ბისეპტოლი 80მლ. სიროფი

განსაკუთრებული ფასი 12,33 ლ რეგულარული ფასი 13,80 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
322_1201
მწარმოებელი:
Medana pharma terpol Group
არცერთი:
სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli, სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შ



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის:  ფლაკონში 80 მლ
5 მლ
სულფამეტოქსაზოლი. . . . . .200 მგ
ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კრემოფორი  RH40, მაგნიუმ-ალუმინის სილიკატი, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, მეთილჰიდროქსიბენზოატი (0.15 გ), პროპილჰიდროქსიბენზოატი(0.05 გ), ნატრიუმის საქარინატი(0.064 გ), მალტიტოლი,მოცხარის არომატი, პროპილენგლიკოლი (2.5 გ), გასუფთავებული წყალი.
შაქარს არ შეიცავს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკრობული სულფანილამიდური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ორი აქტიური ნივთიერების ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას სინთეზის ინჰიბირებას.
პრეპარატი თრგუნავს შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევ - დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.
ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატის 60-80% გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით.

ჩვენებები

სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli, სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად, კანის, განსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატს იღებენ პერორალურად ჭამის დროს ან მის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. გამოყენების წინ საჭიროა პრეპარატის შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. ბავშვებში ძირითადად ინიშნება 5 მგ-მდე ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის წონაზე დღეღამეში. მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში - 20 მლ სუსპენზია ყოველ 12 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები

ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.


უკუჩვენებები

სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე ფორმის დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.
პრეპარატის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები

თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში ბისეპტოლი ზრდის სისხლდენით მიმდინარე თრომბოციტოპენიის განვითარების შესაძლებლობას. ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში ზრდის პროთრომბინის დროს. აძლიერებს სულფანილშარდოვანას შემცველი პრეპარატების ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Medana Pharma TERPOL Group S.A

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ