Flastin - ფლასტინი 150მგ 3 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 89,61 ლ რეგულარული ფასი 100,35 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
44633_2052
მწარმოებელი:
Lab.Liconsa
არცერთი:
ჩვენება: ახდენს ოსტეოპოროზით გამოწვეული ძვლების განლევის პრევენციას და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას, ამცირებს ძვლების მოტეხილობის შესაძლებლობას.

ფლასტინი 150 მგ
შემოგარსული ტაბლეტი
იბანდრონის მჟავა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, მასში მოცემულია პაციენტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
- გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ-ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

1. რას წარმოადგენს ფლასტინი 150 მგ და რისთვის გამოიყენება
2. ფლასტინი 150 მგ-ს გამოყენებამდე
3. როგორ მიღება ფლასტინი 150 მგ
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფლასტინი 150 მგ
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.


1. რას წარმოადგენს ფლასტინი 150 მგ და რისთვის გამოიყენება
ფლასტინი 150 მგ მიეკუთვნება ბისფოსფონატების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. შეიცავს იბანდრონის მჟავას. არ შეიცავს ჰორმონებს.

ფლასტინი 150 მგ-ს შეუძლია ძვლის განლევის პროცესის უკუქცევა ძვლის განლევის შეჩერებითა და ძვლის მასის გაზრდით ქალებში, თუმცა ეს პროცესი შეიძლება შესამჩნევი არ იყოს და პაციენტმა შეიძლება ცვლილება ვერ იგრძნოს. ფლასტინი 150 150 მგ ხელს უწყობს ძვლების მოტეხვის შესაძლებლობის შემცირებას. მოტეხილობების შემცირება აღინიშნა ხერხემლის არეში, მაგრამ არა ბარძაყის მიდამოში.

ფლასტინი 150 მგ ინიშნება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, როდესაც არსებობს მოტეხილობების მომატებული რისკი. ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და დასუსტება, რომლებიც ხშირად აღინიშნება ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის დროს ქალებში საკვერცხეები აღარ გამოიმუშავებენ ქალის ჰორმონს ესტროგენს, რომელიც ხელს უყობს ჩონჩხის ძვლების სიჯანსაღეს.

რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება მენოპაუზა, მით უფრ მაღალი მოტეხილობების რისკი ოსტეოპოზის დროს. სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მოტეხილობების რისკის გაზრდას, მოიცავს შემდეგს:
- კვების რაციონში კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობა
- მოწევა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება
- არასაკმარისი სიარული ან სხვა სახის ფიზიკური დატვირთვები
- ოსტეოპოროზის არსებობა ოჯახურ ანამნეზში.

ადამიანთა უმრავლესობაში ოსტეოპოროზი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. თუ სიმპტომები არ გაქვთ, არ გეცოდინებათ, გაქვთ თუ არა ეს მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ოსტეოპოროზმა შეიძლება უფრო დიდი ალბათობით გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა დაცემის ან ტრავმის მიღების დროს. 50 წლის ასაკის შემდეგ ძვლის მოტეხილობა შეიძლება იყოს ოსტეოპოროზის ნიშანი. ოსტეოპორზმა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს ზურგის ტკივილი, სიმაღლეში შემცირება ან კუზის განვითარება.

ფლასტინი 150 მგ ახდენს ოსტეოპოროზით გამოწვეული ძვლების განლევის პრევენციას დ ახელს უწყობს ძვლის აღდგენას. შედეგად, ფლასტინი 150 მგ ამცირებს ძვლების მოტეხილობის შესაძლებლობას.
წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი პირობაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რაც გულისხმობს კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი ბალანსირებულ კვების რეჟიმს; სიარულს ან სხვა სახის ფიზიკურ აქტივობას; მოწევაზე უარის თქმას და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისაგან თავის შეკავებას.

2. რა უნდა იცოდეთ ფლასტინი 150 მგ-ს მიღებამდე
- თუ გაქვთ ალერგია იბანდრონის მჟავას ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
- თუ გაქვთ საყლაპავ მილთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა საყლაპავის შევიწროვება ან ყლაპვის გაძნელება.
- თუ არ შეგუძლიათ მინიმუმ ერთი საათის (60 წუთი) განმავლობაში დოგმა ან ჯდომა.
- თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ სისხლში კალციუმის დაბალი დონეები. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ფლასტინი 150 მგ არ გამოიყენება ბავშვებში ან მოზარდებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ზოგიერთ ადამიანში შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ფლასტინი 150 მგ-ს გამოყენებისას.
ფლასტინი 150 მგ-ს მიღებამდე უთხარით ექიმს:
- თუ გაქვთ მინერალების მეტაბოლიზმის დარღვევები (როგორიცაა D ვიტამინის ნაკლებობა).
- თუ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია.
- თუ გაქვთ ყლაპვის ან საჭმლის მონელების პრობლემები.

თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან დაგეგმილია სტომატოლოგიური ქირურგია, უთხარით თქვენს სტომატოლოგს, რომ მკურნალობთ ამ პრეპარატით.


შეიძლება განვითარდეს საყლაპავი მილის გაღიზიანება, ანთება ან დაწყლულება გულ-მკერდის არეში ტკივილით, საკვების და/ან სასმლის ყლაპვის შემდეგ მძიმე ტკივილით, მწვავე გულისრევით ან ღებინებით, განსაკუთრებით თუ არ დალევთ ერთ ჭიქა ჩვეულებრივ წყალს და/ან თუ არ დაწვებით ფლასტინის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ ფლასტინი 150 მგ-ს მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

სხვა პრეპარატები და ფლასტინი 150 მგ
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.

- კალციუმის, მაგნიუმის, რკინის ან ალუმინის შემცველი დანამატები, ვინაიდან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ 150 მგ ფლასტინის ეფექტებზე.
- ასპირინი ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო რეპარატები (მათ შორის იბუპროფენი, დიკლოფენაკის ნატრიუმის და ნაპროქსენი) – ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანება. იგივე შეიძლება გამოიწვიონ ბისფოსფანატებმა (როგორიცაა 150 მგ ფლასტინი). შესაბამისად, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტკივილგამაყუჩებლების ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, 150 მგ ფლასტინით მკურნალობის პერიოდში.

150 მგ ფლასტინის ტაბლეტის მიღების შემდეგ, ნებისმიერი სხვა პრეპარატები, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტაბლეტები, კალციუმის დანამატები ან ვიტამინები, შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ 1 საათში.

ფლასტინი 150 მგ-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
არ მიიღოთ ფლასტინი 150 მგ საკვებთან ერთად. ფლასტინი 150 მგ ნაკლებად ეფექტურია საკვებთან ერთად მიღებისას.

შეგიძლიათ ჩვეულებრივი წყლის მიღება, მაგრამ არა სხვა სასმელების (იხ. პუნქტი 3. როგორ მიიღება ფლასტინი 150 მგ).


ორსულობა და ლაქტაცია და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში 150 მგ ფლასტინის გამოყენების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ფლასტინი 150 მგ შეიძლება იყოს ტოქსიკური რეპროდუქციული თვალსაზრისით.

ფლასტინი 150 მგ არ გამოიყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
შეგიძლიათ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა, ვინაიდან ფლასტინი 150 მგ მაღალი ალბათობით გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფლასტინი 150 მგ შეიცავს ლაქტოზას.
ფლასტინი 150 მგ შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ფლასტინი 150 მგ-ს მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება ფლასტინი 150 მგ
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლასტინი 150 მგ-ს რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი თვეში.

ყოველთვიური ტაბლეტის მიღება
აუცილებელია აქ წარმოდგენილი მითითებების დაცვა. მათი მიზანია, რომ ტაბლეტმა სწრაფად მიაღწიოს კუჭამდე, ამდენად, ნაკლებსავარაუდოა, რომ მან გამოიწვიოს გაღიზიანება.

- მიიღეთ ფლასტინი 150 მგ-ს ერთი ტაბლეტი თვეში ერთხელ.
- შეარჩიეთ თვის ერთი დღე, რაც იოლად დაგამახსოვრდებათ. ტაბლეტის მისაღებად შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთიდაიგივე რიცხვი (მაგაითად, ყოველი თვის პირველი რიცხვი) ან ერთიდაიგივე დღე (მაგალითად, ყოველი თვის პირველი კვირა დღე). შეარჩიეთ ისეთი დღე, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება თქვენი ცხოვრების წესს.
- ფლასტინი 150 მგ ტაბლეტი მიიღეთ საკვების ან სასმლის, გარდა წყლის მიღებიდან მინიმუმ 6 საათის შემდეგ.
- ფლასტინი 150 მგ ტაბლეტი მიიღეთ
- დილით, როგორც კი ადგებით საწოლიდან, და
- საკვების ან სასმლის მიღებამდე (უზმოზე).
- ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ ერთი სავსე ჭიქა ჩვეულებრივი წყლის მიყოლებით (მინიმუმ 180 მლ). ტაბლეტს არ მიაყოლოთ მინერალური წყალი, ხილის წვენი ან ნებისმიერი სხვა სასმელი.

- ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად – ტაბლეტის დაღეჭვა, გატეხვა ან დაწუწვნა არ შეიძლება.
- ტაბლეტის მიღებიდან შემდეგი ერთი საათის (60 წუთის) განმავლობაში:
-არ დაწვეთ; აუცილებელია დოგმა ან ჯდომა, რათა პრეპარატმა უკან საყლაპავში არ გამოაღწიოს.

- არ მიიღოთ არავითარი საკვები
- არ მიიღოთ არავითარი სასმელი (გარდა ჩვეულებრივი წყლისა, საჭიროებისას)
- არ მიიღოთ სხვა არავითარი პრეპარატი.

- ტაბლეტი მიღებიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ დღის პირველი საკვები და სასმელი. საკვების მიღების შემდეგ შეგიძლიათ დაწვეთ, თუ სურვილი გაქვთ და მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, საჭიროებისას.

არ მიიღოთ ტაბლეტი ღამით დაწოლისას ან დილით ადგომამდე.

ფლასტინი 150 მგ ტაბლეტის მიღების გაგრძელება
აუცილებელია, რომ ფლასტინი 150 მგ მიიღოთ ყოველთვიურად, იმ დროის განმავლობაში, რასაც ექიმი დაგინიშნავთ.
ფლასტინი 150 მგ უზრუნველყოფს ოსტეოპოროზის მკურნალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დანიშნული ხანგრძლივობით მიიღებთ.

თუ მიიღეტ საჭიროზე მეტი რაოდენობის ფლასტინი 150 მგ
თუ შეცდომით მიიღეთ ერთზე მეტი ტაბლეტი, დალიეთ სავეს ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

ნუ გამოიწვევთ ღებიენებას და ნუ დაწვებით – ამან შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის გაღიზიანება.

თუ დაგავიწყდათ ფლასტინი 150 მგ-ს მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება დილით თქვენ მიერ შერჩეულ დღეს, არ მიიღოთ ტაბლეტი მოგვიანებით იმ დღეს. სანაცვლოდ, გადახედეთ ცალენდარს და ნახეთ შემდეგი დოზის მიღების განრიგი:

თუ შემდეგი დოზის მიღება დაგეგმილია მხოლოდ 1-7 დღეში
დაელოდეთ განრიგით დადგენილ შემდეგი დოზის მიღების დროს და მიიღეთ ჩვეულებრივ; შემდეგ კი გააგრძელეთ ერთი ტაბლეტის თვეში ერთხელ მიღება კალენდარში მონიშნულ დღეს.


თუ შემდეგი დოზის მიღება დაგეგმილია 7-ზე მეტი დღის შემდეგ
უნდა მიიღოთ ერთი ტაბლეტი დილით მომდევნო დღეს, როდესაც გაგახსენდებათ; შემდეგ კი გააგრძელეთ ერთი ტაბლეტის თვეში ერთხელ მიღება კალენდარში მონიშნულ დღეს.

არასოდეს მიიღოთ ერთი კვირის განმავლობაში ფლასტინი 150 მგ-ს ორი ტაბლეტი.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირით, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ:

- ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში
- ხშირი: ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში
- არახშირი: ვითარდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში
- იშვიათი: ვითარდება 10 000-დან 1-10 მომხმარებელში
- ძალიან იშვიათი: ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში
- ცნობილი არ არის: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.

ხშირი გვერდითი ეფექტებია გულძმარვა, მოუნელებლობა, დიარეა, კუჭის ტკივილი და გულისრევა. ფლასტინი 150 მგ-მ შეიძლება ასევე გააღიზიანოს საყლაპავი მილი, რაც შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად დოზის მიღებით. თუ განვითარდა ისეთი სიმტომები, როგორიცაა მძიმე ტკივილი გულ-მკერდის არეში, მძიმე ტკივილი საკვების ან სასმლის გადაყლაპვის შემდეგ, მძიმე გულისრევა ან ღებინება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

სხვა ხშირი გვერდითი ეფექტებია გამონაყარი, კუნთების სპაზმი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და თავის ტკივილი.

შეიძლება ასევე განვითარდეს გრიპისმაგვარი სიმპტომები (ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება, დაღლილობა), რომლებიც ჩვეულებრივ ზომიერი ხასიათისაა, ხანმოკლე და მალევე გადის პირველი დოზის მიღების შემდეგ. ამგვარად, შეგიძლიათ ფლასტინი 150 მგ-ს მიღების გაგრძელება. თუ რომელიმე ეფექტი შემაწუხებელი გახდა ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გაივლის, უთხარით ექიმს.

არახშირი გვერდითი ეფექტებია თავბრისხვევა, ზურგის ტკივილი და მუცლის შებერილობა.

იშვიათი გვერდითი ეფექტებია სახის, ტუჩებისა დაპ ირის შეშუპება და ქავილი.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმიაციის მიწოდება
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში. ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ ეროვნული ინფორმიების სისტემის მეშვეობით, რომელიც მოცემულია V დანართში. გვერითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი მონაცემის მიღებას.

5. როგორ ინახება ფლასტინი 150 მგ
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება კოლოფზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

პრეპარატები არ გადაყაროთ საკანალიზაციო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ექიმს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გესაჭიროებათ. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლასტინი 150 მგ
- აქტიური სუბსტანცია არის იბანდრონის მჟავა. ერთი ტაბლეტი შეიცავს 150 მგ იბანდრონის მჟავას (როგორც იბანდრონატის ნატრიუმის ჰიდრატს).
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის გული: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური კაჟბადი უწყლო.

ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000.

150 მგ ფლასტინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ფლასტინი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს წარწერით “Lჩ”.
ფლასტინი 150 მგ შემოგარსული ტაბლეტები წარმოდგენილია 1 და 3 შემოგარსულ ტაბლეტიან შეფუთვის ზომებში. ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერებში 1 ან 3 ტაბლეტის შემცველობით.

ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზის მფლობელი
“ეგის ფარმასიუტიკალზ პლს”
კერესზტურის ქ. 30-38
1106 ბუდაპეშტი
მად’არსკო

მწარმოებელი:
“ლაბორატორიოს ლიკონსა, ს.ა.”
ავდა. მირალკამპო, #7, პოლიგონო ინდუსტრიალ მირალკამპო
19200 აზუკუეკა დე ჰენარეს (გუადალაჯარა), ესპანეთი.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ