| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | doxylamine |
| დოზა | 15მგ |
ჩვენება: პერიოდული ტრანზიტორული უძილობა.
დონორმილი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
დოქსილამინი
სამკურნალწამლო ფორმა, დოზირება
გარსით დაფარული ტაბლეტები, 15მგ
იხილეთ ბლოგი: რისი წამალია დონორმილი — მედიკამენტის ანოტაცია
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რესპირატორული სისტემა. სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები. ამინოალკილის ეთერები.
დოქსილამინი
ათქ კოდი R06AA09
მიღების ჩვენება
-პერიოდული/ტრანზიტორული უძილობა
გამოყენების დაწყებამდე გასაცნობი მონაცემების ჩამონათვალი
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების მიმართ
- დახურულკუთხოვანი გლუაკომა ოჯახურ ანამნეზში ან პაციენტის ანამნეზში
- საშარდე გზების ან პროსტატის მხრივ დარღვევები შარდის შეკავების რისკით
- ძუძუთი კვების პერიოდი
- ბავშვთა ასაკი 15 წლამდე.
სიფრთხილის აუცილებელი ზომები გამოყენების დაწყებამდე
არ ეხება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
არასასურველი კომბინაციები
ალკოჰოლი აძლიერებს H1-ანტიჰისტამინური პრეპარატების სედაციურ ეფექტს. ყურადღების მოდუნება შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების და ალკოჰოლის შემცველი საშუალებების მიღებას.
გასათვალისწინებელი კომბინაციები
- ატროპინი და ატროპინული მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიქოლინერგული პარკინსონისსაწინააღმდეგო პრეპარატები, სპაზმოლიზური ატროპინი, დიზოპირამიდი, ფენოთიაზინის ნეიროლეპტიკები) ზრდის ისეთი გვერდითი მოქმედების განვითარების რისკს, როგორიცაა შარდის შეკავება, ყაბზობა და პირის სიმშრალე.
- ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა ანტიდეპრესანტები (მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებელი, ხველის საწინააღმდეგი და ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები), ნეიროლეპტიკები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, ანქსიოლიტიკები ბენზოდიაზეპინების გარდა, სედაციური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანზერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), Н1-რეცეპტორების სედაციური მოქმედების მქონე ბლოკერები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, ბაკლოფენი, პიზოტიფენი და ტალიდომიდი) ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას ახდენს. ყურადღების დაქვეითება შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
- ნატრიუმის ოქსიბიტურატი, აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას. ყურადღების დაქვეითება შეიძლება საშიშროებას წარმოადგენდეს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
- სხვა საძილე საშუალებები, აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.
სპეციალური გაფრთხილებები
უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი, რომლებიც შეიძლება არ საჭიროებდეს სამკურნალო საშუალებების მიღებას.
რადგან პრეპარატი შეიცავს 100მგ ლაქტოზას, ის უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზის და გალაქტოზას აბსორბციის დარღვევის სინდრომის, ლაქტოზური უკმარისობის დროს.
როგორც ყველა საძილე ან სედაციური საშუალება, დოქსილამინის სუქცინატი შეიძლება ამწვავებდეს არსებულ ღამის აპნოეს სინდრომს (სუნთქვის გაჩერების რიცხვის და ხანგრძლივობის მომატება).
პრეპარატის ბოროტად გამოყენების და მისი მიჩვევის რისკი დაბალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღწერილია მისი ბოროტად გამოყენების და მასზე დამოკიდებულების განვითარების შემთხვევები. სამკურნალო საშყალების მიღების ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს. დონორმილის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დარღვევები აღენიშნებათ.
დაგროვების რისკი
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებ,ა დოქსილამინის სუქცინატი ორგანიზმში რჩება ნახევარგამოყოფის დაახლოებით ხუთი პერიოდის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ხანდაზმული ასაკის პირებში ან თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. მრავალჯერადი მიღებისას პრეპარატი ან მისი მეტაბოლიტები წონასწორულ კონცენტრაციას აღწეენ მნიშვნელოვნად გვიან და მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე. მოცემული სამკურნალო საშუალების ეფექტურობა და უსაფრთხოება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ წონასწორული კონცეტრაციის მიღწევისას. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმული ასაკის პირებში Н1-ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება საჭიროა სიფრთხილით სედაციის და/ან ვერტიგოს რისკის გამო, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს დაცემის რისკი (მაგალითად როდესაც ადამიანები ღამით დგებიან) შედეგებით, რომლებიც ხშირად სერიოზულია მოცემული კატეგორიის პაციენტებისთვის.
სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში
აღწერილია პლაზმაში დოქსილამინის სუქცინატის კონცენტრაციის მომატება და პლაზმური კლირენსის დაქვეითება. ამ სიტუაციებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
არსებული მონაცემების გათვალისწინებით, დოქსილამინის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ორსულობის გვიან ეტაპზე გამოყენების შემთხვევაში, ახალშობილის კვლევისას, საჭიროა პრეპარატის ატროპინის და სედაციური თვისებების მხედველობაში მიღება.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა დოქსილამინი დედის რძეში. შესაძლო სედაციური ეფექტის ან ახალშობილებში აგზნებადობის მომატების გათვალისწინებით, ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.
ფერტილობა
არ ეხება.
სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ყურადღება უნდა მიაქციონ დღის განმავლობაში ძილიანობის განვითარების რისკს იმ პირებში, რომლებიც ავტოტრანსპორტს მართავენ და მექანიზმებთან მუშაობენ.
არ არის რეკომენდებულია სხვა სედაციურ სამკურნალო საშუალებებთან, ნატრიუმის ოქსიბუტირატთან, ალკოჰოლურ სასმელებთან, ან ეთილის სპირტის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება, ასეთი კომბინაცია უნდა გაითვალისწინონ ავტროტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, რადგან ასეთი საშუალებები აძლიერებს ანტიჰისტამინური საშუალებების სედაციურ მოქმედებას.
ძილის არასაკმარისი ხანგრძლივობისას ყურადღების დაქვეითების რისკი იზრდება.
რეკომენდაციები მიღებისთვის
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.
მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, საღამოს - დაძინებამდე 15-30 წუთით ადრე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 – 15მგ-ს დღეში (ანუ დღეში ნახევარი ან მთლიანი ტაბლეტი). საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 30მგ-მდე (ანუ დღეში ორ ტაბლეტამდე).
ხანდაზმული ასაკის პირებში და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია დოზის დაქვეითება.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 დღე; თუ უძილობა ნარჩუნდება. მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
ზომები, რომელთა მიღება საჭიროა დოზის გადაჭარბების დროს
სიმპტომები: ძილიანობა, აგზნება, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, პირის სიმშრალე, სახის და ყელის სიწითლე, ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, კრუნჩხვითი სინდრომი. დოქსილამინით მწვავე მოწამვლა ზოგჯერ იწვევს რაბდომიოლიზს, რომელიც შეიძლება გართულდეს თირკმლის მწვავე უკმარისობით. კუნთების ეს დარღვევა არ წარმოადგენს გამონაკლისს, საჭიროებს კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის სისტემატურ განსაზღვრას.
მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა. მკურნალობის ადრეულ ეტაპზე რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება (50გ მოზრდილებისთვის, 1გ/კგ ბავშვებში).
გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდრტული გამოყენების დროს და ზომები, რომლებიც ამ დროს უნდა მიიღონ (საჭიროების შემთხვევაში)
გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა ხდება შემდეგი კრიტერიუმებით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000).
იშვიათი
- ძილიანობა დღის განმავლობაში (ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს)
- მხედველობის დარღვევა
- გულისცემის გახშირება
- პირის სიმშრალე, ყაბზობა
- შარდის შეკავება
- ცნობიერების დაბინდვა
- რაბდომიოლიზი
- სისხლში კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) მომატება
- კოგნიტური დარღვევები და ფსიქომოტორული დარღვევები.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.
არასასურველი წამლისმიერი რეაქციების განვითარების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სამედიცინო მუშაკს, ფარმაცევტს ან პირდაპირ, სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) საინფორმაციო ბაზას .
დამატებითი ინფორმაცია
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დოქსილამინის სუქცინატი-15მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი,
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, პიგმენტის დისპერსია სეპისპერსი АР 7001*, მაკროგოლი 6000, გამოხდილი წყალი
*პიგმენტის დისპერსიის სეპისპერს АР 7001 შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 2-4%, ტიტანის დიოქსიდი
CI77891 25-31 %, პროპილენგლიკოლი 30-40 %, გამოხდილი წყალი 100 %-მდე.
გარეგნული სახის, სუნის, გემოს აღწერა
მართკუთხა ფორმის, თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ზოლით ორივე მხარეს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გარსით დაფარული 10 ან 30 ტაბლეტი, 15მგ პოლიპროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით.
1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის ვადა
3 წელი
გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე