| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Biopharm / ბიოფარმი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ამპულა |
| მოქმედი ნივთიერება | progesterone |
| დოზა | 0.025 |
Progesteroni - პროგესტერონი 2.5% 1მლ 10 ამპულა
წამლის ფორმა : საინექციო ხსნარი
შემადგენლობა : 2,5 % ხსნარი შეიცავს 25 მგ პროგესტერონს .
ფარმაკოლოგიური თვისება: პროგესტერონი იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერაციისფაზიდან, რომელიც გამოწვეულია ფოლიკულური ჰორმონებით, სეკრეტორულ ფაზაში გადასვლას.პროგესტერონი განაყოფიერების შემდეგ უზრუნველყოფს მის გადასვლას იმ მდგომარეობაში, რომელიცაუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათვის. პრეპარატი საშვილოსნოსკუნთებისა და მილების აგზნებას და შეკუმშვას ამცირებს. იგი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლისსაბოლოო ელემენტების განვითარებას.
იხილეთ ბლოგი: პროგესტერონი – რა არის და რისთვის გვჭირდება ის?
ჩვენება : ამენორეა ; საშვილოსნოს ანოვულარული სისხლდენები ; უშვილობა ; ორსულობის შეწყვეტა ; ალგომენორეა .
მიღების წესი და დოზირება : პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში . გამოყენების წინ ამპულას ახურებენ 30-40 0 _ მდე .
სისხლდენების დროს , რომელიც დაკავშირებულია საკვერცხეების დისფუნქციასთან , პრეპარატი მიიღება ყოველდღე6-8 დღის განმავლობაში .
ჰიპოგენიტალიზაციისა და ამენორეის ( ესტროგენური პრეპარატების გამოყენების შემდეგ ) დროს პრეპარატი მიიღებაყოველდღე 5 მგ - ის ან ყოველ მეორე დღეს 10 მგ - ის რაოდენობით 6-8 დღის განმავლობაში .
მოსალოდნელი მუცლის მოშლის ან მისი საწყისი პერიოდის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას პრეპარატი მიიღებაყოველდღიურად 10-15 მგ - ის რაოდენობით ან ყოველ მომდევნო დღეს მუცლის შესაძლო მოშლის სიმპტომებისგაქრობამდე . ჩვეული მუცლის მოშლის შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ ორსულობის 4 თვემდე .
ალგომენორეის ( დისმენორეის ) მკურნალობისათვის მკურნალობა იწყება მენსტრუალურ ციკლამდე 6-8 დღით ადრედოზით 5-10 მგ 6-8 დღის განმავლობაში . მკურნალობის კურსი შესაძლებელია გავიმეოროთ რამდენჯერმე .
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი და დღეღამური დოზა შეჰყავთ კუნთებში 25 მგ - ის რაოდენობით .
გვერდითი მოვლენები : მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება , შეშუპება .
წინააღმდეგჩვენება : ღვიძლის ფუნქციის დარღვევა , ჰეპატიტი , სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების კიბო ,თრომბოზების მიმართ მიდრეკილება .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან : პროგესტერონისა და ბარბიტურატების ურთიერთქმედებაპროგესტერონთან ამცირებს მის მოქმედებას .
გამოშვების ფორმა : 2,5% ზეთიანი საინექციო ხსნარი 1 მლ ამპულებში , #10 შეფუთვაში .
ვარგისიანობის ვადა : 6 წელი
შენახვის პირობები : ოთახის ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ ადგილას .
მითითება : შენახვის დროს ამპულის შიგთავსის გაყინვა დასაშვებია . ინექციის წინ ამპულის შიგთავსის 30-40° Cტემპერატურაზე გაცხელებისას იგი უნდა გახდეს გამჭვირვალე .
გაცემის წესი : რეცეპტით