| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Amvilab / ამვილაბი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 საღეჭი ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | polyvitaminum |
ვიტამინების და მინერალების დაბალანსებული კომპლექსი ბავშვებისთვის.
ამევიტი ქიდს 30 საღეჭი ტაბლეტი მარმელადი ამვილაბი - Amvilab
ვიტამინების და მინერალების დაბალანსებული კომპლექსი ბავშვებისთვის - გემრიელი საღეჭი მარმელადის დათუნიები ხილის ნატურალური არომატით.
A ვიტამინი - უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსის, მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია ორგანიზმის ზრდა - განვითარების და იმუნური სისტემის ფორმირებისთვის.
C ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ჟანგვა -აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, მონაწილეობს ცილა - კოლაგენის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ძვლების, ხრტილების და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
D ვიტამინი - აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
E ვიტამინი - ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმის სხვა პროცესებში, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარების და ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას.
B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობენ ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდიან ენერგიას, აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
თუთია - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაზე, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის, ენდოკრინული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია აუმჯობესებს მხედველობას, ზრდის ინფორმაციის ათვისების უნარს.
იოდი - არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, უზრუნველყობს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და ინტელექტუალურ განვითარებას. არეგულირებს თავის ტვინის, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
· ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკა
· მადის დაქვეითება, არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
· ინტენსიური ზრდის პერიოდი
· ასთენიური მდგომარეობა
· არასათანადო ფიზიკური განვითარება (ზრდაში ჩამორჩენა)
· ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
· რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ
· ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
2 საღეჭი მარმელადი შეიცავს: ვიტამინი A – 400 მკგ, ვიტამინი C - 20 მგ, ვიტამინი D – 10 მკგ (400 სე), ვიტამინი E – 7,4მგ, ვიტამინი B6 - 2მგ, ფოლატი - 200მკგ (118 მკგ ფოლის მჟავა), ვიტამინი B12 – 2,4 მკგ, ბიოტინი - 60 მკგ, პანთოტენის მჟავა (d-ცალციუმის პანტოთენატი) - 3 მგ, ინოზიტოლი - 40 მკგ, იოდი - 42მკგ, თუთია - 2,7 მგ. საერთო ნახშირწყლები - 5 გმ, შაქარი - 3გ.
დამატებითი ინგრედიენტები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, ხილის კონცენტრანტი, პექტინი, ბეტა კაროტინი, ქოლინი. არ შეიცავს კონსერვანტებს და ხელოვნურ დანამატებს.
მიიღება 2 საღეჭი მარმელადის პასტილა დღეში, 2 წლის ასაკიდან.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. შესაძლოა მარმელადის ფერი გამუქდეს, ეს არ ცვლის პროდუქტის ეფექტურობას.
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი მარმელადის პასტილა ხილის ნატურალური გემოთი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.