აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ჰიალურონი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#68323_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაhyaluronic acid
მოკლე აღწერა

გამოიყენება  კანის სიმშრალის და ნაოჭების წარმოქმნის პრევენციისთვის.

97.98₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ჰიალურონი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

გაახალგაზრდავების ოქროს სტანდარტი

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს უჯრედშორისი მატრიქსის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, რომელიც კოლაგენთან და ელასტინთან ერთად მონაწილეობს კანის სტრუქტურის, ელასტიურობისა და ტენიანობის შენარჩუნებაში.

ჰიალურონის მჟავა ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში - განსაკუთრებით კანზე, სახსრებში, სინოვიალურ სითხეში, ხრტილში, თვალის მინისებრ სხეულში.

 მოქმედების მექანიზმი

ჰიალურონის მოლეკულა იკავშირებს საკუთარ წონაზე 1000-ჯერ მეტ წყალს, რითაც ფუნქციონირებს როგორც ბუნებრივი „მოლეკულური ღრუბელი“. სწორედ ამ თვისებას ეფუძნება მისი უნარი:

ღრმად დატენიანოს კანი,
შეინარჩუნოს ქსოვილების ელასტიურობა,
დაიცვას სახსრები და ხრტილოვანი ზედაპირები ცვეთით გამოწვეული დაზიანებისგან

ჰიალურონის მჟავა და კანი

აუმჯობესებს კანის ტენიანობას და ბარიერულ ფუნქციას
ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს
ამცირებს კანის სიმშრალეს და წვრილ ნაოჭებს
აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ელასტიურობას და ტონუსს
იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან
ზრდის გარეგანი კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობას

ჰიალურონის მჟავა და სახსრები

შედის სინოვიალური სითხის და ხრტილის შემადგენლობაში
უზრუნველყოფს სახსრების ლუბრიკაციას და სიბლანტეს
ამცირებს ხახუნს და სახსროვანი ზედაპირის ცვეთას
ამცირებს დისკომფორტს მოძრაობისას
აუმჯობესებს სახსრების მოქნილობას და მობილობას
ჰიალურონის მჟავა გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება ოსტეოართროზის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მართვისას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

·  კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭების წარმოქმნის პრევენცია

·  კანის რეგენერაციის პროცესის სტიმულაცია (კანის დაზიანების შემდეგ, აკნე, ლაქები)

·  თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება)

·  სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა

პოსტტრავმული მდგომარეობები: მოტეხილობა, სახსრების გადატვირთვა

შემადგენლობა

ჰიალურონის მჟავა 100 მგ. 

დოზირება 

1 ტაბლეტი 1-3 -ჯერ დღეში საკვებთან ერთად. 

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.  

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა:  # 60 ტაბლეტი. 

მწარმოებელი:  ამვილაბი.აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი ჰიალურონი 30 კაფსულა