აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ციპრინოლი SR 500მგ 10 ტაბლეტი

#38195_1833
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიKRKA / კრკა
ბრენდის ქვეყანა რუსეთი
რაოდენობა და ფორმა10 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაciprofloxacin
მოკლე აღწერა

ჩვენება: ყელი, ყური და ცხვირის: მწვავე შუა ოტიტი, სინუსიტი. სასუნთქი გზების: პნევმონია.

9.64₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ციპრინოლი SR

CiprinolÒ SR
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ციპრინოლი SR
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ციპროფლოქსაცინი
სამკურნალო ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
ბირთვი:
მოქმედი ნივთიერება:
ციპრინოლი ნახევრად ფაბრიკატი-გრანულები, 709 მგ ( რაც შეესაბამება 500 მგ ციპროფლოქსაცინს) [100 გ ნახევრად ფაბრიკატი-გრანულები შეიცავენ 70,5219 გ ციპროფლოქსაცინს, ნატრიუმის ალგინატს, ნატრიუმის ჰიდროკარბონატს, ლაქტოზას მონოჰიდრატს, ჰიპროლოზას].
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, კრემნიუმის ოქსიდი კოლოიდური უწყლო, ტალკი.
გარსი: ოპადრაი -1-7000 (ოპადრაი -1-7000 შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი და მაკროგოლი 400).
აღწერილობა
ოვალური, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები.

იხილეთ ბლოგი:რა არის და რისთვის გამოიყენება ციპრინოლი?
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება - ფტორქინოლონი.
ათქ კოდი: ჟ01MA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანტიმიკრობული პრეპარატი მოქმედების ფართო სპექტრით ფტორქინოლონების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. პრეპარატი ახდენს ბაქტერიების ფერმენტ დნმ-ჰირაზას ინჰიბირებას, რის შედეგადაც ირღვევა ბაქტერიების დნმ-ის რეპლიკაცია და უჯრედული ცილების სინთეზი. დაბალი ტოქსიურობა მიკროორგანიზმის უჯრედებისათვის იხსნება მათში დნმ-ჰირაზას არარსებობით. ციპროფლოქსაცინის მიღების ფონზე არ ხდება პარალელური მდგრადობის გამომუშავება სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჰირაზას ინჰიბიტორების ჯგუფს, რაც ხდის მას მაღალეფექტურს იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც მდგრადები არიან, მაგალითად, ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინების და მრავალი სხვა ანტიბიოტიკების მიმართ. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს როგორც გამრავლებად, ასევე მოსვენების ფაზაში მყოფ ბაქტერიებზე. ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე არიან გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: ენტერობაქტერიები ((Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter spp., Klebsiella sppp., Enterobacter spp., Proterusmirtabletilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.), , სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები (Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multicida, Plesiomonas shigelloides, Campilobacter jejuni, Neisseria spp); ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევები: Legionella pneumphila, brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Mycobacterium avium-intracellulare(განთავსებული უჯრედში).
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა აგრეთვე გრამდადებითი აერობული ბაქტერიები:Staphylococcus spp., (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Stresptococcus spp., (Stresptococcus pyogenes, Stresptococcus agalactiae) სტაფილოკოკების უმრავლესობა, რომლებიც მგრადია მეთიცილინის მიმართ, მდგრადია აგრეთვე ციპროფლოქსაცინის მიმართაც.
Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis  მგრძნობელობა ზომიერადაა გამოხატული.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია Corybacterium spp., Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urialyticum, Clistridium difficile, Nocardia asteroides. . პრეპარატის მოქმედება Treponema pallidumis  მიმართ არ არის საკმარისად გამოკვლეული.
როგორც ინ ვიტრო, ასევე ინ ვივო ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა Bacillus anthracis.    

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (CMAX) მიიღწევა პერორალური მიღებიდან 6 საათის შემდეგ და დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ციპროფლოქსაცინთან შედარებით ნივთიერების დაუყოვნებლივი გამოთავისუფლებით დოზით 250 მგ, რომელიც მიიღება ორჯერ დღეში, ციპრინოლის შღ CMAX, რომელიც მიიღება დღეში ერთხელ, უფრო მაღალია; ამასთან ფართობის მაჩვენებლები მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია-დრო” (ACU) დღე-ღამის განმავლობაში ექვივალენტურია.
ციპროფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა (აპკიანი გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები).
CMAX (ნგ/მლ) ACU0-24სთ (ნგ.სთ/მლ) ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) (სთ) დრო, აუცილებელი მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად (TCMAX) (სთ)
პროლონგირებული მოქმედების ციპროფლოქსაცინი
500 მგX1 ჯერ/დღეში

პრეპარატის ბიომისაწვდომობა შეადგენს 50-85 %. ხანდაზმულ პაციენტებში (თ 1/2) შეიძლება იქნას გახანგრძლივებული.
განაწილება
ციპროფლოქსაცინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 20-40%-ით.
განაწილების მოცულობა ციპროფლოქსაცინის პერორალური მიღების შემდეგ ვარირებს 1,7-დან 5 ლ/კგ-მდე წონასწორობის მდგომარეობაში, რაც მოწმობს ქსოვილებში ციპროფლოქსაცინის აქტიური შეღწევის შესახებ.
პრეპარატის მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ნაღველში, ფილტვებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, საშვილოსნოში, სათესლე სითხეში, წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, ნუშურებში, ენდომეტრიუმში, ფალოპის მილებში და საკვერცხეებში. პრეპარატის კონცენტრაცია ამ ქსოვილებში უფრო მაღალია, ვიდრე შრატში. ციპროფლოქსაცინი ასევე კარგად აღწევს ძვლებში, თვალის სითხეში, ბრონქიალურ სეკრეტში, ნერწყვში, კანში, კუნთებში, პლევრაში, მუცლის ფარში, ლიმფაში. მცირე რაოდენობით აღწევს თავ-ზურგტვინის სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია არაანთებითი თავის ტვინის გარსებისას შეადგენს 6-10%-ს ასეთისგან სისხლის შრატში, ხოლო ანთების დროს - 14-37% (რაც აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას უმეტესი ენტერობაქტერიებისათვის).
ციპროფლოქსაცინი აღწევს პლაცენტაში.
მეტაბოლიზმი
მეტაბოლიზირდება ღვიშლში (15-30%) ნაკლებაქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (დიეთილციპროფლოქსაცინი, სულფოციპროფლოქსაცინი, ოქსოციპროფლოქსაცინი, ფორმილციპროფლოქსაცინი).
გამოყოფა
ციპროფლოქსაცინი უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით: დაახლოებით 50% არამეტაბოლიზირებული პრეპარატისა და აქტიური მეტაბოლიტებისა, ასევე 11-12% არააქტიური მეტაბოლიტებისა. მეტაბოლიტების 8%-მდე გამოიყოფა ნაწლავებით.
გამოყენების ჩვენება
• ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
• სასუნთქი გზების: პნევმონია (პნევმოკოკური პნევმონიის გარდა), მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი (თუ გამომწვევი არის გრამუარყოფითი ბაქტერიები, განსაკუთრებით Pსეუდომონას აერუგინოსა);
• ყელი, ყური და ცხვირის: მწვავე შუა ოტიტი, სინუსიტი, მასტოიდიტი;
• თირკმელების და შარდგამომყოფი გზების: საშარდე ტრაქტის ზედა და ქვედა განყოფილების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (ურეტრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი);
• მცირე მენჯის და სასქესო ორგანოების (ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი, სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულარული აბსცესი და პელვიოპერიტონიტი, გონორეა, რბილი შანკრი, ქლამიდიოზი);
• მუცლის ღრუს ორგანოების: მუცლის ღრუს აბსცესი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან კომბინაციაში), ინფექციური დიარეა: სალმონელეზი, კამპილობაქტერიოზი, იერსინიოზი, შიგელეზი, ქოლერა, მუცლის ტიფი, მოგზაურთა დიარეა, ბაქტერიომატარებლობა შალმონელლა ტყპჰი;
• კანის და რბილი ქსოვილების: ინფიცირებული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები, ფლეგმონა, გარეთა სასმენი მილის ინფექციები, ინფიცირებული დამწვრობები;
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის: ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი;
• ინფექციები ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნიტეტით (იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის ფონზე ან პაციენტებში ნეიტროპენიით);
• ციმბირული წყლულის ფილტვის ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონების ჯგუფიდან სხვა პრეპარატების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე;
• ერთდროული მიღება თიზანიდინთან (არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების, ძილიანობის რისკი);
• ფსევდომემბრანული კოლიტი;
• თირკმელების (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წთ) და/ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა;
• ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები (ეპილეფსია, კრუნჩხვისათვის მზადყოფნის დაქვეითებული ზღვარი, კრუნჩხვის სინდრომი ანამნეზში, თავის ტვინის სისხლის მომოქცევის დარღვევა, ფსიქიური დაავადებები).
სიფრთხილით: თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი, გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტი (ჰემოლიზური ანემიის განვითარების რისკი), თერაპია გლუკოკორტიკოსტეროიდებით.

გამოყენების წესი და დოზირება
პერორალურად, 1 ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის საკმაო რაოდენობის დაყოლებით.
ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ინფექციის ტიპზე, პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობაზე, ასაკზე, წონაზე და თირკმელების ფუნქციაზე.
დოზირების რეკომენდირებული სქემა:

ჩვენება სიმძიმის ხარისხი სადღეღამისო დოზა მიღების ჯერადობა
მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა ყურის, ყელის და ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები მსუბუქი/ზომიერი 1000 მგ 1 ჯერ დღეში 10 დღე
სასუნთქი გზების ქვედა განყოფილებების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: პნევმონია (პნევმოკოკური პნევმონიის გარდა), მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ბრონქოექტაზიუ რი დაავადება, მუკოვისციდოზი (თუ გამომწვევი არის გრამუარყოფითი ბაქტერიები, განსაკუთრებით Pსეუდომონას აერუგინოსა)
მსუბუქი/ზომიერი

მძიმე ინფექციების დროს მკურნალობის დაწყება შეიძლება პრეპარატის პარენტერალური ფორმებიდან, შემდეგ კი პრეპარატის პერორალურ მიღებაზე გადასვლა.
ხანდაზმულ ადამიანებში დოზას ამცირებენ კრეატინინის კლირენსის, ინფექციური დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით.
დოზირება პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის დარღვევეით:
კრეატინინის კლირენსი შრატის კრეატინინი დოზა
 50 მლ/წთ < 120 მკმოლი (< 1,4 მგ/100 მლ) ჩვეულებრივი დოზა
30-50 მლ/წთ 120-179 მკმოლი (< 1,4-1,9 მგ/100 მლ) 500-1000 მგ/დღე-ღამეში

გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში გადატანილი ღვიძლის დაავადებებით), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი, ფსევდომემბრანული კოლიტი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, აღგზნებადობა, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, უძილობა, კოშმარული სიზმრები, პერიფერიული პარალგეზია (ტკივილის შეგრძნების ანომალური აღქმა), ჰიპერესთეზია, ჰიპოსთეზია, ოფლიანობა, ქალაშიდა წნევის მომატება, გონების არევა, დეპრესზია, ჰალუცინაციები, ასევე ფსიქოზური რეაქციების სხვა გამოვლინებები (იშვიათად პროგრესირებადი იმ მდგომარეობამდე, როდესაც პაციენტს შეუძლია საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება, სუიციდალური ტენდენციებით), შაკიკი.
გრძნობის ორგანიოების მხრივ: გემოვნების და ყნოსვის დარღვევა, გემოვნების დაკარგვა (ტრანზიტორული), მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, ფერების აღქმის ცვლილება), შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება, ტრანზიტორული სიყრუე (განსაკუთრებით მაღალი სიხშირისათვის).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულისცემის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის წასვლა, სახის კანთან სისხლის მიდინების შეგრძნება, ცერებრალური არტერიების თრომბოზი, პერიფერიული შეშუპებები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია (უპირველეს ყოვლისა ტუტე შარდის და დაბალი დიურეზის დროს), გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ალბუმინურია, ურეტრალური სისხლდენები, თირკმელების აზოტგამომყოფი ფუნქციის დაქვეითება, ინტერსტიციალური ნეფრიტი.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ბებერების წარმოქმნა, თანმხლები სისხლდენით და პატარა კვანძების წარმოქმნა, რომლებიც წარმოქმნიან ფუფხს, წამლისებრი ციება, წერტილოვანი ჩაქცევები (პეტექიები), სახის ან ხორხის შეშუპება, ქოშინი, ეოზინოფილია, ვასკულიტი, ეკზანტემა, კვანძოვანი ერითემა, ექსუდაციური მულტიმორფული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი (ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა), ტოქსიური ეპიდერმიალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქტური შოკი, შრატის დაავადება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გაწყვეტა, მიალგია, შეშუპება სახსრის არეში.
სხვა: ზოგადი სისუსტე, სუპერინფექციები (კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი), სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ლაბორატორული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკრეატინინემია, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, დარღვევები ღვიძლის და თირკმელების მხრივ, კრისტალურია და ჰემატურია, უფრო მძიმე შემთხვევებში გონების არევა, ტრემორი, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომატური, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების დანიშვნა; საკმარისი სითხის მიღების უზრუნველყოფა. სპეციფიური ანტიდოტი ცნიბილი არ არის. ჰემოდიალიზი არ ახდენს კლინიკურ ეფექტს ინტოქსიკაციის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციპროფლოქსაცინის და დიდაზონის ერთდროული გამოყენების დროს ციპროფლოქსაცინის შეწოვა მცირდება, დიდაზონის შემცველობაში არსებულ ალუმინის და მაგნიუმის მარილებთან ციპრიფლოქსაცინის კომპლექსების წარმოქმნის შედეგად.
ჰემატოციტებში მიკროსომალური ჟანგვითი პროცესების აქტივობის შემცირების შედეგად, ზრდის კონცენტრაციას და ახანგრძლივებს თეოფილინის და/ან კოფეინის (და სხვა ქსანიტების), პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების (გლიბენკლამიდის - რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ნახევრად გამოყოფის პერიოდს, ხელს უწყობს პროთრომბინის ინდექსის დაქვეითებას.
ციპროფლოქსაცინი ზრდის თიზანიდინის CMAX 7-ჯერ (4-დან 21 ჯერამდე) და ACU 10-ჯერ, რაც ზრდის არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების და ძილიანობის რისკს.
ერთდროული მიღება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აცეტილსალიცილის მჟავას გამოკლებით) - ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს.
ანტაციდების, სუკრალფატის, ასევე ალუმინის, ცინკის, კალციუმის, რკინის ან მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ციპროფლოქსაცინის შეწოვის შემცირება, ამიტომ ციპრინოლ შღ-ის მიღება აუცილებელია ანტაციდების მიღებამდე 2 საათით ადრე ან მათი მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
ციპროფლოქსაცინის და ციკლოსპორინის ერთდროული მიღება აძლიერებს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურ მოქმედებას (აუცილებელია სისხლის კრეატინინის დონის კონტროლი კვირაში 2 ჯერ).
ციპროფლოქსაცინის და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს მყესების გაწყვეტის გაჩენის რისკი.
ციპროფლოქსაცინის და ფენიტოინის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის შრატის კონცენტრაციის ან მომატება ან შემცირება.
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის შემცირებას.
ურიკოზურიული პრეპარატების ერთობლივი დანიშვნა იწვევს ციპროფლოქსაცინის გამოყოფის შენელებას (50%-მდე) და პლაზმური კონცენტრაციის ზრდას.
სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებთან (ბეტა-ლაქტამები, ამინოგლიკოზიდები, კლინდამიცინი, მეტრონიდაზოლი) ერთად მიღებისას აღინიშნება სინერგიზმი: პრეპარატი წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული აზლოცილინთან და ცეფტაზიდიმთან Pსეუდომონას სპპ-თი გამოწვეული ინფექციების დროს; მეზლოცილინთან, აზლომიცინთან და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან - სტრეპტოკოკური ინფექციების დროს; იზოქსაზოლილპენიცილინთან და ვანკომიცინთან - სტაფილოკოკური ინფექციების დროს; მეტრონიდაზოლთან და კლინდამიცინთან - ანაერობული ინფექციების დროს.
პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება ამცირებს ციპროფლოქსაცინის თირკმელების კლირენს და ზრდის მის კონცენტრაციას პლაზმაში.
ციპროფლოქსაცინის და მექსილეტინის ერთდროულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მექსილეტინის კონცენტრაციის ზრდა.
ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენებისას მცირდება მეტოტრექსატის ტუბულარული ტრანსპორტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი პლაზმური კონცენტრაციების ზრდა. ამასთან იზრდება მეტოტრექსატის ტოქსიური მოქმედების რისკი. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ თერაპიას მეტოტრექსატით, უნდა იმყოფებოდნენ სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ მძიმე და ხანგრძლივი დიარეის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას.
მყესებში ტკივილის წარმოქმნისას ან ტენდოვაგინიტის პირველივე ნიშნების გაჩენისას აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, რადგან აღწერილია ანთების და კიდევაც მყესების გაწყვეტის ცალკეული შემთხვევები ფტორქინოლონებით მკურნალობის დროს (უპირატესად ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს). ციპროფლოქსაცინით თერაპიის დროს რეკომენდირებულია გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვებისგან თავის არიდება.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში, კრისტალურიის განვითარების თავიდან ასაცილებლად, დაუშვებელია სადღეღამისო რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. ასევე აუცილებელია საკმაო რაოდენობის სითხის მიღების უზრუნველყოფა (დიურეზის კონტროლით) ნორმალური დიურეზის დაცვისა და შარდის მჟავე რეაქციის შესანარჩუნებლად.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა მოარიდოთ ულტრაიისფერი დასხივებას (მათ შორის მზის პირდაპირ სხივებთან კონტაქტს).
თერაპიის პერიოდში შესაძლებელია პროთრომბინის ინდექსის გაზრდა (ქირურგიული ჩარევის ჩატარებისას საჭიროა სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობის კონტროლი).
პაციენტებში გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზის დეფიციტით ციპროფლოქსაცინის დანიშვნა შეიძლება გახდეს ჰემოლიზური ანემიის განვითარების მიზეზი.
მკურნალობის დროს პაციენტები არ უნდა ღებულობდნენ ალკოჰოლს.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ციპროფლოქსაცინს, უნდა გამოიჩინონს სიფრთხილე ავტომანქანის მართვისას და ასევე სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობით დაკავებისას, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტირული რეაქციების სისწრაფეს (განსაკუთრებით ალკოჰოლითან ერთდროულად გამოყენებისას).
გამოშვების ფორმა
პროლონგირებული მოქმედების, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 500 მგ. 5 ან 7 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 7 ტაბლეტით ან 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 5-5 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
სია ბ.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.