აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როქსაბან დენკი - Roxaban Denk 20მგ 28 ტაბლეტი

#104532_2082
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა მალტა
რაოდენობა და ფორმა28 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაrivaroxaban
მოკლე აღწერა
გამოიყენება ინსულტისა და თრომბების პროფილაქტიკისთვის, ასევე ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის თრომბოემბოლიის სამკურნალოდ.
61.55₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

როქსაბან დენკ 20 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები - პერორალურად მისაღები

ანტითრომბოზული საშუალება

აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისათვის

მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებისთ წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას

·   საჭიროა ინსტრუქციის შენახვა შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

·   დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

·   მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის (ან მისი შვილისათვის). არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის, ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისთვის, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ გამოვლინდება, რომელიმე გვერდითი ეფექტი ინდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

გამოყენების ამ ინსტრუქციაში:

1.   რა არის როქსაბან დენკი და რისთვის გამოიყენება

2.   რა არის გასათვალისწინებელი როქსაბან დენკის მიღებამდე

3.   როქსაბან დენკის მიღების წესი

4.   შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.   როქსაბან დენკის შენახვის წესი

6.   შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის როქსაბან დენკი და რისთვის გამოიყენება

როქსაბან დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს.

 როქსაბან დენკი გამოიყენება მოზრდილებში:

-  სისხლის შედედების პრევენცია თავის ტვინსა (ინსულტი) და სხეულის სხვა სისხლძარღვებში, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რითმი, რომელსაც ეწოდება არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია

-  ფეხის ვენებსა (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხის და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბების განმეორებით წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

როქსაბან დენკი გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში სხეულის მასით 30 კგ ან მეტი:

-  სისხლის შედედების მკურნალობა და მორეციდივე სისხლის შედედების პროფილაქტიკა ვენებსა ან ფილტვის სისხლძარღვებში, საწყისი მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 5 დღე საინექციო მედიკამენტებით, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების სამკურნალოდ.

როქსაბან დენკი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ანტითრომბოზული საშუალებები“. პრეპარატის მოქმედების პრინციპია სისხლის შედედების ფაქტორის (Xa ფაქტორი) ინჰიბირება და სისხლის თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილების შემდგომი შემცირება.

2. რა არის გასათვალისწინებელი როქსაბან დენკის მიღებამდე

როქსაბან დენკი არ მიიღება

-  თუ პაციენტი ალერგიულია რივაროქსაბანის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6),

-  თუ პაციენტს აქვს ძლიერი სისხლდენა

-  თუ პაციენტს აქვს დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის ძლიერი სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად, კუჭის წყლული, თავის ტვინის ტრავმა ან სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ან თვალის ახლახან გადატანილი ოპერაცია);

-  თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ვარფარინს, დაბიგატრანს, აპიქსაბანს ან ჰეპარინს), გარდა ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლის ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან ინტრაარტერიული კათეტერის მეშვეობით რათა დარჩეს ღია,

-  თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს

-  თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში

როქსაბან დენკი არ მიიღება და უნდა მიემართოს ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

როქსაბან დენკის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე როქსაბან დენკის მიღებისას

-  სისხლდენის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ სიტუაციებში:

· თირკმლის მწვავე დაავადება მოზრდილებში და თირკმლის საშუალო ან მწვავე დაავადება ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე ზემომქმედი სამკურნალო პრეპარატის რაოდენობაზე;

· სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად სხვა მედიკამენტების მიღებისას (მაგალითად, ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), ანტიკოაგულანტური თერაპიის შეცვლისას ან ჰეპარინის შეყვანისას ვენური ან ინტრაარტერიული კათეტერის მეშვეობით (იხ. ნაწილი "როქსაბან დენკის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან");

· სისხლის შედედების დარღვევები;

· ძალიან მაღალი არტერიული წნევის დროს, რომელიც არ ემორჩილება თერაპიული კონტროლს;

· კუჭის ან ნაწლავების დაავადებების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგალითად, ნაწლავების ან კუჭის ანთება ან საყლაპავი მილის ანთება, მაგალითად, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გამო (დაავადება, რომლის დროსაც კუჭის წვენი საყლაპავ მილში ხვდება) ან სიმსივნეების დროს, რომლებიც განლაგებულია კუჭსა ან ნაწლავებში, სასქესო ან საშარდე გზებში;

· თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების დროს (რეტინოპათია);

· ფილტვების დაავადებისას, რომლის დროსაც ბრონქები გაფართოებულია და გავსებულია ჩირქით (ბრონქოექტაზია), ან ანამნეზში ფილტვებიდან სისხლდენის შესახებ ინფორმაციის არსებობისას;

-  გულის ხელოვნური სარქვლის არსებობა.

-  დაავადების არსებობისას, რომელსაც ეწოდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (დარღვევა იმუნური სისტემის მხრიდან, რომელიც იწვევს თრომბების წარმოქმნის გაზრდილ რისკს), უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის სქემის შეცვლის შესახებ.

-  თუ ექიმი დაადგენს, რომ არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობის ან ქირურგიული პროცედურის ჩატარება ფილტვებიდან თრომბის მოსაშორებლად.

თუ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ეხება პაციენტს, მიმართეთ ექიმს როქსაბან დენკის მიღებამდე. ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოს თუ არა პაციენტმა ეს პრეპარატი, ასევე შეაფასებს უფრო ყურადღებით დაკვირვების აუცილებლობას.

თუ პაციენტი გეგმავს ქირურგიულ ჩარევის ჩატარებას

-  ძალიან მნიშვნელოვანია, როქსაბან დენკი მიღებული იქნას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ზუსტად იმ დროს, რომელიც ექიმმა მიგითითათ.

-  თუ ოპერაციის დროს დაგიყენდებათ კათეტერი ან გაგიკეთდებათ ინექცია ხერხემალში (მაგალითად, ეპიდურული და სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილის შესამცირებლად):

· ძალზე მნიშვნელოვანია, რომ როქსაბან დენკი მიღებული იქნას ინექციის ან კათეტერის მოხსნამდე ან შემდეგ, ექიმის მიერ მითითებულ ზუსტ დროს

· დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ანესთეზიის მოქმედების დასრულების შემდეგ იგრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს ფეხებში, პრობლემებს ნაწლავებთან ან შარდის ბუშტთან დაკავშირებით. შესაძლოა, საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ბავშვებში და მოზარდებში

არ არის რეკომენდებული როქსაბან დენკის შემოგარსული ტაბლეტების მიღება 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში. ინფორმაცია ბავშვების და მოზარდების მიერ პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისია, ზრდასრულთა მითითებებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და როქსაბან დენკი

თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა, ან აპირებს რომ მიიღოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.

თუ პაციენტი იღებს

· სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) და ისინი არ გამოიყენება მხოლოდ კანზე

· კეტოკონაზოლის ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით კორტიზოლს)

· ზოგიერთ ანტიბაქტერიულ პრეპარატს (მაგალითად, კლარითრომიცინს, ერითრომიცინს)

· ზოგიერთ ანტივირუსულ პრეპარატს აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირს)

· სისხლის შედედების შესამცირებელ სხვა სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, ენოქსაპარინს, კლოპიდოგრელს ან K ვიტამინის ანტაგონისტებს, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი)

· ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს (მაგალითად, ნაპროქსენს ან აცეტილსალიცილის მჟავას)

· დრონედარონს, პრეპარატს გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ

· ზოგიერთ პრეპარატს დეპრესიის სამკურნალოდ (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები [SSRIs] ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები [SNRIs]).

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, როქსაბან დენკის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ვინაიდან როქსაბან დენკის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. ექიმი გადაწყვეტს პაციენტმა მიიღოს თუ არა ეს მედიკამენტი და შეაფასებს უფრო ყურადღებით დაკვირვების აუცილებლობას.

თუ ექიმი ფიქრობს, რომ ხართ კუჭის ან ნაწლავის წყლულების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ, მან ასევე შეიძლება გამოიყენოს პროფილაქტიკური წყლულოვანი მკურნალობა. 

თუ პაციენტი იღებს

· ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს (ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ფენობარბიტალს)

· კრაზანას (Hypericum perforatum), მცენარეულ სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს.

· რიფამპიცინს, ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატს.

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, როქსაბან დენკის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს, რადგან როქსაბან დენკის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ექიმი გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა პაციენტმა როქსაბან დენკის და ასევე შეაფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო ყურადღებით დაკვირვების აუცილებლობას.

ორსულობა და ლაქტაცია

არ მიიღოთ როქსაბან დენკი ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ არსებობს ორსულობის დადგომის ალბათობა, გამოიყენება საიმედო კონტრაცეფციის საშუალებები როქსაბან დენკის მიღების დროს. თუ დაორსულდით ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის სქემას.

ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვა

როქსაბან დენკმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი ეფექტი) ან უგონო მდგომარეობა (არახშირი გვერდითი ეფექტი) (იხ. ნაწილი 4). ზემოაღნიშნული სიმპტომების არსებობისას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ველოსიპედი ან იარაღები და მექანიზმები.

როქსაბან დენკი შეიცავს ლაქტოზას

თუ პაციენტი ინფორმირებულია, რომ მას აქვს რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა ამ მედიკამენტის მიღებანდე უნდა მიემართოს ექიმს კონსულტაციისათვის.

როქსაბან დენკი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტზე, ანუ შეიძლება ითქვას “ნატრიუმისგან თავისუფალია”

3. როქსაბან დენკის მიღების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს

რა რაოდენობით მიიღება

ზრდასრულები

• ორგანიზმში, თავის ტვინსა (ინსულტი) და სხვა სისხლძარღვებში სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად:

რეკომენდებული დოზაა როქსაბან დენკ 20 მგ-ის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთხელ. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს როქსაბან დენკ 15 მგ-ის ერთი აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტამდე, დღეში ერთხელ.

თუ პაციენტს სჭირდება პროცედურა გულში ბლოკირებული სისხლძარღვების სამკურნალოდ (ე.წ პერკუტანული კორონარული ჩარევა - PCI ერთად სტენტის ჩადგმა), შეზღუდული მტკიცებულება არსებობს დოზის შესამცირებლად როქსაბან დენკ 15 მგ-ის ერთ შემოგარსულ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (ან რივაროქსაბანი 10 მგ-ის ერთი შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ თირკმელები არ მუშაობენ სათანადოდ) ანტითრომბოციტული მედიკამენტის გარდა, როგორიცაა კლოპიდოგრელი.

•  ფეხების ვენებში და ფილტვების სისხლძარღვებში სისხლის შედედების სამკურნალოდ, და თრომბის ხელახალი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

რეკომენდებული დოზაა როქსაბან დენკ 15 მგ-ის ერთი შემოგარსული ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი 3 კვირის განმავლობაში. მკურნალობის 3 კვირის შემდეგ, რეკომენდებული დოზაა როქსაბან დენკ 20 მგ-ის ერთი შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

სისხლის შედედების მკურნალობის მინიმუმ 6 თვის შემდეგ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება ან 10 მგ შემოგარსული ტაბლეტით დღეში ერთხელ ან 20 მგ შემოგარსული ტაბლეტით დღეში ერთხელ. თუ პაციენტს აქვს თირკმელების პრობლემები და ირებს როქსაბან დენკ 20 მგ-ის ერთ შემოგარსულ ტაბლეტს დღეში ერთხელ, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება 3 კვირის შემდეგ როქსაბან დენკ 15 მგ-ის ერთ შემოგარსულ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ, თუ სისხლდენის რისკი აღემატება სისხლის შედედების რისკს.

ბავშვები და მოზარდები

როქსაბან დენკის დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და მას გამოიანგარიშებს ექიმი.

•  რეკომენდებული დოზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთა სხეულის წონა არის 30 კგ-დან 50 კგ-ზე ნაკლები, არის როქსაბან დენკ 15 მგ-ის ერთი შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

•  რეკომენდებული დოზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთა სხეულის წონა არის 50 კგ და მეტი, არის როქსაბან დენკ 20 მგ-ის ერთი შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მიიღეთ როქსაბან დენკ-ის თითოეული დოზა სასმელთან ერთად (მაგ. წყალი ან წვენი) ჭამის დროს. მიიღეთ შემოგარსული ტაბლეტები ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. განიხილეთ მაღვიძარას დაყენება, რათა შეგახსენოთ. მშობლებისთვის ან მომვლელებისთვის: გთხოვთ, დააკვირდეთ ბავშვს, რათა დარწმუნდეთ, რომ მიიღო სრული დოზა.

ვინაიდან, როქსაბან დენკის დოზა ეფუძნება სხეულის წონას, მნიშვნელოვანია ექიმთან დაგეგმილი ვიზიტების შენარჩუნება, რადგან წონის ცვლილებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

არასდროს დაარეგულიროთ როქსაბან დენკის დოზა თვითნებურად. ექიმი საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს დოზას.

არ გაყოთ გარსით დაფარული ტაბლეტი, დოზის ფრაქციის ურუნველსაყოფად. თუ საჭიროა უფრო დაბალი დოზა, გთხოვთ გამოიყენეთ რივაროქსაბანის ალტერნატიული პრეზენტაცია.

პაციენტებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, უნდა გამოიყენონ რივაროქსაბანის გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის.

თუ პერორალური სუსპენზია არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლებელია მოხდეს როქსაბან დენკის გარსით დაფარული ტაბლეტის დაქუცმაცება და წყალთან ან ვაშლის პიურესთან შერევა უშუალოდ გამოყენებამდე. მიიღეთ საკვები ამ ნარევის მიღების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება ასევე მისცეს დაქუცმაცებული გარსით დაფარული ტაბლეტი კუჭის ზონდის მეშვეობით.

ასევე, იხილეთ: როქსაბან დენკი - Roxaban Denk 15მგ 28 ტაბლეტი

დოზის ამოღებინება

• როქსაბან დენკის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში, მიიღეთ ახალი დოზა.

• როქსაბან დენკის მიღებიდან 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მიიღოთ ახალი დოზა. ამ შემთხვევაში, მიიღეთ შემდეგი როქსაბანი დენკის დოზა ჩვეულებრივ დროს.

მიმართეთ ექიმს, თუ განმეორებით ამოაღებინეთ როქსაბან დენკის მიღების შემდეგ.

მიღების წესი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს, უმჯობესია წყალთან ერთად.

როქსაბან დენკი მიიღება საკვებთან ერთად.

თუ გაგიჭირდათ შემოგარსული ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს როქსაბან დენკის მიღების სხვა გზების შესახებ. შემოგარსული ტაბლეტი შეიძლება დაიფხვნას და შეერიოს წყალს ან ვაშლის პიურეს უშუალოდ მიღების წინ. ნარევს დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს საკვები.

აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა ასევე შეიძლება შეიყვანოს როქსაბან დენკის დაფხვნილი შემოგარსული ტაბლეტი კუჭის ზონდის მეშვეობით.

როდის მიიღება როქსაბან დენკი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიიღება ყოველდღე, სანამ მისი მიღება არ მოიხსნება მკურნალი ექიმის მიერ.

იმისათვის, რომ დაიმახსოვროთ სამკურნალო პრეპარატის მიღების დრო, შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

ორგანიზმში, თავის ტვინსა (ინსულტი) და სხვა სისხლძარღვებში სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად:

თუ თქვენი გულისცემა უნდა აღდგეს ნორმალურად, პროცედურით რომელსაც ეწოდება კარდიოვერსია, მიიღეთ როქსაბან დენკი იმ დროს, როცა ექიმი გეტყვით.

როქსაბან დენკის დოზის გადაჭარბება

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტმა მიიღო როქსაბან დენკის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ძალიან დიდი რაოდენობა. როქსაბან დენკის ძალიან მაღალი დოზით მიღება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

როქსაბან დენკის დოზის გამოტოვება

მოზრდილები, ბავშვები და მოზარდები

თუ იღებთ ერთ 20 მგ შემოგარსულ ტაბლეტს ან ერთ 15 მგ გარსით დაფარულ ტაბლეტს დღეში ერთხელ და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ერთზე მეტი შემოგარსული ტაბლეტი, რათა აანაზღაუროთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი შემოგარსული ტაბლეტი მეორე დღეს და შემდეგ გააგრძელეთ ერთი შემოგარსული ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ.

მოზრდილები

თუ თქვენ იღებთ ერთ 15 მგ შემოგარსულ ტაბლეტს დღეში ორჯერ და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორზე მეტი 15 მგ შემოგარსული ტაბლეტი ერთ დღეში. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შეგიძლიათ მიიღოთ ორი 15 მგ შემოგარსული ტაბლეტი ერთდროულად, რათა მიიღოთ სულ ორი გარსით დაფარული ტაბლეტი (30 მგ) ერთ დღეში. მეორე დღეს თქვენ უნდა გააგრძელოთ ერთი 15 მგ გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება დღეში ორჯერ.

როქსაბან დენკის მიღების შეწყვეტა

არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე როქსაბან დენკის მიღების შეწყვეტა, ვინაიდან როქსაბან დენკი მკურნალობს და ხელს უშლის მძიმე მდგომარეობის განვითარებას.

ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ისევე, როგორც თრომბების წარმოქმნის შესამცირებლი სხვა მსგავსი პრეპარატები, როქსაბან დენკმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში სისხლდენა. ჭარბმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შოკი). ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი:

სისხლდენის ნიშნები

· სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან ქალასშიდა სისხლჩაქცევა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, ცალმხრივ სისუსტეს, ღებინებას, კრუნჩხვებს, ცნობიერების დონის დაქვეითებას და კისრის შებოჭილობას). საჭიროა სერიოზული გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სასწრაფოდ უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას!

· ხანგრძლივი ან უხვი სისხლდენა

· უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, ფერწასულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაურკვეველი შეშუპება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდია.

თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი უფრო ყურადღებით დაკვირვების ან მკურნალობის მეთოდის შეცვლის შესახებ.

კანის მწვავე რეაქციების ნიშნები:

· კანის ინტენსიური გამონაყარი, ბუშტუკები ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, მაგალითად, პირის ღრუში ან თვალების მიდამოებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

· წამლისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს გამონაყარს, ცხელებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, სისხლის მხრივ დარღვევებს და სისტემურ დაავადებებს (DRESS სინდრომი).

ეს გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად (10,000-დან 1 ადამიანში).

მწვავე ალერგიული რეაქციების ნიშნები:

· სახის, ტუჩის, პირის, ენის ან ყელის შეშუპება; გაძნელებული ყლაპვა; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა.

მწვავე ალერგიული რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; გვხვდება 10,000-დან 1 ადამიანში) და არახშირად (ანგიოედემა და ალერგიული შეშუპება; გვხვდება 100-დან 1 ადამიანში).

შესაძლო გვერდითი მოვლენების ზოგადი ჩამონათვალი, რომლებიც აღინიშნა მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში)

· ერითროციტების რაოდენობის შემცირება, შეიძლება აღინიშნოს კანის საფარის ფერმკრთალობა, სისუსტე ან ქოშინი

· სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, უროგენიტალური სისხლდენა (მათ შორის სისხლის არსებობა შარდში და უხვი მენსტრუალური სისხლდენა), ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა

· სისხლჩაქცევა თვალში (მათ შორის სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში)

· სისხლდენა ქსოვილში ან სხეულის ღრუში (ჰემატომა, სისხლნაჟღენთი)

· სისხლიანი ხველა

· სისხლდენა კანის საფარველიდან ან მის ქვეშ

· სისხლდენა ოპერაციის შემდეგ,

· სისხლის ან სითხის გამოყოფა პოსტოპერაციული ჭრილობიდან

· კიდურების შეშუპება

· ტკივილი კიდურებში

· თირკმლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება შეინიშნოს შესაბამისი ანალიზების ჩატარების შემდეგ)

· ცხელება

· ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ავადმყოფობის შეგრძნება, ან ავადყოფნა, შეფრულობა, დიარეა

· დაბალი არტერიული წნევა (ამ მდგომარეობის ნიშნები შეიძლება იყოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა ადგომისას)

· ზოგადი მუშაუნარიანობის და ენერგიის დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

· გამონაყარი, კანის ქავილი

· სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება.

არახშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში)

· სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან ქალასშიდა სისხლჩაქცვა (იხ. ზემოთ “სისხლდენის ნიშნები”)

· სისხლდენა სახსარში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას

· თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას)

· ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის ალერგიული რეაქციები

· ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება შეინიშნოს სათანადო ანალიზების ჩატარების შემდეგ)

· სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის ან თრომბოციტების რაოდენობის ზრდა

· თავბრუსხვევა

· ავადყოფობის შეგრძნება

· აჩქარებული გულისცემა

· პირის სიმშრალე

· ჭინჭრის ციება

იშვიათად (შეიძლება წარმოიქმნას 1,000-დან 1 ადამიანში)

· სისხლჩაქცევა კუნთებში

· ქოლესტაზი (ნაღვლის უკუდენის დაქვეითება), ჰეპატიტი, მათ შორის ჰეპატოცელულარული დაზიანება (ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანების ჩათვლით)

· კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე)

· ლოკალიზებული (ადგილობრივი) შეშუპება

· სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულში, როგორც გულის პროცედურის გართულება, როდესაც კათეტერი შეჰყავთ ფეხის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა)

ძალიან იშვიათად (შეიძლება წარმოიქმნას 10,000-დან 1 ადამიანში)

· ეოზინოფილების დაგროვება, სისხლის თეთრი უჯრედების გრანულოციტების ტიპი, რომელიც იწვევს ფილტვის ანთებას (ეოზინოფილური პნევმონია).

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)

· თირკმლის უკმარისობა ძლიერი სისხლდენის შემდეგ

· სისხლდენა თირკმელში, ზოგჯერ სისხლის ნიშნებით შარდში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა (ანტიკოაგულანტთან დაკავშირებული ნეფროპათია)

· გაზრდილი წნევა ფეხების ან ხელების კუნთოვან ქსოვილებში სისხლდენის შემდეგ, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის შეცვლას, დაბუჟებას ან დამბლას (სისხლდენის შემდეგ განვითარებული წნევის აწევა ანატომიურ ღრუში).

გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში 

ზოგადად, ბავშვებსა და მოზარდებში რივაროქსაბანის მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო მოზრდილებში არსებულის და ძირითადად იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებსა და მოზარდებში:

ძალიან ხშირი ( 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

• თავის ტკივილი

• ცხელება

• ცხვირიდან სისხლდენა

• ღებინება

ხშირი (10-დან 1 ადამიანში)

• გულისცემის აჩქარება

• სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის (ნაღველის პიგმენტის) მომატება

•თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში)

• ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა

არახშირი (100-დან 1 ადამიანში)

• სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის ქვეკატეგორიის ზრდა (პირდაპირი ბილირუბინი, ნაღვლის პიგმენტი)

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნენისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის აღწერილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში.

არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5.    როქსაბან დენკის შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია შეფუთვის ყუთსა და ბლისტერზე “Exp”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მედიკამენტი არ გამოიყენება თუ შენიშნავთ რაიმე ცვლილებას მის აღწერილობაში, თუ დაზიანებულია შეფუთვა ან ვლინდება გაყალბების ნიშნები.

არ შეიძლება მედიკამენტის გადაგდება კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა განადგურდეს მედიკამენტი, რომლებსაც პაციენტი აღარ მოიხმარს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.    შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს როქსაბან დენკი

აქტიური ნივთიერება არის რივაროქსაბანი.

როქსაბან დენკ 15 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ რივაროქსაბანს.

როქსაბან დენკ 20 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ რივაროქსაბანს.

როქსაბან დენკ 15 მგ

ლაქტოზა მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, რკინის წითელი ოქსიდი

როქსაბან დენკ 20 მგ

ლაქტოზა მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], მაკროგოლი 3350, რკინის წითელი ოქსიდი.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება

როქსაბან დენკ-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

როქსაბან დენკ 15 მგ არის წითელი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭდით ‘’II’’ ერთ მხარეს.

როქსაბან დენკ 20 მგ არის მოწითალო-ყავისფერი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

როქსაბან დენკი ხელმისაწვდომია PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერებში.

შეფუთვა: 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

პაციენტის საინფორმაციო ბარათი: მოხმარების ინსტრუქცია

როქსაბან დენკის შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად პაციენტი აღმოაჩენს პაციეტის საინფორმაციო ბარათს ან მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადასცს იდენტური ბარათი.

პაციენტის ეს საინფორმაციო ბარათი მოიცავს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება პაციენტს და მოახდენს ექიმის ინფორმირებას, რომ პაციენტი ღებულობს როქსაბან დენკს. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს ეს ბარათი

1.  თან იქონიეთ ბარათი (თან ერთვის მეორეული შეფუთვის შიდა ნაწილში)

2.  დაასრულეთ შემდეგი პუნქტები ან სთხოვეთ ექიმს შეავსოს ის

- დაიტანეთ პროდუქტის თქვენი დოზა (10 მგ, 15 მგ ან 20 მგ)

- სახელი:

- მისამართი:

- დაბადების თარიღი:

- წონა:

- სხვა მედიკამენტები / მდგომარეობა

- ექიმის სახელი და ტელეფონის ნომერი:

- გადაუდებელი შემთხვევისთვის საკონტაქტო პირი:

3.  პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს აღნიშნული ბარათი