აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ოფლოქსაცინი 400მგ 10 ტაბლეტი

#37500_1788
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიUltra / ულტრა
ბრენდის ქვეყანა ინდოეთი
რაოდენობა და ფორმა10 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაofloxacin
მოკლე აღწერა
პრეპარატისადმი მგრზნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: • ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (სინუსიტის, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, ლარინგიტი, ტრაქეიტი); • სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია); • მუცლის ღრ
2.76₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სამედიცინო მოხმარების ინსტრუქცია
პრეპარატის ფორმა
200 და 400 მგ-იანი გარსით დაფარული აბები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუაელბა, ფტორქინოლონი

ფარმაკოდინამიკა
ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალება, აქვს ბაქტერიციდული ეფექტი. მოქმედებს ბაქტერიის დნმ-გირაზაზე და ხელს უწყობს ბაქტერიის დნმ-ს სტაბილურობას (იწვევს დნმ-ს ჯაჭვების დესტაბილიზაციას, რაც  იწვევს მიკროორგანიზმის დაღუპვას.
აქტიურია ბეტა-ლაქტამაზების წარმომქნელი მიკროორგანიზმებისა და სწრაფად მზარდი მიკობაქტერიების მიმართ.
ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარენი არიან:

Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Citrobаcter, Klebsiella spp. (maT Soris Klebsiella pneumonia), Enterobacter spp., Hafnia, Proteus spp. (maT Soris Proteus mirabilis, Proteus vulgaris – ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი), Salmonella spp., Shigella spp. (maT Soris Shigella sonnei), Yersiniа enterokolitica, Campilobacter jejuni, Aeromonas hydrophila, Plesiomonas aeruginosa, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Haemophilus influenzae, Chlamydia spp., Legionella spp., Serratia spp., Providencia spp., Haemophilis ducreyi, Bordetella parapertussis, Bordetella pertussis, Moraxella catarrhalis, Propionibacterium acnes, Staphylococcus spp., Brucella spp.


პრეპარატის მიმართ სხვადასხვა მგრძნობელობა გააჩნიათ: 

Enterococcus faecalis, Streptococcus pyogenes, pneumoniae da viridans, Serratio marcescens, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter, Mycoplasma hominis da pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, aseve Mycobacterium fortuim, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfringens, Corynebacterium spp., Helicobacter pilori, Listeria monocytogenes, Gardnerella vaginalis.


უმრავლეს შემთხვევაში პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არ არიან:Nocardia asteroides, anaerobuli baqteriebi (mag:, Bacteroides spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Eubacterium spp., Fusobacterium spp., Clostridium difficile) არ მოქმედბეს თTreponema pallidum-ზე.


კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (აბსორბცია – 95%).  
საკვებმა შესაძლებელია შეანელოს შეწოვა, მაგრამ არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ბიოშეღწევადობაზე. ბიოშეღწევადობა – 96%.
მაქსიმალური კონცენტაციის მიღწევის დრო (ჩმახ) პერორალურად მიღების დროს – 1-2 სთ, 100 მგ, 300 მგ, 600 მგ დოზით მიღების შემდეგ ჩმახ  შეადგენს 1, 3, 4 და 6.9 მგ/ლ-ს და დამოკიდებულია დოზაზე: 200 მგ და 400 მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ ის შეადგენს 2.5 მგ/მლ და 5 მგ/მლ-ს, შესაბამისად.
პლაზმურ ცილებთან კავშირი - 25%. გადანაწილების სავარაუდო მოცულობა – 100ლ.
გადანაწილება: უჯრედები (ლეიკოციტები, ალველური მაკროფაგები), კანი, რბილი ქსოვილები, ძვლები, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოები, სუნთქვის სისტემა, შარდი, ნერწყვი, ნაღველი, წინამდებარე ჯირკვლის გამონაყოფი, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძეში. შეაღწევს თავზურგტვინის სითხეში ტვინში გარსების ანთების და არანათებითი მდგომარეობების დროს (14-60%).
მეტაბოლიზდება ღვიძლში (დაახლოებით 5%) მეტაბოლიტების წარმოქმნით (ოფლოქსაცინის N-ოქსიდი და დიმეთილოფლოქსაცინი).
ნახევრადგამოდევნის პერიოდი (თ1/2) – 4,5-7 სთ (დოზის მიუხედავად).
ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით – 75-90% (შეუცვლელი სახით), დაახლოებით 4% - ფეკალიებთან ერთად. თირკმელებს გარე ქლირენსი 20%-ზე ნაკლებია. 200 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ 20-24 სთ-ის განმავლობაში აღმოჩნდება შარდში. თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყოფა შესაძლებელია შენელდეს.
ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრზნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
•    ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (სინუსიტის, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, ლარინგიტი, ტრაქეიტი);
•    სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია);
•    მუცლის ღრუს და ნაღვლსადინარი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ბაქტერიული ენტერიტის გამოკლებით);
•    თირკმელების (პიელონეფრიტი), შარდგამომყოფი გზების (ცისტიტი, ურეთრიტი), მცირე მენჯის ორგანოების (ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, საშვილოსნოს ყელის ანთება, პარამეტრიტი, პროსტატიტი), სასქესო ორგანოების (კოლპიტი, ორხიტი, ეპიდიდიმიტი) ინფექციები, გონორეა, ქლამიდიოზი;
•    მენინგიტი; დარღვეული იმუნური მდგომარეობის მქონე პაციენტებში ინფექციების პროფილაქტიკა (მათ შორის ნეიტროპენიის დროს);
•    კანის, რბილი ქსოვილების, ძვლების, სახსრების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტებზე ჰიპერმგრძნობელობა, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, ეპილეფსია (მათ შორის ანამნეზში), კრუნჩხვების ზღვარის დაქვეითება (მათ შორის ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის ან ცნს-ის ანთებითი პროცესების შემდეგ); 18 წლამდე ასაკი (სანამ არ არის დასრულებული ჩონჩხის ზრდა), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
იღებენ დიდი სიფრთხილით თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის, ცნს-ის ორგანული დაზიანების დროს.
მიღების წესები და დოზები
დოზების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ინფექციის ლოკალიზაციისა და მიმდინარეობის, ასევე მიკროორგანიზმების მგრძნობელობის, ავადმყოფის საერთო მდგომარეობის, თირკმელებისა და ღვიძლის მდგომარეობის მიხედვით.
ინიშნება შიგნით მისაღებად: ზრდასრულისთვის – 200-400 მგ დღე-ღამეში, მკურნალობის კურსი – 7-10 დღე, მიღების სიხშირე – 2-ჯერ დღეში. 400 მგ დღე-ღამეში შესაძლებელია დაინიშნოს 1-ჯერ მისაღებად, უკეთესია დილით. დღე-ღამური დოზა – 200-800 მგ. გონორეის დროს ინიშნება 400 მგ ერთჯერადად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას მაქსიმალური დღე-ღამური დოზა – 400 მგ. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას დოზა დამოკიდებულია კრეატინინის ქლირენსზე: კრეატინინის ქლირენსი 50-20 მლ/წთ -200 მგ/დღე-ღამეში (2 მიღებაზე ან 1-ხელ დღე-ღამეში); კრეატინინის ქლირენსი 20 მლ/წთ – 200 მგ ყოველ 48 სთ-ში.
ჰემოდიალიზის და პერიტონიალური დიალიზის დროს – 100 მგ ყოველ 24 სთ-ში.
აბები უნდა მიიღონ მთლიანად, მიაყოლონ წყალი, ჭამის წინ ან შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება გამომწვევის მგრძნობელობით და კლინიკური სურათით; მკურნალობა უნდა გავნაგრძოთ დაავადების სიმპტომების გაქრობის და ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ კიდევ 3 დღე. სალმონელოზის მკურნალობისას მკურნალობის კურსი – 7-8 დღე, ქვედა შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციების დროს მკურნალობის კურსი – 3 -5 დღე.
გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემა: გასტრალგია, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილები, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ქოლესტაზური სიყვითლე, ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტი.
ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არასაიმედო მოძრაობები, ტრემორი, კრუნჩხვები, დაბუჟება და კიდურების პარესთეზიები, ინტენსიური სიზმრები, “კოშმარული” სიზმრები, ფსიქოტური რეაქციები, შფოთვა, გაღიზიანებული მდგომარეობა, ფობიები, დეპრესია, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: ტენდინიტი, მიალგიები, ართრალგიები, ტენდოსინოვიტი, მყესების გაგლეჯა.
გრძნობათა ორგანოები: ფერადი მხედველობის დარღვევა, დიპლოპია, გემოვნების, ყნოსვის შეგრძნების, სმენისა და წონასწორობის დარღვევა.
კანის საფარველი: წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), ქერქიანი პაპულოზური გამონაყარი, რაც სისხლძარღვების დაზიანებაზე მიუთითებს (ვასკულიტი).
სისხლმბადი ორგანოები: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური და აპლასტიური ანემიები.
შარდგამომყოფი სისტემა: მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანის შემცველობის მომატება.
ალერგიული რეაქციები
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალერგიული პნევმონიტი, ალერგიული ნეფრიტი, ეოზინოფილია, ცხელება კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი) და ლაიელის, ფოტოსენსიბილიზაცია, პოლიმორფული ერითემა, ვასკულიტი, იშვიათად – ანაფილაქტოიდური შოკი.
სხვა:    
ნაწლავური დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია, ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში), ვაგინიტი.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, შენელებული მოძრაობები, დეზორიენტაცია, ძილიანობა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატიური მკურნალობა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
საკვები პროდუქტები, ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის ან რკინის მარილების შემცველი ანტაციდები ამცირებენ ოფლოქსაცინის შეწოვას უხსნადი კომპლექსების წარმოქმნის გამო (ინტერვალი დანიშნული პრეპარატების მიღებებს შორის უნდა იყოს 2 სთ).
ოფლოქსაცინის თეოფილინთან ერთად მიღების შემთხვევაში ამ უკანასკნელის დოზა უნდა შემცირდეს (რადგან ოფლოქსაცინი ამცირებს თეოფილინის ქლირენსს 25%-ით).
ციმეტიდინი, ფუროსემიდი, მეტოტრექსატი და მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი პრეპარატები – ზრდიან სისხლის პლაზმაში ოფლოქსაცინის კონცენტრაციას.
გლიბენკლამიდთან ერთად მიღებისას აუცილებელია სისხლში გლიკემიის დონის კონტროლი, ვინაიდან ოფლოქსაცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ოფლოქსაცინის კონცენტრაციას.
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებთან ერთად მიღების შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შემდედებელი სისტემის კონტროლი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების და მეთილქსანტინების დანიშვნისას იზრდება ნეიროტოქსიური ეფექტების რისკი.
შარდის გამატუტიანებელ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან (კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორები, ციტრატები, ნატრიუმის ბიკარბონატი) ერთად დანიშვნისას იზრდება კრისტალურიის და ნეფროტოქსიურობის ეფექტები.
საგანგებო მითითებები
ოფლოქსაცინი არ წარმოადგენს არჩევის პრეპარატს პნევმოკოკებით გამოწვეული პნევმონიის დროს; არ არის ნაჩვენები მწვავე ტონზილიტის მკურნალობისას.
არ არის რეკომენდირებული 2 თვეზე მეტ ხანს მიღება და მზის სხივების, ულტრაიისფერი სხივების (ვერცხლისწყალ-კვარცის ნათურები, სოლარიუმი) ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა.
ცნს-ის მხრივ გვერდითი ეფექტების, ალერგიული რეაქციების, პსევდომემბრანოზული კოლიტის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. კოლონოსკოპიით და/ან ჰისტოლოგიურად დადასტურებული ფსევდომემბრანოზული კოლიტის დროს ნაჩვენებია პერორალური ვანკომიცინის და მეტრონიდაზოლის დანიშვნა.
ქალებისთვის, რომლებიც იყენებენ “ტამპაქსის” ტიპის ტამპონებს, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება, ვულვოვაგინალური კანდიდიაზის განვითარების რისკის არსებობის გამო.  
ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის დროს (ხელს უშლის Mყცობაცტერიუმ ტუბერცულოსის-ის გამოყოფას) შესაძლებელია მივიღოთ ცრუ-უარყოფითი შედეგები.
ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიშროების არსებობის შემთხვევაში სავარაუდო სარგებელის და პოტენციური გვერდითი ეფექტების განვითარების გათვალისწინებით, როცა შეუძლებელია სხვა, შედარებით ნაკლებად ტოქსიური პრეპარატების მიღება. საშუალო დღე-ღამური დოზა ამ შემთხვევაში – 7.5 მგ/კგ, მაქსიმალური  - 15 მგ/კგ.
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული 200 მგ და 400 მგ-იანი აბები
10 აბი ბლისტერში, 1 და 10 ბლისტერი ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 25 -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი, არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებში გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით