Sodium bicarbonate - ნატრიუმის ბიკარბონატი 8.4% 20მლ ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 3,16 ლ რეგულარული ფასი 3,95 ლ
ხელმისაწვდომობა: მარაგშია
კოდი:
26987_412
მწარმოებელი:
შ.პ.ს. "დავათი"
არცერთი:
ჩვენება: ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარი გამოიყენება მეტაბოლური აციდოზის დროს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე თირკმლის დაავადება, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი (კეტოაციდოზი), დეჰიდრატაციით (ორგანიზმის გაუწყლოებით) გარპირობებული ცირკულატორული დარღვევა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ლაქტოციდოზი, Aექსტრაკორპორალური პერფუზია და ა.შ.

გამოყენების ინსტრუქცია

ნატრიუმის ბიკარბონატი 8.4%
Sodium bicarbonate 8.4%

წამლის ფორმა: ი.ვ 8.4% საიფუზიო ხსნარი .

შემადგენლობა:

1მლ-ის შემადგენლობა:
ნატრიუმის ბიკარბონატი -------- 84მგ 
საინექციო წყალი -------------------- q.s 1 მლ-მდე.

აღწერილობა:

პრეპარატი წარმოადგენს უფერო, უსუნო, გამჭირვალე ხსნარს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარი ხასიათდება ტუტე თვისებებით, რაც გამოიხატება ორგანიზმიდან ნატრიუმის და ქლორის იონების გამოყოფის გაძლიერებით, რის შედეგადაც აღინიშნება ოსმოსური დიურეზის მომატება.

ფარმაკოკინეტიკა:

ნატრიუმის ბიკარბონატის ინტრავენური გამოყენებისას იზრდება სისხლის პლაზმაში ბიკარბონატების რაოდენობა, ბუფერულ სითხეებში მატულობს წყალბად იონების კონცენტრაცია. იზრდება სისხლის PH და ქვეითდება ორგანიზმში აციდოზის 
(მომატებული მჟავიანობა) გამოვლენის რისკი.
N ნატრიუმის ბიკარბონატი წყალში დისოცირდება (Na+)Aდა ( HCO3-) იონებად. 
სწორედ (Na+) იონი წარმოადგენს ძირითად იონს უჯრედგარეთა სითხეებში, ის დიდ როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ელექტროლიტური დისბალანსის აღდგენაში. რაც შეეხება ( HCO3-) იონს, ის წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში არსებული სითხეების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. ის არეგულირებს ორგანიზმში პლაზმის დონეს 24-დან 31მექვ/ლიტრამდე. Bბიკარბონატის ანიონები განიხილებიან როგორც, საკმაოდ ლაბილური ნივთიერებები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია წყალბად იონების ზემოქმედების შედეგად ხელსაყრელ კონცენტრაციაში მათი რეკონსტრუქცია (გარდაქმნა) ნახშირმჟავად (H2CO3) და ნახშირორჟანგად (CO2). აღნიშნული ნახშირორჟანგის გამოყოფა ხორციელდება ფილტვების საშუალებით. Oორგანიზმიში არსებული უჯერდგარეთა სითხეებში ნახშირმჟავისა და ნახშირორჟანგის ნორმალური შეფარდება (ფარდობა) წარმოადგენს 1:20. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ნორმალურად ფუნქციონირებს თირკმლები, ბიკარბონატების იონების რეაბსორბცია ( ხელახალი შეწოვა) ხორციელდება გლომერულარული ფილტრაციით და 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ჩვენება:

ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარი გამოიყენება მეტაბოლური აციდოზის დროს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე თირკმლის დაავადება, არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი (კეტოაციდოზი), დეჰიდრატაციით (ორგანიზმის გაუწყლოებით) გარპირობებული ცირკულატორული დარღვევა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ლაქტოციდოზი, ექსტრაკორპორალური პერფუზია და ა.შ.

ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო ხსნარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ არჩევის პრეპარატს, სხვადასხვა მედიკამენტებით მოწამვლის დროს, მათ შორის ბარბიტურატებით მოწამვლისას (სადაც დისოცირდება ბარბიტურატ-პროტეინის კომპლექსი), ასევე სალიცილატებით, მეთილის სპირტით და ა.შ.
მიღების წესი:
ნატრიუმის ბიკარბონატის საინფუზიო 8.4% ხსნარი გამოიყენება ინტრავენურად, წვეთოვნად, სუფთა სახით ან განზავებული სხვა საინფუზიო ხსნარში. 
მოზრდილებში მწვავე აციდოზის დროს ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% ხსნარი მიიღება სხეულის მასიდან გამომდინარე, საწყის დოზას შეადგენს 2-5 მექვ/კგ სხეულის წონის ექვივალენტური 4-8 საათის განმავლობაში. შემდგომში ხდება დოზის დარეგულირება ანალიზის მიხედვით ( 20-22მმოლ/L).
ბავშვებში საწყის დოზას შეადგენს 1 მექვ/კგ, ნელი ინტრავენური ინფუზიით, გაზავებული 0.5 მექვ/მლ ხსნართან, დღეში სხეულის წონის 8 მექვ/კგ მაქსიმალურ დოზამდე, რადგან არ მოხდეს ცერებროსპინალური წნევის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტრაკრინალური ჰემორაგია.
ბავშვებში ნატრიუმის ბიკარბონატის უსაფრთხოება და ეფექტურობა განსაზღვრული არ არის. 
ხანდაზმულებში 60 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულებში ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% ხსნარის მაქსიმალური დოზას წარმოადგენს 90-100 მექვ/კგ, სასურველია პირველი 24 საათის განმავლობაში არ იყოს მიღწეული აციდოსის სრული კორექცია, გადაჭარბებულ რესპირატორულ ჰიპერკომპენსაციასტან დაკავშირებული ალკალოზის თავიდან აცილების მიზნით.


გვერდითი მოვლენები: 
აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, მაშინ როდესაც ხდება ორგანიზმში ყოველდღიური შეყვანა, შეიძლება გამოვლინდეს ალკალოზი, ზოგჯერ არაკომპენსირებული, რომელსაც თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, არტერიული წნევის მომატება. მძიმე ფორმის დროს შეიძლება განვითარდეს ტეტანური კრუნჩხვები, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% საინფუზიო ხსნარის დროებით შეწყვეტა.
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს: ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპეროსმოლარობა, ჰიპოკალცემია.

დოზის გადაჭარბება: 
Pპრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ჰიპერალკალოზის, ტეტანური კრუნჩხვების განვითარება. ასეთ, დროს აუცილებლად წყდება პრეპარატის მიღება და ტარდება სიმპტომური თერაპია.

უკუჩვენება:
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპერატის მიმართ, მეტაბოლური ალკალოზი.

გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
პაციენტებს, რომლებსაც ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% საინფუზიო ხსნარის გამოყენებისას აღენიშნებათ მხედველობის სიმახვილის დროებით დაკარგვა, რეკომენდირებული არ არის მანქანის მართვა და მუშაობა რთულ მექანიზმებთან და სხვადასხვა ხელსაწყოებთან, რომლებიც საჭიროებენ მკვეთრ მხედველობას.

Gგავლენა ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში: 
დამტკიცებულია რომ მრავალი მედიკამენტის, მათ შორის ნატრიუმის ბიკარბონატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოითხოვს დიდი სიფრთხილის დაცვას, რადგან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როფორც მშობლის ასევე ბავშვის ჯანმრთელობას.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4% საინფუზიო ხსნარის გამოყენება აძლიერებს ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების ეფექტს, საჭიროა მისი სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კორტიკოტროპინს, თავი აარიდონ კალციუმის შემცველი ხსნარების დამატებით მიღებას.
დადგენილია რომ ნატრიუმის ბიკარბონატი აქვეითებს სისხლის პლაზმაში დოქსიციკლინის კონცენტრაციას, ასევე ქვეითდება ორგანიზმში მისი შეწოვის ხარისხი. Pპრეპარატი არათავსებადია შემდეგ ხსნარებთან: ასკორბინის მჟავა, ცისპლატინი, დუბუტამინი, დოპამინი, კოდეინის ფოსფატი, მაგნიუმის სულფატი, სტრეპტომიცინის სულფატი, ტეტრაციკლინი, ნორეპინეფრინის ბიტარტრატი, პენიცილინ GGკალიუმის მარილი.
ასევე ნატრიუმის ბიკარბონატის მიღება არ არის რეკომენდირებული ალკალოიდების მარილებთან და ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც ხასიათდებინ მჟავა რეაქციით.


ვარგისობის ვადა: 
2წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ასევე სასტიკად დაუშვებელია აღნიშნული პრეპარატის გამოყენება თუ შეიცავს ნალექს.

გამოშვების ფორმა: 
ნატრიუმის ბიკარბონატის 8.4%, 20მლ საინფუზიო ხსნარი, მინის ფლაკონი #2 მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: 
“ბ” სია, ინახება 15-25C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. 

აფთიაქიდან გაცემის წესი: 
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Write Your Own Review
მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქტი. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ