აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მუსკომედი - Muskomed 4მგ/2მლ 2მლ 6 ამპულა

#43661_1499
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა6 ამპულა
მოქმედი ნივთიერებაthiocolchicoside
დოზა4მგ
მოცულობა2 მლ
მოკლე აღწერა

ჩვენება: ხერხემლის მწვავე პათოლოგიებთან დაკავშირებული ტკივილით მიმდინარე კუნთების სპაზმი. 

19.21₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მუსკომედი

სავაჭრო დასახელება

მუსკომედი, Muscomed

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

თიოკოლხიკოზიდი, Thiocolchicoside

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ხსნარი.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდიM03BX05

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტები.

იხილეთ ბლოგი: მუსკომედი — პრეპარატი, რომელიც კუნთების ტკივილსა და სპაზმებს ამსუბუქებს

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

თიოკოლხიკოზიდი - კოლხიკოზიდის ნახევრადსინთეზური სულფიდური წარმოებული მიორელაქსაციური აქტივობით.

I n vitro პირობებში თიოკოლხიკოზიდი უკავშირდება მხოლოდ γ-ამინოერბომჟავის (გაემ) რეცეპტორებს და სტრიქნინის მიმართ მგრძნობიარე გლიცინის რეცეპტორებს. თიოკოლხიკოზიდს, როგორც გაემ-რეცეპტორების ანტაგონისტს, ეფექტური მიორელაქსაციური მოქმედების მოხდენა შეუძლია მარეგულირებელი კომპლექსური მექანიზმების მეშვეობით სუპრასპინალურ დონეზე, თუმცა მისი მოქმედების გლიცინერგული მექანიზმების გამორიცხვა არ შეიძლება. თიოკოლხიკოზიდის გაემ-რეცეპტორებთან ურთიერთქმედების მახასიათებლები ისეთივეა, როგორიც გლუკურონიდული წარმოებულისა, რომელიც ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს სისხლის ნაკადში ხარისხობრივი და რაოდენობრივი გამოხატულებით.

თიოკოლხიკოზიდისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის მიორელაქსაციური თვისებების დემონსტრირება მოხდა ვირთხებსა და ბოცვრებზე in vivo ჩატარებულ რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელში. თიოკოლხიკოზიდის მიორელაქსაციური ეფექტის არქონა ვირთხებში სპინალიზაციის შემდეგ ცხადჰყოფს, რომ ამ ნაერთს დომინანტური სუპრასპინალური მოქმედება გააჩნია.

ელექტროენცეფალოგრაფიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თიოკოლხიკოზიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი SL18.0740 სედაციურ ეფექტს არ ახდენენ.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ თიოკოლხიკოზიდის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 30 წუთში და შეადგენს 113 ნგ/მლ 4 მგ დოზის შეყვანის შემდეგ და 175 ნგ/მლ 8 მგ დოზის შეყვანის შემდეგ. AUC-ის (“კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ ფართობი) შესაბამისი მნიშვნელობები შეადგენს 283 ნგ•სთ/მლ და 417 ნგ•სთ/მლ შესაბამისად.

ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი SL18.0740 ასევე იქნა გამოვლენილი უფრო დაბალი კონცენტრაციით Cmax 11,7 ნგ/მლ დროს დოზის მიღებიდან 5 საათის შემდეგ და AUC 83 ნგ•სთ/მლ დროს.

მონაცემები არააქტიური მეტაბოლიტის SL59.0955 შესახებ არ არსებობს.

განაწილება

თიოკოლხიკოზიდის განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 42,7 ლ-ს 8 მგ სამკურნალო საშუალების კუნთში შეყვანის შემდეგ. მონაცემები ცალკეულ მეტაბოლიტებზე არ არის.

გამოყოფა

თიოკოლხიკოზიდის ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი 1,5 საათს შეადგენს და პლაზმური კლირენსი - 19,2 ს/სთ.

გამოყენების ჩვენებები

ხერხემლის მწვავე პათოლოგიებთან დაკავშირებული ტკივილით მიმდინარე კუნთების სპაზმის, დამატებითი მკურნალობა მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ასაკიდან.

გამოყენების წესი და დოზები

გამოყენების წესი

პრეპარატი მუსკომედი განკუთვნილია ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.

დოზირების რეჟიმი

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 მგ-ს (1 ამპულა) ყოველ 12 საათში ერთხელ (8 მგ (2 ამპულა) დღე-ღამეში).

მკურნალობის ხანგრძლივობა

უწყვეტი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღე-ღამეს.

თავი უნდა ავარიდოთ რეკომენდირებული დოზების გადაჭარბებას და პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას.

პედიატრიული პოპულაცია

პრეპარატი არ გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლამდე, უსაფრთხოების მონაცემების არ არსებობის გამო.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

- პერიფერიული დამბლა, კუნთების ჰიპოტონია;

- ორსულობა;

- ლაქტაციის პერიოდი;

- რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციით;

- 16 წლამდე ბავშვთა ასაკი.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, მაგალითად: არახშირად - ქავილი; იშვიათად - ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ჰიპოტენზია, სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - კანის ალერგიული რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ძილიანობა; იშვიათად - აჟიტირება და გონების დაბინდვა; სიხშირე უცნობია - შეუძლოდ ყოფნა, დაკავშირებული ან დაუკავშირებელი ვაზოვაგალურ სინკოპესთან, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება კუნთში შეყვანიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, კრუნჩხვები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, გასტრალგია; არახშირად - ღებინება, გულისრევა; იშვიათად - გულძმარვა.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ აღინიშნებოდა ვაზოვაგალური გულყრის შემთხვევები, ამიტომ ინექციის შემდეგ პაციენტი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

პოსტმარკეტინგულ კვლევებში თიოკოლხიკოზიდის გამოყენებასთან დაკავშირებით იყო შეტყობინებები ღვიძლის დაზიანების შესახებ. მძიმე შემთხვევები (მაგალითად, ელვისებური ჰეპატიტი) დარეგისტრირდა პაციენტებში, რომლებიც თიოკოლხიკოზიდთან ერთად იღებდნენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ან პარაცეტამოლს. ღვიძლის დაზიანების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში პაციენტებმა მკურნალობა უნდა შეწყვიტონ და მიმართონ ექიმს.

თიოკოლხიკოზიდს შეუძლია გამოიწვიოს კრუნჩხვები ეპილეფსიის ან ეპილეფსიური შეტევების რისკის მქონე პაციენტებში.

წინაკლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ თიოკოლხიკოზიდის ერთ-ერთი მეტაბოლიტი (SL59.0955) შეიძლება დაკავშირებული იყოს ანეუპლოიდიასთან (გაყოფად უჯრედებში ქრომოსომების რიცხვის შეცვლა) ზემოქმედების ისეთი დონის პირობებში, რომელიც ბევრად არ აღემატება 8 მგ-ის 2-ჯერ დღე-ღამეში მიღების შედეგად ორგანიზმში მიღწეულ დონეს.

ანეუპლოიდია ტერატოგენობის, ემბრიოტოქსიურობის/ფოტოტოქსიურობის, თვითნებური აბორტის, ასევე მამაკაცის ფერტილობის დარღვევის რისკის დადგენილი ფაქტორია. თეორიულად ასევე იზრდება კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ, სიფრთხილის ზომის სახით, არ უნდა მოხდეს დოზების გადაჭარბება და/ან ხანგრძლივი მკურნალობა.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ორსულობის შემთხვევაში პოტენციური რისკის და კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთჯერად დოზაში, ესეიგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ძილიანობის შესაძლო განვითარების გამო.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში თიოკოლხიკოზიდის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. პოტენციური რისკი ემბრიონისთვის და ნაყოფისთვის უცნობია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია ტერატოგენული ეფექტები. მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციით.

ლაქტაცია

ვინაიდან თიოკოლხიკოზიდი აღწევს დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ვირთხებზე ჩატარებულ ფერტილობის კვლევებში ფერტილობის გაუარესება 12 მგ/კგ-მდე დოზებისას (ესე იგი დოზებისას, რომლებიც არ იწვევენ კლინიკურ ეფექტს) არ გამოვლენილა. თიოკოლხიკოზიდი და მისი მეტაბოლიტები სხვადასხვა დონის კონცენტრაციებისას ანეუგენურ აქტივობას ავლენენ, რაც ადამიანის ფერტილობის შემცირების რისკის ფაქტორს წარმოადგენს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მონაცემები წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

ჭარბი დოზირება

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თიოკოლხიკოზიდს, ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დარეგისტრირებულა.

მკურნალობა: სიმპტომური და ფრთხილი სამედიცინო კონტროლი.

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარის 2 მლ უფერო შუშის ამპულებში.

6 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

1 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით