ არის სასურველი ,კლოპიდოგრელით მკურნალობის კურსი საჭიროა შეწყვიტოთ ოპერაციამდე 7 დღით ადრე .კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან და თვალშიდა სისხლდენა ), ვინაიდან იგი ახანგრძლივებსსისხლდენის დროს .  

აცნობეთ ექიმს უჩვეულო სისხლდენის ( ადგილის და / ან ხანგრძლივობის მხრივ ) შემთხვევების შესახებ ,რადგან კლოპიდოგრელის მიღების ფონზე ( ცალკე ან აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში )გამოვლენილი სისხლდენის შეჩერება საჭიროებს დიდ დროს . ქირურგიული ჩარევის ან ახალისამკურნალო საშუალების დანიშვნის შემთხვევაში , პაციენტი ვალდებულია აცნობოს მკურნალ ექიმს ანსტომატოლოგს კლოპიდოგრელს გამოყენების შესახებ .

ძალიან იშვიათად კლოპიდოგრელის გამოყენებისას , ზოგჯერ ხანმოკლედ , შესაძლებელია თრომბოზულითრომბოციტოპენიური პურპურას განვითარება , რომელიც ხასიათდება თრომბოციტების რაოდენობისშემცირებით და ჰემოლიზური ანემიით , ნევროლოგიური დარღვევებით , თირკმელების ფუნქციისდარღვევებით ან სხეულის ტემპერატურის მომატებით ( ჰიპერთერმიით ).   

თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა წარმოადგენს მდგომარეობას , რომელიც საჭიროებსდაუყოვნებლივ ჩარევას , პლაზმაფერეზის ჩათვლით .

მონაცემების არარსებობის გამო , კლოპიდოგრელის მიღება რეკომენდებული არ არის მწვავე იშემიურიინსულტის დროს (7 დღეზე ნაკლები ).

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კლოპიდოგრელის გამოყენებისთერაპიული გამოცდილება შეზღუდულია . ამიტომ , აცნობეთ მკურნალ ექიმს თირკმელების ან ღვიძლისფუნქციის დარღვევების შესახებ .

აცნობეთ მკურნალ ექიმს გალაქტოზის ამტანობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების , ლაპალაქტოზის დეფიციტის ან გლუკოზა - გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის შესახებ .

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს .

აცნობეთ მკურნალ ექიმს ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში , რომელიც არ არისმოყვანილი ინსტრუქციაში .

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის პერიოდში კლოპიდოგრელის გამოყენება რეკომენდებული არ არის , ვინაიდან არ არსებობსკლინიკური მონაცემები პრეპარატის ორსულობაზე ზემოქმედების შესახებ .

ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა არ გამოავლინა უარყოფითი ზემოქმედებაორსულობაზე , ემბრიონის / ნაყოფის განვითარებაზე , სამშობიარო აქტზე და პოსტნატალურგანვითარებაზე .

ლაქტაცია

ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს , რომ კლოპიდოგრელი და / ან მისი მეტაბოლიტებიგამოიყოფა რძეში . ცნობილი არ არის გამოიყოფა თუ არა კლოპიდოგრელი ან მისი მეტაბოლიტები დედისრძეში .   

გვერდითი ეფექტები

კლინიკური გამოკვლევები :

კლოპიდოგრელის უსაფრთხოება გამოკვლეულია 42000 მეტ პაციენტში , მათ შორის 9000 პაციენტზე მეტიპრეპარატს იღებდა ერთი წლის ან უფრო ხნგრძლივი დროის განმავლობაში . გამოკვლევებში 75 მგ / დღე -ღამეში დოზით კლოპიდოგრელის ამტანობა შეესაბამებოდა 325 მგ / დღე - ღამეში დოზითაცეტილსალიცილის მჟავას ამტანობას . პრეპარატის ზოგადი ამტანობა აცეტილსალიცილის მჟავასამტანობის ტოლია , პაციენტის ასაკის , სქესის , რასობრივი კუთვნილების მიუხედავად .

პოსტ - მარკეტინგული პერიოდი :

სისხლდენა არის კლოპიდოგრელის მიღებაზე გამოვლენილი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი .შემთხვევების უმრავლესობა აღინიშნება მკურნალობის პირველი თვეში .   

სისხლდენა : არსებობს ლეტალური შედეგის   რამდენიმე შემთხვევები ( განსაკუთრებით ქალასშიდა , კუჭ- ნაწლავის და რეტროპერიტონული სისხლდენები ); არსებობს ცნობები კანის სისხლდენის მძიმეშემთხვევების შესახებ ( პურპურა ), ძვალ - კუნთოვანი სისხლდენა ( ჰემართროზი , ჰემატომა ), ჩაქცევათვალში ( კონიუნქტუალური , ოკულარული , რეტინალური ), სისხლდენა ცხვირიდან , რესპირატორულიტრაქტის სისხლდენები ( სისხლიანი ხველა , სისხლდენა ფილტვებიდან ), ჰემატურიები და ოპერაციულიჭრილობიდან სისხლდენა . კლოპიდოგრელის და აცეტილსალიცილის მჟავას , ან აცეტილსალიცილისმჟავას და ჰეპარინის ერთდროულად მიღების შემთხვევაში , აღინიშნება მძიმე სისხლდენების შემთხვევები( იხ . სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ).

აგრეთვე , ცნობილია შემდეგი გვერდითი ეფექტები , რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კლოპიდოგრელისმიღებაზე . აღნიშნული გვერდითი ეფექტები მოყვანილია მათი სიხშირისა და სიმძიმის შემცირებისმიხედვით . ტერმინი ~ ძალიან იშვიათად ~ შეესაბამება სიხშირეს <1/10000.

სისხლი და ლიმფური სისტემა :

ძალიან იშვიათად : თრომბოციტოპენიური თრომბოჰემოლიზური პურპურა ( თთპ ) (1 შემთხვევა200 000 პაციენტზე ) ( იხ . სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ), მძიმეთრომბოციტოპენია ( თრომბოციტების რიცხვი <30 x 109/ ლ ), აგრანულოციტოზი , გრანულოციტოპენია, აპლასტიური ანემია / პანციტოპენია , ანემია .
იმუნური სისტემა :

ძალიან იშვიათად : ანაფილაქტოიდური რეაქციები , შრატისმიერი დაავადება .
ფსიქიკური დარღვევები :

ძალიან იშვიათად : გონების დაბინდვა , ჰალუცინაციები .
ნერვული სისტემა

ძალიან იშვიათად : გემოვნების დარღვევა .
 სისხლძარღვთა სისტემა

ძალიან იშვიათად : ვასკულიტი , ჰიპოტენზია .
რესპირატორული სისტემა , თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები :

ძალიან იშვიათად : ბრონქოსპაზმი , ინტერსტიციული პნევმონიტი .
კუჭ - ნაწლავის სისტემა :

ძალიან იშვიათად : პანკრეატიტი , კოლიტი ( მათ შორის წყლულოვანი კოლიტი ან ლიმფოციტურიკოლიტი ), სტომატიტი .
ჰეპატო - ბილიარული სისტემა :

ძალიან იშვიათად : ღვიძლის მწვავე უკმარისობა , ჰეპატიტი .
კანი და კანქვეშა ქსოვილი :

ძალიან იშვიათად : ანგიონევროზული შეშუპება , ბულოზური გამონაყარი ( მულტიფორმულიერითემა , სტივენს - ჯონსის სინდრომი , ეპიდერმისის ტოქსიკური ნეკროლიზი ), ერითემატოზულიგამონაყარი , ჭინჭრის ციება , ეგზემა და ბრტყელი ლიქენი .
საყრდენ - მამოძრავებელი სისტემა , შემაერთებელი ქსოვილი და ძვლები :

ძალიან იშვიათად : ართრალგია , ართრიტი , მიალგია .
თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა :

ძალიან იშვიათად : გლომერულონეფრიტი .
ზოგადი მდგომარეობა და შეყვანის ადგილის მდგომარეობა :

ძალიან იშვიათად : მომატებული ტემპერატურა .
ლაბორატორული ანალიზები :

ძალიან იშვიათად : თირკმელების ფუნქციის ანომალური შედეგები , სისხლის კრეატინინისგაზრდა .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

ვარფარინი : კლოპიდოგრელის და ვარფარინის ერთობლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის ,რადგან ამ კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენის ინტენსივობა ( იხ . სპეციალურიგაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ).

II ბ /III ა გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი :   კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებშისისხლდენის რისკის მომატების შემთხვევაში , რომელიც დაკავშირებულია ტრავმებთან , ქირურგიულჩარევასთან ან სხვა პათოლოგიურ მდგომარეობასთან და რომლებიც იღებენ II ბ /III ა გლიკოპროტეინისინჰიბიტორს ( იხ . სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ).

აცეტილსალიცილის მჟავა : აცეტილსალიცილის მჟავა არ ცვლის კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელეფექტს თრომბოციტების ადფ - ინდუცირების აგრეგაციაზე , მაგრამ კლოპიდოგრელი აძლიერებსაცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას კოლაგენით ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციაზე . თუმცა, 500 მგ აცეტილსალიცილის მჟავას ორჯერ დღე - ღამეში ერთდროულად მიღება არ იწვევს სისხლდენისდროის გაზრდას , რომელიც გამოწვეულია კლოპიდოგრელის მიღებით . ფარმაკოდინამიკურიურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის შესაძლებელია და ის იწვევსსისხლდენის საშიშროების გაზრდას . ამიტომ , აღნიშნული ორი პრეპარატით თანმხლები მკურნალობაინიშნება სიფრთხილით ( იხ . სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ). თუმცა , არსებობსცნობები   კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავას ერთ წლამდე გამოყენების უსაფრთხოებისშესახებ ( იხ . ფარმაკოკინეტიკა ).

ჰეპარინი : ჯანმრთელ პირებში ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების მონაცემებით , კლოპიდოგრელიარ საჭიროებს ჰეპარინის დოზის კორექციას და ახდენს ჰეპარინის მოქმედების შეცვლას სისხლისშედედებაზე . ჰეპარინთან ერთდროული გამოყენება არ ცვლის კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელმოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე .

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ჰეპარინის შორის შესაძლებელია და იგიიწვევს სისხლდენის საშიშროების გაზრდას . ამიტომ , აღნიშნული პრეპარატები ერთდროულად ინიშნებასიფრთხილით ( იხ . სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ).

თრომბოლიტიკები : კლოპიდოგრელის , სპეციფიური ფიბრინული და არაფიბრინულითრომბოლიტიკების და ჰეპარინის თანმხლები გამოყენების უსაფრთხოება იყო დაკვირვებული ახლადგადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ავადმყოფებში . კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენისსიხშირე იყო ანალოგიური იმისა , რაც გამოვლინდა თრომბოლიტიკების და ჰეპარინისა დააცეტილსალიცილის მჟავას ერთდროულად მიღების   შემთხვევაში ( იხ . გვერდითი ეფექტები ).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ( აასს ): ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულკლინიკურ გამოკვლევებში კლოპიდოგრელის და ნაპროქსენის ერთდროულად მიღების შემთხვევაშიიზრდება ფარული კუჭ - ნაწლავის სისხლდენების რაოდენობა . მაგრამ , ამ მომენტისათვის ცნობილი არარის , არსებობს თუ არა მომატებული რისკი ყველა აღნიშნული პრეპარატის გამოყენების დროს , ვინაიდანპრეპარატის და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებმონაცემები არ არსებობს . აქედან გამომდინარე , არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის ცოგ -2- ის ინჰიბიტორების კლოპიდოგრელთან გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულსიფრთხილეს   ( იხ . სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ).

კომბინირებული თერაპიის სხვა ფორმები : პოტენციური ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკურიურთიერთქმედების შესასწავლად კლოპიდოგრელით და სხვა პრეპარატებით ჩატარდა რიგი კლინიკურიგამოკვლევებისა . კლოპიდოგრელის ატენოლოლთან ან ნიფედიპინთან ან ორივე პრეპარატთან ერთობლივიგამოყენების დროს კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება აღმოჩენილი არიყო . გარდა ამისა , კლოპიდოგრელის ფარმაკოდინამიური აქტივობა პრაქტიკულად შეუცვლელი დარჩაფენობარბიტალთან , ციმეტიდინთან ან ესტროგენებთან ერთდროულად მიღების   შემდეგ .

კლოპიდოგრელთან გამოყენების შემთხვევაში , დიგოქსინის ან თეოფილინის ფარმაკოკინეტიკურითვისებები არ იცვლება . ანტაციდურმა საშუალებებმა არ შეცვალეს კლოპიდოგრელის აბსორბციისმაჩვენებელი .

ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ადასტურებს , რომკლოპიდოგრელის კარბოქსილურ მეტაბოლიტმა შეიძლება მოახდინოს ციტოქრომა P4502C9 აქტივობისინჰიბირება . ამის შედეგად , ზოგიერთი სამკურნალო საშუალების , მაგალითად ფენიტოინის დატოლბუტამიდის და იმ აასს შემცველობა , რომელთა მეტაბოლიზმი ხდება აღნიშნული ენზიმის მეშვეობით, შეიძლება იყოს მომატებული პლაზმაში , რადგან ისინი გამოიყოფა CYP 2C 9- ით . გამოკვლევებისმონაცემები აღნიშნავს , რომ ფენიტოინის და ტოლბუტამიდის კლოპიდოგრელთან გამოყენება უსაფრთხოა.

სამკურნაწლამლო შეუთავსებლობის შესახებ ზემოთმოყვანილი სპეციფიკური ინფორმაციის გარდა ,ათეროთრომბოზის სამკურნალო ზოგიერთ საშუალებებთან კლოპიდოგრელის ურთიერთქმედების შესახებცდები არ ჩატარებულა . თუმცა , კლოპიდოგრელის კლინიკურ ცდებში მონაწილე პაციენტებიერთდროულად იღებდნენ სხვადასხვა პრეპარატებს , დიურეზულების , ბეტა - რეცეპტორებისბლოკატორების , ასმ ინჰიბიტორებს , კალციუმის არხების ანტაგონისტებს , სისხლში ქოლესტერინისშემცველობის დამაქვეითებელ პრეპარატებს , კორონარულ ვაზოდილატატორებს , დიაბეტისსაწინააღმდეგო პრეპარატებს ( ინსულინის ჩათვლით ), ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს ,  ჰორმონების შემცვლელ თერაპიას და GPII ბ /III ა ანტაგონისტებს კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითიურთიერთქმედების ნიშნების გარეშე .

დოზირება და გამოყენების სქემა

მოზრდილები და ხანდაზმულები :
კლოპიდოგრელი ინიშნება ერთხელ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დოზით 75 მგ .

მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში :

-           მწვავე კორონალური სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე ) . პრეპარატი გამოიყენებაერთჯერადად , საწყისი დოზით 300 მგ , შემდგომში ერთხელ დღეში 75 მგ - ის ოდენობით (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში დოზით 75-325 მგ დღეში ). აცეტილსალიცილის მჟავასმაღალი დოზებით მიღებისას მოსალოდნელია სისხლდენის მომატებული საშიშროება , ამიტომ არ არისრეკომენდებული 100 მგ - ზე მეტი დოზით აცეტილსალიცილის მჟავას მიღება . თქვენმა მკურნალმა ექიმმაუნდა დაადგინოს მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობის კურსი . კლინიკური ცდების მონაცემებიადასტურებს , რომ სქემა გამოიყენება 12 თვის ვადით , ხოლო მაქსიმალური სარგებელი აღინიშნება 3თვის შემდეგ ( იხ . ფარმაკოდინამიკა ).

-           მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში ST სეგმენტის მომატებით .

კლოპიდოგრელის გამოყენება შეიძლება ერთჯერადად , სადღეღამისო დოზით 75 მგ , საწყისიმკურნალობა დამტვირთავი დოზით აცეტილსალიცილის მჟავასთან , სხვა თრომბოლიზურებთან  კომბინაციაში ან მის გარეშე . პაციენტებში 75 წელს ზემოთ მკურნალობის საწყისი დოზა ენიშნებათდამტვირთავი დოზების გარეშე . სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კომბინირებული თერაპია ინიშნება რაცშეიძლება სწრაფად და მისი ხანგრძლივობა შეადგენს სულ მცირე ოთხ კვირას . კლოპიდოგრელის დააცეტილსალიცილის მჟავას კომბინაციის სარგებლიანობა მოცემულ კონტექსტში შესწავლილი არ არის ( იხ .ფარმაკოდინამიკა ).

ბავშვბები და მოზარდები :
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს .

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

კლოპიდოგრელი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისუნარზე .

ჭარბი დოზა

კლოპიდოგრელის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის პროლონგაცია დაშემდგომი გართულება . სისხლდენის შემთხვევაში ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა .

კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიური აქტივობის ანტიდოტი არ არსებობს . იმ შემთხვევაში , როდესაცაუცილებელია გახანგრძლივებული სისხლდენის დროის სწრაფი კორექცია , კლოპიდოგრელის მოქმედებაშესაძლებელია შეჩერდეს ტრომბოციტული მასის გადასხმით .  

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

შენახვის ვადა

3 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

II ჯგუფი ( რეცეპტით ).